1. თუ ამ მუხლის მე-2 ნაწილით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მოსამსახურის სამუშაო დრო განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
2. მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული სამსახურის ცალკეული დანაყოფების მოსამსახურეებისთვის ან/და ცალკეული მოსამსახურეებისთვის დადგენილია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულისგან განსხვავებული სამუშაო დრო ან/და მუშაობის განსხვავებული პირობები, კერძოდ:
ა) მოსამსახურისთვის დადგენილია არაუმეტეს 48-საათიანი სამუშაო კვირა და არანორმირებული სამუშაო დღე;
ბ) მოსამსახურისთვის (გარდა ცვლაში მომუშავე მოსამსახურისა) დასვენებისა და უქმე დღეებში მუშაობა ნებაყოფლობითია. ამ შემთხვევაში მას ანაზღაურება ეძლევა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
გ) ცვლაში მომუშავე მოსამსახურის სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 24 საათს, გარდა პენიტენციური დაწესებულების დირექტორის მიერ განსაზღვრული განსაკუთრებული შემთხვევებისა. ცვლაში მომუშავე მოსამსახურეებისთვის დგინდება თანაბარი ხანგრძლივობის ცვლები;
დ) მოსამსახურეები მინისტრის ბრძანებით შეიძლება განსაკუთრებულ რეჟიმზე იქნენ გადაყვანილ