1. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, ეს კოდექსი, სამსახურის დებულება, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები და სხვა სამართლებრივი აქტები.
2. სამსახური აერთიანებს მის სტრუქტურულ ქვედანაყოფებს.
3. სამსახურს ექვემდებარება პენიტენციური დაწესებულებები.
4. სამსახურის, მისი სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულის დებულებას ამტკიცებს მინისტრი.
5. სამსახურის საშტატო ნუსხას მინისტრთან შეთანხმებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს სამსახურის გენერალური დირექტორ