⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (12.08.2010)
გაუქმებულია:

“საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ"

მიღების თარიღი 14.04.2005
ძალის დაკარგვა 12.08.2010
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №168
სარეგისტრაციო კოდი 430.010.000.22.022.007.252
გამოქვეყნების წყარო სსმ, 49, 25/04/2005
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,105 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
14.04.2005 მიღება
12.08.2010 ძალის დაკარგვა
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

“საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ" /* Font Definitions */ @font-face {font-family:Wingdings; panose-1:5 0 0 0 0 0 0 0 0 0;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:AcadMtavr;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx; font-style:italic;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {mso-style-link:"Footer Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:35.45pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:-17.45pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.25in; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:.2in; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} span.FooterChar {mso-style-name:"Footer Char"; mso-style-link:Footer;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:28.4pt 42.45pt 7.1pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.010.000.22.022.007.252 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №168 2005 წლის 14 აპრილი ქ. თბილისი საქართველოს განათლებისა და  მეცნიერების სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის 1-ლი პუნქტისა და მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტისა და მე-2 პუნქტის ,,ნ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულება. 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ა. ლომაია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გენერალური ინსპექციის დ ე ბ უ ლ ე ბ ა     თავი I. ზოგადი დებულებანი     მუხლი 1🔗 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გენერალური ინსპექცია (შემდგომში – ინსპექცია) არის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სტრუქტურული ქვედანაყოფი.     მუხლი 2🔗 ინსპექცია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებით და განკარგულებებით, საქართველოს მთავრობის დადგენილებებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით.     მუხლი 3🔗 ინსპექცია თავის საქმიანობას წარმართავს კანონიერების, თანასწორობის, ჰუმანიზმის, ობიექტური მიუკერძოებლობისა და სოციალური სამართლიანობის პრინციპების საფუძველზე.     თავი II. ინსპექციის ამოცანები     მუხლი 4🔗 ინსპექციის ამოცანები და საქმიანობის სფერო განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის სამინისტროს დებულებითა და წინამდებარე დებულებით.     მუხლი 5🔗 ინსპექციის ძირითადი ამოცანაა სამინისტროს აპარატისა და სისტემის ორგანოების თანამდებობის პირთა და მოსამსახურეთა მიერ კანონიერების დაცვის შემოწმება, სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტების გამოკვლევა, შემოსული განცხადებებისა და ინფორმა-ციების შემოწმება და სამსახურებრივი გადაცდომების პროფილაქტიკა. სამინისტროში განხორციელებული შემოწმებების კოორდინაცია და წარმართვა.     მუხლი 6🔗 მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ინსპექცია: ა) შემოწმების პერიოდში იკვლევს სამინისტროს სისტემაში სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობის, უფლებამოსილების გადამეტების და საფინანსო დისციპლინის დარღვევების ფაქტებს, აკონტროლებს სამინისტროს სისტემის დაწესებულებებისათვის გამოყოფილი ფინანსების განკარგვისა და მატერიალურ ფასეულობების გამოყენების მიზნობ-რიობას; სახელმწიფო ქონების დატაცების, დაკარგვის და დაზიანების ფაქტების შემოწმებას; ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა მიერ კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოვლენას; გ) კონტროლს აწესებს იმ ნორმატიულ დოკუმენტების შესრულებაზე, რომლებიც უზრუნველყოფენ საგანმანათლებლო და მეცნიერების სისტემის ფუნქციონირებას, მოქმედი კანონმდებლობისა და მსოფლიოში მიღებული სტანდარტების ჩარჩოებში; დ) ორგანიზებას უწევს სამინისტროს სახელით განხორციელებულ ნებისმიერ შემოწმებას და ინსპექტირებას; ე) ახორციელებს სამინისტროს გარე მაკონტროლებელ ორგანოებთან ერთად სამინისტროს სტრუქტურაში შემოწმებების კოორდინაციას; ვ) ჩატარებული შემოწმების საფუძველზე მინისტრს წარუდგენს რეკომენდაციებსა და დასკვნებს სამეურნეო საქმიანობის და საფინანსო დისციპლინის საკითხებზე.     თავი III. ინსპექციის უფლებები     მუხლი 7🔗 ზემოაღნიშნული ფუნქციების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით ინსპექცია უფლებამოსილია: ა) სამსახურებრივი შემოწმების ჩატარების პროცესში ყოველი წლის დასაწყისში წარუდგინოს მინისტრს დასამტკიცებლად გენერალური ინსპექციის სამუშაო გეგმა; ბ) მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია სამინისტროს სისტემის ნებისმიერი მოსამსახურის და თანამდებობის პირისაგან, მოითხოვოს ახსნა-განმარტება; განახორციელოს სამსახურებრივი მოკვლევა მომქმედი კანონმდებლობის ფარგლებში; გ) განახორციელოს თავისი უფლება-მოვალეობები სამინისტროს დაქვემდებარებულ ყველა დაწესებულებაში; დ) საჭიროების შემთხვევაში შემოწმების მსვლელობის პროცესში გამოითხოვოს პირველადი დოკუმენტები სამართლადამცავი ორგანოებისათვის გადასაცემად; ე) მინისტრთან შეთანხმებით, დახმარებისათვის მოიწვიოს სამინისტროს სამსახურების, ქვედანაყოფების მუშაკები ან სხვა სპეციალისტები ინსპექციის თემატურ ან კომპლექსურ შემოწმებებში, ასევე მიიღოს კონსულტაციები შემოწმებისა და სამსახურებრივი გამოკვლევის პროცესში.     თავი IV. ინსპექციის სტრუქტურა     მუხლი 8🔗 ინსპექციას ხელმძღვანელობს ინსპექციის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს მინისტრი.     მუხლი 9🔗 ინსპექცია უშუალოდ ექვემდებარება მინისტრს. ინსპექციის მთლიანი შემადგენლობა, ინსპექციის უფროსის სახით, ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე.     მუხლი 10🔗 1. ინსპექციის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს ინსპექციის საქმიანობას; ბ) ინსპექციის საჯარო მოსამსახურეებს შორის ანაწილებს მოვალეობებს (დარგობრივ-ტერიტორიული ან სხვა ოპტიმალური პრინციპით), აძლევს მათ ზეპირ და წერილობით მითითებებსა და განკარგულებებს; გ) აკონტროლებს ინსპექციის საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; დ) ხელს აწერს ან ვიზით ადასტურებს ინსპექციაში მომზადებულ ოფიციალურ დოკუმენტებს; ე) ინსპექციის მუშაობის წლიურ ანგარიშს აბარებს მინისტრს; ვ) სამსახურებრივ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებების მიღებამდე უფლებამოსილია თავისი სახელით წარადგინოს კორესპონდენციები, ასევე მისცეს გარკვეული მითითებები და გამოითხოვს გარკვეული მტკიცებულებები; ზ) წარუდგენს მინისტრს წინადადებებს ინსპექციის სტრუქტურის, მუშაობის ორგანიზაციის, ინსპექციის მოხელეთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; თ) შუამდგომლობს იმ სახსრებისა და მატერიალური საშუალებების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა ინსპექციის ამოცანების შესასრულებლად; ი) შუამდგომლობს ინსპექციის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების საკითხებზე; კ) ისმენს ინსპექციის თანამშრომელთა ანგარიშებს გაწეული მუშაობის შესახებ; ლ) კანონით დადგენილი წესით უზრუნველყოფს ინსპექციისა და შემოწმების პროცესში მონაწილე სხვა საჯარო მოხელეთა განსახილველი და განხილული საკითხების კონფიდენციალურობას და სამსახურებრივი დისციპლინის დაცვას; მ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებსაც. 2. უფროსი პასუხისმგებელია ინსპექციის მთელ საქმიანობაზე.     მუხლი 11🔗 1. ინსპექციის უფროსის მოადგილე: ა) უფროსის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს მის უფლება-მოვალეობებს; ბ) ახორციელებს მოქალაქეთა და სისტემის თანამშრომელთა მიღებას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად; გ) ორგანიზებას უწევს და ხელმძღვანელობს შემოწმებების ჩატარებას.     მუხლი 12🔗 ინსპექციის თანამშრომლები: ა) კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ინიშნებიან და თავისუფლდებიან მინისტრის ბრძანებით; ბ) ანგარიშვალდებულნი არიან ინსპექციის უფროსის წინაშე და მისგან იღებენ სამსახურებრივ დავალებებს; გ) თავის საქმიანობას ახორციელებენ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სამინისტროს დებულებით, ამ დებულებით და ინსპექციის შიდა განაწესით.     მუხლი 13🔗 ინსპექციის დებულების გაუქმება ან მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მინისტრის ბრძანებით კანონით დადგენილი წესით.