ეროვნულმა ბანკმა 2024 წლის 1 აპრილამდე უზრუნველყოს შემდეგი სამართლებრივი აქტების გამოცემა:
ა) ამ კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინებისა და ინფორმაციის წარდგენის წესის დადგენის თაობაზე;
ბ) ამ კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ავტორიზაციის შესაბამისი პროცედურისა და დამატებითი წესების დადგენის თაობაზე;
გ) ამ კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების განხორციელებისა და მისი განხილვის წესის დადგენის თაობაზე;
დ) ამ კანონის მე-13 მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული ავტორიზებული სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულისა და მისი განყოფილების ლიკვიდაციის მარეგულირებელი დამატებითი წესების დადგენის თაობაზე;
ე) ამ კანონის 21-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული სეკიურიტიზაციის მატერიალური, წმინდა ეკონომიკური ინტერესის გაანგარიშების მეთოდოლოგიის დადგენის თაობაზე;
ვ) ამ კანონის 23-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესის დადგენის თაობაზ