საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ" და „მ" ქვეპუნქტით განსაზღვრული საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების ყოველკვარტალური დეკლარაციის და მისი შევსების წესის შესახებ" ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 12.04.2005
გამომცემი ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრი
სარეგისტრაციო კოდი 200.110.010.22.033.007.246
გამოქვეყნების წყარო სსმ, 45, 18/04/2005
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
12.04.2005 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (6)
| მაჩვენებლები | საანგარიშო კვარტალი |
| ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი | 1 |
| საქონლის (მომსახურების) მიწოდებით მიღებული შემოსავლები (უჯრა 3=5+7+9+11+13) | 3 |
| შემოსავლები სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი მიწოდებით (სამრეწველო გადამუშავებამდე) | 5 |
| დაქირავებით მომუშავე პირებზე ხელფასის სახით გაცემული თანხები, მათ შორის არაფულადი ფორმით | 15 |
| დაქირავებით მომუშავე ფიზიკურ პირთა რაოდენობა (კაცი) | 17 |
დოკუმენტის ტექსტი
საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ" და „მ" ქვეპუნქტით განსაზღვრული საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების ყოველკვარტალური დეკლარაციის და მისი შევსების წესის შესახებ" ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:LitNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:9.0pt; font-family:AcadNusx;} h2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {mso-style-link:"Footer Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:27.0pt; font-size:12.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:11.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:12.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.25in; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBlockText, li.MsoBlockText, div.MsoBlockText {margin-top:0in; margin-right:361.45pt; margin-bottom:0in; margin-left:14.2pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:10.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:.2in; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} span.FooterChar {mso-style-name:"Footer Char"; mso-style-link:Footer;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:67.5pt 55.35pt 49.5pt 63.0pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.110.010.22.033.007.246
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №248
2005 წლის 12 აპრილი
ქ. თბილისი
,,საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ლ” და ,,მ” ქვეპუნქტებით განსაზღვრული საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების ყოველკვარტალური დეკლარაციის და მისი შევსების წესის შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-3 მუხლის, 95-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე და ამავე კოდექსის 217-ე მუხლის მეორე ნაწილით დადგენილი ნორმების შესრულების მიზნით, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს ,,საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ლ” და ,,მ” ქვეპუნქტებით განსაზღვრული საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების ყოველკვარტალური დეკლარაციის” ფორმა (დანართი №1);
2. დამტკიცდეს ,,საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ლ” და ,,მ” ქვეპუნქტებით განსაზღვრული საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების ყოველკვარტალური დეკლარაციის ფორმის შევსების შესახებ ინსტრუქცია” (დანართი №2);
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ვ. ჩეჩელაშვილი
დანართი №1
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
ს ა გ ა დ ა ს ა ხ ა დ ო დ ე პ ა რ ტ ა მ ე ნ ტ ი
საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის “ლ” და “მ” ქვეპუნქტებით განსაზღვრული საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების ყოველკვარტალური
დ ე კ ლ ა რ ა ც ი ა
I ნაწილი
საიდენტიფიკაციო ნომერი
გვერდი
საანგარიშო წელი
საანგარიშო კვარტალი __
დეკლარაციის სახე __/__
წარედგინება __________________________________________________________________
(საგადასახადო ორგანოს დასახელება)
____________________________________________________________
(გადამხდელის გვარი, სახელი)
_____________________________________________________________
მისამართი: ქალაქი / რაიონი, ბინა, კორპუსი, ქუჩა, საკონტაქტო ტელეფონი
დეკლარაციაში მოცემული მონაცემების უტყუარობასა და სისრულეს ვადასტურებ:
გადამხდელი ______________________ _________
(სახელი გვარი) (ხელმოწერა) (თარიღი) (თვე) (წელი)
II ნაწილი
მაჩვენებლები
საანგარიშო კვარტალი
წლის დასაწყისიდან
ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი
1
2
საქონლის (მომსახურების) მიწოდებით მიღებული შემოსავლები
(უჯრა 3=5+7+9+11+13)
3
4
შემოსავლები სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი მიწოდებით (სამრეწველო გადამუშავებამდე)
5
6
შემოსავლები საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის ,,ლ" ქვეპუნქტში განსაზღვრული საქმიანობიდან:
საქმიანობის დასახელება
საქმიანობის კოდი
დაკავებული ფართი კვ.მ.
7
8
9
10
11
12
საქონლის (მომსახურების) მიწოდებით მიღებული შემოსავლები, რომელიც არ არის ასახული დეკლარაციის სხვა უჯრებში
13
14
დაქირავებით მომუშავე პირებზე ხელფასის სახით გაცემული თანხები, მათ შორის არაფულადი ფორმით
15
16
დაქირავებით მომუშავე ფიზიკურ პირთა რაოდენობა (კაცი)
17
III ნაწილი
ივსება საგადასახადო ორგანოს მიერ
აღნიშვნა დეკლარაციის წარმოდგენის შესახებ:
დეკლარაცია წარმოდგენილია ფოსტით პირადად
მოცემული დეკლარაცია შედგენილია ფურცელზე
თანდართული დოკუმენტები გვერდზე
წარმოდგენის თარიღი
რეგისტრაციის ნომერი
________________ -------------------------
სახელი გვარი) (ხელმოწერა)
შენიშვნა:
დეკლარაციას, საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით საგადასახადო ორგანოში საანგარიშო კვარტლის მომდევნო თვის 15 რიცხვისათვის წარადგენენ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ლ” და ,,მ” ქვეპუნქტებით განსაზღვრული ფიზიკური პირები.
დანართი №2
ინსტრუქცია
საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ლ” და ,,მ” ქვეპუნქტებით განსაზღვრული საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების ყოველკვარტალური დეკლარაციის შევსების წესის შესახებ
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ლ” და ,,მ” ქვეპუნქტებით განსაზღვრული საქმიანობის განმახორციელებელი მეწარმე ფიზიკური პირები ვალდებული არიან:
ა) საგადასახადო ორგანოში გატარდნენ საგადასახადო რეგისტრაციაში საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით;
ბ) შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვა აწარმოონ ,,შემოსავლების და ხარჯების აღრიცხვის გამარტივებული სისტემის შემოღების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 31 დეკემბრის №899 ბრძანებით დამტკიცებული შემოსავლებისა და ხარჯების გამარტივებული აღრიცხვის წიგნის გამოყენებით;
გ) დეკლარაციაში შესული შემოსავლების მოცულობა განსაზღვრონ დღგ-სათვის საქონლის (მომსახურების) მიწოდებისათვის საგადასახადო კოდექსით დადგენილი ნორმებით;
დ) საანგარიშოს მომდევნო წლის 1 აპრილამდე საგადასახადო ორგანოს დადგენილი ფორმით წარუდგინონ საშემოსავლო და სოციალური გდასახადების წლიური დეკლარაციები. ეკონომიკური საქმიანობის შეწყვეტის (არ იგულისხმება საანგარიშო წელში საქმიანობის დროებით შეჩერება) შემთხვევაში, საქმიანობის შეწყვეტიდან _ 30 დღის განმავლობაში;
ე) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ლ” და ,,მ” ქვეპუნქტებით დაწესებული საგადასახადო შეღავათების უფლების შეწყვეტის შემთხვევაში საშემოსავლო და სოციალური გადასახადების მიმდინარე გადასახდელები გადაიხადონ უფლების შეწყვეტის შემდგომ დარჩენილ ვადებში, საგადასახადო კოდექსის 219-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადების მიხედვით.
2. მეწარმე ფიზიკური პირი საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ლ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქმიანობიდან მიღებულ შემოსავლებზე საგადასახადო შეღავათის უფლებას კარგავს, თუ:
ა) საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ლ” ქვეპუნქტით განსაზღვრული საქმიანობის პარალელურად შემოსავლების მიღების მიზნით ეწევა სხვა საქმიანობასაც;
მაგალითი 1
მეწარმე ფიზიკური პირი ეწევა 168-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ლ” ქვეპუნქტით განსაზღვრული საქმიანობიდან ერთ-ერთს, ამის პარალელურად აღნიშნულმა ფიზიკურმა პირმა მუშაობა დაიწყო დარაჯად და იღებს გარკვეულ გასამრჯელოს ხელფასის სახით.
ამ პირობებში ფიზიკური პირი კარგავს დასახელებული საქმიანობიდან მიღებული შემოსავლის დაბეგვრის მიმართ შეღავათს და იგი უნდა დაიბეგროს გადასახადებით დაბეგვრის საერთო წესით.
მაგალითი 2
ფიზიკური პირი 2 კვადრატულ მეტრ ჯიხურში ეწევა საათების და საიუველირო ნაწარმის შეკეთებას, პარალელურად ამ ჯიხურიდან ახორციელებს საცალო ვაჭრობას. ამ პირობებში აღნიშნული ფიზიკური პირი კარგავს შეღავათის უფლებას საათების და საიუველირო ნაწარმის რემონტიდან მიღებულ შემოსავლებზე, ვინაიდან ეწევა ისეთ საქმიანობას, რომელიც არ არის გათვალისწინებული 168-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ლ” ქვეპუნქტით.
ბ) საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ლ” ქვეპუნქტში აღნიშნული საქმიანობისათვის გამოყენებული ფართი გადააჭარბებს დასახელებული მუხლის პირველი ნაწილის ,,ლ” ქვეპუნქტით განსაზღვრულ მაქსიმალურ ფართს (კვადრატულ მეტრებში);
მაგალითი 3
მეწარმე ფიზიკურ პირს, რომელიც ეწევა საათების და საიუველირო ნაწარმის რემონტს ამისათვის გამოყენებული აქვს 4 კვადრატული მეტრი ფართი, ნაცვლად საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული 2 კვადრატული მეტრისა. აღნიშნული ფიზიკური პირი კარგავს ამ საქმიანობიდან მიღებულ შემოსავლებზე საგადასახადო შეღავათის უფლებას და იგი დაიბეგრება გადასახადებით საერთო წესით, ვინაიდან გამოყენებული ფართი აღემატება საგადასახადო კოდექსით დადგენილს.
გ) ასეთ საქმიანობას არ ეწევა დამოუკიდებლად და იყენებს სხვა დაქირავებული ფიზიკური პირის შრომას;
დ) ასეთ საქმიანობას რამდენიმე მეწარმე ფიზიკური პირი ეწევა ერთად ფართის ცალ-ცალკე იზოლირების გარეშე და გამოყენებული ფართი აჭარბებს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ლ” ქვეპუნქტით ერთი პირისათვის განსაზღვრულ მაქსიმალურ ფართს.
მაგალითი 4
100 კვადრატულ მეტრ ფართობში 5 ფიზიკური პირი ერთდროულად ეწევა საპარიკმახერო საქმიანობას (საქმიანობის კოდი 923020) ცალ-ცალკე, მიუხედავად იმისა, რომ თითოეულზე მოდის საგადასახადო კოდექსით ასეთი საქმიანობისათვის განსაზღვრული 20 კვადრატული მეტრი ფართი, ყველა მეწარმე ფიზიკური პირი კარგავს შეღავათის უფლებას ამ საქმიანობიდან მიღებულ შემოსავალზე, ვინაიდან აღნიშნული ფართი გამიჯნული არ არის მეწარმე ფიზიკურ პირებზე ცალ-ცალკე.
მაგალითი 5
ხსენებული საპარიკმახერო საქმიანობის მწარმოებელი 5 ფიზიკური პირი ამ საქმიანობისათვის იყენებს ყოველგვარი გამიჯვნის გარეშე მხოლოდ 19 კვადრატულ მეტრ ფართს. ამ პირობებში ხუთივე მეწარმე ფიზიკური პირი გათავისუფლდება გადასახადის გადახდისაგან საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ლ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვინაიდან მათ მიერ გამოყენებული ფართი არ აჭარბებს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ ფართს (20 მ2.).
3. მეწარმე ფიზიკური პირი საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,მ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქმიანობიდან მიღებულ შემოსავალზე შეღვათის უფლებას კარგავს, თუ ასეთი საქმიანობიდან მიღებული ერთობლივი შემოსავლები კალენდარული წლის განმავლობაში გადააჭარბებს 100 000 ლარს.
მაგალითი 6
მეწარმე ფიზიკური პირი ეწევა ხორბლის მოყვანას და სავაჭრო საქმიანობას, რომლის ერთობლივმა შემოსავალმა კალენდარული წლის განმავლობაში შეადგინა 150 000 ლარი, აქედან ხორბლის რეალიზაციიდან მიღებულმა შემოსავალმა _ 90 000 ლარი და ვაჭრობიდან მიღებულმა შემოსავლმა _ 60 000 ლარი. ამ პირობებში აღნიშნული მეწარმე ფიზიკური პირის ხორბლის რეალიზაციდან მიღებული შემოსავლები გათავისუფლდება საშემოსავლო გადასახდით დაბეგვრისაგან, ვინაიდან იგი არ აღემატება 100 000 ლარს, ხოლო ვაჭრობიდან მიღებული შემოსავლები დაიბეგრება გადასახადების დაბეგვრის მოქმედი რეჟიმით.
მაგალითი 7
პირველ მაგალითში ნახსენები მეწარმე ფიზიკური პირის ერთობლივმა შემოსავალმა კალენდარული წლის განმავლობაში შეადგინა 150 000 ლარი, აქედან:
ხორბლის რეალიზაციიდან მიღებულმა შემოსავალმა _ 110 000 ლარი და ვაჭრობიდან მიღებულმა შემოსავლმა _ 40 000 ლარი. ამ პირობებში აღნიშნული მეწარმე ფიზიკური პირის ხორბლის რეალიზაციდან მიღებული შემოსავლები არ გათავისუფლდება საშემოსავლო გადასახდით დაბეგვრისაგან, ვინაიდან კალენდარული წლის განმავლობაში ამ საქმიანობიდან მიღებულმა შემოსავალმა გადააჭარბა დაწესებულ ზღვარს (100 000 ლარი). ორივე საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები 150 000 ლარი დაიბეგრება გადასახადების დაბეგვრის საერთო წესით.
4. პირი, რომელიც დაკავებულია საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ლ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქმიანობით და ამ საქმიანობიდან განხორციელებული საქონლის (მომსახურების) მიწოდება, რომელიც დღგ-ს მიზნებისათვის განიხილება დასაბეგრ ოპერაციად, გადაამეტებს 100000 ლარს, ვალდებულია ამ მომენტის დადგომიდან არაუგვიანეს ორი სამუშაო დღისა საგადასახადო ორგანოში წარადგინოს განცხადება დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციისათვის.
მუხლი 2🔗. დეკლარაციის შევსების წესი
1. სატიტულო გვერდის პირველი ნაწილის შესაბამის უჯრებში და სტრიქონებზე ჩაიწერება:
ა) უჯრებში ,,საიდენტიფიკაციო ნომერი” _ გადამხდელზე საგადასახადო რეგისტრაციისას საგადასახადო ორგანოს მიერ მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომერი;
ბ) უჯრებში ,,დეკლარაციის სახე” _ წილადურ პირველ უჯრაში _ ,,1”, წილადურ მეორე უჯრაში კვარტლის ნომერი. თუ დეკლარაცია გასული საგადასახადო პერიოდისაა და წარმოდგენილია დაზუსტების (კორექტირების) მიზნით პირველ წილადურ უჯრაში ერთის ნაცვლად ჩაიწერება ,,2”, ხოლო მეორე წილადურ უჯრაში კვარტლის ნომერი.
მაგალითი 8
გადამხდელმა ნოემბერში წარმოადგინა მესამე კვარტლის დაზუსტებული დეკლარაცია. ამ პირობებში დეკლარაციის წილადურ პირველ უჯრაში ჩაიწერება ,,2", მეორე უჯრაში ,,3", სადაც 2 ნიშნავს, რომ დეკლარაცია არის არა პირველი, არამედ დაზუსტებული. ხოლო 3 ნიშნავს, რომ აღნიშნული დეკლარაციით ხორციელდება მე-3 კვარტლის მონაცემთა შესწორება.
გ) სტრიქონზე ,,საგადასახადო ორგანოს დასახელება” _ ტერიტორიული საგადასახადო ორგანოს სრული დასახელება, რომელსაც წარედგინება დეკლარაცია.
დ) სტრიქონზე ,,გადამხდელის გვარი, სახელი” _ მიეთითება მეწარმე ფიზიკური პირის სახელი და გვარი სრულად, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის შესაბამისად.
2. დეკლარაციის II ნაწილის უჯრებსა და გრაფებში ჩაიწერება:
ა) პირველ უჯრაში _ ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები.
მაგალითი 9
მეწარმე ფიზიკური პირი ზემოხსენებული საქმიანობის გარდა მუშაობს დარაჯად და ყოველთვიურად ხელფასის სახით იღებს 100 ლარს. ამ ფიზიკურმა პირმა კვარტალური დეკლარაციის პირველ უჯრაში უნდა ასახოს 300 ლარი.
ბ) მე-3 უჯრაში _ საქონლის (მომსახურების) მიწოდებით მიღებული შემოსავალი.
გ) მე-5 უჯრაში _ საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის ”მ” ქვეპუნქტის მიხედვით განსაზღვრული შემოსავლები მისი ოდენობის მიუხედავად.
მაგალითი 10
მეწარმე ფიზიკურმა პირმა (რომელიც ეწევა ყურძნის წარმოებას) (მოყვანას) საანგარიშო წლის III კვარტალში ღვინის ქარხანას ჩააბარა 110 000 ლარის ყურძენი. ამ ფიზიკურმა პირმა მე-3 კვარტალის დეკლარაციის მე-5 უჯრაში უნდა ასახოს 110 000 ლარი.
დ) მე-7, მე-9 და მე-11 უჯრების შესაბამის გრაფებში _ გადამხდელის მიერ საგადასახადო კოდექსის პირველი ნაწილის ,,ლ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული განხორციელებული საქმიანობის დასახელება, საქმიანობის კოდი და ამ საქმიანობისათვის გამოყენებული ფართის ოდენობა კვადრატულ მეტრებში. თუ მეწარმე ფიზიკური პირი ეწევა საგადასახადო კოდექსის ამ მუხლის ,,ლ” ქვეპუნქტში აღნიშნული საქმიანობიდან რამდენიმეს, ამ საქმიანობის მონაცემები დეკლარაციაში შეიტანება ცალ-ცალკე.
მაგალითი 11
გადამხდელი ეწევა სამდივნო და თარგმნით მომსახურებას (საქმიანობის კოდი 74850) და ტანსაცმლის გადაკეთებას და რემონტს (საქმიანობის კოდი 52741), რისთვისც გამოყენებული აქვს 10 კვ. მეტრი ფართობი. ამ პირობებში აღნიშნულმა გადამხდელმა ხსენებული დეკლარაციის მე-7 უჯრის ,,საქმიანობის დასახელების” პირველ გრაფაში უნდა ასახოს ,,სამდივნო და თარგმნითი მომსახურება”, მეორე გრაფაში _ ,,ტანსაცმლის გადაკეთება და რემონტი”; ,,საქმიანობის კოდის” პირველ გრაფებში _ 74850, მეორე გრაფებში _ 52741; ,,დაკავებული ფართის” პირველ და მეორე გრაფებში _ 10 მ2, ხოლო დეკლარაციის მე-7 და მე-9 უჯრებში შესაბამისი საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები.
ე) მე-13 უჯრაში _ იმ საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები, რომლებიც არ არის ასახული ამ დეკლარციის უჯრებში.
მაგალითი 12
გადამხდელი, რომელიც ეწევა ზემოხსენებულ საქმიანობას, პარალელურად ახორციელებს საკუთარი ბინის გაქირავებას, საიდანაც ღებულობს ყოველთვიურად 200 ლარს. ამ გადამხდელმა ყოველკვარტალური დეკლარაციის მე-13 უჯრაში უნდა ასახოს 600 ლარი, რომელიც არ შედის ზემოხსენებულ შემოსავლებში.
ვ) მე-15 უჯრაში _ დაქირავებით მომუშავე ფიზიკურ პირებზე ხელფასის სახით გაცემული თანხები, მათ შორის არაფულადი ფორმით.
ზ) მე-17 უჯრაში _ დაქირავებით მომუშავე ფიზიკურ პირთა რაოდენობა.
თ) მე-2, მე-4, მე-6, მე-8, მე-10, მე-12, მე-14 და მე-16 უჯრებში _ წლის დასაწყისიდან ნაზარდი ჯამით იგივე წესით გამოანგარიშებული მონაცემები, რომელიც ასახულია შესაბამისი კვარტალის უჯრებში.
3. დეკლარაციის ფორმის II ნაწილის 1-16 უჯრებში მაჩვენებლების გაანგარიშება და ასახვა ხდება ლარებში.
4. დეკლარაციის ფორმის III ნაწილი ივსება საგადასახადო ორგანოს მიერ. იგი მოიცავს მონაცემებს დეკლარაციის წარდგენის შესახებ, კერძოდ:
ა) დეკლარაციის წარმოდგენის ფორმას _ ფოსტითაა გამოგზავნილი თუ წარმოდგენილია პირადად;
ბ) გვერდების და დანართების რაოდენობას;
გ) წარმოდგენის თარიღს;
დ) საგადასახადო ორგანოში რეგისტრაციის ნომერს;
ე) საგადასახადო ორგანოს თანამშრომლის სახელსა და გვარს, რომელმაც მიღო დეკლარაცია და დაადასტურა ხელმოწერით.
მუხლი 3🔗. გარდამავალი დებულებანი
საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,მ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქმიანობიდან მიღებულ შემოსავალზე დაწესებული საგადასახადო შეღავათი ვრცელდება მხოლოდ 2007 წლის 1 იანვრამდე საგადასახადო პერიოდებში ასეთი საქმიანობიდან მიღებულ შემოსავლებზე.