ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის, პირობებისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №95 |
|
2023 წლის 21 დეკემბერი ქ. რუსთავი |
|
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი და პირობები (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში არსებული, საზოგადოებრივი ინტერესის შემცველი საჯარო ინფორმაციის მუნიციპალიტეტის ელექტრონულ რესურსზე განთავსების სამართლებრივ საფუძვლებს და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ჩამონათვალს. 2. ეს წესი ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ საჯარო ინფორმაციაზე, რომელიც ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესით, პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისა. 3. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება არ ათავისუფლებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით იმავე ან სხვა საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულებისაგან. 4. წინამდებარე წესი არეგულირებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირისათვის ინფორმაციის ზუსტ და დროულად მიწოდებას, ვებგვერდზე პროაქტიულად განთავსების მიზნით. მუხლი 2. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება 1. საჯარო ინფორმაცია პროაქტიულად ქვეყნდება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ვებგვერდებზე: www.rustavi.gov.ge (შემდგომში – ვებგვერდი). 2. პროაქტიულად გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაცია ღიაა და თანაბრად ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისათვის. დაუშვებელია პროაქტიულად გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაციის მიღებისთვის საფასურის დადგენა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 3. საჯარო ინფორმაცია ვებგვერდზე იმგვარად უნდა განთავსდეს, რომ შესაძლებელი იყოს ინფორმაციის დათვალიერება, ჩამოტვირთვა, კოპირება და ბეჭდვა მისი შეცვლის, დაზიანების და დაკარგვის გარეშე. დაინტერესებულ პირს უფლება აქვს გამოიყენოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია ვებგვერდის მისამართის სავალდებულო მითითებით. 4. ვებგვერდზე პროაქტიულად დამატებით შესაძლოა განთავსდეს საზოგადოებრივი ინტერესის შემცველი სხვა საჯარო ინფორმაცია, მათ შორის ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებთან დაკავშირებული ინფორმაცია. 5. პროაქტიული ინფორმაციის განთავსებაზე კონტროლს ახორციელებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. მუხლი 3. საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა 1. საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირები განისაზღვრება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საფუძველზე. 2. ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირი უზრუნველყოფს ამ წესის მე-4 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის ვებგვერდზე განთავსებას და პროაქტიულად გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაციის პერიოდულ განახლებას, რომლის უნდა მიეთითოს განახლების თარიღი. 3. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული ვალდებულია შესაბამისი სამართლებრივი აქტის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში მიაწოდოს დოკუმენტი პროაქტიულად გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ პირს. 4. ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირისათვის ინფორმაციის/დოკუმენტაციის სათანადოდ მიწოდების ფორმაზე, დროულობასა და უტყუარობაზე პასუხისმგებელია ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული. მუხლი 4. პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაცია
1. ადმინისტრაციული ორგანოს სტრუქტურა; 2. ადმინისტრაციული ორგანოს სტრუქტურული ერთეულების ჩამონათვალი და მათი ფუნქციები; 3. ქალაქის მერის, მოადგილეების, სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების შესახებ ინფორმაცია: სახელი, გვარი, ფოტოსურათი, ბიოგრაფიული მონაცემები, ელექტრონული ფოსტის მისამართი; 4. ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის შესახებ ანგარიში; 5. მუნიციპალიტეტის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები; 6. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ შემუშავებული სტრატეგიები, კონცეფციები და სამოქმედო გეგმები; 7. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე და მე-40 მუხლების შესაბამისად საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით შემოსული განცხადებების შესახებ ზოგადი წლიური სტატისტიკა; 8. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტი; 9. სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმა; 10. მუნიციპალური სერვისების შესახებ ინფორმაცია; 11. ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები, რომლებიც, ადმინისტრაციული ორგანოს შეფასებით, საზოგადოებრივი ინტერესის შემცველია.
დანართი №2
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში არსებული საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი
1. საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი (შემდგომში – სტანდარტი) განსაზღვრავს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში არსებული საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის წესსა და პირობებს. 2. ყველას აქვს უფლება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მოითხოვოს საჯარო ინფორმაცია ელექტრონული ფორმით, მერიის და საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის ოფიციალურ ელექტრონულ მისამართებზე: rustavi.municipality@rustavi.gov.ge და salome.lomidze@rustavi.gov.ge. 3. დაინტერესებული პირი საჯარო ინფორმაციას ელექტრონული ფორმით მოითხოვს მე-2 პუნქტში მითითებულ ერთ-ერთ ელექტრონულ მისამართზე წერილობითი განცხადების წარდგენის გზით. 4. განცხადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) იმ ადმინისტრაციული ორგანოს დასახელებას, რომელსაც მიმართავს განმცხადებელი; ბ) ფიზიკური პირის შემთხვევაში: განმცხადებლის სახელს, გვარს, პირად ნომერს, მისამართს, საკონტაქტო ტელეფონის ნომერს და ელექტრონული ფოსტის მისამართს; იურიდიული პირის შემთხვევაში: საწარმოს/ორგანიზაციის დასახელებას, მისამართს, საკონტაქტო ტელეფონის ნომერს, ელექტრონული ფოსტის მისამართს; გ) მოთხოვნილი ინფორმაციის დასახელებას; დ) განცხადებაზე დართული საბუთების ნუსხას, მათი არსებობის შემთხვევაში. 5. ამ სტანდარტის მე-4 პუნქტის დარღვევით განცხადების წარდგენის შემთხვევაში, განმცხადებელს მიეცემა გონივრული ვადა დაზუსტებისათვის. თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის ინფორმაციას, განცხადება დარჩება განუხილველი. 6. განცხადებას მიღების დღესვე არეგისტრირებს მერიის მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი და რეგისტრაციაში გატარების დადასტურებას (რეგისტრაციის თარიღისა და ნომრის მითითებით) უგზავნის განმცხადებელს ტელეფონის ნომერზე, თუ ის მითითებულია განცხადებაში ან შესაბამისი ელექტრონული ფოსტის მისამართზე. არასამუშაო დღეს შემოსული განცხადება რეგისტრირდება მომდევნო სამუშაო დღეს. 7. განცხადების რეგისტრაციის შემდეგ, განცხადება განსახილველად გადაეცემა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირს. 8. საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გაცემის ვადის ათვლა იწყება განცხადების რეგისტრაციის მომდევნო სამუშაო დღიდან. 9. საჯარო ინფორმაცია ელექტრონული ფორმით გაიცემა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლით განსაზღვრულ ვადებში. 10. მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია გაიცემა დაინტერესებული პირის მიერ მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე გაგზავნით. 11. თუ დაინტერესებული პირის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გაგზავნა შეუძლებელია, განმცხადებლის თანხმობით, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირი უზრუნველყოფს საჯარო ინფორმაციის გაცემას სხვა შესაძლო ფორმით. 12. საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის ოდენობა და მისი გადახდის წესი განისაზღვრება „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 13. საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმა ხდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 41-ე მუხლით დადგენილი წესით. 14. საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი საჩივრდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით.
დანართი №3
საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის სტანდარტული ფორმა
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას
საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე პასუხისმგებელ პირს
მოქალაქე/ორგანიზაცია: _______________________________ მისამართი:_______________________________ ტელეფონი: ______________________________ ელფოსტა: -------------------------------------------.
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა გთხოვთ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლის საფუძველზე, მოგვაწოდოთ ______________________________________________________________________________________ _______________________________________________________________________________________ _______________________________________________________________________________________ __________________________________________________________ (მოთხოვნილი ინფორმაციის დასახელება) ინფორმაცია ელექტრონული სახით. ასევე გთხოვთ:
1. მოთხოვნილი ინფორმაცია გადმოგვცეთ ქვემოთ მითითებულ ელფოსტის მისამართზე გადმოგზავნით -------------------------------------; 2. მოთხოვნილი ინფორმაცია ჩაგვიწეროთ კომპაქტურ დისკზე და თანხმობას ვაცხადებთ, შესაბამისი თანხის მითითების შესაბამისად, გადავიხადოთ „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული ოდენობა; 3. მოთხოვნილი ინფორმაცია ჩაგვიწეროთ ჩემ/ჩვენ მიერ წარმოდგენილ მეხსიერების ბარათზე/კომპაქტურ დისკზე; 4. მოთხოვნილი ინფორმაცია გამოგვიგზავნოთ წერილობითი ფორმით, ქსეროასლების სახით ან ამოგვიბეჭდოთ ლაზერულ პრინტერზე. თანხმობას ვაცხადებთ, შესაბამისი თანხის მითითების შესაბამისად, გადავიხადოთ „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ოდენობა; (მონიშნეთ თქვენთვის მისაღები ფორმა)
დაინტერესებული პირი (განმცხადებელი) --------------------------------
თარიღი: --. --. ----
|