“თამბაქოს ნაწარმში და მის კვამლში ტოქსიკური ნაერთების, ნიკოტინისა და ფისის შემცველობის ზღვრულად დასაშვები დონეების დამტკიცების შესახებ" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს №310/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე"

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№109/ნ
სარეგისტრაციო კოდი
470.230.000.22.033.007.254
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , პარლამენტის უწყებანი, 47, 28/04/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.007.254

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის

მინისტრის ბრძანება №109/ნ

2005 წლის 13 აპრილი

ქ. თბილისი

,,თამბაქოს ნაწარმში და მის კვამლში ტოქსიკური ნაერთების, ნიკოტინისა და ფისის შემცველობის ზღვრულად დასაშვები დონეების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს №310/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,თამბაქოს ნაწარმის შემადგენლობისა და შეფუთვის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 31 დეკემბრის №123 დადგენილების შესაბამისად და ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის   36-ე მუხლის გათვალისწინებით, ვბრძანებ:

1. „თამბაქოს ნაწარმში და მის კვამლში ტოქსიკური ნაერთების, ნიკოტინისა და ფისის შემცველობის ზღვრულად დასაშვები დონეების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს №310/ნ ბრძანების (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე III, №89, 2001წ., მუხ. 646) პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართის (თამბაქოს ნაწარმში ნიკოტინისა და ფისის შემცველობის ზღვრულად დასაშვები დონეები (ზდდ)) მესამე მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ცხრილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

თამაქოს კვამლის მარეგლამენტირებელი კომპონენტი

ზდდ-ის სიდიდე, მგ/სიგ, არა უმეტეს

განსაზღვრის მეთოდი

1.01.2003

წლამდე

1.01.2003

წლიდან

1.01.2006

წლიდან

 

1.

 

ნიკოტინი

 

1.3

 

1.2

 

1.0

 

გაზოქრომატოგრაფიული

მეთოდი

 

2.

ფისი

15.0

12.0

10.0

წონითი მეთოდი

 

 

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ლ. ჭიპაშვილი