ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის (აირის) დატაცების შესახებ ოქმის შედგენის წესის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 30.03.2005
ძალის დაკარგვა 01.09.2010
გამომცემი ორგანო საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია
ნომერი №3
სარეგისტრაციო კოდი 300.280.010.16.009.007.219
გამოქვეყნების წყარო სსმ, 39, 06/04/2005
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის (აირის) დატაცების, ასევე სასმელი წყლის უკანონო მოხმარებისა და წყალარინების ქსელით უკანონო სარგებლობისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადებისა და იძულებით აღსრულების წესების დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია 12.08.2010
დოკუმენტის ტექსტი
ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის (აირის) დატაცების შესახებ ოქმის შედგენის წესის დამტკიცების თაობაზე
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:"Geo ABC";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {mso-style-link:"Header Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {mso-style-link:"Footer Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:19.85pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:.2in; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} span.HeaderChar {mso-style-name:"Header Char"; mso-style-link:Header; font-family:AcadNusx;} span.FooterChar {mso-style-name:"Footer Char"; mso-style-link:Footer; font-family:AcadNusx;} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 58.5pt 1.0in 67.5pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.280.010.16.009.007.219
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ)
დადგენილება №3
2005 წლის 30 მარტი
ქ. თბილისი
ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის (აირის) დატაცების შესახებ ოქმის შედგენის წესის დამტკიცების თაობაზე
„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ” 2004 წლის 29 დეკემბრის №976-რს საქართველოს კანონის საფუძველზე, კომისიამ დაადგინა _ დამტკიცდეს:
1. ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის (აირის) დატაცების შესახებ ოქმის შედგენის წესი (დანართი №1).
2. ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის (აირის) დატაცების შესახებ ოქმის თანდართული ფორმა (დანართი №2).
3. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
თავმჯდომარე გ. თავაძე
დანართი №1
ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის (აირის) დატაცების შესახებ ოქმის შედგენის წესი
თავი I. ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗.
ეს ნორმები განსაზღვრავს ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის (აირის) დატაცების შესახებ ოქმის შედგენის წესს და მისი მიზანია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენა, ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის (აირის) დატაცების თავიდან აცილება და აღმოფხვრა.
მუხლი 2🔗.
წინამდებარე წესი სავალდებულოა შესასრულებლად ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის სფეროში მოქმედი ყველა სუბიექტისათვის.
მუხლი 3🔗.
წინამდებარე წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც განსაზღვრულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” და „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონებით.
თავი II. ოქმის შედგენა
მუხლი 4🔗.
1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის (აირის) დატაცების შესახებ ოქმი წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს.
2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის _ ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის (აირის) დატაცების შესახებ ოქმი დგება შემდეგი ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის: ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიატის, გადაცემის ან განაწილების ქსელიდან ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის (აირის) ტრანსპორტირების სისტემიდან ან განაწილების ქსელიდან ბუნებრივი გაზის (აირის) დატაცება, მიუხედავად დატაცების ფორმისა, ასევე ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის (აირის) აღრიცხვის გარეშე ან აღრიცხვის წესების დარღვევით მოხმარება.
3. ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის (აირის) დატაცების შესახებ ოქმს ამ წესის და დამტკიცებული ფორმის მიხედვით ადგენს ელექტროენერგეტიკის ან ბუნებრივი გაზის სექტორის სათანადო ლიცენზიატი (მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი) ან საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ენერგოზედამხედველობისა და სათბობის ხარისხის დეპარტამენტის საამისოდ უფლებამოსილი პირი.
თავი III. ოქმის შინაარსი
მუხლი 5🔗.
1. ოქმში აღინიშნება:
ა. მისი შედგენის თარიღი და ადგილი;
ბ. შემდგენის თანამდებობა, სახელი, გვარი, მამის სახელი;
გ. მონაცემები დამრღვევის პიროვნების შესახებ (იურიდიული პირის შემთხვევაში იურიდიული პირის და მისი ხელმძღვანელის შესახებ);
დ. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი;
ე. ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისათვის, ამასთან აღინიშნება, რომ დაჯარიმება არ ათავისუფლებს სამართალდამრღვევს დატაცებული ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის (აირის) საფასურის გადახდისაგან;
ვ. მოწმეთა და დაზარალებულთა გვარები და მისამართები, თუ ისინი არიან;
ზ. დამრღვევის ახსნა-განმარტება;
თ. დამატებით, საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა მტკიცებულებები, ცნობები და მონაცემები;
2. ოქმს ხელს აწერენ მისი შემდგენი და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი, თუ არიან მოწმეები და/ან დაზარალებულები, ოქმს შეიძლება ხელი მოაწერონ ამ პირებმაც.
3. იმ შემთხვევაში, თუ სამართალდარღვევის ჩამდენი უარს იტყვის ოქმის ხელმოწერაზე, ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი.
4. სამართალდარღვევის ჩამდენს უფლება აქვს წარმოადგინოს ოქმისათვის დასართავი ახსნა-განმარტება და შენიშვნები ოქმის შინაარსთან დაკავშირებით, აგრეთვე ჩამოაყალიბოს მის ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები.
5. ოქმის შედგენისას დამრღვევს განემარტება მისი უფლებები და მოვალეობები, გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით, რის თაობაზეც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.
6. კანონმდებლობით დადგენილი წესით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის მიზნით, ოქმი დაუყოვნებლივ ეგზავნება რაიონის (ქალაქის) სასამართლოს განსჯადობის მიხედვით. ოქმის ერთი ასლი ბარდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენ პირს.
თავი IV. დასკვნითი დებულებანი
მუხლი 6🔗.
ამ წესის გაუქმება, მასში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ ამ აქტის მიღებისათვის დადგენილი წესის შესაბამისად.
დანართი №2
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის-ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის (აირის) დატაცების შესახებ ოქმი
ქ. ---------------- “------” “-------------------” 200--- წ.
(ოქმის შედგენის თარიღი)
1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შემდგენი
(დაწესებულება, შემდგენის სახელი, გვარი, თანამდებობა)
---------------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლის 50-ე ნაწილისა და 240-ე მუხლის დაცვით --------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------
(ოქმის შედგენის ადგილი)
შევადგინე ეს ოქმი მასზედ, რომ ------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------(დამრღვევი ფიზიკური (იურიდიული) პირი)
(სახელი, გვარი, მამის სახელი, მისამართი, პირადობის მიწმობის ნომერი (აგრეთვე მისაღებია პირადობის დამადასტურებელი სხვა საბუთი, რომელიც დაშვებულია საქარ-თველოს კანონმდებლობით), იურიდიული პირის შემთხვევაში _ დასახელება, იურიდიული მისამართი, მისი ხელმძღვანელის მონაცემები).
(სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი)
რაც გათვალისწინებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 961 მუხლით (დაჯარიმება არ ათავისუფლებს სამართალდამრღვევს დატაცებული ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის (აირის) საფასურის გადახდისაგან).
2. სამართალდამრღვევს განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალ-დარღვევათა კოდექსის 961 მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა ---------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------
და ამავე კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობები:
“ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამ-დგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; გამოვიდეს დედაენაზე და თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება იმ პირის თანდასწრებით, რომელიც მიცემულია ადმინისტრაციულ პასუხისგებაში. ამ პირის დაუსწრებლად საქმე შეიძლება განხილულ იქნეს მხოლოდ ისეთ შემთხვევებში, როცა არის ცნობა მისთვის საქმის განხილვის ადგილისა და დროის დროული შეტყობინების შესახებ და მისგან არ შემოსულა შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე”.
3. სამართალდამრღვევის ------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------
(სახელი, გვარი, მამის სახელი, იურიდიული პირის შემთხვევაში სახელწოდება და მისი ხელმძღვენელის მონაცემები)
ახსნა-განმარტება: ----------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
4. დამატებით, საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა მტკიცებულებები, ცნობები და მონაცემები
------------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(მაგ: აბონენტის ნომერი, მრიცხველის ნომერი, ჩვენება შემოწმების მომენტში, ბრჯენების ნომრები, მათი მდგომარეობა, თუ ბრჯენი დაზიანებულია ან საეჭვოა მიეთითება დაბრჯენის ადგილი, გამოყენებული გამზომი ხელსაწყოების დასახელება, საქარხნო ნომერი და სიზუსტის კლასი და ა. შ.)
5. ყოველივე ზემოაღნიშნულზე შედგა ეს ოქმი, რომლის სისწორესაც ვადასტურებთ ხელმოწერით:
ოქმი შევადგინე ----------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------
(შემდგენის ხელმოწერა)
ოქმს გავეცანი და მივიღე ოქმის ასლი --------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------
(სამართალდამრღვევის ხელმოწერა)
მოწმეებისა და დაზარალებულის ხელმოწერა ---------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(თუ ისინი არიან – სახელი, გვარი, მამის სახელი, პირადობის მოწმობის ნომერი (აგრეთვე მისაღებია პირადობის დამადასტურებელი სხვა საბუთი, რომელიც დაშვებულია საქართველოს კანონმდებლობით) და ხელმოწერა, იურიდიული პირის შემთხვევაში _ დასახელება, იურიდიული მისამართი, მისი ხელმძღვანელის მონაცემები).
6. ოქმის შემდგენი პირის აღნიშვნა, თუ სამართალდამრღვევმა უარი განაცხადა ოქმის ხელმოწერასა და ასლის ჩაბარებაზე ------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------
7. ოქმზე თანდართული დოკუმენტების ჩამონათვალი (მათი არსებობის შემთხვევაში)
----------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------
სამართალდამრღვევის ჩამდენს უფლება აქვს წარმოადგინოს ოქმისათვის დასართავი ახსნა-განმარტება და შენიშვნები ოქმის შინაარსის გამო, აგრეთვე ჩამოაყალიბოს მის ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები -----------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------