დისციპლინურ დარღვევად მიიჩნევა ისეთი ქმედება, რომელიც არღვევს პენიტენციური დაწესებულების დებულებას, წესრიგს, ზიანს აყენებს უსაფრთხოებას და არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, კერძოდ:

ა) სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა;

ბ) ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების წესების დარღვევა;

გ) დაწესებულების მოსამსახურის, სხვა უფლებამოსილი პირის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მისდამი დაუმორჩილებლობა ან მისთვის წინააღმდეგობის სხვაგვარად გაწევა;

დ) სხვა პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა ან მისი ღირსების სხვაგვარად შელახვა;

ე) დაწესებულების ან სხვა პირის ქონების დაზიანება ან განადგურება (მათ შორის, მისი ვიზუალური მხარის შეცვლით);

ვ) დაწესებულების მიერ დადგენილი გადაადგილების შეზღუდვების დარღვევა/საზღვრების უნებართვოდ გადაკვეთა;

ზ) სარგებლის მისაღებად დაწესებულების ტერიტორიაზე საქმიანობის ამ დაწესებულების დირექტორის ნებართვის გარეშე განხორციელება;

თ) დაწესებულების ტერიტორიაზე განთავსებული მოწყობილობის/სისტემის ფუნქციონირებაში ამ დაწესებულების დირექტორის ნებართვის გარეშე ჩარევა, შენობა-ნაგებობის დიზაინისა და ფუნქციების თვითნებურად შეცვლა;

ი) დაწესებულების ტერიტორიაზე იმ ნივთის დამზადება, ფლობა ან გამოყენება, რომლის ქონაც ეკრძალება ბრალდებულს/მსჯავრდებულს და არ იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას;

კ) ხმაური ან სხვაგვარი ქმედება, რომელიც არღვევს წესრიგს და ხელს უშლის დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას;

ლ) ნებისმიერი ინფორმაციის უკანონო ფორმით მიწოდება საკნიდან საკანში ან დაწესებულების გარეთ;

მ) დაწესებულების დებულების, დღის განრიგისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა ნორმების დარღვევ