„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის „ჩვილ ბავშვთა დახმარების პროგრამა" (პროგრამული კოდი: 06 02 19) განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 21.12.2023
ძალაში შესვლა 01.01.2024
გამომცემი ორგანო ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
ნომერი №98
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.160.016831
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 22/12/2023
კონსოლიდირებული ვერსიები
📖 ტერმინთა განმარტებები (3)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარი შეროზია | ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის „ბავშვიანი ოჯახების ხელშეწყობის პროგრამა“ (პროგრამული კოდი: 06 02 15) განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური უზრუნველყოფის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა საკურორტო მომსახურება“ (პროგრამული კოდი: 06 02 18) განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ქვეპროგრამის „ძალადობის მსხვერპლი ბავშვიანი პირების ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამა“ (პროგრამული კოდი 06 02 16) განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანდაცვის უზრუნველყოფის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის „ჩვილ ბავშვთა დახმარების პროგრამა" (პროგრამული კოდი: 06 02 19) განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №98
2023 წლის 21 დეკემბერი
ქ. რუსთავი
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის „ჩვილ ბავშვთა დახმარების პროგრამა“ (პროგრამული კოდი: 06 02 19) განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის „ჩვილ ბავშვთა დახმარების პროგრამა“ (პროგრამული კოდი: 06 02 19) განხორციელების წესი, დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენოდარი შეროზია
დანართი №1
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის „ჩვილ ბავშვთა დახმარების პროგრამა“ (პროგრამული კოდი: 06 02 19) განხორციელების წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის „ჩვილ ბავშვთა დახმარების პროგრამა“ (პროგრამული კოდი: 06 02 19) განხორციელების წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს:
ა) ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული/მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე სოციალურად დაუცველ ოჯახებში (რომელთა სარეიტინგო ქულა არის 65 000-დან 100 001-მდე) მყოფი 1 წლამდე ბავშვთა ხელოვნური კვების შესაძენად საჭირო თანხის დაფინანსების წესსა და პირობებს;
ბ) ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული/მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე სოციალურად დაუცველ ოჯახებში (რომელთა სარეიტინგო ქულაა 100 001-მდე) მყოფი 1 წლამდე ბავშვთა ჰიგიენური ნივთების და სხვა პირველადი მოვლის საშუალებების შესაძენად საჭირო თანხის დაფინანსების წესსა და პირობებს;
გ) კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახის ხელოვნური კვების, ჰიგიენური ნივთებისა და სხვა პირველადი მოვლის საშუალებების შესაძენად საჭირო თანხის დაფინანსების წესსა და პირობებს.
2. ქვეპროგრამის განმახორციელებელია ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახური.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) კანონიერი წარმომადგენელი – მშობელი, მეურვე, მზრუნველი, ასევე მათ მიერ უფლებამოსილი შესაბამისი პირი.
ბ) სოციალური მუშაკი – ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახურის ბავშვთა დაცვის მხარდაჭერის და ახალგაზრდული განვითარების განყოფილების სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირი;
გ) კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ოჯახი – ოჯახი, რომელშიც სოციალური მუშაკის მიერ იდენტიფიცირებულია რისკები, რომელთა მოსალოდნელი განვითარების შეუფერხებელი მიმდინარეობის შემთხვევაში, საფრთხე ექმნება ბავშვის ჯანსაღ ფუნქციონირებას და ზიანი ადგება მის კეთილდღეობას.
მუხლი 3🔗. ქვეპროგრამის მიზანი
ქვეპროგრამა „ბავშვის უფლებათა კოდექსით“ განსაზღვრული ოჯახის/ბავშვის მხარდამჭერი ღონისძიებაა, რომელიც მოიცავს სოციალურად დაუცველი ან/და კრიზისში მყოფი ბავშვიანი ოჯახების მატერიალურ დახმარებას ხელოვნური კვების, ჰიგიენური ნივთების და სხვა პირველადი მოვლის საშუალებების შესაძენად.
მუხლი 4🔗. ქვეპროგრამის მოსარგებლენი და ქვეპროგრამით გათვალისწინებული დახმარების მოცულობა
1. ამ წესის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დახმარების მიმღები არის 1 წლამდე ასაკის ბავშვი, რომელიც რეგისტრირებულია ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში.
2. ქვეპროგრამის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დახმარების მიმღები არის სოციალური მუშაკის შეფასების საფუძველზე იდენტიფიცირებული ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მცხოვრები კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ოჯახი, რომელსაც ჰყავს 2 წლამდე ასაკის ბავშვი.
3. საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციასთან დაკავშირებით გამონაკლისს წარმოადგენენ იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირები, რომელთაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდებათ ქალაქი რუსთავი. ასევე, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევები.
4. ქვეპროგრამის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დახმარება, რომელიც მოიცავს ჩვილ ბავშვთა ხელოვნური კვების, ჰიგიენური ნივთებისა და სხვა პირველადი მოვლის საშუალებების შესაძენად დაფინანსებას, განისაზღვრება თითოეულ მოსარგებლეზე შემდეგი წესით:
ა) ბავშვი, რომლის ოჯახიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი სარეიტინგო ქულაა 65 000-დან 100 001-მდე, ყოველთვიურად მიიღებს 100 ლარის დაფინანსებას ხელოვნური საკვების შესაძენად;
ბ) ბავშვი, რომლის ოჯახიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი სარეიტინგო ქულაა 100 001-მდე, ერთჯერადად მიიღებს 400 ლარის დაფინანსებას ჰიგიენური ნივთების და სხვა პირველადი მოვლის საშუალებების შესაძენად;
გ) ბავშვი, რომელიც იდენტიფიცირებულია მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კვების, ჰიგიენური ნივთებისა და სხვა პირველადი მოვლის საშუალებების დაფინანსებას მიიღებს იმ რაოდენობით და მოცულობით, რომელიც ემსახურება კრიზისის აღმოფხვრას. დაფინანსების მოცულობა განისაზღვრება სოციალური მუშაკის შეფასების საფუძველზე.
მუხლი 5🔗. ქვეპროგრამის განხორციელების წესი და მექანიზმი.
1. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად, ბავშვის კანონიერი წარმომადგენელი განცხადებით მიმართავს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერს და წარადგენს შემდეგ დოკუმენტაციას:
ა) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;
ბ) კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
დ) ბავშვის ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (საჭიროების შემთხვევაში);
ე) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (საჭიროების შემთხვევაში);
ვ) დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში);
ზ) მკურნალი ექიმის მიერ შევსებული ფორმა №IV- 100/ა, რითაც დასტურდება ხელოვნური ან დამატებითი კვების საჭიროება.
2. განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის ქვეპროგრამით დადგენილ კრიტერიუმებთან შესაბამისობას ადგენს ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური.
3. ქვეპროგრამის განმახორციელებელს აქვს უფლება გადაამოწმოს პროგრამით მოსარგებლე პირის მონაცემები საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებულ სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მოწოდებულ ელექტრონულ რეესტრსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებულ სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ მიერ მოწოდებულ „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, განმცხადებლის თანხმობის არსებობის შემთხვევაში.
4. თუ ქვეპროგრამით დადგენილი დახმარების მიღების მსურველის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეესაბამება ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტაციის ჩამონათვალს, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი იღებს გადაწყვეტილებას მოქალაქის ქვეპროგრამით სარგებლობასთან დაკავშრებით და გამოსცემს დაფინანსების წერილს.
5. დახმარების მიზნით დაფინანსების შესახებ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის წერილში მიეთითება შემდეგი მონაცემები:
ა) ბენეფიციარის შესახებ ინფორმაცია;
ბ) დაფინანსებული თანხის ოდენობა;
გ) თანხის გამოყენების წესი და პირობები;
დ) წერილის მოქმედების ვადა.
6. დაფინანსების შესახებ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის წერილის საფუძველზე დაწესებულება ბენეფიციარს გადასცემს შესაბამის პროდუქციას, დაფინანსების წერილში მითითებული თანხის და პირობების გათვალისწინებით. ბენეფიციარსა და დაწესებულებას შორის ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი, გაცემული პროდუქციის შესაბამისად.
7. დაწესებულება ქვეპროგრამის განმახორციელებელს წარუდგენს ბენეფიციარისთვის გაცემული პროდუქციის ამსახველ დოკუმენტაციას.
მუხლი 6🔗. ქვეპროგრამის ბიუჯეტი და ანგარიშსწორების წესი
1. ქვეპროგრამის დაფინანსება ხორციელდება „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის „ჩვილ ბავშვთა დახმარების პროგრამა“ (პროგრამული კოდი: 06 02 19) ასიგნებების ფარგლებში.
2. დაწესებულების მიერ პროდუქციის გაცემის ამსახველი დოკუმენტაციის საფუძველზე, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, ქვეპროგრამიდან თანხის გამოყოფის შესახებ.
3. ანგარიშსწორებას ახორციელებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
4. ანაზღაურებას არ ექვემდებარება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის დაფინანსების წერილით გათვალისწინებული პირობებისა ან/და მოქმედების ვადის დარღვევით გაცემული პროდუქციის ღირებულება.