„საქართველოს მთიანი რეგიონების სკოლებში მეცნიერების პოპულარიზაცია და სამეცნიერო კვლევის სტიმულირება“ საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 26.12.2023
გამომცემი ორგანო კრიტერიუმები და განმარტებები
ნომერი №142/ნ
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.018397
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/12/2023
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.12.2023 მიღება
📖 ტერმინთა განმარტებები (16)
დამატებითი მეტამონაცემები (8)
| 1 | სრულიად შეუსაბამო |
| 2 | სუსტი |
| 3 | დამაკმაყოფილებელი |
| 4 | საშუალო |
| 5 | ძალიან კარგი |
| კრიტერიუმები და განმარტებები | 1 |
| შეფასება ქულით | შეფასება |
| საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ქართველოლოგიის კვლევებისთვის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ საგამომცემლო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ მეცნიერების პოპულარიზაციისათვის მიზნობრივი საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსის დებულებისა და პროექტის შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოს მთიანი რეგიონების სკოლებში მეცნიერების პოპულარიზაცია და სამეცნიერო კვლევის სტიმულირება“ საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება
№142/ნ
2023 წლის 26 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს მთიანი რეგიონების სკოლებში მეცნიერების პოპულარიზაცია და სამეცნიერო კვლევის სტიმულირება“ საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ
„სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გრანტების გაცემის წესის, საგრანტო კონკურსების დებულებებისა და საგრანტო პროექტების შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 მარტის №131 დადგენილების შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს მთიანი რეგიონების სკოლებში მეცნიერების პოპულარიზაცია და სამეცნიერო კვლევის სტიმულირება“ საგრანტო კონკურსის დებულება“.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დანართი
„საქართველოს მთიანი რეგიონების სკოლებში მეცნიერების პოპულარიზაცია და სამეცნიერო კვლევის სტიმულირება“ საგრანტო კონკურსის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. საგრანტო კონკურსის – „საქართველოს მთიანი რეგიონების სკოლებში მეცნიერების პოპულარიზაცია და სამეცნიერო კვლევის სტიმულირება“ (შემდგომ – კონკურსი) მიზანია საქართველოს მთიანი რეგიონების სკოლებში მეცნიერების პოპულარიზაცია, სამეცნიერო კვლევების სტიმულირება, საჯარო სკოლების უფროსკლასელებში კვლევითი უნარ-ჩვევების გამომუშავება, პედაგოგთა მოტივაციის ამაღლება მოსწავლეთა კვლევებში ჩასართავად, მეცნიერთა, მათ შორის, ახალგაზრდა მეცნიერთა ინტერესის გაზრდა სასკოლო პროცესში მონაწილეობისათვის, სასწავლო პროცესში ისეთი სიახლეების დანერგვა, რომლებიც ხელს შეუწყობს სკოლის მუშაობის ეფექტიანობის გაზრდას, გაზარდოს მოსწავლეების დაინტერესება მეცნიერებისადმი.
2. აღნიშნული დებულება აწესრიგებს კონკურსის გამართვის, გრანტის გაცემისა და საგრანტო პროექტების განხორციელების მონიტორინგის წესს.
3. კონკურსი ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
4. კონკურსის დაფინანსებისათვის შესაძლებელია, არსებობის შემთხვევაში, გამოყენებულ იქნეს კანონმდებლობით გათვალისწინებული დაფინანსების სხვა წყარო.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება
დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს ამ დებულების მიზნებისთვის აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ფონდი – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი;
ბ) საჯარო სკოლა – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს მთიანი რეგიონის საჯარო სკოლა;
გ) გრანტის მიმღები – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს მთიანი რეგიონის საჯარო სკოლა და პროექტის განმახორციელებელი ჯგუფი;
დ) პროექტის ხელმძღვანელი – დოქტორი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ან/და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების აკადემიური/სამეცნიერო პერსონალი, ან დოქტორანტი საქართველოს მოქალაქე, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩარიცხულია საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე. პროექტის ხელმძღვანელი კონკურსის ფარგლებში თანამშრომლობს საჯარო სკოლასთან და ხელმძღვანელობს პროექტს, უზრუნველყოფს საკონკურსოდ წარდგენილი პროექტის შემუშავებას, მენეჯმენტის განსაზღვრას და მოსალოდნელი ეფექტიანობის შეფასებას. ასევე, ფონდისთვის შესაბამისი ანგარიშების მომზადებასა და წარდგენას.
ე) პროექტის თანახელმძღვანელი – საქართველოს მთიანი რეგიონის საჯარო სკოლის VIII – XII კლასების მოქმედი მასწავლებელი, რომელიც პროექტის ხელმძღვანელთან ერთად ახორციელებს პროექტს და კოორდინაციას უწევს პროექტის მიმდინარეობას;
ვ) პროექტის ბიუჯეტი – პროექტის განხორციელებისათვის საჭირო საგრანტო დაფინანსების საერთო ოდენობა ხარჯვის კატეგორიების მიხედვით;
ზ) პროექტის ბიუჯეტის დასაბუთება – პროექტით გათვალისწინებული სამეცნიერო-კვლევითი აქტივობების განხორციელებისათვის საჭირო დაფინანსების შინაარსობრივი დასაბუთება;
თ) შეფასების კრიტერიუმები − ფონდში წარდგენილი საკონკურსო განაცხადების შესაფასებლად, საკონკურსო კომისიისთვის, დებულებით განსაზღვრული, დამტკიცებული სახელმძღვანელო პრინციპები სათანადო ქულების მითითებით;
ი) დამოუკიდებელი ექსპერტი − პირი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში აფასებს კონკურსის ფარგლებში წარდგენილ საკონკურსო განაცხადებს;
კ) საკონკურსო კომისია – კონკურსზე დარეგისტრირებული საკონკურსო განაცხადების შემფასებელი ორგანო, რომელიც განიხილავს და აფასებს კონკურსში შემოსულ საკონკურსო განაცხადებს, შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად; კომისია ადგენს რანჟირებულ სიებს და ავლენს კონკურსში გამარჯვებულ საკონკურსო განაცხადებს;
ლ) საანგარიშო პერიოდი – საგრანტო ხელშეკრულებით განსაზღვრული დროის მონაკვეთი, რომლის განმავლობაშიც საგრანტო კონკურსის გრანტის მიმღები ახორციელებს საგრანტო სახსრების ხარჯვას და პროექტის დასრულების შემდგომ წარადგენს ანგარიშს;
მ) პროექტის ანგარიში – ანგარიში მოიცავს პროექტის დასრულების შემდგომ გრანტის მიმღების მხრიდან ფონდში წარდგენილ პროგრამულ და ფინანსურ ანგარიშს;
ნ) მიზნობრივი ანგარიში – საგრანტო ხელშეკრულებით განსაზღვრული საბანკო ანგარიში, რომელზეც არ დაირიცხება სარგებელი და განხორციელდება საგრანტო კონკურსის გრანტის სახსრების ჩარიცხვა;
ო) საგრანტო ხელშეკრულება – გრანტის მიმღებსა და ფონდს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც არეგულირებს საკონკურსო განაცხადის განხორციელების პირობებს, მონიტორინგისა და ანგარიშგების წესს, საკონკურსო განაცხადის შეჩერების, დასრულების და შეწყვეტის წესს;
პ) საგრანტო ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგი – საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროექტის პროგრამული და ფინანსური მონიტორინგის პროცედურა;
ჟ) საგრანტო კონკურსის გრანტი – ფონდის მიერ ამ დებულებით განსაზღვრული პირობების საფუძველზე სამეცნიერო-კვლევითი გრანტის მიმღებისთვის გადაცემული თანხა;
რ) პროექტის განმახორციელებელი ჯგუფი – პროექტის ხელმძღვანელი და თანახელმძღვანელი, რომელთაც გააჩნიათ შესაბამისი კომპეტენციები და უნარები პროექტის მიზნებთან მიმართებაში;
ს) პროექტი – პროექტის ხელმძღვანელის მიერ დაფინანსების მოპოვების მიზნით, ამ დებულებითა და გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად, ფონდში წარდგენილი საკონკურსო განაცხადი.
მუხლი 3🔗. კონკურსის ადმინისტრირება
1. საგრანტო კონკურსის ადმინისტრირებას, გრანტის გაცემასა და საგრანტო პროექტების განხორციელების მონიტორინგს ახორციელებს ფონდი.
2. საჯარო სკოლა პროექტის განმახორციელებელ ჯგუფს უზრუნველყოფს პროექტის განხორციელებისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, ფონდის მიერ დამტკიცებული ფორმის შესაბამისად ახორციელებს ანგარიშგებას და განცალკევებით აწარმოებს საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტის ბუღალტრულ აღრიცხვას, ასრულებს საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სხვა ვალდებულებებს.
3. პროექტის ხელმძღვანელს და თანახელმძღვანელს კონკურსის ფარგლებში აქვთ მხოლოდ ერთ პროექტში მონაწილეობის უფლება.
4. პროექტში ჩართული მოსწავლეები უნდა სწავლობდნენ საქართველოს მთიანი რეგიონის საჯარო სკოლის VIII, IX, X, XI ან/და XII კლასებში.
5. პროექტის ხანგრძლივობა შესაძლებელია იყოს 3-დან 6 თვის ჩათვლით და არ უნდა მოიცავდეს სასკოლო არდადეგებს.
6. პროექტის განხორციელებამ ხელი არ უნდა შეუშალოს სკოლაში მიმდინარე სასწავლო პროცესს.
7. პროექტში მონაწილე მოსწავლეთა რაოდენობა არ უნდა იყოს 15 მოსწავლეზე ნაკლები.
8. პროექტის ფარგლებში შეძენილი ქონება რჩება პროექტში მონაწილე საჯარო სკოლას.
მუხლი 4🔗. საკონკურსო პირობები
კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი პროექტი შესაძლებელია ითვალისწინებდეს:
ა) ,,საბავშვო უნივერსიტეტის“ დაარსებას, სადაც გამოჩენილი, წარმატებული მეცნიერები, მოსწავლეებს წაუკითხავენ საჯარო, სამეცნიერო/პოპულარულ ლექციებს; ლექციები შესაძლებელია ჩატარდეს პირისპირ ან დისტანციურ რეჟიმში;
ბ) მიზნობრივი სამეცნიერო ფესტივალის ორგანიზებას;
გ) სამეცნიერო პიკნიკის, ეკობანაკის ორგანიზებას;
დ) მეცნიერების პოპულარიზაციასთან დაკავშირებული აქტივობების განხორციელებას (ფოტო გამოფენა, დეკორატიული (კულტურული) ბაღის გაშენება, ეთნოკულტურული კუთხის მოწყობა და სხვა);
ე) სამეცნიერო-კვლევითი კლუბის დაარსებას, ან უკვე არსებული კლუბის გაუმჯობესებას.
მუხლი 5🔗. ძირითადი ფინანსური მოთხოვნები
1. პროექტის ბიუჯეტის შესაბამისად ფონდიდან მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 5 000 ლარს.
2. პროექტის ბიუჯეტი შესაძლოა ითვალისწინებდეს როგორც ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის, ასევე არაფინანსური აქტივებისა და მათზე ოპერაციების კლასიფიკაციის შემდეგ მუხლებს:
ა) პროექტის ხელმძღვანელის და თანახელმძღვანელის საგრანტო დაფინანსება – რაც გულისხმობს საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, აღნიშნული პირების დაფინანსება ერთობლივად, არ უნდა აღემატებოდეს ფონდიდან მოთხოვნილი თანხის 40%-ს.
ბ) საქონელი და მომსახურება – აღნიშნული მუხლი არ უნდა ითვალისწინებდეს შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების შრომის ანაზღაურებისა და მივლინების ხარჯებს;
გ) არაფინანსური აქტივები;
დ) ზედნადები ხარჯები − პროექტის ტექნიკური უზრუნველყოფისათვის საჯარო სკოლისათვის განკუთვნილი თანხა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს პროექტის ბიუჯეტის 7%-ს. გრანტის მიმღებისთვის თანხის ჩარიცხვის ფაქტის დადასტურებით (სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემაში შესრულებული გადარიცხვა) გრანტის გამცემისთვის ზედნადები ხარჯები სრულად აღიარდება ხარჯად, ფონდის მიერ განხორციელებული ფინანსური მონიტორინგის ფარგლებში. ფონდი უფლებამოსილია, პროექტის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, ასევე დასრულებიდან 3 წლის ვადაში გრანტის მიმღებისგან მოითხოვოს ინფორმაცია ზედნადები ხარჯების მუხლიდან თანხების ხარჯვასთან დაკავშირებით და შესაბამისი დოკუმენტაცია.
3. გრანტით დაუშვებელია უძრავი ქონების შეძენა, ქირავნობა, იჯარა, კაპიტალური რემონტი/შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქცია, ავტომანქანის შეძენა, მობილური ტელეფონის შეძენა.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ხარჯვითი კატეგორიები განისაზღვრება გენერალური დირექტორის მიერ დამტკიცებული კლასიფიკატორით.
5. პროექტს შეიძლება ჰქონდეს თანადაფინანსება პროექტის ხელმძღვანელის, ან იურიდიული/ფიზიკური პირის მხრიდან. თანადაფინანსების არსებობის შემთხვევაში, საკონკურსო განაცხადთან ერთად ფონდში წარმოდგენილი უნდა იყოს შესაბამისი წერილობითი დადასტურება თანადაფინანსების ღირებულების მითითებით.
6. პროექტის განხორციელებისათვის საჭირო საჯარო სკოლის ან სხვა იურიდიული/ფიზიკური პირის ბაზის გამოყენება უნდა განხორციელდეს უსასყიდლოდ.
მუხლი 6🔗. კონკურსის ეტაპები
კონკურსის ძირითადი ეტაპებია:
ა) კონკურსის გამოცხადება;
ბ) საკონკურსო განაცხადების რეგისტრაცია;
გ) ტექნიკური ექსპერტიზა – შემოსული პროექტების კონკურსის პირობებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა;
დ) პროექტების შეფასება;
ე) დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების დამტკიცება ფონდის გენერალური დირექტორის მიერ;
ვ) საგრანტო ხელშეკრულების გაფორმება.
მუხლი 7🔗. პროექტების შეფასება
1. კონკურსზე დარეგისტრირებულ პროექტებს აფასებს გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით შექმნილი საკონკურსო კომისია ამ დებულების მე-12 მუხლით გათვალისწინებული შეფასების კრიტერიუმებით.
2. ფონდმა პროექტის შესაფასებლად, საკონკურსო კომისიის მოთხოვნის შესაბამისად შესაძლებელია მოიწვიოს დამატებითი დამოუკიდებელი ექსპერტი/ექსპერტები.
3. საკონკურსო კომისიის მუშაობის წესი განისაზღვრება გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით.
4. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, დაფინანსდება ის პროექტი, რომელსაც ნაკლები თანხა აქვს ფონდიდან მოთხოვნილი.
5. ფონდის გენერალური დირექტორი ამტკიცებს საკონკურსო კომისიის მიერ გამოვლენილ გამარჯვებულ საგრანტო პროექტებს.
მუხლი 8🔗. ინტერესთა კონფლიქტი
1. დაუშვებელია საკონკურსო კომისიის წევრი/დამოუკიდებელი ექსპერტი იყოს ამავე კონკურსის მონაწილე.
2. არ შეიძლება საკონკურსო განაცხადების შეფასების და დამტკიცების პროცესში მონაწილეობდეს საკონკურსო კომისიის წევრი/დამოუკიდებელი ექსპერტი:
ა) რომელსაც აქვს საერთო პუბლიკაცია საკონკურსო განაცხადის წარმდგენთან, ან მონაწილეობდა მასთან ერთსა და იმავე სამეცნიერო-კვლევით პროექტში, ან მუშაობს ერთსა და იმავე სტრუქტურულ ერთეულში (ფაკულტეტი, დეპარტამენტი);
ბ) რომელმაც შესაძლოა მიიღოს უშუალო პროფესიული, ფინანსური ან პირადი სარგებელი პროექტის გამარჯვების ან დამარცხების შემთხვევაში;
გ) რომელსაც აქვს პროექტის თემატიკის ან კვლევის მეთოდიკის შესახებ პროექტის ავტორებისაგან ფუნდამენტურად განსხვავებული პოზიცია;
დ) რომელიც თვითონ არის დაინტერესებული მხარე პროექტში; პროექტში მონაწილის ნათესავია; პროექტში მონაწილის წარმომადგენელია; შრომით ურთიერთობაშია პროექტში მონაწილესთან.
3. ამ დებულების მიზნებისათვის ნათესავად ჩაითვლება:
ა) პირდაპირი ხაზის ნათესავი;
ბ) მეუღლე, მეუღლის და-ძმა და პირდაპირი ხაზის ნათესავი;
გ) აღმავალი ხაზის პირდაპირი ნათესავის და-ძმა;
დ) და-ძმა, მათი მეუღლეები და შვილები.
4. საკონკურსო კომისიის წევრი/დამოუკიდებელი ექსპერტი ვალდებულია გენერალურ დირექტორს ოფიციალურად აცნობოს ამ მუხლში აღნიშნული გარემოებებისა და თვითაცილების შესახებ.
5. იმ შემთხვევაში, თუ ინფორმაცია საკონკურსო კომისიის წევრი/დამოუკიდებელი ექსპერტი ინტერესთა კონფლიქტის შესახებ ფონდისთვის ცნობილი გახდა დასაფინანსებლად შერჩეული საკონკურსო განაცხადების ფონდის მიერ დამტკიცებამდე, ფონდი უფლებამოსილია იმსჯელოს შესაბამისი საკონკურსო კომისიის წევრის მიერ გაკეთებული შეფასების გაუქმებასთან დაკავშირებით.
მუხლი 9🔗. პროექტის შესრულების მონიტორინგი
1. გრანტის მიმღები ვალდებულია საანგარიშო პერიოდის ბოლოს, ფონდის გენერალური დირექტორის მიერ დამტკიცებული ფორმების შესაბამისად ფონდს წარუდგინოს პროექტის ფარგლებში განხორცილებული პროგრამული აქტივობებისა და გაწეული ხარჯების დოკუმენტირებული ანგარიში.
2. ფონდი ახორციელებს დაფინანსებული პროექტების საგრანტო ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგს, რომლის დროსაც განიხილავს გრანტის მიმღების მიერ წარმოდგენილ ანგარიშს და ადგენს შესაბამის განხილვის აქტს.
3. მონიტორინგი მოიცავს ფინანსურ და პროგრამულ მონიტორინგს:
ა) ფინანსური მონიტორინგი გულისხმობს საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში ფონდის მიერ გადარიცხული თანხების ხარჯვის შესაბამისობის დადგენას ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ხარჯთაღრიცხვასთან;
ბ) პროგრამული მონიტორინგი გულისხმობს საგრანტო ხელშეკრულებით დაგეგმილი შედეგების შესრულების დამადასტურებელი ანგარიშის შემოწმებას. ფონდი უფლებამოსილია, პროგრამული მონიტორინგის ფარგლებში, განახორციელოს ადგილზე ვიზიტები და ასევე პროექტის შეფასება შესაბამისი ექსპერტ(ებ)ის მონაწილეობით, გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით და/ან საგრანტო ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცედურების მიხედვით.
4. ფონდის მიერ პროგრამული და ფინანსური მონიტორინგის განხორციელებისას:
ა) მიზნობრივ ხარჯად ჩაითვლება პროექტის ბიუჯეტის ძირითადი ხარჯვითი კატეგორიის ფარგლებში განხორციელებული ხარჯი, თუ იგი მიეკუთვნება ამ ხარჯვით კატეგორიას;
ბ) არამიზნობრივ ხარჯად ჩაითვლება პროექტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი ხარჯი. აღნიშნული ხარჯი ექვემდებარება მიზნობრივ ანგარიშზე დაბრუნებას;
გ) ნაშთად ჩაითვლება პროექტის დასრულებისას არსებული გაუხარჯავი რესურსი, რომელიც ექვემდებარება სახელმწიფო ხაზინის შესაბამის ანგარიშზე დაბრუნებას.
5. ფონდი არ არის ვალდებული განახორციელოს საგრანტო პროექტის იმ ამოცანებზე მონიტორინგი, რომელთა შესრულების დამადასტურებელი შედეგები არ არის გათვალისწინებული საგრანტო ხელშეკრულებით.
6. გრანტის მიმღების მიერ წარმოდგენილი ანგარიშების შემოწმების საფუძველზე მომზადებული განხილვის აქტები ფონდის მიერ შესაძლოა გამოყენებულ იქნეს გრანტის მიმღების მიერ მომავალ საგრანტო კონკურსებში მონაწილეობისას წარდგენილი პროექტების შეფასებისას.
7. ფონდი უფლებამოსილია განახორციელოს მიმდინარე პროექტების აუდიტორული შემოწმება აუდიტორული კომპანიის მიერ, რათა დადგინდეს საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში ფონდის მიერ გადარიცხული თანხების ხარჯვის შესაბამისობა ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ხარჯთაღრიცხვასთან. აუდიტორული კომპანიის შემოწმების დასკვნის შესაბამისად ფონდი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება პროექტის შეჩერების, შეწყვეტის და დასრულების შესახებ.
მუხლი 10🔗. პროექტის შეჩერება, შეწყვეტა და დასრულება
1. ფონდი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შეწყვეტს გრანტის მიმღების გრანტით დაფინანსებას (შესაბამისად, შეწყდება პროექტი), თუ:
ა) მოხდა შესაბამისი გრანტის მიმღები დაწესებულების ლიკვიდაცია;
ბ) გრანტის მიმღებმა არ შეასრულა საგრანტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ან/და ანგარიშში წარადგინა ყალბი ინფორმაცია.
2. პროექტი ჩაითვლება ავტომატურად შეჩერებულად ფონდის წესდებისა და საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
3. პროექტის შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში, გრანტის მიმღებსა და ფონდს შორის ურთიერთობები რეგულირდება საგრანტო ხელშეკრულებაში გაწერილი პირობების შესაბამისად.
4. პროექტი ჩაითვლება დასრულებულად, თუ საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მხარეებს შორის გაფორმებულია შედარების აქტი (მხარეებს შორის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულების შესახებ) და პროექტი არ არის შეჩერებული, ან შეწყვეტილი.
მუხლი 11🔗. დამატებითი მოთხოვნები გრანტის მიმღებთა მიმართ
1. გრანტის მიმღები ვალდებულია, საგრანტო პროექტის ფარგლებში განხორციელებული პროექტის შედეგების ამსახველ გამოცემებში მიუთითოს, რომ პროექტი განხორციელდა სსიპ „შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით [გრანტის ნომერი ...]“ / „This work was supported by Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia (SRNSFG) [grant number …]“.
2. საგრანტო პროექტის ფარგლებში შექმნილ ვიზუალურ პროდუქციაზე (ნაბეჭდ, ფოტო, აუდიო, ვიდეო, ელექტრონულ პროდუქციაზე და ვებგვერდზე) სავალდებულოა განთავსდეს ფონდის ლოგო და მითითებული იყოს, რომ საგრანტო პროექტი განხორციელდა სსიპ „შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით“.
3. საგრანტო პროექტის შესახებ სოციალურ მედიაში ინფორმაციის გავრცელებისას სავალდებულოა გამოყენებული იყოს „ჰაშტაგები“: #SRNSFG ან #რუსთაველის ფონდი ან სსიპ #რუსთაველის გრანტი.
4. ფონდი უფლებამოსილია გრანტის მიმღებთა მიერ წარდგენილი პროექტის აბსტრაქტი, პროგრამული ანგარიშები და ბეჭდვითი ან/და ვიზუალური მასალები გამოიყენოს საკუთარი საქმიანობის ანგარიშში, ბეჭდვით და ელექტრონულ გამოცემებში, განათავსოს ფონდის ვებგვერდებზე.
მუხლი 12🔗. პროექტების შეფასების კრიტერიუმები
საგრანტო კონკურსის – „საქართველოს მთიანი რეგიონების სკოლებში მეცნიერების პოპულარიზაცია და სამეცნიერო კვლევის სტიმულირება“ პროექტების შეფასების კრიტერიუმები:
1.
კრიტერიუმები და განმარტებები
1
2
3
4
5
შეფასება კრიტერიუმების შესაბამისად
1. პროექტის შინაარსობრივი ნაწილი
იდეის აქტუალობა, შესაბამისობა კონკურსის მიზნებთან და ამოცანებთან
2. პროექტის განმახორციელებელი გუნდის კომპეტენცია
პროექტის ხელმძღვანელისა
და და თანახელმძღვანელის კომპეტენცია და შესაბამისობა პროექტის ამოცანებთან
3. პროექტის მოსალოდნელი შედეგი
პროექტის მოსალოდნელი შედეგების მდგრადობა
4. პროექტის მართვა და განხორციელება
პროექტის განხორციელების გზების, გეგმა
გრაფიკის, ბიუჯეტის
შესაბამისობა პროექტის მიზნებთან და ამოცანებთან
შემაჯამებელი კომენტარი პროექტის შესახებ (ექსპერტის შემაჯამებელი კომენტარი ოთხივე კრიტერიუმის მიხედვით მინიჭებული ქულების შესაბამისად):
2. თითოეული კრიტერიუმი ფასდება 5-ქულიანი სისტემით. ჯამური მაქსიმალური შეფასება შეადგენს 20 ქულას. ყველა კრიტერიუმი ფასდება მაქსიმუმ 5 ქულით.
3. დაფინანსების მოსაპოვებლად აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობაა პროექტის მიერ 15 ქულის მიღება.
4. კრიტერიუმის 5-ბალიანი სისტემა განიმარტება შემდეგნაირად:
შეფასება ქულით
შეფასება
განიმარტება შემდეგნაირად
1
სრულიად შეუსაბამო
პროექტი არ პასუხობს ამ კონკრეტულ კრიტერიუმს ან პროექტი ვერ ფასდება არასაკმარისი ინფორმაციის გამო.
2
სუსტი
პროექტი მცირედ პასუხობს, შეუსაბამოა ამ კონკრეტულ კრიტერიუმთან, შეინიშნება სერიოზული, არსებითი სუსტი მხარეები.
3
დამაკმაყოფილებელი
პროექტი ზოგადად პასუხობს კრიტერიუმს, მაგრამ დასაბუთება არადამაკმაყოფილებელია.
4
საშუალო
პროექტი ზოგადად პასუხობს კრიტერიუმს, მაგრამ დასაბუთება არადამაკმაყოფილებელია.
5
ძალიან კარგი
გამორჩეული, მაღალი სამეცნიერო პოტენციალის მქონე პროექტი, რომელიც საუკეთესოდ პასუხობს
კრიტერიუმს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიგიორგი ამილახვარი