ტყიბულის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების პერსონალის პროფესიული სტანდარტების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 22.12.2023
გამომცემი ორგანო ტყიბულის მუნიციპალიტეტი
ნომერი №39
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.125.016496
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/12/2023
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
22.12.2023 მიღება
📖 ტერმინთა განმარტებები (18)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იოსებ რობაქიძე | ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ასპინძის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მომწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მომწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალის პროფესიული სტანდარტების დამტკიცების შესახებ ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალის პროფესიული სტანდარტების დამტკიცების შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალის პროფესიული სტანდარტების დამტკიცების შესახებ ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალის პროფესიული სტანდარტების დამტკიცების შესახებ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალის პროფესიული სტანდარტების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ტყიბულის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების პერსონალის პროფესიული სტანდარტების დამტკიცების შესახებ
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №39
2023 წლის 22 დეკემბერი
ქ. ტყიბული
ტყიბულის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების პერსონალის პროფესიული სტანდარტების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველის ნაწილის „ბ“ პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილისა და „ადრეული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „ტყიბულის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების პერსონალის პროფესიული სტანდარტები“ დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეიოსებ რობაქიძე
დანართი №1
ტყიბულის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალის პროფესიული სტანდარტები
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗. პერსონალის
პროფესიული
სტანდარტის
ცნება
პერსონალის პროფესიული სტანდარტი (შემდგომ – სტანდარტი) არის პროფესიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარების ერთობლიობა, რომელსაც უნდა ფლობდეს ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების (შემდგომ – დაწესებულება) პერსონალი.
მუხლი 2🔗. სტანდარტის რეგულირების სფერო
სტანდარტი, პერსონალის კლასტერის მიხედვით, განსაზღვრავს დაწესებულების პერსონალისთვის აუცილებელ კვალიფიკაციას, გამოცდილებას, პროფესიულ ცოდნასა და უნარებს.
მუხლი 3🔗. სტანდარტის სტრუქტურა
წინამდებარე დოკუმენტში პერსონალის პროფესიული სტანდარტები წარმოდგენილია კლასტერების მიხედვით და თითოეულ კლასტერში მოცემულია ის კვალიფიკაცია, გამოცდილება, ცოდნა, უნარები, რომელსაც უნდა ფლობდეს პერსონალი საკუთარი უფლებამოსილების წარმატებით განხორციელებისთვის. დოკუმენტი ასევე ადგენს პერსონალის ღირებულებების, ბავშვთა კეთილდღეობაზე ზრუნვის, პერსონალის პროფესიული გარემოს, მრავალფეროვნებისა და ინკლუზიის მხარდამჭერ სტანდარტებს.
მუხლი 4🔗. ტერმინთა განმარტება
1. ამ დადგენილებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (შემდგომში - კანონი).
2. ამ დადგენილების მიზნებისთვის ქვემოთ ჩამოთვლილი ტერმინები განიმარტება შემდეგნაირად:
ა) დაწესებულების პერსონალი – დაწესებულების ადამიანური რესურსი; ყველა ის პირი, რომელიც ასრულებს სამუშაოს დაწესებულებასთან დადებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე;
ბ) კლასტერი – საერთო მიმართულებებზე მომუშავე პერსონალის პირობითი დაჯგუფება;
გ) ადმინისტრაციული პერსონალი – პერსონალი, რომელიც საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში მართავს და ზედამხედველობას უწევს დაწესებულებაში განხორციელებულ პროცესებს და ამ პროცესებში ჩართულ თანამშრომლებს. ადმინისტრაციული პერსონალი პასუხისმგებელია დაწესებულება მართოს შემდეგი მიმართულებებით: სტრატეგიული მართვა,
სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესი, მატერიალური რესურსი, ადამიანური რესურსი;
დ) სტრატეგიული მართვა – დაწესებულების ორგანიზაციული მართვა, მისიისა და მიზნების განსაზღვრა, სტრატეგიული გეგმების შედგენა, ამ მხრივ საჭიროებების დადგენა და შესაბამისი რეაგირება;
ე) სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროგრამის მართვა – დაწესებულების სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროგრამის (სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესი, ფიზიკური გარემო, სოციალური გარემო და აშ.) და მასში ჩართული ადამიანური რესურსის მართვა;
ვ) ფინანსური და მატერიალური რესურსის მართვა – დაწესებულებაში არსებული მატერიალური რესურსის, ინფრასტრუქტურის, ფინანსების, მარაგების მართვა;
ზ) ადამიანური რესურსის მართვა – დაწესებულების ადამიანური რესურსისთვის საჭიროებების განსაზღვრა, შესაბამისი ცვლილებების დაგეგმვა, განხორციელება და სხვა;
თ) სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პერსონალი – პერსონალი, რომელიც უზრუნველყოფს სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვას, განხორციელებასა და შეფასებას. სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პერსონალი იყოფა სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესის წარმმართველ და ინკლუზიის მხარდამჭერ პერსონალად;
ი) სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესის წარმმართველი პერსონალი – აღმზრდელ-პედაგოგი და სხვა პერსონალი, რომელიც სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესის საჭიროებიდან გამომდინარე უზრუნველყოფს სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროგრამის სპეციფიკურ, სიღრმისეულ განხორციელებას, ან მთლიანობაში უწევს დახმარებას სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესს (მაგალითად: აღმზრდელი, მუსიკის მასწავლებელი, რიტმიკის მასწავლებელი, ცეკვის მასწავლებელი, ხატვის მასწავლებელი, ბიბლიოთეკარი და აშ.);
კ) ინკლუზიის ხელშემწყობი პერსონალი – პერსონალი, რომელიც უზრუნველყოფს სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროგრამაში ბავშვთა ჩართულობას მათი ინდივიდუალური სააღმზრდელო-საგანმანათლებლო საჭიროებების გათვალისწინებით (მაგალითად: სპეციალური პედაგოგი, ენისა და მეტყველების თერაპევტი, ფსიქოლოგი, ოკუპაციური თერაპევტი და სხვა);
ლ) ჯანმრთელობის დაცვის პერსონალი – პერსონალი, რომლის მოვალეობაა სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროგრამაში ჩართული ბავშვებისა და პერსონალის ჯანმრთელობაზე ზრუნვა;
მ) ტექნიკური პერსონალი – პერსონალი, რომელიც პასუხისმგებელია დაწესებულებაში ჰიგიენაზე, კვებაზე, მატერიალური რესურსის გამართულობაზე, მცენარეთა მოვლასა და უსაფრთხოებაზე;
ნ) ჯგუფის დამხმარე პერსონალი – პერსონალი, რომელიც დახმარებას უწევს სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პერსონალს ბავშვებთან მუშაობის პროცესში (მაგალითად - ასისტენტი), სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პერსონალის მითითებით ერთვება ბავშვების საქმიანობებში, ეხმარება რუტინული აქტივობების მართვაში;
ო) სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვაზე პასუხისმგებელი პერსონალი – პერსონალი, რომელიც უზრუნველყოფს დაწესებულების სისუფთავეს, სანიტარიული და ჰიგიენის ნორმების დაცვას;
პ) კვების სტანდარტების დაცვაზე პასუხისმგებელი პერსონალი – პერსონალი, რომელიც დაწესებულების მიერ კვების მომსახურების გაწევის შემთხვევაში უზრუნველყოფს ბავშვებისთვის ჯანსაღი საკვების მომზადებას;
ჟ) ინფრასტრუქტურულ გამართულობასა და მატერიალური რესურსის დაცვაზე პასუხისმგებელი პერსონალი – პერსონალი, რომელიც უზრუნველყოფს დაწესებულებაში არსებული ტექნიკისა და ტექნოლოგიების გამართულად ფუნქციონირებას, ასევე ასრულებს სხვადასხვა სახის ფიზიკურ სამუშაოს;
რ) უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი პერსონალი – პერსონალი, რომელიც უზრუნველყოფს დაწესებულების მატერიალური რესურსისა და სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროგრამაში ჩართული პირების (ბავშვებისა და პერსონალის) უსაფრთხოების დაცვას.
ს) თემი – ერთ ტერიტორიაზე დასახლებულ ადამიანთა ერთობა, რომელთაც საერთო ინტერესები და იდენტიფიკაცია გააჩნიათ.
თავი II
დაწესებულების პერსონალის შემადგენლობა
მუხლი 5🔗. დაწესებულების
პერსონალის
შემადგენლობა
დაწესებულებას, მისი მიზნების მისაღწევად და კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტების უზრუნველსაყოფად აჰყავს თანამშრომლები, რომლებიც მათი ფუნქციური დატვირთვის შესაბამისად, შეიძლება განეკუთვნებოდეს ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ დაჯგუფებას (კლასტერი):
1. ადმინისტრაციული პერსონალი, რომელიც პასუხისმგებელია:
ა) სტრატეგიულ მართვაზე (დირექტორი, მოადგილე);
ბ) სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროგრამის მართვაზე (სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროგრამების და პროცესების მართვის კოორდინატორი/მეთოდისტი);
გ) ფინანსური და მატერიალური რესურსების მართვაზე (ფინანსისტი, მთავარი ბუღალტერი, შესყიდვების კოორდინატორი);
დ) ადამიანური რესურსების მართვაზე (საქმისმწარმოებელი).
2. სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პერსონალი, რომელსაც მიეკუთვნება:
ა) სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესის წარმმართველი პერსონალი (აღმზრდელ-პედაგოგი, აღმზრდელი, ასისტენტი, მუსიკის მასწავლებელი);
ბ) ინკლუზიის ხელშემწყობი პერსონალი (ფსიქოლოგი, სპეციალური პედაგოგი).
3. ჯანმრთელობის დაცვის პერსონალი.
4. ტექნიკური პერსონალი:
ა) ჯგუფის დამხმარე პერსონალი (აღმზრდელის თანაშემწე/ძიძა, ჯგუფის ოთახების დამლაგებელი);
ბ) სანიტარიული-ჰიგიენური ნორმების დაცვაზე პასუხისმგებელი პერსონალი (მნე, დამლაგებელი, მრეცხავი, მეეზოვე);
გ) კვების სტანდარტების დაცვაზე პასუხისმგებელი პერსონალი (მნე, მედდა, მზარეული, მზარეულის თანაშემწე);
დ) ინფრასტრუქტურულ გამართულობასა და მატერიალური რესურსის დაცვაზე პასუხისმგებელი პერსონალი (მნე, ოსტატი, დამლაგებელი, მუშა);
ე) უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი პერსონალი (დარაჯი, დაცვის მუშაკი, მუშა).
5. დაწესებულების საჭიროებებისა და დასაქმებულის დატვირთვის გათვალისწინებით, დაწესებულების ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია, რამდენიმე ფუნქციას ასრულებდეს ერთი და იგივე დასაქმებული, რაც აღინიშნება დაწესებულების მიერ მასთან გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებაში. ასეთ შემთხვევაში დასაქმებული უნდა აკმაყოფილებდეს ყველა შესაბამისი ფუნქციის მიმართ დადგენილ სტანდარტს.
6. წინამდებარე სტანდარტში წარმოდგენილი კლასტერის შესაბამისი პერსონალის აყვანის გადაწყვეტილებას იღებს დაწესებულება დამოუკიდებლად, არსებული რესურსებისა და დაწესებულების საჭიროებების გათვალისწინებით.
თავი III
ადმინისტრაციული პერსონალის პროფესიული სტანდარტები
მუხლი 6🔗. სტრატეგიულ
მართვაზე
პასუხისმგებელი
პერსონალის
პროფესიული
სტანდარტები
1. სტრატეგიულ მართვაზე პასუხისმგებელ პერსონალს აქვს:
ა) აკადემიური უმაღლესი განათლება;
ბ) ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პერსონალად მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება, ან ორგანიზაციაში ადმინისტრაციულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება დაწესებულებაში ადმინისტრაციულ პერსონალად მუშაობის გამოცდილებას) და ადრეული და სკოლამდელი ასაკის ბავშვებთან პრაქტიკული მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება;
გ) გავლილი გადამზადება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის მიხედვით;
დ) გავლილი სასერტიფიკატო პროგრამა ადრეული და სკოლამდელი დაწესებულების ადმინისტრირების მიმართულებით (აღნიშნული მოთხოვნა არ ვრცელდება მენეჯმენტის სპეციალობით, ან განათლების ადმინისტრირების სპეციალიზაციით აკადემიური უმაღლესი განათლების მქონე პირებზე).
2. სტრატეგიულ მართვაზე პასუხისმგებელმა პერსონალმა იცის:
ა) სტრატეგიული გეგმის შედგენის, განხორციელებისა და შეფასების პრინციპები;
ბ) ორგანიზაციული ქცევის პრინციპები;
გ) ადრეული და სკოლამდელი განათლების მართვის პრინციპები;
დ) დაწესებულების წარმატებით ფუნქციონირების შიდა და გარე ფაქტორები;
ე) ადრეული განათლების პრინციპები;
ვ) კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ;
ზ) „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი და მის საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
თ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;
ი) ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურები;
კ) ბავშვის ჯანმრთელობის, ჯანსაღი კვების, უსაფრთხოების დაცვის პრინციპები;
ლ) ფინანსური დოკუმენტაციის წარმოების პრინციპები;
მ) ინვენტარიზაციის პროცედურები;
ნ) პროექტის შემუშავებისა და მართვის პრინციპები;
ო) ფონდების მოძიების პრინციპები.
3. სტრატეგიულ მართვაზე პასუხისმგებელ პერსონალს შეუძლია:
ა) დაწესებულების საჭიროებების განსაზღვრა;
ბ) დაწესებულების სტრატეგიული გეგმის შედგენა, განხორციელება და შეფასება;
გ) დაწესებულების ფილოსოფიის, მისიისა და მიზნების განსაზღვრა დაწესებულების სხვა პერსონალთან თანამშრომლობის გზით;
დ) პერსონალის გაძღოლა, მიმართულების მიცემა;
ე) დაწესებულებაში გუნდური/თანამშრომლური გარემოს შექმნა;
ვ) დაწესებულების შიდა და გარე პოლიტიკის მართვა;
ზ) კომუნიკაცია, ადვოკატირება, ფონდების მოძიება;
თ) შესყიდვების დაგეგმვა;
ი) წლიური ბიუჯეტის შედგენა;
კ) კომპიუტერისა და მისი ძირითადი პროგრამების მოხმარება.
მუხლი 7🔗. სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესის მართვაზე პასუხისმგებელი პერსონალის პროფესიული სტანდარტები
1. სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესის მართვაზე პასუხისმგებელ პერსონალს აქვს:
ა) აკადემიური უმაღლესი განათლება განათლების, ფსიქოლოგიის, სოციალური, ჰუმანიტარული ან საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით;
ბ) დაწესებულებაში სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პერსონალად მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;
გ) გავლილი გადამზადება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის მიხედვით.
2. სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესის მართვაზე პასუხისმგებელმა პერსონალმა იცის:
ა) ადრეული და სკოლამდელი განათლების სფეროში მოქმედი სტანდარტები, რეგულაციები და განათლების პრინციპები;
ბ) ბავშვის სწავლისა და განვითარების თეორიები;
გ) ბავშვთა ასაკობრივი განვითარების თავისებურებები;
დ) ადრეული და სკოლამდელი განათლების საფეხურზე არსებული მეთოდები და კურიკულუმის მოდელები;
ე) ზრდასრულთა სწავლების მეთოდები;
ვ) თანამშრომლური და გუნდური სამუშაო გარემოს შექმნის პრინციპები;
ზ) კვლევის მეთოდები ადრეულ განათლებაში;
თ) ინკლუზიური განათლების ძირითადი პრინციპები;
ი) ბავშვთა უფლებების კონვენცია;
კ) „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და მის საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
ლ) კომპიუტერისა და მისი ძირითადი პროგრამების მოხმარება.
3. სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესის მართვაზე პასუხისმგებელ პერსონალს შეუძლია:
ა) დაწესებულებაში სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესის ორგანიზება-დაგეგმვა, წარმართვა და შეფასება;
ბ) გუნდური მუშაობა;
გ) განმავითარებელი გარემოს მოწყობა და ადაპტაცია, როგორც ბავშვებისთვის ისე უფროსებისთვის;
დ) ზრდასრულთა სწავლების მრავალფეროვანი მეთოდების პრაქტიკაში გამოყენება;
ე) ბავშვების მცირე და დიდ ჯგუფებთან მუშაობა;
ვ) ეფექტური კომუნიკაცია;
ზ) კომუნიკაციის ალტერნატიული ფორმების გამოყენება;
თ) პოზიტიური გაძღოლა;
ი) თანამედროვე ტექნიკური საშუალებებისა და ხელსაწყოების გამოყენება;
კ) დარგში არსებული სიახლეების მოძიება, გაცნობა და გაზიარება;
ლ) დაწესებულებაში დადგენილი კურიკულუმის გამოყენება და შეფასება;
მ) ადამიანური რესურსის მართვა.
მუხლი 8🔗. ფინანსური და მატერიალური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი პერსონალის პროფესიული სტანდარტები
1. ფინანსური და მატერიალური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელ პერსონალს აქვს:
ა) აკადემიური უმაღლესი განათლება ეკონომიკის ან ფინანსების დარგში;
ბ) ფინანსური და/ან მატერიალური რესურსების მართვის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება.
2. ფინანსური და მატერიალური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელმა პერსონალმა იცის:
ა) ფინანსური დაგეგმვისა და მართვის მეთოდები;
ბ) ფინანსური აღრიცხვის სისტემა;
გ) ფინანსური რეგულაციები;
დ) ბავშვთა უფლებების კონვენცია;
ე) „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი და მის საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
ვ) კომპიუტერისა და მისი ძირითადი პროგრამების მოხმარება.
3. ფინანსური და მატერიალური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელ პერსონალს შეუძლია:
ა) ფინანსური დოკუმენტაციის წარმოება;
ბ) ფინანსური ოპერაციების განხორციელება და ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება;
გ) დაწესებულების მატერიალური საჭიროებების განსაზღვრა;
დ) შესყიდვების დაგეგმვა, განხორციელება;
ე) ქონების ინვენტარიზაცია;
ვ) სახელფასო უწყისის წარმოება;
ზ) წლიური ბიუჯეტის შედგენა.
მუხლი 9🔗. ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი პერსონალის პროფესიული სტანდარტები
1. ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელ პერსონალს აქვს:
ა) აკადემიური უმაღლესი განათლება;
ბ) ორგანიზაციაში ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება.
2. ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელმა პერსონალმა იცის:
ა) ადამიანური რესურსის მართვის პრინციპები;
ბ) თანამშრომელთა მოტივაციის ფორმები;
გ) თანამშრომლური და გუნდური სამუშაო გარემოს შექმნის პრინციპები;
დ) „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი და მის საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
ე) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;
ვ) დაწესებულების პერსონალის სამსახურებრივი მოვალეობები;
ზ) კომპიუტერისა და მისი ძირითადი პროგრამების მოხმარება;
თ) აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტი, პერსონალის პროფესიული სტანდარტი.
3. ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელ პერსონალს შეუძლია:
ა) პერსონალის მოტივაციაზე ზრუნვა;
ბ) პერსონალის საჭიროებების დადგენა;
გ) საკადრო ცვლილებების განხორციელება;
დ) პერსონალის პროფესიული განვითარების ხელშეწყობა;
ე) პერსონალისა და ბავშვების პირადი საქმეების წარმოება;
ვ) პერსონალის სამსახურებრივი მოვალეობების დადგენა.
თავი IV
სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პერსონალის პროფესიული სტანდარტები
მუხლი 10🔗. სააღმზრდელო-საგანმანათლებლო
პროცესის
წარმმართველი
პერსონალის
პროფესიული
სტანდარტები
1. სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესის წარმმართველი პერსონალის – აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
2. სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესის წარმმართველ პერსონალს – აღმზრდელს აქვს აკადემიური უმაღლესი განათლება.
3. სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესის წარმმართველ სხვა პერსონალს აქვს დაკავებული პოზიციის შესაბამისი არანაკლებ პროფესიული ან მასთან გათანაბრებული არაფორმალური განათლება.
4. სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესის წარმმართველმა პერსონალმა იცის:
ა) ადრეული და სკოლამდელი განათლების სფეროში მოქმედი სტანდარტები და რეგულაციები;
ბ) ადრეული განათლების პრინციპები;
გ) ბავშვის სწავლისა და განვითარების თეორიები;
დ) ბავშვთა ასაკობრივი განვითარების თავისებურებები;
ე) ადრეული და სკოლამდელი განათლების საფეხურზე არსებული მეთოდები და კურიკულუმის მოდელები;
ვ) ინკლუზიური განათლების პრინციპები;
ზ) პოზიტიური გაძღოლის პრინციპები;
თ) სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვის პრინციპები;
ი) საგნობრივი დისციპლინები;
კ) ადრეული და სკოლამდელი განათლების სახელმწიფო სტანდარტები და აღმზრდელ-პედაგოგის სტანდარტი;
ლ) ბავშვზე დაკვირვებისა და შეფასების მეთოდები;
მ) დაწესებულებაში განხორციელებული კურიკულუმის გამოყენება;
ნ) განათლების სფეროში დამკვიდრებული ტერმინოლოგია;
ო) გუნდური მუშაობის პრინციპები.
5. სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესის წარმმართველ პერსონალს შეუძლია:
ა) ბავშვზე ორიენტირებული საგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვა, განხორციელება და შეფასება;
ბ) ოჯახთან თანამშრომლობა;
გ) გუნდში მუშაობა;
დ) ბავშვზე დაკვირვება და შეფასება;
ე) სააღმზრდელო-საგანმანათლებლო გარემოს მოწყობა და ცვლილებების შეტანა საჭიროებების შემთხვევაში;
ვ) მულტიდისციპლინურ გუნდში მუშაობა;
ზ) კურიკულუმის მოდელის მიხედვით ან დაწესებულებაში დაკავებული პოზიციის შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება ბავშვთა ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით;
თ) ტექნოლოგიების გამოყენება სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესში;
ი) საკუთარ საქმიანობაზე კრიტიკული რეფლექსია.
მუხლი 11🔗. ინკლუზიის ხელშემწყობი პერსონალის პროფესიული სტანდარტები
1. ინკლუზიის ხელშემწყობ პერსონალს აქვს აკადემიური უმაღლესი განათლება დაკავებული პოზიციის შესაბამის დარგში.
2. ინკლუზიის ხელშემწყობ პერსონალს გავლილი აქვს გადამზადება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის მიხედვით.
3. ინკლუზიის ხელშემწყობმა პერსონალმა იცის:
ა) ადრეული და სკოლამდელი განათლების სფეროში მოქმედი სტანდარტები და რეგულაციები;
ბ) ბავშვის სწავლისა და განვითარების თეორიები;
გ) ინკლუზიური განათლების ისტორიული და ფილოსოფიური საფუძვლები;
დ) პოზიტიური აღზრდისა და სოციალურ-ემოციური კომპეტენციის განვითარების მნიშვნელობასთან დაკავშირებული თეორიები;
ე) ადრეული განათლების პრინციპები;
ვ) დაწესებულებაში დაკავებული პოზიციის შესაბამისად, დაკვირვებისა და შეფასების ინსტრუმენტები და სათანადო ინტერვენციის გზები, რომელიც რელევანტურია სხვადასხვა საჭიროებების შემთხვევაში;
ზ) რა გავლენას ახდენს სხვადასხვა სახის დარღვევები ბავშვის განვითარებაზე;
თ) სპეციალური სააღმზრდელო-საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვის სწავლების მეთოდოლოგიები, სწავლების სტრატეგიები და დახმარების ტექნოლოგიები;
ი) თემში არსებული რესურსების შესახებ (კლინიკები, ადრეული ინტერვენციის პროგრამები), რომელიც შეიძლება სჭირდებოდეს ბავშვს ან ოჯახს.
4 . ინკლუზიის ხელშემწყობ პერსონალს შეუძლია:
ა) მულტიდისციპლინურ გუნდში მუშაობა;
ბ) ინდივიდუალური სამუშაო გეგმის შედგენა, ბავშვის მოკლევადიანი და გრძელვადიანი მიზნების განსაზღვრა და ამ მიმართულებით მუშაობა სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პერსონალთან და მშობელთან;
გ) პოზიტიური აღზრდისა და სოციალურ-ემოციური კომპეტენციის განვითარების სტრატეგიების გამოყენება;
დ) მის სპეციალობასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების გამოყენება ინდივიდუალური სააღმზრდელო-საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებთან მუშაობისას;
ე) საგანგებო მექანიზმების შემუშავება ინდივიდუალური სააღმზრდელო-საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვის ჯგუფში ჩასართავად;
ვ) კონკრეტული საჭიროების შემთხვევაში დახმარების კონკრეტული ფორმების და გზების განსაზღვრა;
ზ) ინტერვენციების განხორციელება ბავშვთა ჯგუფში ინდივიდუალურად ან/და მცირე ჯგუფებში;
თ) პერსონალის კონსულტირება ბავშვთა ქცევის პოზიტიური მართვისა და ბავშვთა ჩართვის ეფექტიან სტრატეგიებთან დაკავშირებით;
ი) ჯგუფში ბავშვების მხარდაჭერა განსხვავებულობის მიღებით;
კ) მშობელთა ცნობიერების ამაღლება ინკლუზიურ განათლებასთან დაკავშირებით;
ლ) ბავშვის ინდივიდუალური სააღმზრდელო-საგანმანათლებლო საჭიროების იდენტიფიცირება და შესაბამისი რეაგირება, მათ შორის, სათანადო გადამისამართება.
თავი V
ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის პროფესიული სტანდარტები
მუხლი 12🔗. ჯანმრთელობის
დაცვის
პერსონალის
პროფესიული
სტანდარტები
1. ჯანმრთელობის დაცვის პერსონალს აქვს:
ა) აკადემიური უმაღლესი განათლება ჯანდაცვის მიმართულებით ან პრაქტიკოსი ექთნის პროფესიული სპეციალიზაცია;
ბ) სამედიცინო სფეროში მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება.
2. ჯანმრთელობის დაცვის პერსონალმა იცის:
ა) ადრეული და სკოლამდელი განათლების სფეროში მოქმედი სტანდარტები და რეგულაციები;
ბ) ბავშვთა და მოზრდილთა ჯანმრთელობის დაცვის საკითხები;
გ) ბავშვის ქცევის პოზიტიური მართვის პრინციპები;
დ) ბავშვთა ასაკობრივი განვითარების თავისებურებები;
ე) კვების ნორმები, ბავშვთა სწორი კვების რაციონი, საკვების მომზადების ძირითადი წესები;
ვ) პირველადი სამედიცინო დახმარების პრინციპები და სტრატეგიები;
ზ) „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი და მის საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
თ) დაწესებულებაში სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის წესების მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტი;
ი) დაწესებულებაში კვების ორგანიზებისა და რაციონის კვებითი ღირებულების ნორმების მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტი;
კ) ადრეული და სკოლამდელი განათლების სახელმწიფო სტანდარტი;
ლ) მენიუს შედგენის წესი.
3. ჯანმრთელობის დაცვის პერსონალს შეუძლია:
ა) ბავშვთა ფიზიკური განვითარებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის ზედამხედველობა;
ბ) საჭიროების შემთხვევაში პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევა როგორც თითოეული ბავშვისთვის, ასევე დაწესებულების პერსონალისთვის;
გ) ბავშვთა პირადი ჰიგიენის ზედამხედველობა და უზრუნველყოფა;
დ) ბავშვებისა და პერსონალის სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება;
ე) ჯანსაღი კვების პრინციპების დაცვა;
ვ) ბავშვებისთვის მიწოდებული საკვების ვარგისიანობის დადგენა;
ზ) დაწესებულების სივრცის ჰიგიენურ ნორმებთან შესაბამისობის დადგენა;
თ) დაწესებულებაში სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის წესების მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტისა და დაწესებულებაში კვების ორგანიზებისა და რაციონის კვებითი ღირებულების ნორმების მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტის პრაქტიკაში გამოყენება.
თავი VI
ტექნიკური პერსონალის პროფესიული სტანდარტები
მუხლი 13🔗. ჯგუფის
დამხმარე
პერსონალის
პროფესიული
სტანდარტები
1. ჯგუფის დამხმარე პერსონალს აქვს სრული ზოგადი განათლება.
2. ჯგუფის დამხმარე პერსონალმა იცის:
ა) კონვენცია ბავშვთა უფლებების შესახებ;
ბ) ადრეული და სკოლამდელი განათლების სახელმწიფო სტანდარტები;
გ) გუნდური მუშაობის პრინციპები.
3. ჯგუფის დამხმარე პერსონალს შეუძლია:
ა) სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პერსონალის დახმარება სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესის განხორციელებაში;
ბ) გუნდში მუშაობა;
გ) საკუთარ საქმიანობაზე კრიტიკული რეფლექსია.
მუხლი 14🔗. სანიტარიულ-ჰიგიენური სტანდარტების დაცვაზე პასუხისმგებელი პერსონალის პროფესიული სტანდარტები
1. სანიტარიულ-ჰიგიენური სტანდარტების დაცვაზე პასუხისმგებელ პერსონალს აქვს მინიმუმ სრული ზოგადი განათლება.
2. სანიტარიულ-ჰიგიენური სტანდარტების დაცვაზე პასუხისმგებელმა პერსონალმა იცის:
ა) დაწესებულებაში სანიტარიულ-ჰიგიენური სტანდარტების დაცვის წესების მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტი;
ბ) დაწესებულებისა და მასში არსებული მატერიალური რესურსის ჰიგიენის სტანდარტები;
გ) უსაფრთხო ჰიგიენური საშუალებების მოხმარების ინსტრუქციები.
3. სანიტარიულ-ჰიგიენური სტანდარტების დაცვაზე პასუხისმგებელ პერსონალს შეუძლია:
ა) დაწესებულების შიდა და გარე სივრცისა და იქ არსებული რესურსის დასუფთავება სანიტარიულ-ჰიგიენური სტანდარტების დაცვით;
ბ) ჰიგიენური საშუალებების უსაფრთხოდ გამოყენება.
უხლი 15. კვების სტანდარეტების დაცვაზე პასუხისმგებელი პერსონალის პროფესიული სტანდარტები
1. კვების სტანდარტების დაცვაზე პასუხისმგებელ პერსონალს აქვს:
ა) პროფესიული განათლება დაკავებული პოზიციის შესაბამის დარგში;
ბ) კვების ობიექტზე ან დაწესებულების ფარგლებში კვების უზრუნველყოფის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება.
2. კვების სტანდარტების დაცვაზე პასუხისმგებელმა პერსონალმა იცის:
ა) სამზარეულოს ჰიგიენის სტანდარტები;
ბ) ჯანსაღი კვების ნორმები;
გ) ბავშვთა სწორი კვების რაციონი;
დ) მენიუს შედგენის წესი;
ე) ნედლეულის გახარჯვის ნორმები;
ვ) პროდუქტების შენახვის წესები და ვადები;
ზ) ბავშვთა საკვების მომზადების ძირითადი წესები, პროდუქტის კალორაჟი და კვებითი ღირებულებები, საკვებში ვიტამინების დაცვის ტექნოლოგიები;
თ) დაწესებულებაში სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის წესების მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტი;
ი) დაწესებულებაში კვების ორგანიზებისა და რაციონის კვებითი ღირებულების ნორმების მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტი.
3. კვების სტანდარტების დაცვაზე პასუხისმგებელ პერსონალს შეუძლია:
ა) აუცილებელი საკვების მოთხოვნის ფურცლის შედგენა;
ბ) მენიუს შედგენა;
გ) მზა საკვების ნარჩენების ჩამოწერა და აღრიცხვა;
დ) დაწესებულების კვების რეჟიმის შესაბამისად საკვების მომზადება ჰიგიენის ნორმების დაცვით;
ე) პროდუქტის ჰიგიენურად დამუშავება და შენახვა;
ვ) დაწესებულებაში კვებასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობის პროცესში ბავშვთა და მშობელთა ჩართულობის უზრუნველყოფა.
მუხლი 16🔗. ინფრასტრუქტურულ გამართულობასა და მატერიალური რესურსის დაცვაზე პასუხისმგებელი პერსონალის პროფესიული სტანდარტები
1. ინფრასტრუქტურულ გამართულობასა და მატერიალური რესურსის დაცვაზე პასუხისმგებელ პერსონალს აქვს:
ა) სრული ზოგადი განათლება;
ბ) დაკავებული პოზიციის შესაბამის დარგში მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება.
2. ინფრასტრუქტურულ გამართულობასა და მატერიალური რესურსის დაცვაზე პასუხისმგებელმა პერსონალმა იცის:
ა) სხვადასხვა ტიპის ტექნოლოგიებისა და ტექნიკის ფუნქციონირების მექანიზმები;
ბ) ტექნიკისა და ტექნოლოგიების უსაფრთხო მოხმარების პრინციპები.
3. ინფრასტრუქტურულ გამართულობასა და მატერიალური რესურსის დაცვაზე პასუხისმგებელ პერსონალს შეუძლია:
ა) დაზიანებული ტექნიკის, ხელსაწყოების, იარაღების, ინვენტარის შეკეთება;
ბ) დაკავებული პოზიციიდან გამომდინარე, შესაბამისი ტექნიკის გამოყენება.
მუხლი 17🔗. უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი პერსონალის პროფესიული სტანდარტები
1. უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელ პერსონალს აქვს მინიმუმ სრული ზოგადი განათლება.
2. უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელმა პერსონალმა იცის:
ა) შენობისა და ეზოს უსაფრთხოების საკითხები;
ბ) საევაკუაციო გეგმა;
გ) საგანგებო მდგომარეობის დროს მოქმედების სტრატეგიები.
3. უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელ პერსონალს შეუძლია:
ა) დაწესებულების შენობის, მატერიალური რესურსის უსაფრთხოებაზე ზრუნვა;
ბ) დაწესებულების შენობასა და ეზოში არსებული საფრთხეების განსაზღვრა და შესაბამისი რეაგირება;
გ) დაწესებულების პერსონალისა და ბავშვთა უსაფრთხოებაზე ზრუნვა;
დ) საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ზომების მიღება უსაფრთხოების ნორმების უზრუნველსაყოფად;
ე) საგანგებო მდგომარეობის დროს ბავშვებისა და პერსონალის უსაფრთხოების უზუნველყოფისთვის შესაბამისი მოქმედებების განხორციელება;
ვ) საგანგებო სიტუაციებისთვის პერსონალის მზაობის ხელშეწყობა.
თავი VII
პერსონალის ღირებულებები და ბავშვთა კეთილდღეობაზე ზრუნვა
მუხლი 18🔗. პერსონალის
ღირებულებები
პერსონალი:
ა) ემპათიურია თითოეული ბავშვის, მისი ოჯახისა და თანამშრომლის მიმართ;
ბ) არის ჰუმანური და იჩენს ტოლერანტობას;
გ) ქმნის თანაბარ შესაძლებლობას ყველა ჩართული მხარისთვის;
დ) იცავს ეთიკის ნორმებს ბავშვებთან, ოჯახთან და თანამშრომლებთან ურთიერთობისას;
ე) პასუხისმგებლობით ეკიდება მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს;
ვ) უფლებამოსილების განხორციელებისას არის ორგანიზებული და თვითკრიტიკული;
ზ) გაწონასწორებული და ობიექტურია;
თ) მთავარი ღირებულება თითოეული ბავშვის კეთილდღეობა.
მუხლი 19🔗. ბავშვთა კეთილდღეობაზე ზრუნვა
პერსონალი:
ა) იცავს „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით და მის საფუძველზე მიღებულ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს;
ბ) ქმნის ფიზიკურად და ფსიქიკურად უსაფრთხო და დაცულ გარემოს თითოეული ბავშვისთვის;
გ) ხელს უწყობს თითოეულ ბავშვში ჯანსაღი ცხოვრების წესთან (ჰიგიენასთან, თვითმომსახურებასთან, ჯანსაღ კვებასთან და ა.შ.) დაკავშირებული ჩვევების ჩამოყალიბებას და მათ განმტკიცებას, მათ შორის პირადი მაგალითით;
დ) შეუძლია ძალადობის სხვადასხვა ფორმის ამოცნობა და სათანადო რეაგირება;
ე) ფლობს ინფორმაციას შენობის ევაკუაციის გეგმის, შენობაში განლაგებული სანიტარიული თუ სამედიცინო ინვენტარის შესახებ;
ვ) ბავშვებთან ურთიერთობისას იყენებს პოზიტიური გაძღოლის სტრატეგიებს;
ზ) ხელს უწყობს ბავშვებს შორის და ბავშვებსა და უფროსებს შორის კეთილგანწყობილი, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობის ჩამოყალიბებას, მათ შორის, პირადი მაგალითით;
თ) მართავს საკუთარ ემოციებს და არჩევს მათი გამოხატვის პოზიტიურ ფორმებს.
თავი VIII
პერსონალის პროფესიული გარემო
მუხლი 20🔗. ურთიერთობა
1. პერსონალი წარმატებული პრაქტიკის განხორციელების მიზნით, აქტიურად ურთიერთობს კოლეგებთან, ბავშვის ოჯახთან და სხვა სუბიექტებთან.
2. პერსონალმა იცის კოლეგებთან ეფექტიანი თანამშრომლობის ფორმები.
3. პერსონალი:
ა) თანამშრომლობს კოლეგებთან როგორც დაწესებულების ფარგლებში, ასევე სხვა ადრეული და სკოლამდელი დაწესებულებების პერსონალთან სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესის გასაუმჯობესებლად;
ბ) ხელს უწყობს თანამშრომლებს პროფესიულ განვითარებაში;
გ) ითვალისწინებს ეთიკურ და სამართლებრივ ნორმებს როგორც თანამშრომლებთან, ასევე ბავშვის ოჯახთან ურთიერთობისას;
დ) ურთიერთობებისას იცავს კონფიდენციალობას.
მუხლი 21🔗. პროფესიული განვითარება
1. პერსონალი ზრუნავს საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე და თანამშრომლობს კოლეგებთან პროფესიული ცოდნისა და უნარების განვითარების მიზნით.
2. პერსონალი თვითრეფლექსურია საკუთარი პროფესიული საქმიანობის მიმართ, კრიტიკულად გადაამუშავებს საკუთარ გამოცდილებას, ახდენს საკუთარი ქცევისა და აზროვნების ანალიზს.
3. პერსონალმა იცის, როგორ შეაფასოს საკუთარი საქმიანობის ეფექტიანობა, განაახლოს პროფესიული ცოდნა და გააუმჯობესოს პროფესიული საქმიანობა.
4. პერსონალმა იცის, როგორ გამოიყენოს სხვადასხვა საშუალება და რესურსი პროფესიული ცოდნისა და უნარების განსავითარებლად.
5. პერსონალს შეუძლია გააანალიზოს და საკუთარი პრაქტიკის გაუმჯობესებისთვის გამოიყენოს პროფესიული ლიტერატურა.
თავი IX
პერსონალის მიერ მრავალფეროვნებისა და ინკლუზიის მხარდაჭერა
მუხლი 22🔗. მრავალფეროვნებისა
და
ინკლუზიის
უზრუნველყოფა
პერსონალი:
ა) საკუთარი საქმიანობის განხორციელებისას უზრუნველყოფს მრავალფეროვნების პატივისცემას და თანაბარი ჩართულობის პრინციპების დაცვას;
ბ) პატივს სცემს და საკუთარი პრაქტიკის განხორციელებისას ითვალისწინებს თითოეული ბავშვის განსხვავებულობას, მისი ფიზიკური, შემეცნებითი, სენსორული, სოციალური, ემოციური, ლინგვისტური, ეთნიკური, რასობრივი, რელიგიური, გენდერული თუ სხვა მახასიათებლებით;
გ) დაწესებულების ფარგლებში ხელს უწყობს თანასწორობითი ღირებულებების ჩამოყალიბებასა და სტერეოტიპული დამოკიდებულებების შეცვლას;
დ) საჭიროებისამებრ იყენებს კომუნიკაციის ალტერნატიულ საშუალებებს.
თავი X
გარდამავალი დებულებები
მუხლი 23🔗. გარდამავალი
დებულებები
1) პერსონალის კვალიფიკაციის და გამოცდილების მიმართ ამ დადგენილებით გათვალისწინებული მოთხოვნები დაკმაყოფილებულად ჩაეთვალოთ პირს, რომლებიც ამ დადგენილების ამოქმედების მომენტში მუშაობს დაწესებულებაში შესაბამის პოზიციაზე;
2) მოქმედ ადმინისტრაციულ და სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პერსონალს სავალდებულოდ განესაზღვროთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის მიხედვით გადამზადება.