📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ონის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე პირებზე ონის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 21.12.2023
ძალაში შესვლა 01.01.2024
ძალის დაკარგვა 01.01.2025
გამომცემი ორგანო ონის მუნიციპალიტეტი
ნომერი №35
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.118.016398
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 22/12/2023
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,481 სიტყვა · ~12 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
21.12.2023 მიღება
01.01.2024 ძალაში შესვლა
01.01.2025 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილი ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

ონის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე პირებზე ონის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №35 2023 წლის 21 დეკემბერი ქ. ონი ონის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე პირებზე ონის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული  კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ონის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე პირებზე ონის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი  დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ონის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე პირებზე ონის მუნიციპალიტეტის 2023  წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 26 დეკემბრის №39 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 27/12/2022, სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.118.016363). მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან. ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარებაჩანა მარკოიშვილი დანართი ონის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე პირებზე ონის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები ეს წესი განსაზღვრავს ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები სტატუსის მქონე პირებისთვის ონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების პირობებს, მიმღებთა კატეგორიებს და დახმარების მისაღებად საჭირო დოკუმენტაციას. მუხლი 2🔗. ავადმყოფთა დახმარება 1. ერთჯერადი დახმარება გაეწევა მოქალაქეებს, თუ ისინი აუცილებლად საჭიროებენ სამედიცინო ლაბორატორიულ და დიაგნოსტიკურ კვლევებს, სტაციონარში მედიკამენტოზურ მკურნალობას ან/და სასწრაფო ოპერაციას და მათი აღნიშნული მკურნალობის ხარჯებს სრულად არ ფარავს ჯანდაცვის არცერთი პროგრამა. დახმარების გაწევა მოხდება შემდეგნაირად: ა) მოქალაქეს, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში შეადგენს 0-დან 70 001-მდე, აუნაზღაურდება წარმოდგენილი თანხის 80% პროცენტი, მაგრამ არაუმეტეს 2 000 (ორი ათასი) ლარისა; ბ) მოქალაქეს, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში შეადგენს 70 001-დან 150 001-მდე, აუნაზღაურდება წარმოდგენილი თანხის 60% პროცენტი, მაგრამ არაუმეტეს 1 200 (ერთი ათას ორასი) ლარისა; გ) მოქალაქეს, რომელზეც არ ვრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შეღავათი, აუცილებლობის შემთხვევაში, მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, აუნაზღაურდება წარმოდგენილი თანხის 50% პროცენტი, მაგრამ არაუმეტეს 1000 (ერთი ათასი) ლარისა; დ) ონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ სტუდენტებზე, რომელთაც არა აქვთ ან შეჩერებული აქვთ მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი, გავრცელდეს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შეღავათები. 2. დახმარება გაიცემა წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე უნაღდო ანგარიშსწორებით სამედიცინო დაწესებულების ან მოქალაქის პირად ანგარიშზე (თუ სამედიცინო მომსახურების ღირებულება გადახდილია). 3. დახმარების მისაღებად ბენეფიციარის  ან მისი ოჯახის წევრის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტები: ა) განცხადება მერის სახელზე; ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100); დ) სამედიცინო მომსახურების ხარჯის მოცულობის განმსაზღვრელი დოკუმენტი (ანგარიშ-ფაქტურა ან ინვოისი), ხოლო თუ თანხა გადახდილია, აგრეთვე ანგარიშსწორების ქვითარი და სალაროს შემოსავლის ორდერი; ე) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან სარეიტინგო ქულის შესახებ ან მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი; ვ) ცნობა/მიმართვა სოციალური მომსახურების ცენტრიდან, რომელიც ადასტურებს სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობას სრული ან ნაწილობრივი დაფინანსებით, პროგრამის არარსებობას, უარს ან/ და ლიმიტის ამოწურვას (საჭიროების შემთხვევაში); ზ) საბანკო ანგარიში. 4. დაფინანსების მისაღებად ბენეფიციარის ან მისი ოჯახის წევრის მიერ განცხადების წარდგენა უნდა მოხდეს წინასწარ, სამედიცინო მომსახურების მიღებამდე, ან სამედიცინო მომსახურების გაწევიდან ერთი თვის ვადაში. 5. ამ პროგრამით არ ფინანსდება: ა) საზღვარგარეთ გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარჯები; ბ) სანატორიულ-კურორტული მომსახურება; გ) ესთეტიკური ქირურგია – კოსმეტიკური მიზნით ჩატარებული; დ) ფიზიოთერაპია (სამკურნალოდ, პროფილაქტიკის მიზნით ), ფსიქოთერაპია. მუხლი 3🔗. ჰემოდიალიზის კომპონენტის მოსარგებლეთა დახმარება 1. პროგრამით მოსარგებლედ შეიძლება დარეგისტრირდეს ონის მუნიციპალიტეტში მცხოვრები პირი, რომელსაც ავადობის დიაგნოზით დაენიშნა დიალიზის კომპონენტის სამედიცინო მომსახურება და მის ოჯახს არ გააჩნია საცხოვრისი იმ ქალაქში, სადაც სარგებლობს სახელმწიფო დაფინანსების პროგრამით „დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაცია “. 2. მოსარგებლე ფინანსდება ყოველთვიურად და დახმარების მოცულობა განისაზღვრება თვეში 200  ლარის ოდენობით. 3. დაფინანსების მიღების მიზნით დაინტერესებულმა მხარემ მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა IV- N100/ა); დ) საბანკო ანგარიში. მუხლი 4🔗. მედიკამენტებით უზრუნველყოფა 1. მედიკამენტებით უზრუნველყოფის მიზნით დახმარება გაეწევა მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ონკოლოგიური დაავადების მქონე მოქალაქეებს. 2. დახმარება გაიცემა ერთჯერადად, არაუმეტეს 200  ლარისა. 3. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა, მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100); დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი / გასავლის ზედდებული შესაბამისი აფთიაქიდან. 4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით შესაბამისი აფთიაქის საბანკო ანგარიშზე. მუხლი 5🔗. არასაპენსიო ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა დახმარება 1. ერთჯერადი დახმარება გაიცემა ცერებრალური დამბლის, დაუნის სინდრომის, აუტიზმის სპექტრის დარღვევების მქონე, ტეტრაპლეგიის, ჰემიპლეგიის, პარაპლეგიის, მკვეთრად გამოხატული ტეტრაპარეზის, მკვეთრად გამოხატული პარაპარეზის, მკვეთრად გამოხატული ჰემიპარეზის გამო მყარი ნარჩენი მოვლენების, გონებრივი ჩამორჩენის, ეპილეფსიის, ფსიქიკური პრობლემების, III–IV ხარისხის სკოლიოზის, ორმხრივი ნეიროსენსორული (IV ხარისხის) სმენაჩლუნგობის და ინვალიდობის ეტლის საჭიროების მქონე არასაპენსიო ასაკის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე, რომელთაც არ შეუძლიათ სრულფასოვნად ჩაერთონ საზოგადოებრივ საქმიანობაში ან იცხოვრონ ცხოვრების ჩვეულებრივი წესით, შემდეგნაირად: ა) წლის განმავლობაში – 300 ლარი; ბ) საახალწლო-საშობაოდ – 200 ლარი. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დახმარების მისაღებად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ოჯახის წევრის, მეურვის, მზრუნველის ან მხარდამჭერის მიერ მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტები: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) დახმარების მიმღების პირადობის მოწმობის ასლი; გ) შშმ პირის პირადობის ან დაბადების მოწმობის ასლი; დ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი; ე ) საბანკო ანგარიში. 3. 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებზე ერთჯერადი დახმარება გაიცემა შემდეგნაირად: ა) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე, წლის განმავლობაში - 300 ლარი; თუ მათზე არ ვრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა “ ქვეპუნქტის მოქმედება; ბ) შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებზე 1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით –200 ლარი; გ) შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებზე საახალწლო-საშობაოდ – 200 ლარი, თუ მათზე არ ვრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოქმედება. მუხლი 6🔗. შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამა 1. ფინანსური დახმარება ითვალისწინებს ონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ (0-დან 18 წლამდე ასაკის), სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვთა (აუტიზმის სპექტრის, დაუნის სინდრომის, განვითარების ეტაპების შეფერხებისა და ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე) სარეაბილიტაციო პროგრამების დაფინანსებას მათი სოციალური, მოტორული, შემეცნებითი, კომუნიკაციური, თვითმოვლისა და დამოუკიდებლად ფუნქციონირების უნარების ჩამოსაყალიბებლად. აღნიშნულ კატეგორიას, დაუფინანსდება, ამ დაავადებისთვის გათვალისწინებული სარეაბილიტაციო პროცედურები, მოთხოვნილი გადასახდელი თანხის 100 %-ით, წლის განმავლობაში არაუმეტეს 1000 (ერთი ათასი) ლარისა. 2. წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა) წერილობითი განცხადება (განმცხადებელი: მშობელი ან ნებისმიერი დაინტერესებული პირი); ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) მოსარგებლის დაბადების მოწმობის (პირადობის მოწმობა) ასლი; დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა-სადაც მითითებული უნდა იყოს პირის ძირითადი დიაგნოზი); ე) შშმ ბავშვის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (არსებობის შემთხვევაში); ვ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი (ანგარიშ-ფაქტურა/ინვოისი და კალკულაცია) ზ) საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის ან სხვა სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული მიმართვა/საგარანტიო წერილი (არსებობის შემთხვევაში). 3. ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამისი დაწესებულების საბანკო ანგარიშზე, შესრულებული სამუშაოს შესახებ საბოლოო დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე. მუხლი 7🔗. მრავალშვილიანი ოჯახებისა და ბავშვების შეძენასთან დაკავშირებით დახმარება 1. 18 წლამდე ასაკის მრავალშვილიან ოჯახებზე გაიცემა ერთჯერადი დახმარება შემდეგნაირად: ა) სამშვილიან ოჯახზე – 200 ლარი; ბ) ოთხშვილიან ოჯახზე – 300 ლარი; გ) ხუთშვილიან ოჯახზე – 350 ლარი; დ) ექვს და მეტშვილიან ოჯახზე – 400 ლარი. 2. ოჯახზე შვილ(ებ)ის შეძენასთან დაკავშირებით 1 წლამდე ასაკის თითოეულ ბავშვზე გაიცემა ერთჯერადი დახმარება 400 ლარის ოდენობით. 3. ოჯახებს, რომლებსაც შეეძინათ შვილი და ჰყავთ კიდევ ერთი 18 წლამდე ასაკის შვილი,  ერთჯერადი დახმარება მიეცემათ 450 ლარის ოდენობით. 4. მრავალშვილიან (სამი და მეტი) ოჯახებზე საახალწლო-საშობაოდ გაიცემა 200 ლარი. 5. დახმარების მისაღებად წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტები: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) ბავშვების დაბადების მოწმობების ასლები; გ) მშობლების პირადობის მოწმობების ან პასპორტის ასლები; დ) საბანკო ანგარიში. 6. ოჯახებს, რომლებსაც 2023 წელს შეეძინათ ბავშვი და არ მიუღიათ დახმარება (1 წლის     ასაკამდე) დახმარება გაეწევათ 350 ლარის ოდენობით. 7. 18 წლამდე მრავალშვილიან (ოთხი და მეტი შვილი) დედებს, 3 მარტს დედის დღესთან დაკავშირებით გადაეცემა სასურსათო პაკეტი / კალათა 100  ლარის ფარგლებში: ა) სასაჩუქრე პაკეტი გაიცემა ონის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ წარმოდგენილი სიის საფუძველზე; ბ) სასაჩუქრე პაკეტის გადაცემის ფაქტი დოკუმენტურად დადასტურდება ბენეფიციარისა და მერის წარმომადგენლის ხელმოწერებით. მუხლი 8🔗. მარტოხელა მშობლების დახმარება 1. მარტოხელა მშობელზე ერთჯერადი ფულადი დახმარება გაიცემა შემდეგნაირად: ა) მარტოხელა მშობელზე რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის ბავშვი/ბავშვები ერთჯერადად გაიცემა 200 ლარი; ბ) საახალწლო-საშობაოდ თითოეულ ოჯახზე გაიცემა 200 ლარი. გ) აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით თითოეულ ოჯახზე გაიცემა 200 ლარი; 2. დახმარების მისაღებად წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტები: ა) განცხადება მერის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) შვილის/შვილების დაბადების მოწმობის ასლი; დ) მარტოხელა მშობლის სტატუსის დამდასტურებელი დოკუმენტი; ე) საბანკო ანგარიშის ნომერი. მუხლი 9🔗. მარჩენალდაკარგულ, ობოლ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა დახმარება 1. ერთჯერადი დახმარება გაიცემა მარჩენალდაკარგულ, ობოლ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ 18 წლამდე ასაკის ბავშვებზე შემდეგნაირად: ა) სასწავლო წლის დაწყებისას თითოეულ ბავშვზე 200 ლარი; ბ) საახალწლო-საშობაოდ თითოეულ ოჯახზე 200 ლარი. გ) აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით თითოეულ ოჯახზე 200 ლარი; 2. დახმარების მისაღებად ოჯახის წევრის, მეურვის ან მზრუნველის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტები: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) ბავშვის/ბავშვების დაბადების მოწმობის ასლი; გ) მშობლის გარდაცვალების მოწმობის ასლი; დ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი.  ე) საბანკო ანგარიში. მუხლი 10🔗. ომის ვეტერანთა სარიტუალო დახმარება 1. ერთჯერადი დახმარება გაიცემა გარდაცვლილი ომის ვეტერანთა სარიტუალო ხარჯებისთვის 250 ლარის ოდენობით. 2. დახმარების მისაღებად წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტები: ა) დაკრძალვის ხარჯის მიმღები პირის განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) ომის ვეტერანის მოწმობის ასლი; გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი; დ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი. ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიში;  3. დახმარებას მიიღებს გარდაცვლილთა ოჯახის ის წევრი, რომელიც პირველად მიმართავს ონის მუნიციპალიტეტის მერიას. მუხლი 11🔗. ხანდაზმულთა დახმარება 1. ერთჯერადი დახმარება გაიცემა ონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ხანდაზმულ მოქალაქეებზე (100 წლის და მეტი ასაკის) 500 ლარის ოდენობით. 2. 90 და მეტი ასაკის მოქალაქეებზე საახალწლო-საშობაოდ გაიცემა 150 ლარი; 3. დახმარების მისაღებად ხანდაზმული მოქალაქის ან მისი ოჯახის წევრის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტები: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) პირადობის მოწმობის ასლი. გ) საბანკო ანგარიში. 4. 95 წლის და მეტი ასაკის მოქალაქეებს აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით გადაეცემა სასურსათო პაკეტი/კალათა 100  ლარის ფარგლებში: ა) სასაჩუქრე პაკეტი გაიცემა ონის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ წარმოდგენილი სიის საფუძველზე; ბ) სასაჩუქრე პაკეტის გადაცემის ფაქტი დოკუმენტურად დადასტურდება ბენეფიციარისა და მერის წარმომადგენლის ხელმოწერებით. მუხლი 12🔗. ხანძრისა და სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარება 1. დახმარება გაიცემა დაზარალებულ ოჯახებზე ხანძრისა და სტიქიური მოვლენების (მეწყერი, წყალდიდობა, გრიგალი, ღვარცოფი, დიდთოვლობა) შედეგად საცხოვრებელ სახლებზე მიყენებული ზარალისათვის არაუმეტეს 10 000 ლარისა. 2. დახმარების მისაღებად წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტები: ა) განცხადება მერის სახელზე ზიანის დადგომიდან ათი სამუშაო დღის ვადაში; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა საცხოვრებელის სახლის საკუთრების შესახებ (საჯარო რეესტრიდან) ან მეზობლების (არანაკლებ სამი მეზობელი) ჩვენების საფუძველზე შედგენილი და ნოტარიულად დამოწმებული აქტი, რომლითაც მეზობლები დაამოწმებენ დაზარალებული ოჯახის მიერ საცხოვრებელი სახლის ფლობის ფაქტს, (საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის არქონის შემთხვევაში); დ) ცნობა სახანძრო-სამაშველო სამსახურიდან; ე) მუნიციპალიტეტის შესაბამისი კომისიის აქტი ზიანის ოდენობის შესახებ; ვ) საბანკო ანგარიში. მუხლი 13🔗. უპატრონო მიცვალებულთა დაკრძალვის დაფინანსება 1. ერთჯერადი დახმარება გაიცემა უპატრონო გარდაცვლილის (რომელსაც არ ჰყავს პირველი და მეორე რიგის მემკვიდრე) სარიტუალო ხარჯებისთვის 300 ლარის ოდენობით. 2. დახმარების მისაღებად დაკრძალვის ხარჯის გამღები პირის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტები: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) ინფორმაცია ადმინისტრაციული ერთეულიდან გარდაცვლილის უპატრონობის შესახებ და განმცხადებლის მიერ გარდაცვლილი მოქალაქის დასაკრძალად გაწეული/გასაწევი ხარჯის შესახებ; გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი; დ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიში. მუხლი 14🔗. უსახლკარო, სოციალურად დაუცველი ოჯახების საცხოვრებელი ბინის ქირით ყოველთვიური უზრუნველყოფა 1. დახმარება გაეწევა განსაკუთრებით მძიმე სოციალური პირობების მქონე უსახლკარო ოჯახებს, რომელთაც არ გააჩნიათ საცხოვრებელი ფართი ან თავშესაფარი (ან სტიქიური მოვლენების და სხვა გაუთვალისწინებელი გარემოებების გამო დარჩნენ უსახლკაროდ და ქვეყნის ტერიტორიაზე არ გააჩნიათ სხვა საცხოვრებელი) და ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 000-ს. საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, მათზე გაიცემა ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინის ქირის კომპენსაცია, არაუმეტეს თვეში 400  ლარისა. 2. დაინტერესებულმა პირმა მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან სარეიტინგო ქულის შესახებ; დ) საცხოვრებელი ფართის არქონის დამადასტურებელი დოკუმენტი (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან); ე) ცნობა შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან, რომ მოქალაქეს არ გააჩნია ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი; ვ) ქირავნობის ხელშეკრულება; ზ) „ გამქირავებლი “ საბანკო ანგარიში. მუხლი 15🔗. ონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ომის ვეტერანების, საქართველოს ტერიტორიული ერთიანობისათვის ბრძოლაში დაინვალიდებულ პირთა და ბრძოლის დროს დაღუპულ მეომართა ოჯახების სოციალური დახმარება 1. ონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ომის ვეტერანების, საქართველოს ტერიტორიული ერთიანობისათვის ბრძოლაში დაინვალიდებულ პირთა და ბრძოლის დროს დაღუპულ მეომართა ოჯახების სოციალური დახმარების მიზნით: ა) საქართველოს ტერიტორიული ერთიანობისათვის ბრძოლაში მონაწილე ქალებზე 8 მარტს –ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით (ასეთების არსებობის შემთხვევაში) გაიცემა ფულადი დახმარება 200 ლარის ოდენობით; ბ) საქართველოს ტერიტორიული ერთიანობისათვის ბრძოლაში დაინვალიდებულ პირთა და ბრძოლის დროს დაღუპულ მეომართა ოჯახებზე 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღესასწაულთან დაკავშირებით გაიცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება 150 ლარის ოდენობით; გ) სოციალურად დაუცველ ომის ვეტერანებზე 17 ოქტომბერს ვეტერანის დღესთან დაკავშირებით გაიცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება 150 ლარი; დ) თითოეულ ოჯახზე გაიცემა საახალწლო-საშობაოდ 150 ლარი. 2. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარების გაწევა მოხდება მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ წარმოდგენილი სიის შესაბამისად. 3. ონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ომის ვეტერანების, საქართველოს ტერიტორიული ერთიანობისათვის ბრძოლაში დაინვალიდებულ პირთა და ბრძოლის დროს დაღუპულ მეომართა ოჯახების აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით გადაეცემა სასურსათო პაკეტი/კალათა 100  ლარის ფარგლებში: ა) სასაჩუქრე პაკეტი გაიცემა ონის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ წარმოდგენილი სიის საფუძველზე; ბ) სასაჩუქრე პაკეტის გადაცემის ფაქტი დოკუმენტურად დადასტურდება ბენეფიციარისა და მერის წარმომადგენლის ხელმოწერებით. მუხლი 16🔗. შშმ პირების, მათ შორის ბავშვების, ომის ვეტერანების, მათთან გათანაბრებულ პირების, ომში დაღუპულ ოჯახის წევრების, მარჩენალ დაკარგულების, აფხაზეთიდან და ცხინვალიდან დევნილთა ოჯახების და მარტოხელა მშობლების დახმარება 1.  შშმ პირების, მათ შორის ბავშვების, ომის ვეტერანების, მათთან გათანაბრებულ პირების, ომში დაღუპულ ოჯახის წევრების, მარჩენალ დაკარგულებისა, აფხაზეთიდან და ცხინვალიდან დევნილთა ოჯახების და მარტოხელა მშობლების დახმარების მიზნით თითოეული ოჯახის (ყოველთვიურად) წყლის და კანალიზაციის გადასახადის და დასუფთავების მოსაკრებლის დაფარვა მოხდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან. 2. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარების გაწევა მოხდება ონის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ წარმოდგენილის სიის შესაბამისად. მუხლი 17🔗. სოციალურად დაუცველ პირებზე/ოჯახებზე ზამთრის თბობისათვის ერთჯერადი ფულადი დახმარება 1. ონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მარტოხელა პირზე/ოჯახზე (გარდა შრომისუნარიანი პირისა), რომელთა სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში არ აღემატება 57 001-ს და არ გააჩნია ფინანსური შესაძლებლობა, ზამთრის თბობისთვის გაიცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება არაუმეტეს 300 ლარისა. 2. ერთჯერადი ფულადი დახმარების მიღების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოება ონის მუნიციპალიტეტის მერიაში დაიწყება დაინტერესებული პირის განცხადების წარდგენის საფუძველზე. 3. განცხადებების მიღება იწარმოებს 1 აგვისტოდან 2024 წლის 1 ნოემბრამდე. 4. დაინტერესებულმა პირმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი (საჭიროების შემთხვევაში); გ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან სარეიტინგო ქულის შესახებ; დ) მერის წარმომადგენლის ინფორმაცია პირის/ ოჯახის შემადგენლობის და სოციალური-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ; ე) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (საჭიროების შემთხვევაში); ვ) ბენეფიციარის საბანკო ანგარიში. 5. განცხადებები, სრულყოფილ დოკუმენტაციასთან ერთად, შემოწმებისა და განხილვის მიზნით გადაეცემა მერის ბრძანების საფუძველზე შექმნილ სამუშაო ჯგუფს. 6. სამუშაო ჯგუფი მიღებულ გადაწყვეტილებას (რომელიც ფორმდება სამუშაო ჯგუფის სხდომის ოქმით) წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს. სამუშაო ჯგუფი უფლებამოსილია, გამონაკლისის სახით, მიმართოს რეკომენდაციით მერს, დახმარება ერთჯერადად გაიცეს პირზე/ოჯახზე, რომელიც ქვეპროგრამით დადგენილ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებას და არის უკიდურესად გაჭირვებული. 7. სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილების საფუძველზე მუნიციპალიტეტის მერი გამოსცემს ბრძანებას პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარების შესახებ. მუხლი 18🔗. სოციალური დახმარების გაცემის ორგანიზება ადმინისტრირება 1. ონის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების მიღების თაობაზე მერიაში ადმინისტრაციული წარმოება დაიწყება დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე. 2. მუნიციპალური პროგრამით გათვალისწინებული სოციალური დახმარების დანიშვნას და გაცემის ორგანიზებას უზრუნველყოფს ონის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის განყოფილება (შემდეგში – სამსახური). 3.სოციალური   დახმარების   გაცემის   საკითხის   განხილვისას   სამსახური (სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის განყოფილება) ხელმძღვანელობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით გათვალისწინებული მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით. 4. სოციალური დახმარების გაცემის საკითხის გადაწყვეტა ხდება ინდივიდუალურად, ყოველი კონკრეტული შემთხვევის არსებითად და ყოველმხრივ შესწავლის საფუძველზე. 5. სრულყოფილი დოკუმენტაციის შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღება ხდება მერის ბრძანების საფუძველზე. 6. სოციალური დახმარების თანხა გაიცემა უნაღდო ანგარიშსწორებით. მუხლი 19🔗. წესში ცვლილების შეტანა წინამდებარე წესში ცვლილების შეტანა ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.