“საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2002 წლის 14 ივნისის №33 დადგენილებით დამტკიცებულ “საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული შესყიდვების წესში" ცვლილებების შეტანის თაობაზე"

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№3
სარეგისტრაციო კოდი
220.010.030.11.004.007.240
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 43, 15/04/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.010.030.11.004.007.240

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს

დადგენილება №3

2005 წლის 8 აპრილი

ქ. თბილისი

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2002 წლის 14 ივნისის №33 დადგენილებით დამტკიცებულ „საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულ შესყიდვების წესში“ ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 და 261 მუხლების შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო ადგენს:

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2002 წლის 14 ივნისის №33 დადგენილებით დამტკიცებულ ,,საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულ შესყიდვების წესში“ (სსმ III, 28.06.2002 წ.,  №66, მუხ. 607) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. საქართველოს ეროვნული ბანკი შესყიდვებს ახორციელებს ცენტრალიზებულად, წინასწარ დამტკიცებული წლიური ბიუჯეტის ფარგლებში, ხოლო დაქვემდებარებული ფილიალები ადმინისტრაციულ და აქტივების მუხლით გათვალისწინებულ ხარჯებს გასწევენ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე. მომდევნო წლის ბიუჯეტის დამტკიცებიდან ახალი ტენდერის ჩატარებამდე პერიოდში შესყიდვები განხორციელდეს პირდაპირი შესყიდვის წესით, ამ პერიოდში ხარჯები გაწეულ იქნეს დამტკიცებული ბიუჯეტის 1/12-ის ფარგლებში ყოველთვიურად, ცალკეული შესასყიდი ობიექტის მიხედვით.“.

2. მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. შესყიდვების განსახორციელებლად საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მიერ იქმნება სატენდერო კომისია.“.

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თავმჯდომარე  რ. გოცირიძე