⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (31.12.2005)
გაუქმებულია:

სს ,,საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის” საერთო მოხმარების მრიცხველის მქონე აბონენტების მიერ ინდივიდუალური მრიცხველის გარეშე მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის განსაზღვრის დროებითი წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 06.04.2005
ძალის დაკარგვა 31.12.2005
გამომცემი ორგანო საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია
ნომერი №7
სარეგისტრაციო კოდი 300.290.000.16.009.007.237
გამოქვეყნების წყარო სსმ, 45, 18/04/2005
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,225 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
06.04.2005 მიღება
31.12.2005 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (5)
1 ელექტროქურა გადასატანი, ელექტროქურა
2 ,,არისტონის” ტიპის წყლის გამაცხელებლები
3 ,,ატმორის” ტიპის წყლის გამაცხელებლები
4 კონდიციონერი ,,ზაფხული” კონდიციონერი ,,ზაფხულ-ზამთარი”
5 ელექტრორადიატორი
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

სს ,,საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის” საერთო მოხმარების მრიცხველის მქონე აბონენტების მიერ ინდივიდუალური მრიცხველის გარეშე მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის განსაზღვრის დროებითი წესის დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Consolas; panose-1:2 11 6 9 2 2 4 3 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {mso-style-link:"Header Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {mso-style-link:"Footer Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {mso-style-link:"Plain Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.5pt; font-family:Consolas;} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-justify:inter-ideograph; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly; font-weight:bold;} span.PlainTextChar {mso-style-name:"Plain Text Char"; mso-style-link:"Plain Text"; font-family:Consolas;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-justify:inter-ideograph; text-indent:13.5pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:13.5pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:.2in; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:13.5pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} span.HeaderChar {mso-style-name:"Header Char"; mso-style-link:Header;} span.FooterChar {mso-style-name:"Footer Char"; mso-style-link:Footer;} .MsoPapDefault {margin-bottom:10.0pt; line-height:115%;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 67.5pt;} div.Section1 {page:Section1;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი  300.290.000.16.009.007.237 საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) დადგენილება №7 2005 წლის 6 აპრილი ქ. თბილისი სს ,,საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის” საერთო მოხმარების მრიცხველის მქონე აბონენტების მიერ ინდივიდუალური მრიცხველის გარეშე მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის განსაზღვრის დროებითი წესის დამტკიცების შესახებ      სს ,,საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის“ ყველა კატეგორიის მომხმარებლისთვის მიწოდებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდის, აგრეთვე საერთო მოხმარების მრიცხველის მქონე აბონენტების მიერ ინდივიდუალური მრიცხველის გარეშე მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის განსაზღვრის მიზნითა და „ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, 28-ე მუხლის 1 პუნქტის და 36-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, კომისიამ დაადგინა: 1. დამტკიცდეს სს ,,საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის“ საერთო მოხმარების მრიცხველის მქონე აბონენტების მიერ ინდივიდუალური მრიცხველის გარეშე მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის განსაზღვრის თანდართული დროებითი წესი. 2. დადგენილების მოქმედების ვადა განისაზღვროს 2005 წლის 31 დეკემბრამდე. 3. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. თავმჯდომარე გ. თავაძე სს ,,საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის” საერთო მოხმარების მრიცხველის მქონე აბონენტების მიერ ინდივიდუალური მრიცხველის გარეშე მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის განსაზღვრის დროებითი წესი     მუხლი 1🔗. საერთო მოხმარების მრიცხველის მქონე აბონენტების მიერ ინდივიდუალური მრიცხველის გარეშე მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის განსაზღვრის დროებითი წესი ადგენს სს ,,საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის“ (შემდგომში _ ,,კომპანია‘‘) სამოქმედო ტერიტორიაზე მოსახლეობის მიერ უმრიცხველოდ დახარჯული ელექტროენერგიის რაოდენობის განსაზღვრის პირობებსა და მოთხოვნებს.     მუხლი 2🔗. ამ წესებში გამოყენებულ ტერმინებს გააჩნიათ იგივე მნიშვნელობა, რაც ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონისა და სემეკის 2001 წლის 10 სექტემბრის №11 დადგენილებით დამტკიცებულ ,,საბაზრო წესებში” გამოყენებულ ტერმინებს. ქვემოთ მოყვანილია აგრეთვე იმ ტერმინების განმარტება, რომლებიც უშუალოდაა დაკავშირებული ამ წესთან: ა) უმრიცხველო მოხმარება – ელექტროენერგიის მოხმარება, როცა მრიცხველი არ არსებობს ან ტექნიკურად გაუმართავია; ბ) უბანი _ ქვესადგურიდან გამავალ ერთ ფიდერთან ან ტრანსფორმატორთან მიერთებული მომხმარებელთა ჯგუფი.     მუხლი 3🔗. უბნის ყველა კატეგორიის მომხმარებლის მიერ მთლიანად დახარჯული ელექტროენერგია აღირიცხება ენერგოკომპანიის მიერ გამანაწილებელი ტრანსფორმატორის (ფიდერის) 0.4 კვ ძაბვის მხარეზე დამონტაჟებული ერთი ან მეტი სამფაზიანი მრიცხველით. იმ შემთხვევაში, თუ 0.4 კვ ძაბვის მხარეზე არ არსებობს აღრიცხვა, დასაშვებია აღრიცხვა 6-10 კვ ძაბვის შემყვანზე ან ქვესადგურის შესაბამის უჯრედში.     მუხლი 4🔗. 1. საერთო მოხმარების მრიცხველზე მიერთებული ყველა უმრიცხველო აბონენტის ან მათი უფლებამოსილი წარმომადგენლის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში, საერთო მოხმარების მრიცხველზე აღრიცხული ელექტროენერგიის (ტექნიკური დანაკარგების გამოკლებით) განაწილება აბონენტებს შორის განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით. 2. შეთანხმების შემთხვევაში აბონენტის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის განსაზღვრის და ამოღებული თანხების გამჭირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, კომპანიასა და საერთო მრიცხველის მქონე უმრიცხველო აბონენტებს ან მათ უფლებამოსილ წარმომადგენელს (წარმომადგენლებს) შორის თვეში ერთხელ უნდა მოხდეს შედარების აქტის გაფორმება, სადაც სხვა მონაცემებთან ერთად აუცილებლად გათვალისწინებული უნდა იყოს: ა) საერთო მოხმარების მრიცხველის ჩვენება (კვტს); ბ) ელექტროენერგიის ტექნიკური დანაკარგები (კვტს); გ) თითოეული აბონენტის მიერ მოხმარებული ელექტროენერგია (კვტს). 3. შედარების აქტში შეტანილი მონაცემების საფუძველზე კომპანია შეადგენს და აბონენტს წარუდგენს გადახდის ქვითარს, სადაც სხვა მონაცემებთან ერთად მოცემული უნდა იყოს თითოეული აბონენტის მიერ გადასახდელი ელექტროენერგიის საფასური. 4. კომპანია ვალდებულია, ნებისმიერ აბონენტს, რომელიც მიერთებულია საერთო მოხმარების მრიცხველზე, მოთხოვნის შემთხვევაში, მიაწოდოს ინფორმაცია საერთო მოხმარების მრიცხველის ჩვენების და მასზე მიერთებული აბონენტების მიერ დახარჯული ელექტროენერგიისა და გადახდილი თანხების შესახებ. 5. აბონენტი, რომელმაც ან რომლის უფლებამოსილმა წარმომადგენელმაც ხელი მოაწერა ამ მუხლის 1-ლ პუნქტში აღნიშნულ თანხმობას, ვალდებულია მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური გადაიხადოს ამ მუხლის მე-3 პუნქტში გათვალისწინებული ქვითრის მიხედვით. თანხმობის არარსებობის შემთხვევაში, აბონენტი მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურს იხდის ამ წესების მე-5 მუხლის შესაბამისად.     მუხლი 5🔗. 1. ამ წესის მე-4 მუხლით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კონკრეტულ უბანზე ერთი აბონენტის მიერ უმრიცხველოდ მოხმარებული ელექტროენერგიის გასაშუალოებული მნიშვნელობა განისაზღვრება ფორმულით:                                                        K x Eაღ _ (E1+E2+E3+E4)                                          E= --------------------------------------------, სადაც                                                                       n ა)  E – უმრიცხველო აბონენტის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობა (კვტს); ბ) n – მოცემულ უბანზე უმრიცხველო აბონენტების რაოდენობა; გ) Eაღ – მოცემულ უბანზე მთლიანი ელექტროენერგიის მოხმარება ნორმატიული დანაკარგების ჩათვლით (კვტს); დ) K = 1 – W​ნ – კოეფიციენტი, რომელიც ითვალისწინებს დანაკარგებს 6-10-0.4 კვ ან 0.4კვ ძაბვის ქსელში, შესაბამისად როცა აღრიცხვა ხდება ტრანსფორმატორის 6-10კვ ძაბვის შემყვანზე ან 0.4კვ ძაბვის შემყვანზე; ე) W ​ნ– ელექტროენერგიის ნორმატიული დანაკარგები ფარდობით ერთეულში, შესაბამისად 6-10-0.4კვ ძაბვის ან 0.4კვ ძაბვის ქსელებში, რომელიც დგინდება სემეკის შესაბამისი გადაწყვეტილებით; ვ) E1 – მოცემულ უბანზე ყველა ოჯახის მიერ წყლის გაცხელების ან გათბობისათვის დახარჯული ჯამური ელექტროენერგია. თითოეული ოჯახის მიერ გამოყენებული წყლის გამაცხელებელი და გათბობის ხელსაწყო აღიწერება ენერგოკომპანიის უფლებამოსილი პირის მიერ და შეიტანება აბონენტის ინდივიდუალურ ბარათში, მისი საპასპორტო მონაცემების ჩვენებით. აღნიშნული ხელსაწყოების მიერ მოხმარებული ელექტროენერგია გამოითვლება ფიქსირებული დადგმული სიმძლავრისა და მუშაობის ხანგრძლივობის საფუძველზე, წარმოდგენილი დანართი 1-ის მიხედვით. ამასთან, დანართის 1, მე-2 და  მე-3 პუნქტები გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ საანგარიშო თვის პერიოდში აბონენტს ელ.ენერგია მიეწოდება არანაკლებ 90 სთ-ის განმავლობაში, ხოლო მე-4 და მე-5 პუნქტები გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ აბონენტს საანგარიშო თვის პერიოდში ელ.ენერგია მიეწოდება არანაკლებ 180 სთ-ის განმავლობაში. ზ) E2   – მოცემულ უბანში არსებული სამფაზა მომხმარებლების (ელექტროსახერხი, ელექტროსადურგლო დაზგა, ელექტროწისქვილი, სტაციონარული ელექტროშესადუღი აპარატი და სხვ.) მიერ ჯამურად მოხმარებული ელექტროენერგია. თითოეული აბონენტის მოხმარება აღირიცხება სამფაზა მრიცხველით და ფიქსირდება მფლობელის ბარათში; თ) E3 – მოცემულ უბანში არსებული კომერციული, საბიუჯეტო და სხვა მომხმარებლების მიერ მოხმარებული მთლიანი ელექტროენერგია, გარდა მოსახლეობისა. თითოეული ასეთი აბონენტი მიერთებულია საერთო მოხმარების მრიცხველზე, ხოლო მათი მოხმარება უნდა გაიზომოს ინდივიდუალური მრიცხველით და შესაბამისი ჩანაწერი გაკეთდეს აბონენტის ბარათზე (კვტს); ი)  E4 – გამართული ინდივიდუალური აღრიცხვის ხელსაწყოს მქონე და საერთო მოხმარების მრიცხველზე მიერთებული სააბონენტო სექტორის მიერ მოხმარებული ელექტროენერგია (კვტს). დანართი 1 სს „საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის“ აბონენტების დენმიმღებების სიმძლავრისა და ამ სიმძლავრის გამოყენების საანგარიშო საათების ცხრილი დენმიმღები დადგმული სიმძლავრე კვტ. მუშა-საათების რაოდენობა სთ. ელ. ენერგიის ხარჯი თვეში სეზონის მიხედვით კვტს. დღე-ღამეში თვეში ზამთარში (ნოემბერი- აპრილი) ზაფხულში (მაისი-ოქტომბერი) 1 ელექტროქურა გადასატანი, ელექტროქურა 3.0 1.0 2.0 2.0 60 60 180 60 180 60 2 ,,არისტონის” ტიპის წყლის გამაცხელებლები 2.0 3.0 2.0 90 60 180 - - 120 3 ,,ატმორის” ტიპის წყლის გამაცხელებლები 5.0 1.0 30 150 150 4 კონდიციონერი ,,ზაფხული” კონდიციონერი ,,ზაფხულ-ზამთარი” 1.0 1.5 5.0 5.0 150 225 - 225 150 225 5 ელექტრორადიატორი 1.5 6.0 180 270 -