„ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2002 წლის 27 ნოემბრის №70 ბრძანებით დამტკიცებულ “საქართველოს საჰაერო სივრცეში მოძრაობის მომსახურების სახელმძღვანელოში" ცვლილებებისა და დამატებების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1-1/524
სარეგისტრაციო კოდი
310.150.000.22.024.007.221
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 40, 07/04/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 310.150.000.22.024.007.221

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/524

2005 წლის 4 აპრილი

ქ. თბილისი

„ტრანპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2002 წლის 27 ნოემბრის №70 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს საჰაერო სივრცეში მოძრაობის მომსახურების სახელმძღვანელოში” ცვლილებებისა და დამატებების შესახებ”

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ნორმატიული ბაზის შემდგომი სრულყოფის მიზნით, „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის, საქართველოს კანონების „ტრანსპორტისა და კომუნიკაციებოს სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ”, „ნორმატიული აქტების შესახებ“და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“შესაბამისად, ვბრძანებ:

1. „ტრანპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2002 წლის 27 ნოემბრის №70 ბრძანებით (სსმ III, 2002 წ., №118, მუხლი 1041) დამტკიცებულ “საქართველოს საჰაერო სივრცეში მოძრაობის მომსახურების სახელმძღვანელოში” შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა)  სახელმძღვანელოს მე-100 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6.     ვერტიკალური ეშელონირების მინიმუმებია:

ა)  1000 ფუტი (300მ) საჰაერო ხომალდებს შორის, რომლებიც ფრენებს ასრულებენ 290 (8850) ეშელონზე/ეშელონის ქვემოთ;

ბ)  ვერტიკალური ეშელონირების შემცირებულ მინიმუმში (RVSM) ევროპულ საჰაერო სივრცეში ფრენის 290 და 410 (ჩათვლით) ეშელონებს შორის მიიღება ვერტიკალური ეშელონირების შემდეგი მინიმუმები: 

ბ.ა) 1000 ფუტი (300 მ) RVSM-ით ფრენებზე დაშვებულ სხ-ებს შორის;

ბ.ბ) 2000 ფუტი (600 მ) :

ბ.ბ.ა) RVSM-ით ფრენებზე დაუშვებელ სახელმწიფო სხ-ებსა და ნებისმიერ სხვა სხ-ს შორის, რომლებიც ფრენებს ასრულებენ RVSM-ის ევროპულ საჰაერო სივრცეში;

ბ.ბ.ბ) ყველა სახელმწიფო სხ-ებს შორის, რომლებიც ასრულებენ ჯგუფურ ფრენას RVSM-ის ევროპულ საჰაერო სივრცეში;

ბ.ბ.გ) RVSM-ით ფრენებზე დაუშვებელ სხ-ებს და სხვა ნებისმიერ სხ-ს შორის, რომელიც ფრენას ასრულებს RVSM-ის ევროპულ საჰაერო სივრცის გარდამავალ (გადასვლის) არეში.

გ) 2000 ფუტი (600 მ) სხ-ებს შორის, რომლებიც ფრენებს ასრულებენ 410 (12500მ) ეშელონზე/ზევით;“;

ბ)  სახელმძღვანელოს დაემატოს 1221 მუხლი შემდეგი რედაქციით:

     მუხლი 1221

ევროპულ საჰაერო სივრცეში ვერტიკალური ეშელონირების შემცირებულ მინიმუმში (RVSM) ფრენის განსაკუთრებული წესები იმ საგანგებო ვითარებისას, რაც დაკავშირებულია ვერტიკალურ სიბრტყეში საჰაერო ხომალდის ნაოსნობის უნარდაკარგვასთან

1. RVSM-ის ევროპულ საჰაერო სივრცეში ფრენებზე გავლენის მქონე საგანგებო ვითარებას მიეკუთვნება ის გაუთვალისწინებელი მდგომარეობები, რომელიც უშუალოდ ზემოქმედებს ერთი ან რამდენიმე სხ-ის უნარზე, შეასრულოს ფრენა RVSM-ის ევროპულ საჰაერო სივრცეში ვერტიკალურ სიბრტყეში ნაოსნობისადმი წაყენებული მოთხოვნების შესაბამისად, რაც განსაზღვრულია იკაო-ს ოფიციალური დოკუმენტის – Doc.7030/4-ის 2.2 პუნქტით. ფრენისას ასეთი საგანგებო ვითარებები შეიძლება იყოს იმ სახომალდე მოწყობილობების სიზუსტის დაქვეითება, რაც უკავშირდება დასახული სიმაღლის შენარჩუნებას, აგრეთვე ატმოსფეროს ტურბულენტურობას.

2. პილოტმა, რაც შეიძლება სწრაფად უნდა აცნობოს სმმ-ის ორგანოს ნებისმიერი მდგომარეობის შესახებ, როდესაც სხ-ს არ შეუძლია RVSM-ის ევროპულ საჰაერო სივრცეში ვერტიკალურ სიბრტყეში ნაოსნობისადმი წაყენებული მოთხოვნების დაცვა. ასეთ შემთხვევებში, პილოტი, ნებადართული ფრენის მარშრუტიდან და/ან ეშელონიდან ნებისმიერ გადახვევამდე, შეძლებისდაგვარად იღებს საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის შეცვლილ ნებართვას. თუ ასეთი გადახვევის განხორციელებამდე შეუძლებელია საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის შეცვლილი ნებართვის მიღება, მაშინ პილოტი იღებს ასეთ ნებართვას გადახვევის შემდეგ, რაც შეიძლება სწრაფად.

3. სმმ-ის ორგანო ყველა შესაძლო დახმარებას უწევს სხ-ს, რომელიც აღმოჩნდა ფრენისას საგანგებო ვითარებაში. სმმ-ის ორგანოს შემდგომი მოქმედებები დამოკიდებულია პილოტის გადაწყვეტილებაზე, საჰაერო მოძრაობის საერთო მდომარეობაზე და რეალურ დროში განვითარებულ განსაკუთრებულ ვითარებაზე.

4. RVSM-ით ფრენებზე დაშვებული სხ-ის პილოტისაგან, რომელიც ფრენას ასრულებს RVSM-ის ევროპულ საჰაერო სივრცეში, ინფორმაციის მიღებისას იმასთან დაკავშირებით, რომ სხ-ის მოწყობილობა მეტად აღარ პასუხობს სახომალდე სისტემების მინიმალურ მახასიათებლებს, როგორც ეს მითითებულია Doc.7030/4-ის 2.2 პუნქტით, სმმ-ის ორგანო აღნიშნულ სხ-ს განიხილავს, როგორც RVSM-ით ფრენებზე დაშვების არმქონეს.

5. სმმ-ის ორგანო დაუყოვნებელ ზომებს იღებს 2000 ფუტი (600 მ) მინიმალური ვერტიკალური ეშელონირების ან აღნიშნული სხ-ის შესაბამისი ჰორიზონტალური ეშელონირების უზრუნველსაყოფად სხვა დანარჩენი, სიახლოვეს მყოფი სხ-გან, რომლებიც ფრენებს ასრულებენ RVSM-ის ევროპულ საჰაერო სივრცეში. სხ, რომელმაც დაკარგა RVSM-ით ფრენებზე დაშვების სტატუსი, როგორც წესი, სმმ-ის სამსახურს, შესაძლებლობისას, გაჰყავს RVSM-ის ევროპულ საჰაერო სივრციდან.

6. პილოტმა რაც შეიძლება სწრაფად უნდა აცნობოს სმმ-ის ორგანოს მოწყობილობის სათანადო უნარის აღდგენის შესახებ, რაც მოითხოვება RVSM-ის სახომალდე სისტემების მინიმალური მახასიათებლებით.

7. პირველი რაიონული სამეთვალყურეო ცენტრი, რომელმაც მიიღო RVSM-ით სხ-ის სტატუსის შეცვლის ინფორმაცია, ახორციელებს შესაბამის კოორდინაციას მეზობელ რაიონულ სამეთვალყურეო ცენტრებთან.

8. თუ სხ, რომელიც ფრენას ასრულებს RVSM-ის ევროპულ საჰაერო სივრცეში, მოხვდა ძლიერი ტურბულენტურობის არეში, რაც გამოწვეულია მეტეოროლოგიური პირობებით ან გრიგალით და პილოტი თვლის, რომ აღნიშნული გავლენას იქონიებს სხ-ის უნარზე, შეინარჩუნოს ფრენის ნებადართული ეშელონი, მაშინ პილოტი ამის შესახებ აცნობებს სმმ-ის ორგანოს. სმმ-ის ორგანო აწესებს სათანადო ჰორიზონტალურ ეშელონირებას ან ზრდის ვერტიკალური ეშელონირების მინიმუმს.

9. სმმ-ის ორგანო, შეძლებისდაგვარად, აკმაყოფილებს პილოტის მოთხოვნას ფრენის ეშელონის და/ან მარშრუტის შეცვლაზე და, აუცილებლობისას, გადასცემს ინფორმაციას საჰაერო მოძრაობის შესახებ.

10. სმმ-ის ორგანო ითხოვს შეტყობინებებს სხვა სხ-ების ეკიპაჟებისაგან, რათა განსაზღვროს RVSM-ით სარგებლობის დროებით სრული ან ფრენის გარკვეულ ეშელონებზე და/ან რაიონში შეწყვეტის აუცილებლობა.

11. რაიონული სამეთვალყურეო ცენტრი, რომელიც დროებით წყვეტს RVSM-ით სარგებლობას, ახორციელებს აღნიშნულისა და სექტორების გამტარუნარიანობის ნებისმიერი მოთხოვნილი ცვლილების კოორდინირებას შესაბამის მეზობელ სამეთვალყურეო რაიონულ ცენტრებთან, საჰაერო მოძრაობის მართვის მოწესრიგებული გადაცემის უზრუნველყოფის მიზნით.

12. თუ RVSM-ის ევროპულ საჰაერო სივრცეში მეტეოროლოგიური პროგნოზით, მოსალოდნელია ძლიერი ტურბულენტურობა, სმმ-ის სამსახური განსაზღვრავს RVSM-ით სარგებლობის დროებით შეწყვეტის აუცილებლობას, აგრეთვე დროის შუალედს და ფრენის კონკრეტულ ეშელონ(ებ)ს და/ან რაიონს ასეთი დროებითი ზომებისათვის. RVSM-ით სარგებლობის დროებით შეჩერების შემთხვევაში, რაიონული სამეთვალყურეო ცენტრი, რომელიც აჩერებს RVSM-ით სარგებლობას, საჰაერო მოძრაობის გადაცემისას ახორციელებს ფრენის ეშელონების კოორდინირებას მეზობელ რაიონულ სამეთვალყურეო ცენტრებთან, თუკი ცენტრებს შორის შეთანხმებით გათვალისწინებული არ არის საგანგებო ვითარებებში ფრენის ეშელონების კონკრეტული სქემა. რაიონული სამეთვალყურეო ცენტრი, რომელიც აჩერებს RVSM-ით სარგებლობას, ასევე ახორციელებს სექტორების მისაღები გამტარუნარიანობის კოორდინირებას შესაბამის მეზობელ რაიონულ სამეთვალყურეო ცენტრებთან.“.

2.  ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ალექსიშვილი