მზღვეველისა და სადაზღვევო ბროკერის მიერ ინტერნეტით სადაზღვევო პროდუქტის გაყიდვის ან/და მომსახურების გაწევის პროცესის მიმართ მოთხოვნების დადგენის თაობაზე

მიღების თარიღი 12.12.2023
გამომცემი ორგანო საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური
ნომერი №59
სარეგისტრაციო კოდი 290090000.60.072.016067
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/12/2023
matsne.gov.ge 978 სიტყვა · ~5 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (4)
ციფრული სივრცე
ვირტუალური გარემო ან სივრცე, სადაც მიმდინარეობს გარკვეული სახის პროცესები და მუშავდება ინფორმაცია ციფრულად. იგი მოიცავს ყველა ციფრულ პლატფორმას, სისტემას და ქსელს, რომლებიც გამოიყენება სხვადასხვა მიზნისთვის, როგორიცაა მონაცემთა შენახვა, კომუნიკაცია, ანალიზი და ინფორმაციის გაცვლა. ეს ტერმინი მოიცავს ციფრული სამყაროს როგორც აპარატურულ (კომპიუტერები, სერვერები), ასევე პროგრამული უზრუნველყოფის (აპლიკაციები, ოპერაციული სისტემები) კომპონენტებს
მუხლი 2
მესამე პირის კუთვნილი ციფრული სივრცე
ციფრული სივრცე, რომელსაც არ ფლობს ან არ აკონტროლებს მზღვეველი/სადაზღვევო ბროკერი და რომელსაც მართავს მესამე პირი ან მომსახურების მიმწოდებელი
მუხლი 2
ინფორმაციული უსაფრთხოება
საქმიანობა, რომელიც უზრუნველყოფს ინფორმაციაზე და ინფორმაციულ სისტემებზე წვდომას, ასევე ერთიანობის, ავთენტიფიკაციის, კონფიდენციალურობისა და განგრძობადი მუშაობის დაცვას
მუხლი 2
უწყვეტობა
ორგანიზაციის უნარი, შეინარჩუნოს კრიტიკული ბიზნესპროცესები და ფუნქციები მნიშვნელოვანი შეფერხების გარეშე არასასურველი მოვლენების დროს და მის შემდეგაც, როგორიცაა ბუნებრივი კატასტროფები, პანდემიები, კიბერშეტევები ან სხვა მოვლენები.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი დავით ონოფრიშვილი სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ანგარიშვალდებული პირის მიერ პრევენციული ღონისძიებების ელექტრონულად განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 85% 29.04.2025 საბარათე ინსტრუმენტის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 84% 02.09.2020 ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის მიერ სტაბილური ვირტუალური აქტივის პირველადი შეთავაზების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 83% 06.03.2026 ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 82% 13.06.2023 მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაციის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 82% 02.09.2020

დოკუმენტის ტექსტი

მზღვეველისა და სადაზღვევო ბროკერის მიერ ინტერნეტით სადაზღვევო პროდუქტის გაყიდვის ან/და მომსახურების გაწევის პროცესის მიმართ მოთხოვნების დადგენის თაობაზე საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება  №59 2023 წლის 12 დეკემბერი ქ. თბილისი მზღვეველისა და სადაზღვევო ბროკერის მიერ ინტერნეტით სადაზღვევო პროდუქტის გაყიდვის ან/და მომსახურების გაწევის პროცესის მიმართ მოთხოვნების დადგენის თაობაზე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-9 პუნქტის, „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის, 21-ე მუხლის „მ“ და „ჩ“ ქვეპუნქტებისა და საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 მაისის №102 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დებულების“ მე-3 მუხლის „ლ​6” ქვეპუნქტისა და მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „მზღვეველისა და სადაზღვევო ბროკერის მიერ ინტერნეტით სადაზღვევო პროდუქტის გაყიდვის ან/და მომსახურების გაწევის პროცესის მიმართ მოთხოვნები“ თანდართული სახით. მუხლი 2🔗 მზღვეველის/სადაზღვევო ბროკერის მიერ ინტერნეტით სადაზღვევო პროდუქტის გაყიდვამ ან/და მომსახურების გაწევამ არ უნდა შეზღუდოს მომხმარებელი, რომ მისი მოთხოვნის შემთხვევაში, იგივე სადაზღვევო პროდუქტი ან/და მომსახურება მიიღოს სარეწში. მუხლი 3🔗 ამ ბრძანებით დამტკიცებული ინტერნეტით სადაზღვევო პროდუქტის გაყიდვის ან/და მომსახურების გაწევის პროცესის მიმართ მოთხოვნები მზღვეველებმა/სადაზღვევო ბროკერებმა დააკმაყოფილონ 2025 წლის 1-ლი იანვრიდან. მუხლი 4🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსიდავით ონოფრიშვილი მზღვეველისა და სადაზღვევო ბროკერის მიერ ინტერნეტით სადაზღვევო პროდუქტის გაყიდვის ან/და მომსახურების გაწევის პროცესის მიმართ მოთხოვნები მუხლი 1🔗. მოთხოვნების დადგენის მიზანი ამ მოთხოვნების დადგენის მიზანია ინტერნეტის მეშვეობით სადაზღვევო პროდუქტის გაყიდვის ან/და მომსახურების გაწევის პროცესში მომხმარებლის უფლებების უკეთესად დაცვა, სადაზღვევო თაღლითობის პრევენცია, ახალი ინფორმაციული ტექნოლოგიების ეპოქაში დაზღვევის სფეროს ჯანსაღი განვითარებისა და კონკურენტუნარიანი გარემოს ხელშეწყობა. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტებები ამ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) ციფრული სივრცე – ვირტუალური გარემო ან სივრცე, სადაც მიმდინარეობს გარკვეული სახის პროცესები და მუშავდება ინფორმაცია ციფრულად. იგი მოიცავს ყველა ციფრულ პლატფორმას, სისტემას და ქსელს, რომლებიც გამოიყენება სხვადასხვა მიზნისთვის, როგორიცაა მონაცემთა შენახვა, კომუნიკაცია, ანალიზი და ინფორმაციის გაცვლა. ეს ტერმინი მოიცავს ციფრული სამყაროს როგორც აპარატურულ (კომპიუტერები, სერვერები), ასევე პროგრამული უზრუნველყოფის (აპლიკაციები, ოპერაციული სისტემები) კომპონენტებს; ბ) მესამე პირის კუთვნილი ციფრული სივრცე – ციფრული სივრცე, რომელსაც არ ფლობს ან არ აკონტროლებს მზღვეველი/სადაზღვევო ბროკერი და რომელსაც მართავს მესამე პირი ან მომსახურების მიმწოდებელი; გ) ინფორმაციული უსაფრთხოება – საქმიანობა, რომელიც უზრუნველყოფს ინფორმაციაზე და ინფორმაციულ სისტემებზე წვდომას, ასევე ერთიანობის, ავთენტიფიკაციის, კონფიდენციალურობისა და განგრძობადი მუშაობის დაცვას; დ) უწყვეტობა – ორგანიზაციის უნარი, შეინარჩუნოს კრიტიკული ბიზნესპროცესები და ფუნქციები მნიშვნელოვანი შეფერხების გარეშე არასასურველი მოვლენების დროს და მის შემდეგაც, როგორიცაა ბუნებრივი კატასტროფები, პანდემიები, კიბერშეტევები ან სხვა მოვლენები. მუხლი 3🔗. ინტერნეტით სადაზღვევო პროდუქტის გაყიდვის ან/და მომსახურების გაწევის პროცესის მიმართ მოთხოვნები 1. მზღვეველი/სადაზღვევო ბროკერი, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობისას, უფლებამოსილია ინტერნეტით სადაზღვევო პროდუქტის გაყიდვა ან/და მომსახურების გაწევა განახორციელოს საკუთარ ციფრულ სივრცეში ან მესამე პირის კუთვნილი ციფრული სივრცის იმ ნაწილში, რომლითაც მზღვეველი/სადაზღვევო ბროკერი სარგებლობს შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე. 2. მზღვეველმა/სადაზღვევო ბროკერმა უნდა უზრუნველყოს ინტერნეტგაყიდვის და მომსახურების პროცესის უსაფრთხოდ და დაცულად წარმართვა, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისი მოთხოვნების დაცვით. 3. თუ სადაზღვევო პროდუქტის ინტერნეტით გაყიდვა ხორციელდება მზღვეველის დავალებითა და სახელით მოქმედი დაზღვევის აგენტის მიერ, მის ან მესამე პირის კუთვნილ ციფრულ სივრცეში სრული პასუხისმგებლობა ამ ბრძანებით გათვალისწინებული ნებისმიერი ვალდებულების შესრულებაზე ეკისრება მზღვეველს. 4. თუ ინტერნეტის მეშვეობით სადაზღვევო პროდუქტის გაყიდვისათვის გამოყენებული ციფრული სივრცის სახელწოდება განსხვავებულია მზღვეველის/სადაზღვევო ბროკერის საფირმო სახელწოდებისაგან, მზღვეველი/სადაზღვევო ბროკერი ვალდებულია, წერილობითი ფორმით, დაუყოვნებლივ, არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღისა აცნობოს აღნიშნულის/ცვლილებების (მათ შორის გაუქმების) თაობაზე სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს (შემდგომ – სამსახური). 5. მზღვეველის/სადაზღვევო ბროკერის მიერ სადაზღვევო პროდუქტის შესახებ ციფრულ სივრცეში განთავსებული ინფორმაცია მომხმარებელს უნდა აძლევდეს ინფორმირებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას და შეესაბამებოდეს „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 3 აპრილის №18 ბრძანებით დამტკიცებული „მზღვეველის მიერ სადაზღვევო მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ ინსტრუქციით“ დადგენილ მოთხოვნებს. 6. ინტერნეტით სადაზღვევო პროდუქტის გაყიდვის ან/და მომსახურების გაწევის პროცესში მზღვეველი/სადაზღვევო ბროკერი ვალდებულია უზრუნველყოს: ა) ციფრული სივრცის გამართული ფუნქციონირება და სანდოობა, რისთვისაც შემუშავებული და დანერგილი უნდა ჰქონდეს ციფრული სივრცის უსაფრთხოდ და უწყვეტად ფუნქციონირების შიდამარეგულირებელი დოკუმენტები. დოკუმენტები უნდა ითვალისწინებდეს ინფორმაციული უსაფრთხოების მინიმალურ მოთხოვნებს, რომლებიც განსაზღვრულია ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით ან/და სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ISO), აშშ-ის სტანდარტებისა და ტექნოლოგიების ეროვნული ინსტიტუტის (NIST) ინფორმაციული სისტემების აუდიტისა და კონტროლის ასოციაციის (ISACA) მიერ; ბ) მონაცემთა კონფიდენციალურობის, ხელმისაწვდომობის და მთლიანობის დაცვა; გ) პერსონალური მონაცემების დაცვა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; დ) საკუთარი პასუხისმგებლობის ფარგლებში, სადაზღვევო პროდუქტის გაყიდვისას გამოყენებული ელექტრონული გადახდის სისტემის უსაფრთხოება; ე) დაზღვევის ხელშეკრულების დადება, შეცვლა ან/და შეწყვეტასთან დაკავშირებული ყველა შესრულებელი ელექტრონული/ციფრული მოქმედების დროითი და შინაარსობრივი კომპონენტების ავთენტური/უცვლელი შენახვა და დაცულობა. 7. ინტერნეტით სადაზღვევო პროდუქტის გაყიდვის ან/და მომსახურების გაწევის პროცესში მესამე პირის კუთვნილი ციფრული სივრცით სარგებლობის დროს, მზღვეველი/სადაზღვევო ბროკერი ვალდებულია შეაფასოს და შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე უზრუნველყოს ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვა. 8. სადაზღვევო ბროკერზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები შიდა მარეგულირებელი დოკუმენტების შემუშავებასა და დანერგვასთან დაკავშირებით. ინფორმაციული უსაფრთხოების მიზნებისთვის, სადაზღვევო ბროკერი ითვალისწინებს ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს და მინიმალურ მოთხოვნებს და საქმიანობას წარმართავს აღნიშნულის შესაბამისად. 9. მზღვეველი/სადაზღვევო ბროკერი, ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების დადასტურების მიზნებისთვის, უფლებამოსილია საკუთარ ვებ-გვერდზე განათავსოს ე.წ. „უსაფრთხოების განაცხადი“, რომლითაც გაცხადებული იქნება მზღვეველში/სადაზღვევო ბროკერში ინფორმაციული უსაფრთხოების ადეკვატური ღონისძიების/პროცედურის არსებობა. 10. მზღვეველი/სადაზღვევო ბროკერი ვალდებულია დამზღვევს მიაწოდოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად გაცემული სადაზღვევო პოლისი, რომელიც დამოწმებული იქნება „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით. 11. მზღვეველმა/სადაზღვევო ბროკერმა დამზღვევს უნდა მიაწოდოს დაზღვევის ხელშეკრულება და მასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი წაკითხვადი და შენახვადი ფორმით. პროგრამული უზრუნველყოფა იმგვარად უნდა იყოს შემუშავებული, რომ დამზღვევს ხელი შეუწყოს მიწოდებული დოკუმენტების ნახვასა და უცვლელი სახით რეპროდუცირებაში. 12. იმ შემთხვევაში, თუ სადაზღვევო პროდუქტის მარკეტინგის მიზნებისათვის მზღვეველი/სადაზღვევო ბროკერი იყენებს მესამე პირის კუთვნილ ციფრულ სივრცეს და მარკეტინგული შეთავაზება ხორციელდება მესამე პირის მიერ თავისი სახელით, შეთავაზება უნდა შეიცავდეს მკაფიო და არაორაზროვან მითითებას იმის თაობაზე, რომ შეთავაზებულია სადაზღვევო პროდუქტი. ასევე, შესაძლებელია იყოს მითითება მზღვეველის/სადაზღვევო ბროკერის ინტერნეტბმულზე, რომელიც მისცემს მას მზღვეველის/სადაზღვევო ბროკერის ციფრულ სივრცეში გადასვლის შესაძლებლობას. 13. მზღვეველმა/სადაზღვევო ბროკერმა გაყიდულ სადაზღვევო პროდუქტთან ან/და მომსახურების გაწევის პროცესთან დაკავშირებული დოკუმენტები უნდა შეინახოს ელექტრონულად, მხარეთა შორის სადაზღვევო ურთიერთობების დასრულებიდან 3 (სამი) წლის ვადით, თუ საქართველოს კანონმდებლობით შენახვის უფრო მეტი ვადა არ არის განსაზღვრული. 14. მტკიცების ტვირთი იმის თაობაზე, რომ მზღვეველმა/სადაზღვევო ბროკერმა ინტერნეტით გაყიდა სადაზღვევო პროდუქტი მომხმარებელთან შეთანხმებული პირობებით, ეკისრება მზღვეველს/სადაზღვევო ბროკერს. მუხლი 4🔗. სანქციები ამ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი მოთხოვნების მზღვეველის/სადაზღვევო ბროკერის მიერ შეუსრულებლობის შემთხვევაში, სამსახური უფლებამოსილია მის მიმართ გამოიყენოს „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სანქციები.