ელექტროენერგიის შეღავათებით მოსარგებლე მოსახლეობის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის (მ.შ. ომის მონაწილეები და მათთან გათანაბრებული პირების) საფასურის კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის თაობაზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2005 წლის 18 იანვრის №16/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამეტაბების შეტანის შესახებ"

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№103/ნ
სარეგისტრაციო კოდი
280.090.020.22.035.007.242
გამოქვეყნების წყარო
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 280.090.020.22.035.007.242

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №103/ნ

2005 წლის 5 აპრილი

ქ. თბილისი

,,ელექტროენერგიის შეღავათებით მოსარგებლე მოსახლეობის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის (მ.შ. ომის მონაწილეები და მათთან გათანაბრებული პირების) საფასურის კომპენსაციის ოდენობების განსაზღვრისა და გაცემის ორგანიზების თაობაზე” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2005 წლის 18 იანვრის №16/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. ,,ელექტროენერგიის შეღავათებით მოსარგებლე მოსახლეობის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის (მ.შ. ომის მონაწილეები და მათთან გათანაბრებული პირების) საფასურის კომპენსაციის ოდენობების განსაზღვრისა და გაცემის ორგანიზების თაობაზე” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2005 წლის 18 იანვრის №16/ნ ბრძანების (სსმ III, 2005 წ., №6, მუხლი 75) პირველი პუნქტით დამტკიცებულ ,,საქართველოში შეღავათებით მოსარგებლე მოსახლეობის (მ.შ. ომის მონაწილეები და მათთან გათანაბრებული პირები) მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის ფულადი კომპენსაციით შეცვლის ოდენობები და გაცემის წესში” შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები და დამატებები:

ა) პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,მ”, ,,ნ” და ,,ო” ქვეპუნქტები:

,,მ) მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა პირების ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე შვილებს – ყოველთვიურად 8 ლარის ოდენობით, ხოლო ამ კატეგორიის თბილისში მაცხოვრებლებს – 12 ლარის ოდენობით;

ნ) ომის შემდგომ პერიოდში გარდაცვლილ ომის ინვალიდებისა და ომის მონაწილის კმაყოფაზე მყოფი შრომისუუნარო მშობლები მიუხედავად მათი ასაკისა, მეუღლეზე, რომელიც მეორედ არ დაქორწინებულა, 18 წლის ასაკამდე შვილებზე და ოჯახის სხვა შრომისუუნარო ბავშვობიდან ინვალიდებს (თვითეულ ოჯახს) – ყოველთვიურად 8 ლარის ოდენობით, ხოლო ამ კატეგორიის თბილისში მაცხოვრებლებს – 12 ლარის ოდენობით;

ო) ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ავარიის შედეგად მარჩენალის დაკარგვისათვის პენსიის მიმღებ ოჯახებს – ყოველთვიურად 2.5 ლარის ოდენობით, ხოლო ამ კატეგორიის თბილისში მაცხოვრებლებს – 3.5 ლარის ოდენობით.”.

ბ) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. ქ. თბილისში 9 აპრილის საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის დროს დაზარალებული პირებისათვის ფულადი კომპენსაციის თანხა ყოველთვიურად განისაზღვროს 8 ლარის ოდენობით, ხოლო ამ კატეგორიის თბილისში მაცხოვრებელთათვის – 11 ლარის ოდენობით.”.

2. ამ ბრძანების პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ კატეგორიებზე ელექტროენერგიის საფასურის ფულადი კომპენსაციის გადაანგარიშება განხორციელდეს 2005 წლის 1 იანვრიდან.

3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ლ. ჭიპაშვილი