„იახტის კაპიტნის გადამზადების პროგრამის აღიარების, იახტის კაპიტნის სერტიფიცირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“

მიღების თარიღი 26.12.2023
გამომცემი ორგანო საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
ნომერი №47
სარეგისტრაციო კოდი 310020000.55.067.016173
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/12/2023
matsne.gov.ge 1,524 სიტყვა · ~8 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (7)
დაწესებულება
ამ წესით დადგენილი პირობების შესაბამისად საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს (შემდეგში – სააგენტო) მიერ აღიარებული საზღვაო საწვრთნელი დაწესებულება, რომელიც უფლებამოსილია განახორციელოს იახტის კაპიტნის გადამზადების პროგრამა
მუხლი 2
იახტა
მცურავი საშუალება (ძრავიანი ან აფრიანი), მათ შორის, კატარღა, რომელიც განკუთვნილია კომერციული ან პირადი მიზნებისთვის და გამოიყენება სპორტული მიზნით ან/და გართობისთვის/დასასვენებლად
მუხლი 2
გადამზადების პროგრამა
საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესის საფუძველზე შემუშავებული და სააგენტოს მიერ აღიარებული  პროგრამა.
მუხლი 2
მსმენელი
პირი, რომელიც დარეგისტრირდა და სწავლობს ამ წესის საფუძველზე შემუშავებულ გადამზადების პროგრამაზე
მუხლი 2
იახტის კაპიტანი
იახტის ეკიპაჟის წევრი, რომელიც სერტიფიცირებულია სააგენტოს მიერ და ფლობს საჭირო კვალიფიკაციას ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, მართავს იახტას და პასუხისმგებელია იახტის, მათ შორის ეკიპაჟის წევრების, პერსონალის, მგზავრების უსაფრთხოებასა და უშიშროებაზე და გარემოს დაცვაზე
მუხლი 2
იახტის კაპიტნის სერტიფიკატი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 23 იანვრის  №002 მეზღვაურთა სერტიფიკატების ფორმების, მათი გაცემისა და გამოყენების წესის“ დამტკიცების შესახებ” ბრძანებით დადგენილი „სხვა სერტიფიკატები“
მუხლი 2
აღიარებული სერტიფიკატი
უცხო ქვეყნის მიერ აღიარებული იახტის კაპიტნის სერტიფიკატი;   2. ტერმინები, რომლებიც არაა განსაზღვრული წინამდებარე წესში, განისაზღვრება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანი სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

„გემის აგენტის გადამზადების პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების შერჩევისა და გემის აგენტის გადამზადების პროგრამის აღიარების წესისა და პირობების“ დამტკიცების შესახებ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 89% 27.12.2024 შიდა სახმელეთო წყლებში ჩართული ძრავის მქონე სატრანსპორტო საშუალების მძღოლის გადამზადების პროგრამის აღიარებისა და მძღოლის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 89% 26.02.2025 გემის ხარატ-შემდუღებლის მომზადების პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების შერჩევის, გემის ხარატ-შემდუღებლის მომზადების პროგრამის აღიარებისა და გემის ხარატ-შემდუღებლის სერტიფიცირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 88% 28.09.2022 მემანქანის მართვის მოწმობისა და მემანქანის სერტიფიკატის გაცემის, განახლებისა და აღდგენის, მათი მოქმედების შეჩერებისა და გაუქმების წესებისა და პირობების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 88% 25.12.2024 საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელ პირთა აღიარების, აღიარების სერტიფიკატის გაცემის, გაცემის პირობების მონიტორინგისა და აღიარების სერტიფიკატის შეჩერების/შეწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 87% 20.02.2024

დოკუმენტის ტექსტი

„იახტის კაპიტნის გადამზადების პროგრამის აღიარების, იახტის კაპიტნის სერტიფიცირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება  №47 2023 წლის 26 დეკემბერი ქ. ბათუმი „იახტის კაპიტნის გადამზადების პროგრამის აღიარების, იახტის კაპიტნის სერტიფიცირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ„ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20  მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს  ეკონომიკისა  და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული „იახტის კაპიტნის გადამზადების პროგრამის აღიარების,  იახტის კაპიტნის სერტიფიცირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“. მუხლი 2🔗 ბრძანება ამოქმედდეს  არაუგვიანეს 2024 წლის 15 იანვრისა.სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორიალექსი ახვლედიანი იახტის კაპიტნის გადამზადების პროგრამის აღიარების, იახტის კაპიტნის სერტიფიცირების წესი და პირობები მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. იახტის კაპიტნის გადამზადების პროგრამის აღიარების, იახტის კაპიტნის სერტიფიცირების წესი და პირობები (შემდეგში – წესი) ადგენს იახტის კაპიტნის გადამზადების პროგრამის აღიარებისა და იახტის კაპიტნის სერტიფიცირების წესსა და პირობებს. 2. ამ წესის მიზანია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისად, უზრუნველყოფილ იქნეს საერთაშორისო და შიდა ნაოსნობაში ჩართული იახტებისთვის, იახტის კაპიტნების გადამზადება და სერტიფიცირება. 3. ამ წესის მოქმედება ასევე ვრცელდება უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე, რომელთაც სურთ განახორციელონ კაპიტნის საქმიანობა იახტებზე. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტებები 1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა)   დაწესებულება – ამ წესით დადგენილი პირობების შესაბამისად საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს (შემდეგში – სააგენტო) მიერ აღიარებული საზღვაო საწვრთნელი დაწესებულება, რომელიც უფლებამოსილია განახორციელოს იახტის კაპიტნის გადამზადების პროგრამა; ბ) იახტა – მცურავი საშუალება (ძრავიანი ან აფრიანი), მათ შორის, კატარღა, რომელიც განკუთვნილია კომერციული ან პირადი მიზნებისთვის და გამოიყენება სპორტული მიზნით ან/და გართობისთვის/დასასვენებლად; გ) გადამზადების პროგრამა – საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესის საფუძველზე შემუშავებული და სააგენტოს მიერ აღიარებული  პროგრამა. დ) მსმენელი – პირი, რომელიც დარეგისტრირდა და სწავლობს ამ წესის საფუძველზე შემუშავებულ გადამზადების პროგრამაზე; ე) იახტის კაპიტანი – იახტის ეკიპაჟის წევრი, რომელიც სერტიფიცირებულია სააგენტოს მიერ და ფლობს საჭირო კვალიფიკაციას ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, მართავს იახტას და პასუხისმგებელია იახტის, მათ შორის ეკიპაჟის წევრების, პერსონალის, მგზავრების უსაფრთხოებასა და უშიშროებაზე და გარემოს დაცვაზე; ვ) იახტის კაპიტნის სერტიფიკატი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 23 იანვრის  №002 მეზღვაურთა სერტიფიკატების ფორმების, მათი გაცემისა და გამოყენების წესის“ დამტკიცების შესახებ” ბრძანებით დადგენილი „სხვა სერტიფიკატები“; ზ) აღიარებული სერტიფიკატი –  უცხო ქვეყნის მიერ აღიარებული იახტის კაპიტნის სერტიფიკატი;   2. ტერმინები, რომლებიც არაა განსაზღვრული წინამდებარე წესში, განისაზღვრება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. მუხლი 3🔗.  იახტის კაპიტნის გადამზადების პროგრამის აღიარების პირობები 1. გადამზადების პროგრამის აღიარების პირობები სააგენტოს მიერ ცხადდება საჯაროდ და განთავსდება სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე. 2.  იახტის კაპიტნის გადამზადების პროგრამის აღიარების მიზნით აუცილებელია სააგენტოს მიერ დამტკიცებული  განაცხადის წარდგენა, შემდეგი თანდართული დოკუმენტებით: ა) საფასურის გადახდის ქვითარი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის  №1-1/592 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის  განაკვეთების, ასევე  საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ (შემდგომში „საფასურის წესი“) შესაბამისად; ბ) გადამზადების პროგრამაზე მსმენელთა მიღების მინიმალური მოთხოვნები (ასაკი, კვალიფიკაცია, ჯანმრთელობის მდგომარეობა და სხვა); გ) გადამზადების პროგრამის  სასწავლო გეგმა, პროგრამის ხანგრძლივობა, განრიგი, სწავლების მეთოდი, რომლებიც შემუშავებულია ამ წესის დანართში მოცემული მომზადების პროგრამის შესაბამისად; დ) ამ წესის დანართში №1, №2, №3, №4 განსაზღვრული სასწავლო რესურსებისა და ინვენტარის ჩამონათვალი და/ან აღწერილობა; ე) ინსტრუქტორის, სახელი, გვარი, რაოდენობა და მათი კვალიფიკაცია სააგენტოს მოთხოვნების შესაბამისად; ვ) გადამზადების პროგრამაზე მისაღებ მსმენელთა მაქსიმალური რაოდენობა, ზ) შეფასების ფორმა კრიტერიუმები და მიზანი; თ) აღნიშნული პროგრამის გავლის დოკუმენტური დასაბუთების ნიმუში; ი) ხარისხის მართვის სისტემის სერტიფიკატი. 3. სააგენტოს მიერ გადამზადების პროგრამის აღიარების განცხადება და თანდართული მასალები განიხიხილება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. 4. სააგენტო გადაწყვეტილებას  გადამზადების პროგრამის აღიარების ან აღიარებაზე უარის თქმის შესახებ იღებს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის  სრულად წარდგენიდან 10-15 სამუშაო დღის ვადაში. 5. სააგენტო შესაბამის დაწესებულებებში ადგილზე ამოწმებს  წარდგენილ განცხადებებში მითითებული (ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული) ინფორმაციის ნამდვილობას ან/და უფლებამოსილია  მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია.   6. სააგენტოს გადაწყვეტილება გადამზადების პროგრამის აღიარების ან აღიარებაზე უარის თქმის შესახებ შესაძლებელია გასაჩივრდეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრებისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. 7. გადამზადების პროგრამის აღიარების ვადად განისაზღვრება 5 წელი. 8. სააგენტო ახორციელებს აღიარებული გადამზადების პროგრამის მონიტორინგს ყოველწლიურად, მონიტორინგის დროს თუ გამოვლინდა აღიარების პირობების დარღვევა, სააგენტო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება გადამზადების პროგრამის აღიარების შეჩერების ან/და გაუქმების შესახებ. 9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული აღიარების შეჩერების შემთხვევაში შესაბამის დაწესებულებას განესაზღვრება ვადა (არაუმეტეს 2 თვისა), რომლის განმავლობაში იგი ვალდებულია აღმოფხვრას სააგენტოს მიერ მითითებული ხარვეზები. ხარვეზების აღმოუფხვრელობის შემთხვევაში სააგენტო უფლებამოსილია გააუქმოს აღიარება. 10. აღიარების გაუქმების გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში შესაბამის დაწესებულებას უწყდება უფლებამოსილება განაგრძოს იახტის კაპიტნის გადამზადების პროგრამა ან/და გასცეს შესაბამისი პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი. 11. აღიარების გაუქმებიდან არანაკლებ 3 თვის განმავლობაში შესაბამის დაწესებულებას უფლება არა აქვს პროგრამის ხელახალი აღიარების მოთხოვნით მიმართოს სააგენტოს. 12. დაწესებულება ვალდებულია გადამზადების პროგრამაზე ჩარიცხული მსმენელები დაარეგისტრიროს სააგენტოს მეზღვაურის დოკუმენტთა მართვის სისტემის ელექტრონული მოდულში, სადაც ხდება გადამზადების პროგრამის დაწყების  დადასტურება სააგენტოს მიერ. 13. გადამზადების პროგრამის სასწავლო გეგმაში შესაძლო ცვლილების განხორციელებისათვის დაინტერესებული მხარე განცხადების საფუძველზე მიმართავს სააგენტოს.  სააგენტო განცხადებას ცვლილების შესახებ განიხილავს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში და თუ გადამზადების პროგრამის სილაბუსში შესული ცვლილება დამაკმაყოფილებელია, სააგენტო ცვლილების  შეტანას  ადასტურებს  ოფიციალური წერილით. 14. გადამზადების პროგრამის საბოლოო შეფასების გამოცდა ტარდება სასწავლო დაწესებულებაში სააგენტოს მონიტორინგის ქვეშ, რომელიც წინასწარ უნდა ეცნობოს სააგენტოს. 15. დაწესებულება ვალდებულია წელიწადში ერთხელ განაახლოს საგამოცდო კითხვები და წარუდგინოს სააგენტოს. 16. გადამზადების პროგრამის აღიარების სერტიფიკატის ფორმა  და მასზე დასატანი ინფორმაცია განისაზღვრება  სააგენტოს  დირექტორის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით. პროგრამის აღიარების სერტიფიკატი გაიცემა ქართულ და ინგლისურ ენებზე. 17. დაწესებულება უფლებამოსილია სააგენტოს მიმართოს მინიმუმ ერთი პროგრამის აღიარებისთვის, რომელიც დამტკიცებულია ამ წესის №1, №2, №3 და №4 დანართებით. მუხლი  4🔗. იახტის კაპიტნის გადამზადების პროგრამაზე დაშვების წინაპირობა იახტის კაპიტნის გადამზადების პროგრამაზე მსმენელის დაშვების წინაპირობა განსაზღვრულია ამ წესის №1, №2, №3 და №4 დანართით. მუხლი  5🔗.  იახტის კაპიტნის რანგი იახტის კაპიტანს ენიჭება შემდეგი წოდებები: ა) სანაპირო ნაოსნობაში  ჩართული 24 მეტრზე ნაკლები სიგრძის იახტის კაპიტანი; ბ) სანაპირო ნაოსნობაში ჩართული 24 მეტრზე ნაკლები სიგრძის აფრიანი იახტის კაპიტანი; გ) 24 მეტრზე ნაკლები სიგრძის იახტის კაპიტანი, რომლის ნაოსნობა განისაზღვრება არაუმეტეს 150 საზღვაო მილის დაშორებით ხმელეთიდან; დ) 24 მეტრზე მეტი სიგრძის იახტის კაპიტანი (შეუზღუდავი). მუხლი  6🔗. იახტის კაპიტნების სერტიფიცირების მინიმალური მოთხოვნები 1. პირს უფლება აქვს მიიღოს სანაპირო ნაოსნობაში ჩართულ 24 მეტრზე ნაკლები სიგრძის იახტის კაპიტნის სერტიფიკატი, თუ იგი არის 18 წელს მიღწეული ქმედუნარიანი პირი და სააგენტოში წარმოადგენს: ა) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული  ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ – ფორმა №100/ა; ბ) პირადობის მოწმობა; გ) აღიარებული გადამზადების პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი; 2. პირს უფლება აქვს მიიღოს სანაპირო ნაოსნობაში ჩართული 24 მეტრზე ნაკლები სიგრძის აფრიანი იახტის კაპიტნის სერტიფიკატი, თუ იგი არის 18 წელს მიღწეული ქმედუნარიანო პირი და სააგენტოში წარმოადგენს: ა) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული  ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ – ფორმა №100/ა; ბ) პირადობის მოწმობა; გ) აღიარებული გადამზადების პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი; 3. პირს უფლება აქვს მიიღოს 24 მეტრზე ნაკლები სიგრძის იახტის კაპიტნის სერტიფიკატი, რომლის ნაოსნობა განისაზღვრება არაუმეტეს 150 საზღვაო მილის დაშორებით ხმელეთიდან, თუ: ა) იგი არის 18 წელს  მიღწეული ქმედუნარიანი პირი; ბ) გააჩნია სანაპირო ნაოსნობის 24 მეტრზე ნაკლები სიგრძის იახტის კაპიტნის სერტიფიკატი და 12 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი იახტის კაპიტნად, ან; გ) საერთაშორისო აღიარებული იახტის კაპიტნის სერტიფიკატი და 12 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი იახტის კაპიტნად, ან; დ) პროფესიული ან უმაღლესი საზღვაო განათლება და II/4 ან III/4 კვალიფიკაციის სერტიფიკატი და 12 თვის დამტკიცებული სტაჟის სამანქანო ან საგემბანო განყოფილებაში; ე) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული  მეზღვაურის სამედიცინო  მოწმობა (STCW CONVENTION, as amended); ვ) სამოქალაქო პასპორტი; ზ) ამ წესის დანართი მე-2 შესაბამისად აღიარებული პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი; თ) მეზღვაურის საბაზისო წვრთნის (STCW REG: VI/1) გავლისა და უშიშროებასთან დაკავშირებული უნარ-ჩვევები (STCW REG: VI/2)  კვალიფიკაციის სერტიფიკატი. 4. პირს უფლება აქვს მიიღოს 24 მეტრზე მეტი სიგრძის იახტის კაპიტნის (შეუზღუდავი) სერტიფიკატი, თუ: ა) იგი არის 18 წელს  მიღწეული ქმედუნარიანი პირი და გაჩნია: ა.ა) 24 მეტრზე ნაკლები სიგრძის იახტის კაპიტნის სერტიფიკატი, რომლის ნაოსნობა განისაზღვრება არაუმეტეს 150 საზღვაო მილის დაშორებით ხმელეთიდან  და 16 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი იახტის კაპიტნად, ან; გ) საერთაშორისო აღიარებული იახტის კაპიტნის სერტიფიკატი და 16 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი 24 მეტრზე ნაკლები იახტის კაპიტნად, ან; დ) მატროსის (II/5) კვალიფიკაციის სერტიფიკატი და 16 თვის დამტკიცებული საერთაშორისო ნაოსნობის სტაჟი საგემბანო განყოფილებაში; დ) სამოქალაქო პასპორტი; ე) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული  მეზღვაურის სამედიცინო  მოწმობა (STCW CONVENTION, as amended);; ვ) მეზღვაურის საბაზისო წვრთნის (STCW REG: VI/1) გავლისა და უშიშროების განსაკუთრებული ვალდებულებები   (STCW REG: VI/2) კვალიფიკაციის სერტიფიკატი; ზ) ამ წესის დანართი მე-3 შესაბამისად აღიარებული პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი. მუხლი  7🔗.  იახტის კაპიტნის სერტიფიკატის ვადა და განახლების პირობები 1. იახტის კაპიტნის სერტიფიკატები გაიცემა არაუმეტეს 5 წლით. 2. პირი, რომელსაც სურს იმავე რანგის სერტიფიკატის განახლება და გააჩნია ბოლო 5 (ხუთი) წლის განმავლობაში არანაკლებ 12 (თორმეტი)-თვიანი ნაოსნობის სტაჟი, სერტიფიკატი განახლდება გადამზადების პროგრამის გავლის  გარეშე. 3. თუ პირი ვერ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ მოთხოვნებს სერტიფიკატის განახლებასთან დაკავშირებით, მან უნდა გაიაროს გადამზადების პროგრამა. მუხლი  8🔗.  იახტის კაპიტნის მეზღვაურის საიდენტიფიკაციო ბარათი და ნაოსნობის წიგნაკი საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული იახტის კაპიტანზე მეზღვაურის საიდენტიფიკაციო ბარათი და მეზღვაურის ნაოსნობის წიგნაკი გაიცემა, „მეზღვაურის საიდენტიფიკაციო ბარათისა და მეზღვაურის ნაოსნობის წიგნაკის ფორმის, მისი დამზადების, გაცემისა და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 3 თებერვლის №02  ბრძანების შესაბამისად. მუხლი 9🔗. გადამზადების პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის აუცილებელი რეკვიზიტები გადამზადების პროგრამის გავლის დოკუმენტური დასაბუთება უნდა მოიცავდეს შემდეგ რეკვიზიტებს: ა)  დაწესებულების სახელწოდებას, მისამართს და საკონტაქტო ინფორმაციას; ბ) დოკუმენტის უნიკალურ ნომერს; გ) გავლილი გადამზადების პროგრამის დასახელებას; დ)  კურსდამთავრებულის სახელს, გვარს, პირად ნომერს და მეზღვაურის ნომერს; ე) მითითებას კურსდამთავრებულის მიერ მომზადების პროგრამის წარმატებით დასრულების  შესახებ; ვ)  მითითებას „გადამზადების პროგრამა აღიარებულია სააგენტოს მიერ“; ზ) დაწესებულების უფლებამოსილი პირის ხელმოწერას; თ) კურსდამთავრებულის ხელმოწერას. მუხლი 10🔗. დასკვნითი და გარდამავალი დებულებები იმ პირებს, რომელთაც ამ ბრძანების ამოქმედებამდე აღებული აქვთ იახტის კაპიტნის სერტიფიკატი, ვალდებულნი არიან 2024 წლის 1 ივნისამდე გაიარონ იახტის კაპიტნის გადამზადების პროგრამა ამ წესის შესაბამისად.