საქართველოს მოქალაქის პასპორტის ბლანკის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 16.04.2005
ძალის დაკარგვა 27.06.1996
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №652
სარეგისტრაციო კოდი 010.130.000.22.027.007.2571
გამოქვეყნების წყარო სსმ, 48, 21/04/2005
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,411 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
16.04.2005 მიღება
27.06.1996 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მოქალაქის პასპორტის ბლანკის დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Wingdings; panose-1:5 0 0 0 0 0 0 0 0 0;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:AcadNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:LitNusx;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {mso-style-link:"Header Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:LitNusx;} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {mso-style-link:"Footer Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:LitNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:.2in; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} span.HeaderChar {mso-style-name:"Header Char"; mso-style-link:Header; font-family:LitNusx;} span.FooterChar {mso-style-name:"Footer Char"; mso-style-link:Footer; font-family:LitNusx;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt .75in 56.7pt 58.5pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.130.000.22.027.007.2571 საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №652 2005 წლის 16 აპრილი ქ. თბილისი საქართველოს მოქალაქის პასპორტის ბლანკის დამტკიცების შესახებ „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს მოქალაქის ახალი პასპორტის ბლანკი №1 დანართის შესაბამისად. 2. დამტკიცდეს საქართველოს მოქალაქის მოქმედი პასპორტის ბლანკი №2 დანართის შესაბამისად. 3. დაევალოს ეკონომიკურ დეპარტამენტს (გ. შონვაძე) და სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტს (ირაკლი ფორჩხიძე) საქართველოს მოქალაქის პასპორტის ბლანკის დასამზადებლად ორგანიზაციული ღონისძიებების გატარების უზრუნველყოფა. 4. ამჟამად მიმოქცევაში არსებული საქართველოს მოქალაქის პასპორტის ბლანკი ძალაშია მათ სრულ გახარჯვამდე და მათი მოქმედების ვადის ამოწურვამდე. 5. ამ ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილეს კ. ვარძელაშვილს. 6. ეს ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. კ. კემულარია დანართი №1 საქართველოს მოქალაქის ახალი პასპორტის ბლანკი (მკაცრი აღრიცხვის საბუთი) შემდეგი მახასიათებლებით: I. მანქანა-კითხვადი პასპორტი პასპორტის საინფორმაციო (ან პერსონალური) გვერდი უნდა განთავსდეს ისე, რომ გამოჩნდეს ავტომატურად წასაკითხი არე გვერდის გარეთა კიდის გასწვრივ, აკინძვის მხარის საპირისპიროდ. მონაცემთა გვერდი მოთავსებული უნდა იქნეს შიდა მე-2 გვერდზე. II. პასპორტის მასალა და დაცვის საშუალებები თითოეული ბუკლეტი უნდა შეიცავდეს 32 გვერდს. 1. ყდა (მინიმალური სტანდარტი) ყდა უნდა წარმოადგენდეს ლატექსით გაჟღენთილ ფურცელს, რომელიც დაფარული იქნება 150-170 გრადუსი ტემპერატურის მიმართ მედეგი ნიტროცელულოზით და მისი სისქე უნდა იყოს 280 მკრ. შიდა ზედაპირი უნდა შეესაბამებოდეს წიგნაკის შიგნითა ნაწილის ბოლო ფურცლების მაღალი ხარისხის ლამინირებას. ყდის ფერი განისაზღვრება მოწოდებული სპეციფიკაციის მიხედვით. 2. ქაღალდი შიდა გვერდები (მინიმალური სტანდარტი) ქაღალდი უნდა წარმოადგენდეს პასპორტის ტიპის ქაღალდს. ქაღალდის მახასიათებლები შემდეგია: _ 90 გრამი/კვადრატული მეტრი +/-5%; _ მრავალტონიანი რეგისტრირებული წყლის ნიშანი ეროვნული გერბის გამოსახულებით; _ ქაღალდი უნდა იყოს თეთრი და ულტრაიისფერი სხივებისადმი მედეგი და პერსონალიზაციის პროცესისათვის შესაფერისი; _ ქაღალდი დამზადდება სუფთა ხის მერქნისგან; _ ქაღალდი უნდა იყოს მგრძნობიარე და შეიცავდეს პოლარული გამხსნელების, მჟავებისა და ოქსიდანტების ქიმიურ რეაგენტებს. გაყალბების შემთხვევაში მასზე უნდა შეიმჩნეოდეს ხილული ფერის ცვალებადობა. 3. ბოლო ფურცლები ქაღალდის მახასიათებლებია: _ 180 გრამი/კვადრატული მეტრი +/-5% _ ქაღალდი თეთრია და ულტრაიისფერი სხივებისადმი მედეგი; _ ქაღალდი დამზადდება სუფთა ხის მერქნისგან; ოფსეტურ მახასიათებლებთან ერთად, რომლებიც შესაძლოა აირჩეს ზემოთ აღნიშნული ჩამონათვალიდან და რომელიც შეესაბამება ბოლო გვერდებს, გამოყენებული იქნება ღრმა ბეჭდვის (ინტაგლიო) დიზაინი, როგორიცაა მაგალითად: _ რელიეფური ეფექტი, რომელიც შეიგრძნობა ხელით შეხებისას; _ მიკრობეჭდვა საუკეთესო ხარისხის ასოთგამოსახულებით; _ ლატენტური (უხილავი) გამოსახულება. 4. პერსონალიზებული გვერდები პერსონალურ მონაცემთა გვერდი: მონაცემთა გვერდი უნდა შეესაბამებოდეს ICAO-s რეკომენდაციებს, დოკუმენტი №9303 პირველი, ნაწილი (მეოთხე გამოცემა). 5. შესაკერი ძაფი ძაფი უნდა წარმოადგენდეს დამცავ ძაფს. 6. მელანი (მინიმალური სტანდარტი) ფონის მელანი უნდა წარმოადგენდეს გაყალბებისაგან დამცავ დამატებით მექანიზმს. III. ბეჭდვა 1. ყდის პირველი გარე ფურცელი ოქროსფერი გამოსახულება დატანილი უნდა იქნეს მაღალი ტემპერატურისა და წნევის ქვეშ და უნდა იქნეს სითბური ლამინირებისას, ჩვეულებრივი გამოყენებისას და ზემოქმედების დროს რეზისტენტული. ყდაზე ოქროსფრად უნდა იყოს გამოსახული საქართველოს სახელმწიფო გერბი, სიტყვები `საქართველოს” და `პასპორტი”. 2. შიდა გვერდები შიდა გვერდები უნდა შეიცავდეს დამცავი მექანიზმების კომპლექტს, რომელიც უნდა წარმოადგენდეს სპეციალურად შემუშავებული დიზაინის განუყოფელ ნაწილს ესთეტიკური და დაცვის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. 3. შესაძლო დამცავი ელემენტები 1 დონე ქაღალდი:          მრავალტონიანი წყლის ნიშანი                    დამცავი ძაფი                    ქიმიური სენსიტისაცია. ბეჭდვა:   გრძივი სტრუქტურები                    ცისარტყელას ბეჭდვა                    მიკრო ასოებით ბეჭდვა                    მრავალფეროვანი ღრმა ბეჭდვა                    ლატენტური გამოსახულება. მელანი:   ოპტიკურად ცვლადი მელანი. დანომვრა:         ლაზერული წესით პერფორირებული დანომვრა. მე-2 დონე ქაღალდი:                      მკრთალი ულტრაიისფერი. შესაკერი ძაფი: მანათობელი ელემენტები. ბეჭდვა:             ულტრაიისფერი ელემენტები. მელანი:             ფოტოქრომული მელანი, მეტალიკის ფლორესცენციის მატარებელი მელანი. დანომვრა:                   უხილავი პასპორტის ნომერი. IV. ფორმა პასპორტი უნდა წარმოადგენდეს წიგნაკის სტანდარტულ ფორმატს, მომრგვალებული კუთხეებით. V. დანომვრა ნომერი უნდა გამოისახებოდეს პირველ გარე ფურცელზე, რომელიც დაიბეჭდება OCR-B ასოებით და მელნით, რომელიც უნდა გარდაიქმნებოდეს ფლუორისცენტულ მწვანედ ულტრაიისფერი სხივების ქვეშ. VI. დამცავი ლამინატი (მინიმალური სტანდარტი) დამცავი ლამინატი უნდა შედგებოდეს მაქსიმალურად თხელი საფარისაგან. ლამინატს უნდა ჰქონდეს ქვემოთ აღნიშნული მახასიათებლები: _ ორიენტაციის ცვალებადი მელნის ეფექტი, რომელიც ფერს იცვლის დოკუმენტის მოძრაობისას; _ ფლუორისცენტული გამოსახულება. საქართველოს მოქალაქის პასპორტი უნდა შეიცავდეს შემდეგ გრაფებს: 1) პასპორტის მფლობელის სახელს; 2) პასპორტის მფლობელის გვარს; 3) პასპორტის მფლობელის მოქალაქეობას; 4) პასპორტის მფლობელის დაბადების თარიღს; 5) პასპორტის მფლობელის პირად ნომერს; 6) პასპორტის მფლობელის ფოტოსურათს; 7) პასპორტის მფლობელის სქესს; 8) პასპორტის მფლობელის დაბადების ადგილს; 9) პასპორტის გაცემის თარიღს; 10) პასპორტის მოქმედების ვადას; 11) პასპორტის გამცემი ორგანოს დასახელებას; 12) პასპორტის ტიპის შესახებ მითითებას; 13) ქვეყნის კოდს; 14) პასპორტის ნომერს; 15) თანამდებობის პირის ხელმოწერას; 16) პასპორტის მფლობელის ხელმოწერას; 17) ბეჭედს; 18) ცნობებს არასრულწლოვანების შესახებ (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი), თუ ისინი პასპორტის მფლობელთან ერთად აპირებენ გამგზავრებას. დანართი №2 საქართველოს მოქალაქის მოქმედი პასპორტის ბლანკი (მკაცრი აღრიცხვის საბუთი) შემდეგი მახასიათებლებით: I. მანქანა-კითხვადი პასპორტი პასპორტის საინფორმაციო (ან პერსონალური) გვერდი მოთავსებულია ისე, რომ გამოჩნდეს ავტომატურად წასაკითხი არე გვერდის გარეთა კიდის გასწვრივ, აკინძვის მხარის საპირისპიროდ. მონაცემთა გვერდი მოთავსებული უნდა იქნეს ბოლო ფურცელზე. II. პასპორტის მასალა და დაცვის საშუალებები თითოეული ბუკლეტი უნდა შეიცავდეს 32 გვერდს. 1. ყდა ყდა უნდა წარმოადგენდეს ლატექსით გაჟღენთილ ფურცელს, რომელიც დაფარულია 150-170 გრადუსი ტემპერატურის მიმართ მედეგი ნიტროცელულოზით. შიდა ზედაპირი უნდა შეესაბამებოდეს წიგნაკის შიგნითა ნაწილის ბოლო ფურცლების მაღალი ხარისხის ლამინირებას. ყდის ფერი – შინდისფერი. 2. ქაღალდი ა. შიდა გვერდები ქაღალდი უნდა წარმოადგენდეს პასპორტის ტიპის ქაღალდს. ქაღალდის მახასიათებლები შემდეგია: _ 90 გრამი/კვადრატული მეტრი +/-5%; _ წყლის ნიშანი; _ ქაღალდი უნდა იყოს თეთრი და ულტრაიისფერი სხივებისადმი მედეგი, პერსონალიზაციის პროცესისადმი შესაფერისი; _ ქაღალდი დამზადდება სუფთა ხის მერქნისგან; _ ქაღალდი უნდა იყოს მგრძნობიარე და შეიცავდეს პოლარული გამხსნელების, მჟავებისა და ოქსიდანტების ქიმიურ რეაგენტებს. გაყალბების შემთხვევაში მასზე უნდა შეიმჩნეოდეს ხილული ფერის ცვალებადობა. ბ. ბოლო ფურცლები ქაღალდის მახასიათებლებია: _ 180 გრამი/კვადრატული მეტრი +/-5%; _ ქაღალდი უნდა იყოს თეთრი და ულტრაიისფერი სხივებისადმი მედეგი; _ ქაღალდი უნდა დამზადდეს სუფთა ხის მერქნისგან; 3. შესაკერი ძაფი ძაფი უნდა წარმოადგენდეს დამცავ ძაფს. 4. მელანი ფონის დამცავმა მელანმა უნდა უზრუნველყოს გაყალბებისაგან დაცვა. III. ბეჭდვა 1. ყდის პირველი ფურცელი ოქროსფერი გამოსახულება დატანილი უნდა იქნეს მაღალი ტემპერატურისა და წნევის ქვეშ და უნდა იქნეს სითბური ლამინირებისადმი რეზისტენტული. ყდაზე უნდა იქნეს გამოსახული საქართველოს სიმბოლო (ბორჯღალი), სიტყვები `საქართველოს რესპუბლიკა” და `პასპორტი” (ქართულ და ინგლისურ ენებზე). 2. შიდა გვერდები შიდა გვერდები უნდა იმეორებდეს არსებულ ხილვად და უხილავ ფლორესცენტულ გამოსახულებებს. 3. ბოლო ფურცლები _ ოფსეტურ მახასიათებლებთან ერთად, თითოეული ერთეულის ბეჭდვისას გამოყენებული იქნება ღრმა ბეჭდვის (ინტაგლიო) დიზაინი. IV. დანომვრა ნუმერაცია უნდა გამოისახოს პირველ შიდა გვერდზე, ხოლო პერფორირებული ნომერი უნდა შედგებოდეს შვიდი ციფრისაგან. პერფორირებული ნომერი უნდა განთავსდეს შიდა გვერდების ქვედა მხარეს. პირველ შიდა გვერდზე უნდა გამოისახოს მელნით დაბეჭდილი 7-ციფრიანი ნომერი. შიდა გვერდების დანომვრა წარმოდგენილი უნდა იქნეს ორჯერ მაინც _ ინდივიდუალიზებულ ფონებზე და უხილავი ულტრაიისფერი ნაბეჭდით. V. დამცავი ლამინატები დამცავი ლამინატი უნდა შედგებოდეს პოლიესტერ/პოლიეთილენის ფოილისგან (სისქე 80), უკან დართული ფურცლით, რომელიც უნდა მოსცილდეს გამოყენებამდე. ფორმატი _ 116X123 მმ 86-მილიმეტრიანი მიკროპერფორაციით, უხილავი ფლორესცენტული ლურჯი გამოსახულება _ ქართული ლომი. საქართველოს მოქალაქის პასპორტი უნდა შეიცავდეს შემდეგ გრაფებს: 1) პასპორტის მფლობელის სახელს; 2) პასპორტის მფლობელის გვარს; 3) პასპორტის მფლობელის მოქალაქეობას; 4) პასპორტის მფლობელის დაბადების თარიღს; 5) პასპორტის მფლობელის პირად ნომერს; 6) პასპორტის მფლობელის ფოტოსურათს; 7) პასპორტის მფლობელის სქესს; 8) პასპორტის მფლობელის დაბადების ადგილს; 9) პასპორტის გაცემის თარიღს; 10) პასპორტის მოქმედების ვადას; 11) პასპორტის გამცემი ორგანოს დასახელებას; 12) პასპორტის ტიპის შესახებ მითითებას; 13) ქვეყნის კოდს; 14) პასპორტის ნომერს; 15) თანამდებობის პირის ხელმოწერას; 16) პასპორტის მფლობელის ხელმოწერას; 17) ბეჭედს; 18) ცნობებს არასრულწლოვანების შესახებ (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი), თუ ისინი პასპორტის მფლობელთან ერთად აპირებენ გამგზავრებას.