1. ამ კანონით დგინდება საკრედიტო რისკების ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის (შემდგომ − სეკიურიტიზაცია) ზოგადი სამართლებრივი საფუძვლები, სეკიურიტიზაციის ცნება და სეკიურიტიზაციის მხარეთა მიმართ მოთხოვნები.

2. ამ კანონის მოქმედება, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ვრცელდება მხოლოდ საქართველოში დაფუძნებულ სეკიურიტიზაციის სპეციალურ მიზნობრივ ერთეულზე (სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის გარეშე სეკიურიტიზაციის განხორციელებისას − საქართველოში დაფუძნებულ ინიციატორზე) და მასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

3. ამ კანონის 21-ე, 23-ე და 24-ე მუხლებისა და 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოქმედება იმავე ნორმებით გათვალისწინებულ პირებზე ვრცელდება სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის (სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის გარეშე სეკიურიტიზაციის განხორციელებისას − ინიციატორის) დაფუძნების ადგილის მიუხედავად.

4. „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე რეგისტრირებული ან ავტორიზებული საინვესტიციო ფონდი სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეული არ არის.

5. არავის არ აქვს უფლება, თავის სახელწოდებაში ან საქმიანობაში, აგრეთვე საქართველოში გამოშვებული ფინანსური ინსტრუმენტის დასახელებაში ან/და აღწერაში გამოიყენოს ტერმინი „სეკიურიტიზაცია“ ან ამ ტერმინის უცხოური შესატყვისი, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევების