„სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოდბეს გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩების) სახელდების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 მარტის №გ-55. 552308713 განკარგულებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება გ-55. 55233545 |
|
2023 წლის 20 დეკემბერი ქ. სიღნაღი |
1. სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოდბეს გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩების) სახელდების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 მარტის №გ-55.552308713 განკარგულების №1 დანართში გასწორდეს ტექნიკური შეცდომა და ქუჩების ჩამონათვალის მე-17 აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „№39 ქუჩას ეწოდოს გიორგი ლეონიძის ქუჩა;“.
2. დაევალოს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიას განკარგულების შესრულების ორგანიზაციული უზრუნველყოფა და პრაქტიკულ ღონისძიებათა განხორციელება.
3. სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატმა უზრუნველყოს წინამდებარე განკარგულების დაინტერესებული მხარისათვის გადაგზავნა.
4. ეს განკარგულება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
5. ამ განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია სიღნაღის რაიონულ სასამართლოში (ქ. სიღნაღი ც. დადიანის ქ.№15 ) განკარგულების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ჯანიკაშვილი