თიღვის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 21.12.2023
ძალაში შესვლა 01.01.2024
ძალის დაკარგვა 01.01.2025
გამომცემი ორგანო თიღვის მუნიციპალიტეტი
ნომერი №8
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.145.016207
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 21/12/2023
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე რევაზ ჭავჭავაძე | თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
თიღვის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №8
2023 წლის 21 დეკემბერი
ქ.
თბილისი
თიღვის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების და 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თიღვის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,თიღვის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 19 დეკემბრის №12 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 010250000.35.145.016197, 20/12/2022)
მუხლი 3🔗
ეს დადგენილება ძალაში შევიდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.
თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარერევაზ ჭავჭავაძე
დანართი
თიღვის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი
მუხლი 1🔗. გარდაცვლილ ვეტერანთა და დევნილთა ოჯახების ერთჯერადი
სოციალური დახმარება (პროგრამული კოდი: 05 01 01)
1. თიღვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა და ომში მონაწილე ვეტერანთა, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ თიღვის მუნიციპალიტეტში, დაკრძალვის სარიტუალო მომსახურება, 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით
2. დახმარების მოსარგებლეები არიან ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარდაცვლილი პირის ოჯახის წევრი, ხოლო მისი არ არსებობის ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შემთხვევაში პირი (ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი), რომელიც უზრუნველყოფს დაკრძალვის ორგანიზებას (მოცემულ პირზე ბენეფიტის გაცემის შესახებ სამუშაო ჯგუფი გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს/გამგეობის რწმუნებულის წერილობითი დასკვნის საფუძველზე).
3. დახმარების მისაღებად დახმარების მიმღების მიერ წარმოდგენილ უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) დაკრძალვის ხარჯის მიმღები პირის განცხადება გამგებლის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;
დ) გარდაცვლილის პირადობის მოწმობის ასლი;
ე) გარდაცვლილის დევნილობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ვ) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.
4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ
ანგარიშზე.
მუხლი 2🔗. ახალშობილთა ოჯახების ერთჯერადი სოციალური
დახმარება (პროგრამული კოდი: 05 01 02)
1. ერთჯერად 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით დაფინანსებას თითოეულ შეძენილ ახალშობილზე მიიღებენ იძულებით გადაადგილებული ოჯახები, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ თიღვის მუნიციპალიტეტში და შეეძინათ ახალშობილი.
2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება გამგებლის სახელზე;
ბ) ახალშობილ(ებ)ის დაბადების მოწმობა;
გ) მშობლ(ებ)ის პირადობის მოწმობის ასლი;
დ) ახალშობილ(ებ)ის მშობლ(ებ)ის
იძულებით
გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი;
ე) საბანკო ანგარიში.
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
მუხლი 3🔗. 80 წელს გადაცილებული მოხუცების ერთჯერადი სოციალური დახმარება (პროგრამული კოდი: 05 01 03)
1. ერთჯერად 200 (ორასი) ლარის ოდენობით დაფინანსებას მიიღებენ იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ თიღვის მუნიციპალიტეტში და შეუსრულდათ 80 და მეტი წელი.
2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება გამგებლის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი;
დ) საბანკო ანგარიში.
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ
ანგარიშზე.
მუხლი 4🔗. ოპერაციების დაფინანსება (პროგრამული კოდი: 05 01 04)
1. იმ მოქალაქეებს, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ თიღვის მუნიციპალიტეტში, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ნაწილობრივ დაუფინანსდებათ გეგმური და ურგენტული ოპერაციები (გარდა საკეისრო კვეთის, პლასტიკური და სტომატოლოგიური ოპერაციისა). თითოეული ოპერაციის შემთხვევაში, დახმარების ოდენობა განისაზღვრება სოციალური დახმარების გაცემის სამუშაო ჯგუფის მიერ მოქალაქის ფაქტობრივად გადახდილი თანხის სრული ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა.
2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ თიღვის მუნიციპალიტეტში
უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია.
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე (განმცხადებელი: მოსარგებლე მისი მშობელი, და, ძმა,შვილი ან მეუღლე).
ბ) დახმარების მიმღების (პაციენტი) პირადობის მოწმობისა და დევნილობის მოწმობის
ასლები;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, (ფორმა N 100)
დ) მის მიერ გადახდილი თანხის დამადასტურებელი დოკუმენტი, საბოლოო კალკულაცია და მიმართვა სოციალური მომსახურების სააგენტოდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) საბანკო რეკვიზიტები.
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, დახმარების მიმღების (პაციენტის) პირად ანგარიშზე.
მუხლი 5🔗. მრავალშვილიანი ოჯახების
ერთჯერადი სოციალური დახმარება (პროგრამული კოდი: 05 01 05)
1. ერთჯერადად სოციალურ დახმარებას 100 (ასი) ლარის ოდენობით, თითოეულ არასრულწლოვან (18 წლამდე) შვილზე, მიიღებენ იძულებით გადაადგილებული ოჯახები, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ თიღვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და რომლებსაც ჰყავთ ოთხი ან მეტი
შვილი, რომელთაგანაც ერთ-ერთი
მაინც არასრულწლოვანი
(18 წლამდე) .
2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ მუნიციპალიტეტში უნდა
წარმოადგინოს
შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) შვილების დაბადების მოწმობის ასლები;
დ) შვილების დევნილობის მოწმობის ასლები;
ე) მშობლ(ებ)ის პირადობის და დევნილობის მოწმობის ასლები;
ვ)
ინფორმაცია მუნიციპალიტეტის თვითმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელნძღვანელისგან - თვითმართველი ერთეულისგან რწმუნებულისგან ოჯახის შემადგენლობის შესახებ;
ზ) საბანკო რეკვიზიტები.
3. ანაზღაურება მოხდეს უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
მუხლი 6🔗. ონკოლოგიურ ავადმყოფთა ერთჯერადი სოციალური დახმარება
(პროგრამული კოდი: 05 01 06)
1. ონკოლოგიური ავადმყოფები - იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ
თიღვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან მიიღებენ ერთჯერად სოციალურ დახმარებას 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
2. დახმარების მიმღებმა უნდა წარმოადგინოს:
ა) პირადობის მოწმობის ასლი;
ბ) დევნილობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N 100) .
დ) ცნობა შესაბამისი პროფილის სამედიცინო დაწესებულებიდან (ცნობა გაცემული უნდა იყოს განმცხადებლის განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს სამი თვისა);
ე) ნებისმიერი სხვა დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს დახმარების მიმღების ჯანმრთელობის მდგომარეობას;
ვ) საბანკო რეკვიზიტები.
3. ანაზღაურება მოხდეს უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
მუხლი 7🔗. მარტოხელა
მშობლების ერთჯერადი სოციალური
დახმარება (პროგრამული კოდი: 05 01 07)
1. ერთჯერად 200 (ორასი) ლარის ოდენობით დაფინანსებას მიიღებენ იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ თიღვის მუნიციპალიტეტში
და
აქვთ მარტოხელა მშობლის (დედის ან მამის) სტატუსი.
2. ამ მუხლის ფარგლებში დაფინანსებას მიიღებენ ასევე პირები, რომლებსაც აქვთ მარტოხელა მშობლის (დედის ან მამის) სტატუსი, არა აქვთ დევნილის სტატუსი, მაგრამ ჰყავთ თიღვის მუნიციპალიტეტიდან დევნილის სტატუსის მქონე შვილი ან შვილები.
3. დახმარების მისაღებად მოქალაქემ თიღვის მუნიციპალიტეტში
უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია.
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ)
განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) დევნილობის მოწმობის ასლი;
დ) შვილ(ებ)ის დაბადების და დევნილობის მოწმობის ასლი;
ე)
ცნობა მარტოხელა
მშობლის
შესახებ;
ვ)
საბანკო ანგარიში.
4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ
ანგარიშზე.
მუხლი 8.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ერთჯერადი სოციალური დახმარება (პროგრამული კოდი: 05 01 08)
1.
თიღვის მუნიციპალიტეტიდან დევნილი
პირველი ჯგუფის ინვალიდები და 0-დან 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ თიღვის მუნიციპალიტეტში, მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან მიიღებენ ერთჯერად სოციალურ დახმარებას 200 (ორასი) ლარის ოდენობით.
2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ თიღვის მუნიციპალიტეტში
უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია.
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ)
განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ)
შეზღუდული შესაძლებლობის
მქონე პირის დაბადების მოწმობის ან პირადობის მოწმობის და დევნილობის მოწმობის ასლი;
დ)
შეზღუდული შესაძლებლობის
მქონე პირის
დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ე) საბანკო ანგარიში;
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ
ანგარიშზე.
მუხლი 9🔗. დევნილი ოჯახების სოციალური
დახმარება (პროგრამული კოდი: 05 01 09)
1. თიღვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სხვადასხვა სახის სოციალურ დახმარებას მიიღებენ დევნილთა ოჯახები, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ თიღვის მუნიციპალიტეტში.
2. დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ თიღვის მუნიციპალიტეტში, სასურსათო დახმარება გაეწევათ სასურსათო კალათის ადგილზე მიტანით. თითოეულ ოჯახზე სასურსათო კალათის ღირებულება განისაზღვროს არაუმეტეს 130 (ას ოცდაათი) ლარის ოდენობით.
3.
ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სასურსათო დახმარების შესყიდვა განხორციელდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
4. დევნილ ოჯახებს, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ თიღვის მუნიციპალიტეტში, მაგრამ არ ცხოვრობენ დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში სოციალური პროგრამის ფარგლებში სასურსათო კალათის ნაცვლად, გაეწევათ ფულადი დახმარება 130 (ას ოცდაათი) ლარის ოდენობით.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ფულადი დახმარების მისაღებად დევნილმა ოჯახებმა უნდა წარმოადგინონ:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი;
დ) ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისგან ოჯახის შემადგენლობის შესახებ;
ე) საბანკო ანგარიში.
6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ფულადი დახმარების ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, დახმარების მიმღების პირად ანგარიშზე.
7. ამ მუხლის ფარგლებში, საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია დაფინანსდეს დევნილი ოჯახებისთვის დროებითი საცხოვრებელი ფართის დაქირავების საფასური.
მუხლი 10🔗. დახმარების გაცემა, ანგარიშსწორება და კონტროლი
1. ამ წესით გათვალისწინებული ღონისძიებები, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისისა, წარმოადგენს სოციალურ დახმარებას ფულადი ფორმით. დაფინანსების წყაროს წარმოადგენს თიღვის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტი, ამ წესით გათვალისწინებულ ბენეფიციარებზე ბენეფიტის გაცემა ხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
2. ამ დადგენილების მე-9 მუხლით გათვალისწინებული დახმარების ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებები წარმოადგენს სოციალურ დახმარებას მატერიალური ფორმით, პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის გამგეობა უზრუნველყოფს სურსათის შესყიდვას, დასახლებებამდე ტრანსპორტირებასა და ოჯახებზე განაწილებას.
3. ამ წესის შესრულებაზე კონტროლი ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამასთან, მუნიციპალიტეტის გამგეობა ამ წესის შესრულების შესახებ ყოველკვარტალური და წლიური ანგარიშის შესახებ ინფორმაციას წარუდგენს საკრებულოს.
მუხლი 11🔗. დახმარების მიმღების უფლებამოსილი წარმომადგენელი
ამ წესით გათვალისწინებული დახმარების მიმღები შესაძლებელია წარმოადგინოს უფლებამოსილმა წარმომადგენელმა. ასეთ შემთხვევაში თიღვის მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია სოციალური დახმარება ჩარიცხოს უფლებამოსილი წარმომადგენლის პირად საბანკო ანგარიშზე. დახმარებაზე უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ გაკეთებულ განაცხადს ამ წესით გათვალისწინებული დოკუმენტაციის გარდა დამატებით უნდა დაერთოს უფლებამოსილი წარმომადგენლის პირადობის მოწმობის ასლი და წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
მუხლი 12🔗. სოციალური დახმარების გაცემის ორგანიზება და ადმინისტრირება
1. დახმარების გაცემის ადმინისტრირებას უზრუნველყოფს თიღვის მუნიციპალიტეტის გამგეობა, საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესით განსაზღვრული წესით.
2. ამ წესით გათვალისწინებული სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზებას უზრუნველყოფს თიღვის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური (შემდგომში–სამსახური).
3. სამსახური ამოწმებს თიღვის მუნიციპალიტეტში შემოსულ განცხადებებს თანდართულ დოკუმენტებთან ერთად. შემოწმების შემდგომ სრულყოფილ დოკუმენტაციას სამსახურის მიერ მომზადებულ დასკვნასთან ერთად გადასცემს სოციალური დახმარების სამუშაო ჯგუფს (შემდგომში – სამუშაო ჯგუფი), ხოლო შემოსულ განცხადებებში აღმოჩენილი ხარვეზების შესახებ მიმართავს განმცხადებელს ხარვეზის შესავსებად.
მუხლი 13🔗. სამუშაო ჯგუფი
1. სამუშაო ჯგუფი იქმნება მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით. სამუშაო ჯგუფს ჰყავს თავმჯდომარე, მდივანი და წევრები.
2. სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს სამუშაო ჯგუფს და უძღვება მის სხდომებს.
3. სამუშაო ჯგუფის მდივანი პასუხისმგებელია სამუშაო ჯგუფის სხდომის ოქმის შედგენაზე და სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში უძღვება სამუშაო ჯგუფის სხდომის მუშაობას. ამ შემთხვევაში სამუშაო ჯგუფის მდივანი უფლებამოსილია სამუშაო ჯგუფის სხდომის მდივნობა დააკისროს სამუშაო ჯგუფის რომელიმე წევრს.
4. სამუშაო ჯგუფი მისთვის გადაცემულ განცხადებებს განიხილავს კვირაში ერთხელ.
5. სამუშაო ჯგუფის მუშაობა საჯაროა და მას შეიძლება დაესწროს ყველა დაინტერესებული პირი, მათ შორის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
6. სამსახური უზრუნველყოფს სამუშაო ჯგუფის სხდომის ადგილის, დროისა და თარიღის თაობაზე შესაბამისი ინფორმაციის წინასწარ, ერთი დღით ადრე განთავსებას თიღვის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციულ შენობაში არსებულ საინფორმაციო სტენდზე.
მუხლი 14🔗. სამუშაო ჯგუფის მიერ გადაწყვეტილების მიღება
1. სამუშაო ჯგუფი მის
კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხის განხილვისას ხელმძღვანელობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით.
2. სამუშაო ჯგუფის მიერ საკითხის გადაწყვეტა ხდება მკაცრად ინდივიდუალურად, ყოველი კონკრეტული შემთხვევის არსებითად და ყოველმხრივ შესწავლის საფუძველზე.
მუხლი 15🔗. სამუშაო ჯგუფის ოქმები და დასკვნები
1. სამუშაო ჯგუფის ყველა სხდომისას დგება შესაბამისი ოქმი.
2. სამუშაო ჯგუფის მიერ მიღებული გადაწყვეტილება აისახება სხდომის ოქმში.
3. სამუშაო ჯგუფის სხდომის ოქმები იკრიბება ცალკე საქაღალდეში რიგითობის მიხედვით.
4. სამუშაო ჯგუფის სხდომის ოქმების სათანადო წესით შენახვასა და დაცვაზე პასუხისმგებელია სამსახურის უფროსი.
5. სამუშაო ჯგუფის სხდომაზე მიღებული იქნება დასკვნა, რომელსაც ხელს აწერენ სამუშაო ჯგუფის სხდომაზე დამსწრე სამუშაო ჯგუფის წევრები. განსხვავებული აზრის არსებობის შემთხვევაში სამუშაო ჯგუფის წევრის აზრი დაერთვება დასკვნას.
6. სამუშაო ჯგუფის დასკვნა სამსახურის უფროსის მიერ გადაეცემა მუნიციპალიტეტის გამგებელს.
მუხლი 16🔗. სოციალური დახმარების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება
სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ხდება მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით, სამუშაო ჯგუფის დასკვნისა და სამსახურის უფროსის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე.