“საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცეტრის დებულების დამტკიცების შესახებ"
მიღების თარიღი 01.04.2005
ძალის დაკარგვა 13.08.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი
ნომერი №3/141
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.028.007.220
გამოქვეყნების წყარო სსმ, 40, 07/04/2005
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
“საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცეტრის დებულების დამტკიცების შესახებ"
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
h1 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:9.0pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; text-decoration:underline;}
h2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:2.0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:-45.0pt; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; text-decoration:underline;}
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:-27.0pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; }
p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; line-height:200%; font-size:12.0pt; }
p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; font-size:8.0pt; }
p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:27.0pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:-.25in; font-size:14.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; }
p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; }
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; }
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:.2in; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; font-size:11.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; }
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.kodixml, li.kodixml, div.kodixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; }
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
span.HeaderChar { }
span.FooterChar { }
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 63.0pt 1.0in 58.5pt;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.028.007.220
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის
ბრძანება №3/141
2005 წლის 1 აპრილი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კამერული მუსიკის ცენტრის რეორგანიზაციის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 15 მარტის №142 ბრძანებულების მე-3 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად:
1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრის თანდართული დებულება.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. გაბაშვილი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის –საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონისა და საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, წარმოადგენს ევგენი მიქელაძის სახელობის სახელმწიფო დამსახურებული სიმფონიური ორკესტრის, ნიკო სულხანიშვილის სახელობის სახელმწიფო სა-გუნდო კაპელისა და კამერული მუსიკის სახელმწიფო ცენტრის უფლებამონაცვლეს.
2. საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი (შემდგომში – ცენტრი), როგორც მხატვრულ სანახაობითი დაწესებულება, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებისა და ამ დებულების საფუძველზე, დამოუკიდებლად წარმართავს თავის შემოქმედებით და სამეურნეო საქმიანობას.
3. ცენტრი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, აქვს განცალკევებული ქონება, დამოუკიდებელი ბალანსი, საანგარიშსწორებო, სავალუტო და სხვა სახის ანგარიშები, ბეჭედი საკუთარი დასახელებით, ბლანკი, ემბლემა და იურიდიული პირისათვის დამახასიათებელი სხვა რეკვიზიტები.
4. ცენტრი უფლებამოსილია საკუთარი სახელით შეიძინოს უფლებები, იტვირთოს მოვალეობები, დადოს გარიგებები, გამოვიდეს სასამართლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ.
5. ცენტრი შექმნილია განუსაზღვრელი ვადით.
6. ცენტრის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქალაქი თბილისი, ვ. ბარნოვის ქუჩა №54.
მუხლი 2🔗. ცენტრის მიზნები, ამოცანები და საქმიანობის საგანი
1. ცენტრის ძირითად მიზანს წარმოადგენს:
ა) საკონცერტო მოღვაწეობა საქართველოს ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ, ეროვნული და მსოფლიო პროფესიული მუსიკალური ხელოვნების მაღალმხატვრული ნიმუშების მოსახლეობის ფართო ფენებში პოპულარიზაცია-პროპაგანდა;
ბ) თანამედროვე ქართული მუსიკალური შემოქმედების სტიმულირება;
გ) ნიჭიერი შემოქმედებითი კადრების მოზიდვა-დაოსტატება;
დ) მართვის ისეთი მექანიზმების დანერგვა, რომლებიც ხელს შეუწყობენ ამ დებულებით დასახული მიზნების მიღწევას.
2. თავისი მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად ცენტრი უფლებამოსილია:
ა) მიიღოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილება, რომელიც უზრუნველყოფს მოღვაწეობის თავისუფლებას შემოქმედებითი მიმართულებების განსაზღვრაში (რეპერტუარის არჩევა და ნებისმიერი სარეკლამო მასალის პუბლიკაცია);
ბ) ისარგებლოს მის მიერ შექმნილი მხატვრული პროდუქციით ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად და აირჩიოს მის მიერ შექმნილი პროდუქციის საჯარო შესრულებისათვის გამოსაყენებელი ნებისმიერი ფორმა, გადასცეს მუსიკალური ნაწარმოების შესრულების უფლება სხვა იურიდიულ და ფიზიკურ პირებს, გასცეს თანხმობა (ნაწარმოების ავტორთან შეთანხმებით) საკუთარი პროდუქციის ტელევიზიითა და რადიოთი გადაცემის, ნაწარმოების ჩანაწერის, ტირაჟირების, რეალიზაციისა და გავრცელებისათვის როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ;
გ) აწარმოოს მოლაპარაკებანი და დადოს გარიგებანი, აგრეთვე განახორციელოს სხვა იურიდიული ქმედებანი როგორც სახელმწიფო, ასევე – კერძო ორგანიზაციებთან;
დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს დამხმარე სახის სამეურნეო-კომერციული საქმიანობა და ამ საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი მოახმაროს ცენტრის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცებას, მის მუშაკთა სოციალურ დაცვას, შრომის ეკონომიკურ სტიმულირებას, აგრეთვე ცენტრის დებულებით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნათა განხორციელებას;
ე) დამოუკიდებლად ჩამოაყალიბოს თავისი ეკონომიკური პროგრამა, განსაზღვროს ბილეთების, სხვა პროდუქციისა და კულტურული მომსახურების რეალიზაციის წესი, დაადგინოს მათი ღირებულება;
ვ) საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით შეიმუშაოს ცენტრის შინაგანაწესი, განსაზღვროს ცენტრში დასაქმებულ პირთა შრომის ანაზღაურების ნორმები და ოდენობა, სამუშაო დროისა და დასვენების ხანგრძლივობა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ორგანიზება გაუწიოს და განახორციელოს სხვადასხვა პროექტები (მათ შორის, ერთობლივი), შემსრულებელთა გაცვლა საზღვარგარეთის ქვეყნებთან;
ზ) განახორციელოს საერთაშორისო თანამშრომლობა საქართველოს კანონმდებლობის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, აგრეთვე ამ დებულებების შესაბამისად;
თ) განახორციელოს ინდივიდუალური საკონცერტო მოღვაწეობა საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ; ორგანიზება გაუწიოს და თავად მოაწყოს მუსიკალური, საქველმოქმედო და კომერციული აქციები, მათ შორის, კონკურსები, ფესტივალები, ფორუმები, გასვლითი კულტურული პროგრამები, სხვა სახის ღონისძიებები;
ი) მონაწილეობა მიიღოს როგორც საქართველოს, ასევე უცხოეთის ქვეყნების სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ შემოთავაზებულ მუსიკალურ და სხვა სახის აქციებში. დადოს მათთან შესაბამისი ხელშეკრულებები;
კ) დაამყაროს შემოქმედებითი ურთიერთობები სხვა მუსიკალურ ორგანიზაციებთან ნაწარმოებების შესასრულებლად და/ან ჩასაწერად; საჭიროების შემთხვევაში საკონცერტო პროგრამებში მონაწილეობის მისაღებად მოიწვიოს სოლისტი-შემსრულებლები, ორკესტრები, ანსამბლები და ა.შ.;
ლ) აწარმოოს ჩაწერები კომპაქტ-დისკებზე, აუდიო-ვიდეო კასეტებზე, ინტერნეტში, გადაიღოს ვიდეო-ფილმები, აწარმოოს საკუთარი შემოქმედებითი პროდუქციის რეალიზაცია და/ან გაქირავება როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ისე მის ფარგლებს გარეთ;
მ) ჩამოაყალიბოს შემოქმედებითი ჯგუფები შემოქმედებითი დაოსტატების მიზნით, თავისი პროფილის შესაბამისი სასწავლო სტუდიები.
3. ცენტრს მხოლოდ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს თანხმობით შეუძლია განახორციელოს შემდეგი საქმიანობა:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და ვალდებულებებით დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო ნუსხისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
ე) სხვა გადაწყვეტილებათა მიღება თეატრის ქონებასთან დაკავშირებით, რომლებიც სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
4. ამ მუხლის მესამე პუნქტის ,,ბ” და ,,გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.
5. ცენტრს შეუძლია ჩამოაყალიბოს სხვადასხვა სახის ფონდები.
6. ცენტრი ვალდებულია:
ა) წარმართოს თავისი საქმიანობა საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, ,,კულტურის შესახებ”, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონებისა და ამ დებულების შესაბამისად;
ბ) წარმართოს შრომითი (მათ შორის, სახელშეკრულებო) ურთიერთობანი საქართველოში მოქმედი შრომის კანონმდებლობით დადგენილი წესით;
გ) შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობიდან და დადებული გარიგებებიდან გამომდინარე ვალდებულებები;
დ) დაიცვას ცენტრის მუშაკთა პროფესიული და სოციალური უფლებები.
მუხლი 3🔗. ცენტრის მართვა
1. ცენტრის მართვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად.
2. ცენტრის მართვას ახორციელებს ცენტრის ხელმძღვანელი.
3. ცენტრს ჰყავს სამხატვრო საბჭო, რომელიც წარმოადგენს სათათბირო ორგანოს.
4. ცენტრის ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი.
5. ცენტრის ხელმძღვანელი:
ა) არის ცენტრის საერთო ხელმძღვანელი, რომელიც წარმართავს ცენტრის შემოქმედებით და ორგანიზაციულ საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტურობაზე;
ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით დებს გარიგებებს ცენტრის სახელით და წარმოადგენს მას მესამე პირებთან ურთიერთობაში; მოქმედი კანონმდებლობისა და წინამდებარე დებულების შესაბამისად განაგებს ცენტრის ქონებას და საფინანსო სახსრებს, პასუხისმგებელია მათ კანონიერ გამოყენებაზე;
გ) საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ცენტრის შემოქმედებითი სტრუქტურული ერთეულების მუსიკალურ დირექტორებს;
დ) წყვეტს ცენტრის შემოქმედებითი და ადმინისტრაციული მუშაკების მოწვევა-გათავისუფლების საკითხს;
ე) ხელმძღვანელობს ცენტრის სამხატვრო საბჭოს და სხვა სათათბირო ჯგუფს;
ვ) შეიმუშავებს და ამტკიცებს ცენტრის შინაგანაწესს;
ზ) უფლებამოსილია ცენტრის შემოქმედებითი და ადმინისტრაციული პერსონალის შერჩევის მიზნით გამოაცხადოს კონკურსი;
თ) ცენტრის პროფესიული დონის ამაღლების მიზნით პერიოდულად ორგანიზება გაუწიოს მასტერკლასებსა და თრეინინგებს;
ი) ორგანიზებას უწევს და ხელმძღვანელობს ახალი საკონცერტო ნაწარმოებების შექმნასა და ძველი ნაწარმოებების აღდგენით-მოსამზადებელ სამუშაოებს;
კ) უფლებამოსილია გამოაცხადოს კონკურსი ახალი ნაწარმოებების შექმნის თაობაზე;
ლ) პასუხისმგებელია მუსიკალური წარმოდგენის მიმდინარეობაზე და უზრუნველყოფს მის ტექნიკურ მხარეს;
მ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, უფლებამოსილია, საფინანსო რესურსების არსებობის შემთხვევაში, დანიშნოს ხელფასების დანამატები, გასცეს პრემიები, ჯილდოები, ფინანსური დახმარება;
ნ) ცენტრის ადმინისტრაციული და ტექნიკური პერსონალის პროფესიული დონის ამაღლების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აცხადებს და ახორციელებს თანამშრომელთა კონკურსსა და ატესტაციას;
ო) უფლებამოსილია მოიწვიოს დამოუკიდებელი აუდიტორი;
პ) უფლებამოსილია საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს წარუდგინოს ცენტრის მართვის სტრუქტურული გეგმა, ფინანსური რესურსების მართვის სტრატეგია, ცენტრის ბიუჯეტი;
ჟ) უფლებამოსილია მოიზიდოს დამატებითი ფინანსური და მატერიალური რესურსები;
რ) ცენტრის რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ წინადადებას წარუდგენს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს.
მუხლი 4🔗. ცენტრის სტრუქტურა
ცენტრის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) ადმინისტრაცია;
ბ) ბუღალტერია;
გ) სამხატვრო საბჭო;
დ) შემოქმედებითი კოლექტივები:
დ.ა) ნიკო სულხანიშვილის სახელობის სახელმწიფო საგუნდო კაპელა;
დ.ბ) ევგენი მიქელაძის სახელობის სახელმწიფო დამსახურებული სიმფონიური ორკესტრი;
დ.გ) საქართველოს სახელმწიფო კამერული ორკესტრი;
დ.დ.) სახელმწიფო სიმებიანი კვარტეტი და სხვა კამერული ანსამბლები.
მუხლი 5🔗. შემოქმედებითი კოლექტივების ხელმძღვანელთა უფლება-მოვალეობები
1. ნიკო სულხანიშვილის სახელობის სახელმწიფო საგუნდო კაპელის (შემდგომში – კაპელა) შემოქმედებით ხელმძღვანელობას ახორციელებს კაპელის მუსიკალური ხელმძღვანელი.
2. ,,კაპელის” მუსიკალური ხელმძღვანელი, რომელიც იმავდროულად შეიძლება იყოს ,,კაპელის” მთავარი ქორმაისტერი, უზრუნველყოფს ,,კაპელის” მაღალმხატვრულ შემოქმედებით დონეს, პასუხისმგებელია მის საშემსრულებლო ხარისხზე და მოღვაწეობის შედეგებზე;
3. ,,კაპელის” მუსიკალური ხელმძღვანელი ცენტრის ხელმძღვანელთან შეთანხმებით:
ა) განსაზღვრავს ,,კაპელის” მიმდინარე და პერსპექტიულ რეპერტუარს, სამუშაო გეგმას – საკონცერტო გამოსვლების, ჩაწერებისა და სხვა სახის შემოქმედებითი საქმიანობის განრიგს, განსაზღვრავს საქმიანობის ძირითად მიმართულებებს;
ბ) უზრუნველყოფს კონკურსის ჩატარებას გუნდის მომღერალთა ვაკანსიებზე;
გ) ამყარებს შემოქმედებით ურთიერთობებს საკონცერტო ორგანიზაციებთან, სოლისტ შემსრულებლებთან, კომპოზიტორებთან.
4. ევგენი მიქელაძის სახელობის სახელმწიფო დამსახურებული სიმფონიური ორკესტრის (შემდგომში – ორკესტრი) შემოქმედებით ხელმძღვანელობას ახორციელებს ,,ორკესტრის” მუსიკალური ხელმძღვანელი.
5. ,,ორკესტრის” მუსიკალური ხელმძღვანელი რომელიც იმავდროულად შეიძლება იყოს ,,ორკესტრის” მთავარი დირიჟორი უზრუნველყოფს ,,ორკესტრის” მაღალმხატვრულ შემოქმედებით დონეს, პასუხისმგებელია მის საშემსრულებლო მოღვაწეობის შედეგებზე;
6. ,,ორკესტრის” მუსიკალური ხელმძღვანელი ცენტრის ხელმძღვანელთან შეთანხმებით:
ა) განსაზღვრავს ,,ორკესტრის” მიმდინარე და პერსპექტიულ რეპერტუარს, სამუშაო გეგმას – საკონცერტო გამოსვლების, ჩაწერებისა და სხვა სახის შემოქმედებითი საქმიანობის განრიგს, განსაზღვრავს საქმიანობის ძირითად მიმართულებებს;
ბ) უზრუნველყოფს კონკურსის ჩატარებას ,,ორკესტრის” მსახიობთა ვაკანსიებზე;
გ) ამყარებს შემოქმედებით ურთიერთობებს საკონცერტო ორგანიზაციებთან, სოლისტ შემსრულებლებთან, კომპოზიტორებთან.
7. საქართველოს სახელმწიფო კამერული ორკესტრის (შემდგომში – კამერული ორკესტრი) შემოქმედებით ხელმძღვანელობას ახორციელებს ,,კამერული ორკესტრის” მუსიკალური ხელმძღვანელი.
8. ,,კამერული ორკესტრის” მუსიკალური ხელმძღვანელი, რომელიც იმავდროულად შეიძლება იყოს კამერული ორკესტრის მთავარი დირიჟორი უზრუნველყოფს ,,კამერული ორკესტრის” მაღალმხატვრულ შემოქმედებით დონეს, პასუხისმგებელია მისი საშემსრულებლო მოღვაწეობის შედეგებზე.
9. ,,კამერული ორკესტრის” მუსიკალური ხელმძღვანელი ცენტრის ხელმძღვანელთან შეთანხმებით:
ა) განსაზღვრავს ,,კამერული ორკესტრის” მიმდინარე და პერსპექტიულ რეპერტუარს, სამუშაო გეგმას – საკონცერტო გამოსვლების, ჩაწერებისა და სხვა სახის შემოქმედებითი საქმიანობის განრიგს, განსაზღვრავს საქმიანობის ძირითად მიმართულებებს;
ბ) უზრუნველყოფს კონკურსის ჩატარებას ,,კამერული ორკესტრის” მუსიკოსების ვაკანსიებზე;
გ) ამყარებს შემოქმედებით ურთიერთობებს საკონცერტო ორგანიზაციებთან, სოლისტ შემსრულებლებთან, კომპოზიტორებთან.
10. საქართველოს სახელმწიფო სიმებიანი კვარტეტის და კამერული ანსამბლების (შემდგომში – კამერული ანსამბლები) შემოქმედებით ხელმძღვანელობას ახორციელებს ,,კამერული ანსამბლების” მუსიკალური ხელმძღვანელი.
11. ,,კამერული ანსამბლების” მუსიკალური ხელმძღვანელი აკომპლექტებს სხვადასხვა სახის საანსამბლო შემადგენლობებს, უზრუნველყოფს ,,კამერული ანსამბლების” მაღალმხატვრულ შემოქმედებით დონეს და პასუხისმგებელია მისი საშემსრულებლო მოღვაწეობის შედეგებზე.
12. ,,კამერული ანსამბლების” მუსიკალური ხელმძღვანელი ცენტრის ხელმძღვანელთან შეთანხმებით:
ა) განსაზღვრავს ,,კამერული ანსამბლების” მიმდინარე და პერსპექტიულ რეპერტუარს, სამუშაო გეგმას – საკონცერტო გამოსვლების, ჩაწერებისა და სხვა სახის შემოქმედებითი საქმიანობის განრიგს, განსაზღვრავს საქმიანობის ძირითად მიმართულებებს;
ბ) უზრუნველყოფს კონკურსის ჩატარებას ,,კამერული ანსამბლების” წევრთა ვაკანსიებზე;
გ) ამყარებს შემოქმედებით ურთიერთობებს საკონცერტო ორგანიზაციებთან, კომპოზიტორებთან.
მუხლი 6🔗. ცენტრის სათათბირო ორგანო _ სამხატვრო საბჭო
1. სამხატვრო საბჭო არის ცენტრის მთავარი სათათბირო ორგანო, რომელიც განსაზღვრავს ცენტრის მხატვრულ-შემოქმედებით მიმართულებებს.
2. სამხატვრო საბჭოს წევრთა რაოდენობასა და შემადგენლობას ამტკიცებს ცენტრის ხელმძღვანელი, რომელიც იმავდროულად არის სამხატვრო საბჭოს თავმჯდომარე.
3. სამხატვრო საბჭოს მუდმივმოქმედი წევრები არიან ,,კაპელის” მუსიკალური ხელმძღვანელი, ,,ორკესტრის” მუსიკალური ხელმძღვანელი, ,,კამერული ორკესტრის” მუსიკალური ხელმძღვანელი, ,,კამერული ანსამბლების” მუსიკალური ხელმძღვანელი, რომლებთან შეთანხმებით, სამხატვრო საბჭოს თავმჯდომარე აკომპლექტებს (აგრეთვე მოწვეული პირებისაგან) სამხატვრო საბჭოს სრულ შემადგენლობას.
4. სამხატვრო საბჭოს სხდომების პერიოდულობა განუსაზღვრელია და მათ საჭიროების შემთხვევაში იწვევს თავმჯდომარე.
5. სამხატვრო საბჭოს სხდომებზე განიხილება ცენტრის შემოქმედებითი განვითარების სტრატეგია, საბჭოს თავმჯდომარისა და წევრების მიერ დასმული შემოქმედებითი საკითხები.
6. სამხატვრო საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმის სახით, რომელსაც ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე და მდივანი და იგი სარეკომენდაციო ხასიათისაა.
7. სამხატვრო საბჭოს თავმჯდომარის დროებითი არყოფნის შემთხვევაში სამხატვრო საბჭოს თავმჯდომარის ფუნქციას ასრულებს სამხატვრო საბჭოს ერთ-ერთი წევრი.
მუხლი 7🔗. ცენტრის ქონება და სამეურნეო საქმიანობა
1. ცენტრი მასზე დაკისრებულ ფუნქციებს ახორციელებს მისთვის სახელმწიფოს მიერ კანონმდებლობით გადაცემული ქონების საფუძველზე, რომელიც ცენტრის ბალანსზე არსებულ სხვა ქონებასთან ერთად გამოიყენება მხოლოდ ამ დებულებით დასახული მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად.
2. ცენტრის სარგებლობაში არსებული ქონება შედგება მის ბალანსზე არსებული მუსიკალური საკრავების, სატრანსპორტო საშუალებებისა და სხვა ქონებისაგან.
3. ცენტრის ქონებად ითვლება აგრეთვე ინტელექტუალური საკუთრება და არამატერიალური აქტივი, რომელიც მის სტრუქტურაშია თავმოყრილი.
მუხლი 8🔗. ცენტრის დაფინანსების წყაროები
1. ცენტრის დაფინანსების წყაროებია:
ა) შესაბამისი ბიუჯეტით გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი;
გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;
დ) საწევროები და შენატანები;
ე) ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლები;
ვ) საგამომცემლო და სარეკლამო საქმიანობით მიღებული შემოსავლები;
ზ) შემოსავლები, რომლებიც მიიღება კონცერტების გადაღებით, მათი კინო, ვიდეო და აუდიო ჩანაწერების, სატელევიზიო, რადიო და სხვა სახის ტრანსლაციათა კომერციული მიზნებით გამოყენებით;
თ) შემოსავლები, რომლებიც მიიღება ცენტრის მიერ მესამე პირებისათვის გაწეული კულტურული მომსახურების შედეგად;
ი) ადგილობრივი, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ფონდების მიერ გამოყოფილი გრანტები და შემოწირულობები;
კ) სამეურნეო-კომერციული საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები;
ლ) სხვა შემოსავლები, რომლებიც ნებადართულია საქართველოს კანონმდებლობით.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი ფინანსური სახსრები მთლიანად ხმარდება ცენტრის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას და მათი გამოყენება რაიმე სხვა მიზნით აკრძალულია.
მუხლი 9🔗. ცენტრის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი და გარანტიები
1. ცენტრის საქმიანობა ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.
2. ცენტრის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო კანონმდებლობით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში არის საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო, რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარმოდგენა.
3. სახელმწიფო უზრუნველყოფს:
ა) ცენტრის საქმიანობისა და მოღვაწეობის ძირითადი პრინციპების დაცვას და მის შემოქმედებით პროცესში ჩაურევლობას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გარდა;
ბ) სახელმწიფო ცენტრის დაფინანსებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 10🔗. ცენტრის საბუღალტრო ანგარიშგება
1. ცენტრი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს შესაბამის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს.
2. ცენტრის წლიურ ბალანსს ამოწმებს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.
მუხლი 11🔗. დებულებაში ცვლილებების შეტანის წესი
დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 12🔗. ცენტრის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
1. ცენტრის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
2. ცენტრის საქმიანობა შეიძლება შეწყდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.