📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარების 2024 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 20.12.2023
ძალაში შესვლა 01.01.2024
ძალის დაკარგვა 01.01.2025
გამომცემი ორგანო დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
ნომერი №28
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.169.016552
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 21/12/2023
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 5,186 სიტყვა · ~26 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
20.12.2023 მიღება
01.01.2024 ძალაში შესვლა
01.01.2025 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (12)
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ პაპიაშვილი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
დასახელება
ერთ  ბენეფიციარზე  ან ოჯახზე სულ
I 1.   უფასო კვების ობიექტის დაფინანსება
II 2.   სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა სარიტუალო მომსახურება
III 3.სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარება
ბ)   საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულის ოჯახისთვის ფულადი დახმარება 1000 ლარი ერთჯერადად
გ)  მეორე მსოფლიო ომის მონაწილეზე სოციალური ფულადი დახმარება 250 ლარი ერთჯერადად
ე)  100 და 100 წელზე ზევით ხანდაზმულ  მოქალაქეზე ფულადი დახმარება 300 ლარი ერთჯერადად
კ)   სოციალურად დაუცველი მოქალაქეების გათბობის ხარჯით უზრუნველყოფა 100 ლარი ერთჯერადად
ლ)   აუტიზმისა და დაუნის სინდრომის მქონე არასრულწლოვან ბავშვთა ოჯახზე ფულადი დახმარება 500 ლარი ერთჯერადად
სულ: 1 013700
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარების 2024 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №28 2023 წლის 20 დეკემბერი ქ. დედოფლისწყარო დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარების 2024 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი “ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“  ქვეპუნქტის  საფუძველზე, დედოფლისწყაროს  მუნიციპალიტეტის საკრებულო  ა დ გ ე ნ ს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარების  2024 წლის პროგრამა და მისი ბიუჯეტი“ დანართების შესაბამისად (დანართი 1  და  დანართი 2). მუხლი 2🔗 დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყოს  მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე რეგისტრირებული  მოქალაქეების მინიმალური  სოციალური დახმარების პროგრამის  დაფინანსება  დედოფლისწყაროს  მუნიციპალიტეტის  2024 წლის ადგილობრივი  ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნების ფარგლებში.    მუხლი 3🔗 ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების  მინიმალური სოციალური დახმარების  2023 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის  დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23 დეკემბრის №25 დადგენილება (www.matsne.gov.ge. 23.12.2022 წ., სარეგისტრაციო კოდი:  190040000.35.169.016523). მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს  2024 წლის 1 იანვრიდან.დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენუგზარ პაპიაშვილი დანართი 1 დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული  მოქალაქეების  მინიმალური სოციალური დახმარების  2024  წლის პროგრამა თავი I დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული   მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამის ზოგადი მიმოხილვა მუხლი 1🔗. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარების  2024 წლის პროგრამა (შემდგომში – „პროგრამა“) განსაზღვრავს დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით სოციალურად დაუცველ მოქალაქეებზე  დახმარებისა და ახალდაბადებულ ბავშვიან ოჯახებზე წამახალისებელი თანხის გაცემის პირობებს 2024  წლის განმავლობაში. მუხლი 2🔗. პროგრამის აქტუალობა 1.  საქართველოში მცხოვრებ მოქალაქეთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება სახელმწიფო სოციალური პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტად ითვლება; 2. სიღარიბის დაძლევის სახელმწიფო პროგრამის მოქმედების მიუხედავად, სოციალური ფონი არასასურველია. დიდია იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც საჭიროებენ დახმარებას; 3. სერიოზული და ანგარიშგასაწევია მძიმე სოციალური მდგომარეობით გამოწვეული უარყოფითი გავლენა მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობაზე; 4. საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით საჭირო წამახალისებელი ღონისძიების გატარების უზრუნველყოფა. მუხლი 3🔗. პროგრამის მიზანი 1. აქტიური სოციალური პოლიტიკის გატარება. 2.  სოციალურად დაუცველთა დახმარების სისტემის სრულყოფა. 3. სოციალური დახმარების პრიორიტეტების გამოკვეთა. 4.  მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის რეაბილიტაციისა და გაუმჯობესებისათვის ხელშეწყობა. 5. ობოლ და მარჩენალდაკარგულ ბავშვთა დახმარება. 6. მარტოხელა მშობლის, მრავალშვილიანი ოჯახებისა და ბავშვების, ასევე შშმ პირთა სოციალური დაცვა. 7.  ხანძრით, მიწისძვრით, ბუნებრივი კატასტროფით, სხვა განსაკუთრებული შემთხვევით დაზარალებული ოჯახი, უსახლკარო ოჯახი და ოჯახი, რომლის ავარიული საცხოვრებელი სახლი საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, დახმარების გაწევა. 8.  უკიდურესად გაჭირვებულ მოქალაქეთა ჩართვა უფასო კვების ობიექტებში. 9. სოციალური დახმარების პროგრამაში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახებისა და მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა ოჯახების ინტერესების გათვალისწინება. 10. ხანდაზმულ მოქალაქეთა დახმარება. 11. ახალდაბადებული ბავშვიანი ოჯახებისათვის წამახალისებელი ღონისძიების გატარება. 12. ჰემოდიალიზზე მყოფი მოქალაქეებისათვის საჭირო სეანსების ჩასატარებლად, ტრანსპორტირების ხარჯის  უზრუნველყოფა. 13. აუტიზმისა და დაუნის სინდრომის მქონე ბავშვთა დახმარება. 14.  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა (იძულებით გადაადგილებულ პირთა) ოჯახების ინტერესების გათვალისწინება. მუხლი 4🔗. პროგრამის რეალიზაციის ძირითადი მიმართულებები ა) სამართლებრივი საფუძვლების შექმნა; ბ) მიზნობრივი პროგრამული მართვის პრინციპებზე გადასვლა; გ) სოციალური დახმარების ტექნოლოგიების სრულყოფა და განახლება; დ) სოციალური სტატისტიკის მოწესრიგება, იდენტიფიკაცია და მონაცემთა ბაზის ფორმირება; ე) ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის  სხვა სამსახურებთან კონტაქტის გაღრმავება; ვ)  მონიტორინგი და შეტყობინების ეფექტური ფორმის დანერგვა; ზ)  ანალიზი და საინფორმაციო უზრუნველყოფა. თავი II სოციალური დახმარების პროგრამის პრიორიტეტები და სოციალური ღონისძიებები მუხლი 5🔗. სოციალური დახმარების  პროგრამის პრიორიტეტები 1.  სოციალური დახმარების  პროგრამა  ვრცელდება შემდეგ ბენეფიციარებზე: ა)  მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთა ოჯახი; ბ)  შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე არასრულწლოვან ბავშვთა  ოჯახი; გ) ობოლ და მარჩენალდაკარგულ არასრულწლოვან ბავშვთა  ოჯახი; დ) მრავალშვილიანი ოჯახი (ოთხი და მეტი შვილი),  რომელსაც ჰყავს  ერთი, ორი ან სამი არასრულწლოვანი  ასაკის  ბავშვი(ები); ე) მრავალშვილიანი ოჯახი (ოთხი და მეტი შვილი), რომელსაც ჰყავს  ოთხი და მეტი  არასრულწლოვანი  ასაკის  ბავშვი(ები); ვ)  მარტოხელა მშობელი, რომელსაც ჰყავს არასრულწლოვანი  ბავშვი(ები); ზ)  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულის ოჯახი; თ)   მეორე მსოფლიო ომის   მონაწილე; ი)  დევნილთა ოჯახი, რომლებიც დროებით რეგისტრირებულნი არიან დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;  კ)  მარტოხელა პენსიონერის (პენსიონერთა) ოჯახი (მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი (II ჯგუფი) და ასაკით პენსიონერი), რომელსაც არ ჰყავს კანონით  გათვალისწინებული შრომისუნარიანი მარჩენალი  მისი საცხოვებელი ადგილის   მიუხედავად; ლ) ხანძრით, მიწისძვრით, ბუნებრივი კატასტროფით, სხვა განსაკუთრებული შემთხვევით  დაზარალებული ოჯახი, უსახლკარო ოჯახი და ოჯახი, რომლის ავარიული საცხოვრებელი სახლი საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს; მ)  სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ოჯახი შესაბამისი  კოდებით (100 - მეორე მსოფლიო ომის მონაწილე;    300 - აფხაზეთის ან სამაჩაბლოს ომის მონაწილე (1990-1993 წ.);  800 – 2008 წლის აგვისტოს ომის  მონაწილე); ნ)  100  და 100 წელზე ზევით ხანდაზმული მოქალაქე; ო)   ახალდაბადებული ბავშვიანი ოჯახი, რომლის ორივე მშობელი ან მარტოხელა მშობელი რეგისტრირებულია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე; პ)   ჰემოდიალიზზე მყოფი მოქალაქე; ჟ)  სამედიცინო მომსახურების დაფინანსების ან თანადაფინანსების მსურველი პირი; რ)  აუტიზმისა და დაუნის სინდრომის მქონე არასრულწლოვან ბავშვთა ოჯახი; ს)   რეაბილიტაცია/აბილიტაციის  სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე 18 წლამდე ასაკის შშმ პირის ოჯახი; ტ)  გლუტენისადმი მგრძნობიარე „ცელიაკიას დიათეზით“ დაავადებული არასრულწლოვან ბავშვთა ოჯახი; უ)  IT მიმართულებით სწავლის მსურველი სტუდენტები. 2.  სოციალური დახმარება II თავის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტით განსაზღვრულ კატეგორიებზე, გარდა  „ზ“; „თ“; „ი“; „მ“; „ნ“; „ო“; „პ“; „რ“; „ს“; „ტ“ , „უ“ ქვეპუნქტებისა,  გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ოჯახი დარეგისტრირებულია სიღატაკის დაძლევის სახელმწიფო პროგრამის მონაცემთა ერთიან ბაზაში და სარეიტინგო ქულა 150 000 ან ნაკლებია. მუხლი 6🔗. სოციალური ღონისძიებები: 1.  უფასო კვების ობიექტის დაფინანსება; 2.  სამედიცინო მომსახურების დაფინანსება ან თანადაფინანსება; 3.  ჰემოდიალიზზე მყოფი მოქალაქეების ტრანსპორტირების ხარჯით უზრუნველყოფა; 4.  სოციალურად დაუცველი ოჯახების გათბობის ხარჯით უზრუნველყოფა; 5.  სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის მოხმარებული ელექტროენერგიისა ან  ბუნებრივი აირის ღირებულების დაფინანსება; 6.  ჯანმრთელობის პრობლემებთან დაკავშირებით, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ხანდაზმულთა, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ზოგადად მოწყვლადი მოსახლეობისათვის კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების მიწოდება. მუხლი 7🔗. დემოგრაფიული მდგომარეობის   გაუმჯობესების ღონისძიება დემოგრაფიული მდგომარეობის  გაუმჯობესების ღონისძიებაა ახალდაბადებულ ბავშვიან ოჯახებზე წამახალისებელი თანხის გაცემა. თავი III სოციალური  დახმარების პროგრამის  ბიუჯეტი, საჭირო დოკუმენტაცია და დახმარების ოდენობა მუხლი 8🔗. პროგრამის  ბიუჯეტი სოციალური დახმარების პროგრამის დაფინანსების წყაროა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2024 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი, სადაც სოციალური დაცვისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით გათვალისწინებულია  1013700 (ერთი მილიონ ცამეტი ათას შვიდასი) ლარი. მუხლი 9🔗. სოციალური დახმარების, ახალდაბადებული ბავშვიანი ოჯახებისათვის წამახალისებელი  და სამედიცინო მომსახურების დაფინანსების ან თანადაფინანსებისათვის  თანხის  გასაცემად საჭირო დოკუმენტაცია 1. მშშს, შშს მქონე არასრულწლოვან  ბავშვთა, ობოლ და მარჩენალდაკარგულ ბავშვთა, მარტოხელა მშობელთა, მრავალშვილიან მშობელთა (ერთი, ორი ან სამი არასრულწლოვანი ბავშვით მათ შორის გერი შვილ(ებ)ი), საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულისა (რომელიც რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრებია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე)  და მეორე მსოფლიო ომის მონაწილის ოჯახთა  ყოველთვიური ფულადი დახმარება, მოხმარებული ელექტროენერგიის ან ბუნებრივი აირის ღირებულების დასაფარად, ბენეფიციარის არჩევანის შესაბამისად:           ა)  განცხადება; ბ) განმცხადებლის (მშობელი, მინდობილი პირი, მხარდამჭერი, მეურვე, მარჩენალდაკარგული ოჯახის სრულწლოვანი წევრი, ან კანონით გათვალისწინებული პირი) პირადობის  დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი; გ) ბენეფიციარის პირადობის  დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი; დ)  ბავშვ(ებ)ის დაბადების მოწმობის ქსეროასლი; ე)  მშობლის ან მშობლების გარდაცვალების მოწმობ(ებ)ის ქსეროასლი(ები); ვ) სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის (მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის პირი, შეზღუდული შესაძლებლობის არასრულწლოვან ბავშვი, მარტოხელა მშობელი, მრავალშვილიანი  მშობელი,  ვეტერანის მოწმობა, საბრძოლო მოქმედებების დროს გარდაცვალების დამადასტურებელი დოკუმენტი) ქსეროასლი; ზ) ცნობა სარეიტინგო ქულის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს რაიონული განყოფილებიდან. ცნობა არ მოეთხოვება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულისა და მეორე მსოფლიო ომის მონაწილის ოჯახებს; თ) სს „ეპ ჯორჯია მიწოდება“ დედოფლისწყაროს აბონენტთა მომსახურეობის ცენტრიდან აბონენტის რეგისტრაციის ნომერი; ი) შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“  აღმოსავლეთის  რეგიონული ოფისის დედოფლისწყაროს სერვის ცენტრიდან აბონენტის რეგისტრაციის ნომერი; კ) ადმინისტრაციულ ერთეულში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ცნობა, სოციალური დახმარების მიღების თაობაზე, რომელიც შეიცავს ინფორმაციას, განმცხადებლისა და განცხადებაზე თანდართულ ქვითარში სააბონენტო ნომრის მფლობელს შორის კავშირის შესახებ. 2. ხანძრით, მიწისძვრით, ბუნებრივი კატასტროფით, სხვა განსაკუთრებული შემთხვევით  დაზარალებული ოჯახი, უსახლკარო ოჯახი და  ოჯახი, რომლის ავარიული საცხოვრებელი სახლი საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს: ა)  განცხადება; ბ)  განმცხადებლისა და ბინის მესაკუთრის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის  ქსეროასლები; გ) ცნობა ხანძრის, მიწისძვრის, ბუნებრივი კატასტროფის, სხვა განსაკუთრებული შემთხვევისა და სიცოცხლისათვის საშიში ავარიული სახლის შესახებ შესაბამისი სამსახურიდან; დ) ცნობა სარეიტინგო ქულის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს რაიონული განყოფილებიდან (ცნობა სარეიტინგო ქულის შესახებ არ მოეთხოვება ხანძრით, მიწისძვრით და ბუნებრივი კატასტროფით დაზარალებულ უსახლკარო ოჯახებს); ე) ადმინისტრაციულ ერთეულში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ცნობა, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ოჯახის ბინის ქირით უზრუნველყოფის  შესახებ; ვ) ბინის მფლობელის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი საჯარო რეესტრიდან (სოფელ საბათლოს, ჭოეთსა და თავწყაროში საკუთრების დამადასტურებელ დოკუმენტად შესაძლოა  ჩაითვალოს ადმინისტრაციულ ერთეულში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ცნობა, ქონების მართლზომიერი მფლობელობის შესახებ, სისტემური რეგისტრაციის დასრულებამდე); ზ) ბინის მესაკუთრის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები; თ) ცნობა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული დასკვნა საცხოვრებელი სახლის საცხოვრებლად უვარგისობის (ავარიულობის) შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, რომელსაც ადასტურებს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახური. 3. ჰემოდიალიზზე მყოფი მოქალაქე: ა)  განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის   ქსეროასლი; გ)  ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (დედანი ფორმა № 100); დ)  განმცხადებლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები. 4.  რეაბილიტაცია/აბილიტაციის  სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე 18 წლამდე ასაკის შშმ პირის ოჯახი: ა)  განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი; გ)  ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი; დ) შშმ ბავშვის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი, თუ პირი შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვია; ე)   ადმინისტრაციულ ერთეულში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის რეკომენდაცია,18 წლამდე ასაკის შშმ პირის რეაბილიტაცია/აბილიტაციის კურსის ჩასატარებლად ტრანსპორტირების ხარჯის თანადაფინანსების შესახებ, ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით; ვ)  ცნობა  მომსახურე კლინიკიდან/ცენტრიდან სარეაბილიტაციო მკურნალობის საჭიროების შესახებ; ზ)  ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (დედანი ფორმა № 100); თ)  გადაწყვეტილება სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს კახეთის რეგიონალური ცენტრიდან; ი)  განმცხადებლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები. 5. გლუტენისადმი მგრძნობიარე „ცელიაკიას დიათეზით“ დაავადებული არასრულწლოვანი ბავშვის ოჯახი: ა) განცხადება; ბ)  განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი; გ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი; დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (დედანი ფორმა № 100); ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები. 6. მრავალშვილიანი ოჯახი, რომელსაც ჰყავს და იზრდება ოთხი და მეტი შვილი (მათ შორის გერი შვილ(ებ)ი) და ოთხი მაინც არის არასრულწლოვანი: ა) განცხადება; ბ) მშობლების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის  ქსეროასლები; გ)  მრავალშვილიანი მშობლის  სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი; დ) ბავშვების დაბადების მოწმობის ასლი; ე)  ერთ-ერთი მშობლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები. ვ)   ცნობა სარეიტინგო ქულის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს რაიონული განყოფილებიდან. ზ) ადმინისტრაციულ ერთეულში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ცნობა, შესაბამის ინფორმაციასთან ერთად, მრავალშვილიანი ოჯახის ერთჯერადი ფულადი დახმარების მიღების  შესახებ. 7. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულის (რომელიც რეგისტრირებული იყო დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში) ოჯახი:  ა) განცხადება; ბ)  განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის   ქსეროასლი; გ)  სტატუსის ან საბრძოლო მოქმედების დროს გარდაცვალების დამადასტურებელი  დოკუმენტის ასლი; დ) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები. 8.  მეორე მსოფლიო ომის მონაწილე: ა)  განცხადება  (განმცხადებელი შეიძლება იყოს ბენეფიციარი ან მისი  ოჯახის წევრი, ახლობელი, ნათესავი,  ასევე  კანონით გათვალისწინებული წარმომადგენელი);   ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის  ქსერო ასლი;  გ)   ვეტერანის მოწმობის ქსეროასლი; დ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები. 9.  სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა სარიტუალო მომსახურება: ა)  განცხადება; ბ)  განმცხადებლის (დაკრძალვის ხარჯის გამღები პირი)  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის   ქსეროასლი; გ)  ვეტერანის მოწმობის ქსეროასლი; დ) ვეტერანის გარდაცვალების მოწმობის ასლი; ე) დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერის უფლებამოსილი პირის ცნობა ვეტერანის დაკრძალვის ხარჯის გამღები პირის შესახებ (აქტთან ერთად);  ვ) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები. 10. 100  და 100 წელზე ზევით ხანდაზმული მოქალაქე: ა)  განცხადება (განმცხადებელი შეიძლება იყოს ბენეფიციარი ან მისი ოჯახის წევრი,  ნათესავი, ახლობელი,  ასევე  კანონით გათვალისწინებული წარმომადგენელი);   ბ)  განმცხადებლისა და ბენეფიციარის  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის  ქსეროასლები. გ)   ბენეფიციარის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები. 11. აუტიზმისა და დაუნის სინდრომის მქონე არასრულწლოვან ბავშვთა ოჯახი: ა)  განცხადება; ბ)  მშობლის  (განმცხადებლის)  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის   ქსეროასლი; გ)   ბავშვის დაბადების მოწმობის ქსეროასლი; დ)  ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (დედანი ფორმა № 100);  ე)  ერთ-ერთი მშობლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები. 12.  ახალდაბადებული ბავშვიანი ოჯახი: ა)   განცხადება; ბ)  მშობლების  ან მარტოხელა მშობლის პირადობის  დამადასტურებელი დოკუმენტის   ქსეროასლი; გ)  ბავშვ(ებ)ის დაბადების მოწმობ(ებ)ის ქსეროასლი; დ)   ერთ-ერთი მშობლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები. 13. სამედიცინო მომსახურების დაფინანსების ან თანადაფინანსების მსურველი პირი: ა) განცხადება (განმცხადებელი შეიძლება იყოს ბენეფიციარი ან მისი  ოჯახის წევრი, ნათესავი, ახლობელი, ასევე  კანონით გათვალისწინებული წარმომადგენელი); ბ)  განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის   ქსეროასლი; გ) ამონაწერი-ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა №IV-100/ა, ფინანსური დოკუმენტი (ინვოისი, კალკულაცია ან სხვა), რომელებიც შეიძლება იყოს როგორც ელექტრონული ფორმით (ელექტრონული ფოსტა - dedoplistskaro_region@yahoo.com), ასევე ხელზე წარმოდგენილი დედნების სახით; დ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან ცნობა მოსახლეობის სახელმწიფო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული ლიმიტის ამოწურვის შესახებ (ასეთის არსებობის  შემთხვევაში); ე)  ცნობა სარეიტინგო ქულების შესახებ; ვ) სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის ე. წ. „მიმართვა“ (თანადაფინანსების  შემთხვევაში) ან წერილობითი დოკუმენტი (თანადაფინანსებაზე უარის თქმის შესახებ), გარდა მწვავე-გადაუდებელი სამედიცინო მომსახურებისა; ზ) უკვე ჩატარებული მწვავე, გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების დაფინანსება ან თანადაფინანსების შემთხვევაში, სამედიცინო დაწესებულებასა და პაციენტს შორის გაფორმებული  ხელშეკრულება, შეთანხმება ან სხვა მსგავსი დოკუმენტი, რომელიც გულისხმობს ამ სამედიცინო დაწესებულების მიმართ პაციენტის მიერ აღიარებულ დავალიანებას და მიღებული სამედიცინო მომსახურების ღირებულების სრულად გადახდის ვალდებულებას. თ) ცნობა ა(ა)იპ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრიდან   იმ 18 წლამდე ასაკის სპორტსმენის ტრამვირების შესახებ, რომელიც რეგისტრირებულია ამავე ცენტრის ბაზაზე არსებულ სპორტულ წრეებზე და ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო სპორტულ ვარჯიშზე, შეჯიბრებაზე ან სპორტულ ღონისძიებაზე მონაწილეობის დროს (აქტთან ერთად); ი) ცნობა ხანდაზმულთა პანსიონატიდან ან შშმ პირთა სათემო ორგანიზაციიდან ან სხვა სპეციალური დაწესებულებიდან ბენეფიციარის აღნიშნულ დაწესებულებაში ბინადრობის შესახებ; კ) სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს  კახეთის რეგიონული საბჭოს გადაწყვეტილება  (ხანდაზმულთა პანსიონატში, შშმ პირთა სათემო ორგანიზაციაში ან სხვა სპეციალური დაწესებულებაში მყოფი ბენეფიციარების შესახებ). 14.  სოციალური დახმარების მიმღები ქმედუუნარო და შეზღუდულ ქმედუნარიანობის მქონე პირის  შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას მეურვეობის ან მზრუნველობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. 15. აუცილებლობის შემთხვევაში მოქალაქის მიერ  წარმოდგენილ უნდა იქნას დამატებითი დოკუმენტი მოთხოვნილების შესაბამისად. მუხლი 10🔗. სოციალური დახმარებისა და ახალდაბადებული ბავშვიანი ოჯახებისათვის გამოყოფილი წამახალისებელი თანხის  ოდენობა 1. მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთა ოჯახი – 18 (თვრამეტი) ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტროენერგიის ან ბუნებრივი აირის ღირებულების დასაფარად ბენეფიციარის არჩევანის შესაბამისად; 2. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე არასრულწლოვან  ბავშვთა ოჯახი – 18 (თვრამეტი)  ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტროენერგიის ან ბუნებრივი აირის ღირებულების დასაფარად ბენეფიციარის არჩევანის შესაბამისად; 3. ობოლ და მარჩენალდაკარგულ ბავშვთა  ოჯახი,  რომელსაც ჰყავს ერთი არასრულწლოვანი ბავშვი – 18 (თვრამეტი)  ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტროენერგიის ან ბუნებრივი აირის ღირებულების დასაფარად ბენეფიციარის არჩევანის შესაბამისად; 4. ობოლ და მარჩენალდაკარგულ ბავშვთა  ოჯახი,  რომელსაც ჰყავს ერთზე  მეტი არასრულწლოვანი ბავშვი – 22 (ოცდაორი) ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტროენერგიის ან ბუნებრივი აირის ღირებულების დასაფარად ბენეფიციარის არჩევანის შესაბამისად; 5. მარტოხელა მშობელი, რომელსაც ჰყავს ერთი არასრულწლოვანი შვილი – 18 (თვრამეტი) ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტროენერგიის ან ბუნებრივი აირის ღირებულების დასაფარად ბენეფიციარის არჩევანის შესაბამისად; 6. მარტოხელა მშობელი, რომელსაც ჰყავს ერთზე მეტი არასრულწლოვანი შვილი – 22 (ოცდაორი) ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტროენერგიის ან ბუნებრივი აირის ღირებულების დასაფარად ბენეფიციარის არჩევანის შესაბამისად; 7. მრავალშვილიანი ოჯახი, რომელსაც ჰყავს ოთხი და მეტი შვილი (მათ შორის გერი შვილ(ებ)ი) და მათგან ერთი არის არასრულწლოვანი  – 18 (თვრამეტი) ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტროენერგიის ან ბუნებრივი აირის ღირებულების დასაფარად ბენეფიციარის არჩევანის შესაბამისად; 8. მრავალშვილიანი ოჯახი, რომელსაც ჰყავს ოთხი და მეტი შვილი (მათ შორის გერი შვილ(ებ)ი) და მათგან ორი ან სამი  არის არასრულწლოვანი – 22 (ოცდაორი) ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტროენერგიის ან ბუნებრივი აირის ღირებულების დასაფარად ბენეფიციარის არჩევანის შესაბამისად; 9. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულის ოჯახი, რომელიც რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრებია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე - 18 (თვრამეტი) ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტროენერგიის ან ბუნებრივი აირის ღირებულების დასაფარად ბენეფიციარის არჩევანის შესაბამისად; 10. მეორე მსოფლიო ომის მონაწილის  ოჯახი რომელიც რეგისტრირებული  და ფაქტობრივად მცხოვრებია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე - 18 (თვრამეტი) ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტროენერგიის ან ბუნებრივი აირის ღირებულების დასაფარად ბენეფიციარის არჩევანის შესაბამისად; 11. ხანძრით, მიწისძვრით და ბუნებრივი კატასტროფით, სხვა განსაკუთრებული შემთხვევით დაზარალებული ოჯახი, უსახლკარო ოჯახი და ოჯახი, რომლის ავარიული საცხოვრებელი სახლი საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს – არაუმეტეს 105.27 ლარი (ას ხუთი ლარი 27 თეთრი) ყოველთვიურად (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით) ბინის ქირის დასაფარად უძრავი ქონების (საცხოვრებელი ბინის) ქირავნობის ხელშეკრულებისა და წელიწადში ორჯერ  გადამოწმების საფუძველზე; 12. ჰემოდიალიზზე მყოფი მოქალაქისათვის საჭირო სეანსების ჩასატარებლად, ტრანსპორტირების ხარჯის  უზრუნველყოფის მიზნით ფულადი დახმარება - 200 (ორასი) ლარი ყოველთვიურად; 13. აუტიზმისა და დაუნის სინდრომის მქონე არასრულწლოვან ბავშვთა ოჯახი - 500 (ხუთასი) ლარი ერთჯერადად. 14. 18 წლამდე ასაკის შშმ პირისთვის, რეაბილიტაცია/აბილიტაციის კურსის ჩასატარებლად  ტრანსპორტირების ხარჯის  თანადაფინანსება: ა) ქ. თბილისსა და სხვა ქალაქებში მდებარე სარეაბილიტაციო კლინიკებსა და ცენტრებში გადასაადგილებლად  - 200 ლარი ყოველთვიურად; ბ)  ქ. დედოფლისწყაროში მდებარე სარეაბილიტაციო ცენტრში გადასაადგილებლად  ახლომდებარე დასახლებული პუნქტებიდან (ქ. დედოფლისწყარო, სამრეკლო, ხორნაბუჯი, ჭოეთი (ხორნაბუჯის ადმინისტრაციული ერთეული), თავწყარო (ოზაანის ადმიისტრაციული ერთეული), გამარჯვება) - 50 ლარი, ხოლო, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებიდან (ზემო მაჩხაანი, არბოშიკი, მირზაანი, ოზაანი, ზემო ქედი, არხილოსკალო, ქვემო ქედი, სამთაწყარო, ფიროსმანი, საბათლო) - 100 ლარი ყოველთვიურად. 15. გლუტენისადმი მგრძნობიარე „ცელიაკიას დიათეზით“ დაავადებული არასრულწლოვანი ბავშვისთვის სპეციალირი საკვები პროდუქტების შესაძენად -150 (ას ორმოცდაათი) ლარი ყოველთვიურად. 16.  მრავალშვილიანი ოჯახი, რომელსაც ჰყავს და იზრდება ოთხი და მეტი შვილი (მათ შორის გერი შვილ(ებ)ი) და ოთხი მაინც არის არასრულწლოვანი ბავშვი-თითოეულზე  50 (ორმოცდაათი) ლარი  ერთჯერადად; 17.  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახი - 1000 (ერთი ათასი) ლარი ერთჯერადად; 18. მეორე მსოფლიო ომის მონაწილეზე სოციალური ფულადი დახმარება - 250 (ორასორმოცდაათი) ლარი ერთჯერადად; 19. სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა სარიტუალო მომსახურება – 300 (სამასი) ლარი ერთჯერადად. 20. 100 და 100 წელზე ზევით ხანდაზმული მოქალაქეზე ფულადი დახმარება - 300 (სამასი) ლარი ერთჯერადად; 21. ახალდაბადებულ ბავშვიანი ოჯახზე, სადაც ორივე მშობელი  ან მარტოხელა მშობელი  რეგისტრირებულია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, წამახალისებელი ფულადი დახმარება, თითოეულ ახალდაბადებულ ბავშვზე - 300 (სამასი) ლარი ერთჯერადად. მუხლი 11🔗. სამედიცინო მომსახურების დაფინანსების ან თანადაფინანსების თანხის ოდენობა და სოციალური დახმარების კომისიის მუშაობის წესი 1. 2024  წლის განმავლობაში  სოციალური დახმარების კომისია გადაწყვეტილებას იღებს  მწვავე სტაციონარული მკურნალობის დაფინანსების ან თანადაფინანსების, გეგმიური სტაციონარული მკურნალობის დაფინანსების ან თანადაფინანსების, მაგნიტურ - რეზონანსული, კომპიუტერული ტომოგრაფიისა და სხვა ძვირადღირებული კვლევის ან სამედიცინო მანიპულაციის (ექიმის დანიშნულებით, მკურნალობის შემდგომი ტაქტიკის განსაზღვრის მიზნით) დაფინანსების ან თანადაფინანსების  შესახებ: ა) გეგმიური, მწვავე,  სტაციონარული მკურნალობის  დაფინანსება ან თანადაფინანსება მოხდება ერთჯერადად, ფაქტობრივად გაწეული მკურნალობის შესახებ წარმოდგენილ ფინანსურ დოკუმენტში (ინვოისი, კალკულაცია ან სხვა) მითითებული თანხის პროპორციულად: 300 ლარამდე – გადაირიცხება მოთხოვნილი თანხის 100%; 300 ლარიდან ზევით – 300 ლარს დამატებული 301 ლარიდან ზევით თანხის 50%, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა; ბ) მაგნიტურ – რეზონანსული და კომპიუტერული ტომოგრაფიული  კვლევების  დაფინანსება ან თანადაფინანსება მოხდება ერთჯერადად, ფაქტობრივად ჩატარებული გამოკვლევის შესახებ წარმოდგენილ  ფინანსურ დოკუმენტში (ინვოისი, კალკულაცია ან სხვა) მითითებული თანხის პროპორციულად: 300 ლარამდე – გადაირიცხება მოთხოვნილი თანხის 100%; 300 ლარიდან ზევით – 300 ლარს დამატებული 301 ლარიდან ზევით თანხის 50%, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა; გ) სხვა ძვირადღირებული კვლევის ან სამედიცინო მანიპულაციის (რომლის ერთეულის ღირებულებაც აღემატება 200 ლარს) დაფინანსება ან თანადაფინანსება,  მოხდება ერთჯერადად ფაქტობრივად ჩატარებული გამოკვლევის შესახებ წარმოდგენილ  ფინანსურ დოკუმენტში (ინვოისი, კალკულაცია ან სხვა) მითითებული თანხის პროპორციულად: 201 -დან  300 ლარამდე – გადაირიცხება მოთხოვნილი თანხის 100%; 300 ლარიდან ზევით – 300 ლარს დამატებული 301 ლარიდან ზევით თანხის 50%, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა; დ) უკვე ჩატარებული მწვავე, გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების დაფინანსება ან თანადაფინანსება მოხდება ერთჯერადად, ფაქტობრივად გაწეული მკურნალობის შესახებ წარმოდგენილ ფინანსურ დოკუმენტში (ინვოისი, კალკულაცია ან სხვა) მითითებული თანხის პროპორციულად: 300 ლარამდე – გადაირიცხება მოთხოვნილი თანხის 100%; 300 ლარიდან ზევით – 300 ლარს დამატებული 301 ლარიდან ზევით თანხის 50%, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა; ამ შემთხვევაში პაციენტი ვალდებულია წარმოადგინოს სამედიცინო დაწესებულებასთან გაფორმებული ხელშეკრულება, შეთანხმება ან სხვა მსგავსი დოკუმენტი, რომელიც გულისხმობს ამ სამედიცინო დაწესებულების მიმართ პაციენტის მიერ აღიარებულ დავალიანებას და მიღებული სამედიცინო მომსახურების ღირებულების სრულად გადახდის ვალდებულებას. ამ ტიპის სამედიცინო მომსახურების დაფინანსება ან თანადაფინანსება მოხდება მისი მიღებიდან 14 სამუშაო დღის განმავლობაში; ე) 18 წლამდე ასაკის  სპორტსმენის ტრამვირებისას, სპორტულ ვარჯიშზე,  შეჯიბრებაზე ან სპორტულ ღონისძიებაზე ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში გეგმიური, მწვავე,  სტაციონარული მკურნალობა, მაგნიტურ - რეზონანსული და კომპიუტერული ტომოგრაფია და 100 (ასი) ლარზე მეტი ღირებულების კვლევების  დაფინანსება ან თანადაფინანსება მოხდება ფაქტობრივად გაწეული მკურნალობის შესახებ წარმოდგენილ ფინანსურ დოკუმენტში (ინვოისი, კალკულაცია ან სხვა) მითითებული თანხის პროპორციულად: 300 ლარამდე – გადაირიცხება მოთხოვნილი თანხის 100%; 300 ლარიდან ზევით – 300 ლარს დამატებული 301 ლარიდან ზევით თანხის 50%, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა. ვ) ხანდაზმულთა პანსიონატში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სათემო ორგანიზაციებში ან სხვა სპეციალურ დაწესებულებაში მყოფი ბენეფიციარის გეგმიური, მწვავე და უკვე ჩატარებული მწვავე, გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების დაფინანსება ან თანადაფინანსება მოხდება ფინანსურ დოკუმენტში მითითებული თანხის შესაბამისად, არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა. 2. განმეორებით (ერთი წლის განმავლობაში ორჯერ) მომართვისას 0-დან 6 წლის ასაკის ბავშვებისა, ონკოლოგიური ავადმყოფებისა გლუტენისადმი მგრძნობიარე „ცელიაკიას დიათეზით“ დაავადებული არასრულწლოვანი ბავშვებისა და ტრამვირებული 18 წლამდე ასაკის  სპორტსმენის შემთხვევაში სამედიცინო მომსახურების  დაფინანსება ან თანადაფინანსება მოხდება ამავე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“  „ბ“  „გ“ „დ“ და „ე“  ქვეპუნქტებით განსაზღვრული პროპორციების გათვალისწინების გარეშე ფინანსურ დოკუმენტში მითითებული თანხის შესაბამისად, არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა. 3. თანადაფინანსება მოხდება სახელმწიფოს მიერ დადგენილი ტარიფების პროცენტის შესაბამისად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის სახელმწიფო ჯანდაცვის  დეპარტამენტის ე. წ.  „მიმართვა“-ში  მითითებული თანხიდან გამომდინარე, გარდა 0-დან 6 წლის (ჩათვლით) ასაკის  ბავშვების, ონკოლოგიური პაციენტების, გლუტენისადმი მგრძნობიარე „ცელიაკიას დიათეზით“ დაავადებული არასრულწლოვანი ბავშვებისა და სპორტულ ვარჯიშზე,  შეჯიბრებაზე ან სპორტულ ღონისძიებაზე  ტრამვირებული 18 წლამდე ასაკის სპორტსმენის შემთხვევაში. 4. დაფინანსება ან თანადაფინანსება მოხდება თუ მოქალაქე განცხადებით მომართვის პერიოდში რეგისტრირებულია სოციალური მომსახურების სააგენტოს სიღატაკის დაძლევის სახელმწიფო პროგრამის მონაცემთა ერთიან ბაზაში და  მინიჭებული აქვს სარეიტინგო ქულა 150 000 ან ნაკლები. აღნიშნული მოთხოვნა არ გაითვალისწინება 0-დან 6 წლის ჩათვლით ბავშვების, ონკოლოგიური პაციენტების, გლუტენისადმი მგრძნობიარე „ცელიაკიას დიათეზით“ დაავადებული არასრულწლოვანი ბავშვების, სპორტულ ვარჯიშზე, შეჯიბრებაზე ან სპორტულ ღონისძიებაზე  ტრამვირებული 18 წლამდე ასაკის სპორტსმენისა და ხანდაზმულთა პანსიონატში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სათემო ორგანიზაციებში ან სხვა სპეციალურ დაწესებულებაში მყოფი ბენეფიციარის  შემთხვევაში. 5. გეგმიური,  მწვავე  სტაციონარული მკურნალობა და ამბოლატორიული კვლევები (მაგნიტურ - რეზონანსული, კომპიუტერული ტომოგრაფიული  და სხვა ძვირადღირებული კვლევა ან სამედიცინო მანიპულაცია)   არ დაფინანსდება ან არ თანადაფინანსდება თუ: ა)  მოქალაქე ჩართულია  კერძო  სადაზღვევო სქემებში (გარდა ონკოლოგიური პაციენტებისა,     0 - დან 6 წლის ჩათვლით ბავშვებისა და  იმ შემთხვევისა, რომელსაც არ აფინანსებს კერძო სადაზღვევო კომპანია); ბ) მოქალაქეს ჩაუტარდა საკეისრო კვეთა ან იმშობიარა ფიზიოლოგიურად; გ) ალკოჰოლური ინტოქსიკაცია; დ)  მოქალაქე გამოთქვამს სურვილს სამედიცინო მომსახურება მიიღოს ისეთ სამედიცინო დაწესებულებაში, რომლიც ჩართული არ არის სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამაში, გარდა 0-დან 6 წლის ჩათვლით ბავშვების, ონკოლოგიური პაციენტებისა და გლუტენისადმი მგრძნობიარე „ცელიაკიას დიათეზით“ დაავადებული არასრულწლოვანი ბავშვებისა. ე) თუ მოქალაქე განცხადებით მომართვის პერიოდში არ არის  რეგისტრირებული სოციალური მომსახურების სააგენტოს სიღატაკის დაძლევის სახელმწიფო პროგრამის მონაცემთა ერთიან ბაზაში ან მისი სარეიტინგო ქულა 150 000 - ზე  მეტია,  გარდა ონკოლოგიური პაციენტებისა, 0 - დან 6 წლის ჩათვლით ბავშვებისა, გლუტენისადმი მგრძნობიარე „ცელიაკიას დიათეზით“ დაავადებული არასრულწლოვანი ბავშვებისა  და  სპორტულ ვარჯიშზე, შეჯიბრებაზე ან სპორტულ ღონისძიებაზე  ტრავმირებული 18 წლამდე ასაკის სპორტსმენებისა. ვ) განმეორებით (ერთ წლის განმავლობაში მეორედ) მომართვისას, გარდა ონკოლოგიური პაციენტების, 0-6 წლის ჩათვლით ბავშვებისა და სპორტულ ღონისძიებაზე  ტრამვირებული   18 წლამდე ასაკის სპორტსმენისა და გლუტენისადმი მგრძნობიარე „ცელიაკიას დიათეზით“ დაავადებული არასრულწლოვანი ბავშვებისა . ზ) საზღვარგარეთ მკურნალობა, სქესობრივი გზით გადამდები დაავადება, უშვილობის მკურნალობა; თ) ესთეტიური ქირურგია, კოსმეტიკური მიზნით ჩატარებული, სამედიცინო მასაჟი, სანატორიულ-კურორტული, სტომატოლოგიური მკურნალობა; ი) ორგანოთა ტრანსპლანტაცია და ეგზოპროტეზირების ხარჯი; კ)  უკვე ჩატარებული სამედიცინო მომსახურება მოქალაქის მიერ გადახდილი თანხის ან გარდაცვალების შემთხვევაში. 6. გეგმიური, მწვავე სტაციონარული მკურნალობისა და ამბოლატორიული კვლევების შემთხვევაში, პირველ ეტაპზე სამი თვის ვადით (ვადა აითვლება  შესაბამისი ბრძანების ძალაში შესვლის დღიდან) გაიცემა ადმინისტრაციული დაპირება. 7.  სოციალური დახმარების კომისიის მუშაობის წესი კომისიის მუშაობა განისაზღვრება ამ წესით: ა) კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება და მტკიცდება მუნიციპალიტეტის   მერის ბრძანებით; ბ) კომისიას ჰყავს  თავმჯდომარე, მოადგილე და მდივანი. გ)  კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს მოადგილე; დ) კომისიის მუშაობის პერიოდულობას განსაზღვრავს შესაბამისი კომისია; ე)  კომისიის მდივანი აფორმებს  კომისიის სხდომის ოქმს; ვ) კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება; ზ) კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება სიით შემადგენლობის უმრავლესობა; თ)   კომისია გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით; ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა. ი) კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით და ხელს აწერს კომისიის ყველა წევრი.   თითოეულ წევრს უფლება აქვს წერილობით გამოხატოს განსხვავებული აზრი, რომელიც   ერთვის ოქმს. კ)  კომისიის სხდომის ოქმი მტკიცდება მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით. მუხლი 12🔗. სოციალურად დაუცველი ოჯახების  გათბობის ხარჯით უზრუნველყოფის წესი 1. გათბობის ხარჯით უზრუნველყოფის წესი ვრცელდება ქვემოთ ჩამოთვლილი ბენეფიციართა ოჯახებზე: ა) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა (რომელებიც რეგისტრირებული იყვნენ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე) ოჯახი; ბ)  დევნილთა ოჯახი, რომლებიც დროებით რეგისტრირებულნი არიან დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;   გ)  მრავალშვილიანი ოჯახი, რომელსაც ჰყავს 4 და მეტი შვილი და ერთი მაინც არის  არასრულწლოვანი; დ) მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთა ოჯახი; ე)  შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე არასრულწლოვან ბავშვთა  ოჯახი; ვ) მარტოხელა პენსიონერის (პენსიონერთა) ოჯახი (მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი (II ჯგუფი) და ასაკით პენსიონერი), რომელსაც არ ჰყავს კანონით  გათვალისწინებული შრომისუნარიანი მარჩენალი  მისი საცხოვებელი ადგილის   მიუხედავად; ზ) ობოლ და მარჩენალდაკარგულ ბავშვთა ოჯახი, რომელსაც ჰყავს არასრულწლოვანი   ბავშვი(ები); თ) მარტოხელა მშობელი, რომელსაც ჰყავს არასრულწლოვანი შვილი(ები); ი) დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ოჯახი, რომელიც განიცდის ეკონომიურ ან სხვა ყოფითი გარემოებით გამოწვეულ გაჭირვებას ან აქვს ჯანმრთელობასთან  დაკავშირებული პრობლემები და არ მიეკუთვნება მე-12 მუხლის 1-ლი პუნქტის  „ა“  „ბ“ „გ“ „დ“ „ე“ „ვ“ „ზ“ „თ“ ქვეპუნქტებით  განსაზღვრულ კატეგორიებს, მაგრამ რეკომენდაციას უწევს ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი და შესაბამისი მაჟორიტარული წესით არჩეული საკრებულოს წევრი. 2.  მე-12  მუხლის 1-ლი პუნქტის  „გ“ ; „დ“;  „ე“;  „ვ“; „ზ“; „თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ კატეგორიებზე    გათბობის ხარჯით უზრუნველყოფა მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ოჯახი დარეგისტრირებულია სიღატაკის დაძლევის სახელმწიფო პროგრამის ერთიან  ბაზაში და სარეიტინგო ქულა 150 000 ან ნაკლებია. 3. საჭირო დოკუმენტაცია ა) განცხადება  (განმცხადებელი შეიძლება იყოს ბენეფიციარი ან მისი  ოჯახის წევრი, ნათესავი, ახლობელი,  ასევე  კანონით გათვალისწინებული წარმომადგენელი);   ბ)  განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) ცნობა სარეიტინგო ქულების შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს რაიონული განყოფილებიდან; დ) სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (იგულისხმება: მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის, მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის,  შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის  მქონე არასრულწლოვანი ბავშვისა და  მარტოხელა მშობლის სტატუსები, ასევე დევნილობის დამადასტურებელი დოკუმენტი); ე)  მარტოხელა პენსიონერის შემთხვევაში მერის წარმომადგენლის ცნობა; ვ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები; ზ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის და შესაბამისი  მაჟორიტარული წესით არჩეული საკრებულოს წევრის სარეკომენდაციო ხასიათის ცნობა მე-12 მუხლის 1-ლი პუნქტის  „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კატეგორიისათვის). 4.  თანხის  ოდენობა მოქალაქეთა მიერ შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის, გათბობის ხარჯით უზრუნველყოფისათვის ფინანსური დახმარების გაწევის  მიზანშეწონილობის შესახებ დასკვნის საფუძველზე, მერის ბრძანებით, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების დაკავების გარეშე, 2024  წელს გათბობის ხარჯით უზრუნველსაყოფად თითოეულ კატეგორიაზე  გაიცემა 100  ლარი. 5. სოციალურად დაუცველი ოჯახების  გათბობის ხარჯით უზრუნველყოფის წესის განხორციელების მექანიზმი ა) მე-12 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“  „ბ“ „გ“ „დ“ „ე“ „ვ“ „ზ“ „თ“ ქვეპუნქტებით   განსაზღვრული  კატეგორიათა  განცხადებების  მიღების ბოლო ვადად განისაზღვროს 2024  წლის 16 თებერვალი,  ხოლო მე-12 მუხლის  1-ლი პუნქტის  „ი“ ქვეპუნქტით  განსაზღვრული კატეგორიისათვის - 2024 წლის 15 მარტი. ბ)  ბრძანებების გამოცემის პერიოდულობა განისაზღვროს საჭიროებისამებრ  2024 წლის 20 მარტამდე. მუხლი 12🔗​1. IT მიმართულებით  სწავლის მსურველთა დაფინანსების წესები და პირობები 1. პროექტის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 18 -დან 35 წლამდე მოქალაქეები, რომელთაც სურთ  თანამედროვე პერსპექტიული და მოთხოვნადი პროფესიის დაუფლება ციფრული ტექნოლოგიების დარგში. 2. ამ პროექტით დაინტერესებული სწავლის მსურველი ავსებს სააპლიკაციო განაცხადის ფორმას მათთვის სასურველ სასწავლო დაწესებულებაში და შესაბამის ცნობას (იგულისხმება სასწავლო დაწესებულების მიერ ჩატარებული ტესტირების საფუძველზე მოპოვებული სწავლის უფლება/შესაძლებლობა) განცხადებასთან ერთდ წარადგენს მუნიციპალიტეტის მერიაში სწავლის საფასურის დასაფინანსებლად ან თანადასაფინანსებლად. 3. მუნიციპალიტეტის მერია თითოეული სტუდენტს  სწავლის საფასურს დაუფინანსებს   არაუმეტეს 600 ლარამდე თანხას. მსურველთაგან შეირჩევა 10 კანდიდატი.  განმცხადებელთა შერჩევისას უპირატესობა მიენიჭება სოციალურად დაუცველ პირებს. დაფინანსების მაძიებელმა პრეტენდენტმა 2023 წლის 1 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით მერიაში უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები: ა) განცხადება; ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) სასწავლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა სწავლის უფლების/შესაძლებლობის შესახებ; დ)  სარეიტინგო ქულების შესახებ ამონაწერი (არსებობის შემთხვევაში). მერიის მხრიდან დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მომსახურების შესასყიდად ანგარიშსწორება მოხდება მერიასა და სასწავლო დაწესებულებას შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე. თანხების ეფექტურად ხარჯვის მიზნით, აუცილებელია სასწავლო დაწესებულების  მხრიდან მოხდეს ინფორმაციის გაზიარება სტუდენტთა სასწავლო პროცესზე დასწრების, ონლაინ ჩართულობისა  და აკადემიური მოსწრების შესახებ. არადამაკმაყოფილებელი აქტივობის შემთხვევაში მოხდება კანონმდებლობით გათვალისწინებული მხარეთა მიერ აღებული ვალდებულებების შესრულება. მუხლი 13🔗. სოციალური ღონისძიებების დაფინანსება 1.  უფასო კვების ობიექტების დაფინანსება მოხდება მუნიციპალიტეტის 2024 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად. 2. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ხანდაზმულთა, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ზოგადად მოწყვლადი მოსახლეობის  მომსახურების დაფინანსება მოხდება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტსა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. თავი IV დასკვნითი დებულება მუხლი 14🔗. პროგრამების განხორციელების მექანიზმი 1. სოციალური დახმარების გასაცემად საჭირო თანხა დაინიშნება, შეწყდება, შეჩერდება, გამოიყოფა და გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე ამ პროგრამით გათვალისწინებული ვადის შესაბამისად: ა) დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული   მოქალაქეების  მინიმალური სოციალური დახმარების 2024 წლის პროგრამის მე-10 მუხლის 1-10 პუნქტებით გათვალისწინებული ყოველთვიურად დახარჯული ელექტროენერგიის ან ბუნებრივი აირის ღირებულების დასაფარად 18 ან 22 ლარი 2024 წლის განმავლობაში დაინიშნება და გაიცემა განცხადების წარმოდგენის თვის პირველი რიცხვიდან. ბ)  მე-10 მუხლის 11-ე პუნქტით გათვალისწინებული ბინის ქირის დასაფარად ყოველთვიური ფულადი დახმარება დაინიშნება განცხადების წარმოდგენის დღიდან და გაიცემა მხარეთა მიერ უძრავი ქონების (საცხოვრებელი ბინის) ქირავნობის ხელშეკრულებაზე ხელმოწერის დღიდან.  გ) მე-10 მუხლის 12-ე პუნქტით გათვალისწინებული ჰემოდიალიზზე მყოფი მოქალაქისათვის საჭირო სეანსების ჩასატარებლად, ტრანსპორტირების ხარჯის  უზრუნველყოფის მიზნით ყოველთვიური ფულადი დახმარება 200 (ორასი) ლარი 2024 წლის განმავლობაში დაინიშნება და გაიცემა განცხადების წარმოდგენის თვის პირველი რიცხვიდან. დ) მე-10 მუხლის 14-ე პუნქტით გათვალისწინებული 18 წლამდე ასაკის შშმ პირთათვის რეაბილიტაცია/აბილიტაციის კურსის ჩასატარებლად, ტრანპორტირების ხარჯით უზრუნველყოფის მიზნით, ყოველთვიური ფულადი დახმარება 50, 100 ან 200 ლარი  2024 წლის განმავლობაში დაინიშნება და გაიცემა განცხადების წარმოდგენის თვის პირველი რიცხვიდან. ე)  მე-10 მუხლის 15-ე პუნქტით გათვალისწინებული გლუტენისადმი მგრძნობიარე „ცელიაკიას დიათეზით“ დაავადებული არასრულწლოვანი ბავშვისთვის სპეციალური საკვები პროდუქტების შესაძენად ყოველთვიური ფულადი დახმარება 150 (ას ორმოცდაათი) ლარი 2024 წლის განმავლობაში დაინიშნება და გაიცემა განცხადების წარმოდგენის თვის პირველი რიცხვიდან. 2. სოციალური დახმარებისა  და ახალდაბადებული ბავშვიანი ოჯახისათვის თანხის  მისაღებად, მოქალაქის მიერ წარმოდგენილი საბუთების სისწორეს აკონტროლებს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური. 3.  მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან მოქალაქის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დასაფარი თანხა   ჩაირიცხება   სს „ეპ ჯორჯია მიწოდება“  საბანკო ანგარიშზე, ხოლო  მოხმარებული ბუნებრივი აირის დასაფარი თანხა ჩაირიცხება შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“  საბანკო ანგარიშზე  ამ პროგრამით გათვალისწინებული ვადის შესაბამისად, ეს პირობა   ვრცელდება ამ პროგრამის  მე-10 მუხლის 1-ელ პუნქტებზე. 4.  არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში, თანხა გაიცემა ოჯახის ერთ-ერთ სრულწლოვან წევრზე ან მეურვეზე. 5.  ახალდაბადებული ბავშვიანი ოჯახების შემთხვევაში თანხა გაიცემა ბავშვის დაბადებიდან არაუმეტეს 3 თვის განმავლობაში ერთ-ერთი მშობლის მიერ წარმოდგენილი განცხადების საფუძველზე. 6. მოქალაქემ დახმარების მისაღებად ბანკში უნდა წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. 7. მოქალაქეზე გაწეული სამედიცინო მომსახურებისათვის მერიის მხრიდან ასანაზღაურებელი თანხის ჩარიცხვა მოხდება, გაცემული ადმინისტრაციული დაპირების საფუძველზე, ფაქტობრივად  ჩატარებული მკურნალობის ან კვლევის შესახებ სამედიცინო დაწესებულების ან პაციენტის (მოსარგებლის) შესაბამისი მომართვის, ინვოისის, კალკულაციის ან სხვა ფინანსური  დოკუმენტისა  და ავადმყოფის ისტორიიდან ამონაწერის (ფორმა  № IV - 100/ა) ან სამედიცინო დასკვნის წარმოდგენის შემდეგ, იმ სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე, სადაც მოქალაქეს გაეწია შესაბამისი მომსახურება. 8.  დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის  ა(ა)იპ „დედოფლისწყაროს სათნოების სახლში“  უმწეოთა და უპოვართა უფასო კვების ობიექტში ჩართვა მოხდება  დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით განსაზღვრული წესის შესაბამისად. 9.  2024 წელს შეუსრულებელი ვალდებულება გათვალისწინებულ იქნეს 2025 წლის დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული  მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარების  პროგრამის ბიუჯეტში. 10. პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში რეგისტრაციის ადგილის განუსაზღვრელობის  შემთხვევაში წარმოდგენილი იქნას სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება-ანკეტის (ფორმა №1) ასლი. მუხლი 15🔗. პროგრამის რეალიზაციაზე პასუხისმგებელი სუბიექტები არიან: 1. საორგანიზაციო ნაწილში (შემოსული განცხადებებისა და წერილების  განხილვა, დამუშავება,  შესაბამისი დასკვნის მიღება ახალდაბადებული ბავშვიანი ოჯახების ერთჯერადი წამახალისებელი თანხის ან სხვა სოციალური დახმარების გაწევის  მიზანშეწონილობის შესახებ და მის საფუძველზე მერის ბრძანების პროექტის მომზადება) – დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური. 2. საფინანსო ნაწილში (მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე გამოყოფილი სოციალური დახმარებისა და წამახალისებელი თანხების ჩარიცხვის უზრუნველყოფა) – დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო–საბიუჯეტო  სამსახური. მუხლი 16🔗. პროგრამის განხორციელების ვადა პროგრამის განხორციელების ვადაა 2024  წლის 01 იანვრიდან  2024  წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. მუხლი 17🔗. პროგრამის რეალიზაციის საინფორმაციო უზრუნველყოფა პროგრამის რეალიზაციის შესახებ მოსახლეობას პერიოდულად ეცნობება პრესითა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის  მეშვეობით. მუხლი 18🔗. პროგრამის შეფასების კრიტერიუმები 1. მინიმალური სოციალური დახმარების ხელმისაწვდომობა. 2. დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად პროგრამაში ჩართვის მაქსიმალურობა. 3. დაგეგმილი და ფაქტობრივი მონაცემების შესაბამისობა. 4.  სოციალური დახმარების გაცემის ვადები. მუხლი 19🔗. პროგრამის განხორციელების მოსალოდნელი შედეგი 1.  პროგრამის განხორციელების  შედეგი იქნება: ა)   სოციალური ფონის უკეთესობისაკენ შეცვლა; ბ)   უკიდურესად გაჭირვებული ფენის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება; გ)   დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესება; დ)  მძიმე სოციალური პირობების გავლენის შემცირება მოსახლეობის ჯანმრთელობის  მდგომარეობაზე. 2. სოციალურად დაუცველთა კატეგორიას მიკუთვნებული პირების მონაცემთა ბაზის ჩამოყალიბება. დანართი  2 დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული  მოქალაქეების  მინიმალური სოციალური დახმარების 2024 წლის პროგრამის ბიუჯეტი № დასახელება სოციალური დახმარების მოცულობა (ლარი) ერთ  ბენეფიციარზე  ან ოჯახზე სულ I 1.   უფასო კვების ობიექტის დაფინანსება 312700 II 2.   სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა სარიტუალო მომსახურება 300 ლარი 1000 III 3.სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარება 700 000 ა) მშშს, შშს მქონე არასრულწლოვან  ბავშვთა, ობოლ და მარჩენალდაკარგულ ბავშვთა, მარტოხელა მშობელთა, მრავალშვილიან მშობელთა (ერთი, ორი ან სამი არასრულწლოვანი ბავშვით მათ შორის გერი შვილ(ებ)ი), საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულისა  და მეორე მსოფლიო ომის მონაწილის ოჯახთა ყოველთვიური ფულადი დახმარება, მოხმარებული ელექტროენერგიის ან ბუნებრივი აირის ღირებულების დასაფარად, ბენეფიციარის არჩევანის შესაბამისად 18 ან 22 ლარი ყოველთვიურად 45 000 ბ)   საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულის ოჯახისთვის ფულადი დახმარება 1000 ლარი ერთჯერადად 11000 გ)  მეორე მსოფლიო ომის მონაწილეზე სოციალური ფულადი დახმარება 250 ლარი ერთჯერადად 400 დ) ხანძრით, მიწისძვრით, ბუნებრივი კატასტროფით, სხვა განსაკუთრებული შემთხვევით დაზარალებული ოჯახის, უსახლკარო ოჯახის და იმ ოჯახის, რომლის ავარიული საცხოვრებელი სახლი საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, ბინის ქირით უზრუნველყოფა 105.27 ლარამდე ყოველთვიურად (საშემოსავლო  გადასახადის ჩათვლით) 20 000 ე)  100 და 100 წელზე ზევით ხანდაზმულ  მოქალაქეზე ფულადი დახმარება 300 ლარი ერთჯერადად 4 000 ვ)   ახალდაბადებულ ბავშვიან ოჯახზე,  წამახალისებელი ფულადი დახმარება (2023  წლის ვალდებულების გათვალისწინებით) თითოეულ ბავშვზე     300  ლარი ერთჯერადად 50 000 ზ)   ჰემოდიალიზზე მყოფი მოქალაქისათვის საჭირო სეანსების ჩასატარებლად, ტრანსპორტირების ხარჯის  უზრუნველყოფის მიზნით ფულადი დახმარება: 200 ლარი ყოველთვიურად 35000 თ)   მრავალშვილიან ოჯახზე (რომელსაც ჰყავს ოთხი და მეტი შვილი (მათ შორის გერი შვილ(ებ)ი) და ოთხი მაინც არის არასრულწლოვანი) ფულადი დახმარება თითოეულ ბავშვზე 50 ლარი ერთჯერადად 20 000 ი)    სამედიცინო მომსახურების  დაფინანსება ან თანადაფინანსება   (2023  წლის ვალდებულების გათვალისწინებით) 500 ლარამდე 315 000 კ)   სოციალურად დაუცველი მოქალაქეების გათბობის ხარჯით უზრუნველყოფა 100 ლარი ერთჯერადად 80 000 ლ)   აუტიზმისა და დაუნის სინდრომის მქონე არასრულწლოვან ბავშვთა ოჯახზე ფულადი დახმარება 500 ლარი ერთჯერადად 10 000 მ) 18 წლამდე ასაკის შშმ პირისთვის, რეაბილიტაცია/აბილიტაციის კურსის ჩასატარებლად  ტრანსპორტირების ხარჯის  თანადაფინანსება 50, 100 ან 200 ლარი ყოველთვიურად 25 000 ნ) გლუტენისადმი მგრძნობიარე „ცელიაკიას დიათეზით“ დაავადებულ არასრულწლოვან ბავშვისთვის სპეციალური საკვები პროდუქტების შასაძენად ფინანსური დახმარება 150 ლარი      ყოველთვიურად 4 000 ო) სუბსიდია - სოციალურად დაუცველი მოსახლეობის, ხანდაზმულთა, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ზოგადად მოწყვლადი მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქალაქსა და სოფლებში. __ 71 600 პ) IT მიმართულებით სწავლის მსურველთა დაფინანსება 590 ლარი ერთჯერადად 6 000 ჟ) სოციალური მიზნის მქონე პროექტების დაფინანსება 3000 ლარამდე ერთჯერადად 3 000 სულ: 1 013700