გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 22.12.2023
ძალაში შესვლა 01.01.2024
გამომცემი ორგანო გორის მუნიციპალიტეტი
ნომერი №51
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.148.016782
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 25/12/2023
დამატებითი მეტამონაცემები (15)
| 1 | იფანი ჩვეულებრივი |
| 2 | იფანი გრძელფოთოლა |
| 3 | ცაცხვი კავკასიური |
| 4 | ცაცხვი პატარფოთოლა (გულფოთოლა) |
| 5 | ცაცხვი უნგრული |
| 6 | ნეკერჩხალი მინდვრის |
| 7 | ნეკერჩხალი მაღალმთის |
| 8 | ნეკერჩხალი - ქორაფი |
| 9 | ნეკერჩხალი - ლეკა |
| 10 | ნეკერჩხალი შაქრის |
| 11 | წითელი ტყემალი |
| 12 | მაღალმთის მუხა |
| 13 | არყის ხე |
| 14 | მტირალა არყის ხე |
| 15 | რადეს არყის ხე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
კასპის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ ადიგენის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №51
2023 წლის 22 დეკემბერი
ქ. გორი
გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის (www.matsne.gov.ge 18/04/2023, დოკუმენტის ნომერი 2738-XIმს-Xმპ) პირველი მუხლის, მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ და „ე“ „ვ“ „ნ“ ქვეპუნქტების, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობების სია“ ამ დადგენილების დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს „გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობები“ წინამდებარე დადგენილების დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული „გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობების სია“ გორის მუნიციპალიტეტის მიერ გამოყენებულ იქნეს:
ა) განაშენიანების დეტალური გეგმის განხილვა/დამტკიცებისას, წარმოსადგენი გამწვანების პროექტის შეთანხმების ფარგლებში;
ბ) მშენებლობის ნებართვის გაცემისას, წარმოსადგენი გამწვანების პროექტის შეთანხმების ფარგლებში;
გ) მუნიციპალიტეტის მიერ მწვანე ინფრასტრუქტურული პროექტების მოწყობის ფარგლებში.
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით რაზმაძე
დანართი №1
გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობების სია
გორის
მუნიციპალიტეტში
გამწვანებისთვის
გამოსაყენებელი
ხე
მცენარეების
სია
№
სახელწოდება
ქართულად
სახელწოდება
ლათინურად
ღეროს
გარშემოწერილობა
სიმაღლე
1
იფანი ჩვეულებრივი
Fraxinus excelsior
14 სმ-დან
3 - 5.5 მ.
2
იფანი გრძელფოთოლა
Fraxinus coriariaefolia
3
ცაცხვი კავკასიური
Tilia caucasica
4
ცაცხვი პატარფოთოლა (გულფოთოლა)
Tilia cordata
5
ცაცხვი უნგრული
Tilia tomentosa
6
ნეკერჩხალი მინდვრის
Acer campestre
7
ნეკერჩხალი მაღალმთის
Acer trautvetteri
8
ნეკერჩხალი - ქორაფი
Acer cappadocicum
9
ნეკერჩხალი - ლეკა
Acer platanoides
10
ნეკერჩხალი შაქრის
Acer saccharum
11
წითელი ტყემალი
Prunus cerasifera 'Pisardii'
12
მაღალმთის მუხა
Quercus macranthera
13
არყის ხე
Betula alba
14
მტირალა არყის ხე
Betula pendula
15
რადეს არყის ხე
Betula raddeana
16
ლიტვინოვის არყის
Betula Litwinowii
17
ჰიმალაის კედარი
Cedrus deodara
18
კავკასიური ფიჭვი
Pinus sylvestris var. hamata
19
ჩვეულებრივი ფიჭვი
pinus sylvestris
20
ვერცხლისფერი ნაძვი
Picea pungens
21
ერთფერა სოჭი
Abies concolor
22
ზღვისპირა ფიჭვი
Pinus pinaster
23
ელდარის ფიჭვი
Pinus eldarica
24
ჰალეპოს ფიჭვი
Pinus halepensis
25
იტალიური ფიჭვი
Pinus pinea
26
კავკასიური სოჭი
Abies nordmanniana
27
კვიპაროზი მარადმწვანე პირამიდალური
Cupressus sempervirens pyramidalis
28
კვიპაროზი მარადმწვანე ჰორიზონტალური
Cupressus sempervirens horizantalis
29
არიზონული კვიპაროზი
Cupressus arizonica
30
ლეილანდიის კვიპაროზი
cupressus leylandii
31
ჰიმალაის მელია
Melia azedarach
32
გინკო ბილობა
Ginkgo Biloba
33
იმერული მუხა
Quercus imeretina
34
ქართული მუხა
Qurcus macranthra
35
ძელქვა
Zelkova carpinifolia
36
მაგნოლია
Magnolia grandiflora
37
ცხენისწაბლი
Aesculus hippocastanum
38
მტირალა ტირიფი
Salix babilonica
39
ნეკერჩხალი დიადი ბოყვი
Acer velutinum
40
კოლხური მუხა
Quercus
hartwissiana
41
მტირალა ტირიფი
Salix babylonica
42
აკაკი კავკასიური
Celtis caucasica
43
აკაკი სამხრეთული
Celtis australis
44
ლაფანი
Pterocarya fraxinifolia
45
არღავანი
( იუდას ხე)
ercis siliquastrum
46
საკმლის ხე (საღსაღაჯი) ველური ფორმა
Pistacia mutica
47
აღმოსავლური ჭადარი
Platanus orientalis
48
ეუკომია
Eucommia ulmoides
#
ბუჩქები, მცირე ზომის ხეები
49
ფოტინია
Photinia serulata Red robini
1 მ-დან
50
პალმისებური ნეკერჩხალი
Acer palmatum
51
იაპონური ნეკერჩხალი
Acer japonica
52
იაპონური აუკუბა
Aucuba japonica
53
ტუნბერგის კოწახური
Berberis thunbergii
54
ნაზი კოწახური
Berberis levis
55
მანდარინი
Citrus reticulata -
56
მანდარინი
Cornus controversa
57
იაპონური გრაკლა
Spiraea japonica
0.8 მ-დან
58
დიდფოთოლა აბელია
Abelia grandiflora
59
ბუდლეა
Buddleja davidii
1.2 მ-დან
60
ინდური როდოდენდრონი
Rhododendro indica
1 მ-დან
61
ევროპული ჭყორი
Ilex aquifolium
დანართი №2
გორის
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობები
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების მიზანია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტორული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით“ განსაზღვრული განაშენიანების დეტალური გემის ფარგლებში და მშენებლობის ნებართვის გაცემის ფარგლებში შესათანხმებელი გამწვანების პროექტთან დაკავშირებული მოთხოვნების განსაზღვრა. აგრეთვე მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებით გათვალისწინებული დაგეგმილი გამწვანების (რომელშიც აღწერილია სავარაუდო გამწვანების პროექტი) დაკავშირებული მოთხოვნების განსაზღვრა.
2. ამ დადგენილების მოქმედება ვრცელდება „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტორული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით“ გათვალისწინებულ გამწვანების პროექტზე, გარდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისა და იმ ფუნქციური ზონისა, რომელშიც გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი განსაზღვრული არ არის.
3. გამოყენებულ ტერმინებს აქვთ „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტორული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ მე-3 მუხლით განსაზღვრული მნიშვნელობა.
მუხლი 2🔗. განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის ეტაპზე დასამუშავებელი გამწვანების ზოგადი პროექტი
1. განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის დამტკიცების ეტაპზე წარსადგენი გამწვანების ზოგადი პროექტი უნდა მოიცავდეს დაგეგმილი გამწვანების შესახებ ზოგად მონაცემებს.
2. გამწვანების ზოგადი პროექტის შეთანხმების პირობები
ა) გამწვანების ზოგადი პროექტის ეტაპზე წარმოდგენილ უნდა იქნას მწვანე ნარგავების აღწერისა და მათი ხარისხობრივი შეფასების შესახებ გაცემული საექსპერტო დასკვნა, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს ამ დადგენილების მე-3 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ პირობებს;
ბ) გამწვანების ზოგადი პროექტი უნდა მოიცავდეს საპროექტო ტოპოგრაფიულ გეგმას, რომელზეც დატანილი უნდა იქნას გასამწვანებელი არეალები;
გ) გამწვანების ზოგადი პროექტის ეტაპზე წარმოდგენილ უნდა იქნას პროექტის განხორციელებისთვის ხელისშემშლელი მოსაჭრელი/გადასარგავი მწვანე ნარგავების შესახებ ინფორმაცია ცხრილის სახით, საპროექტო არეალში შემავალი თითოეული მიწის ნაკვეთისთვის ცალ-ცალკე;
დ) მოსაჭრელი/გადასარგავი მწვანე ნარგავები შესაბამისი ნუმერაციითა და პირობითი აღნიშვნებით დატანილ უნდა იქნას საპროექტო ტოპოგრაფიულ გეგმაზე;
ე) პროექტის განხორციელებისთვის ხელისშემშლელი მოსაჭრელი, ჯანსაღი, ღირებული მწვანე ნარგავების რაოდენობა არ უნდა აჭარბებდეს ტერიტორიაზე არსებული ჯანსაღი ღირებული მწვანე ნარგავების 25 %-ს;
ვ) გამწვანების ზოგად პროექტში მითითებული უნდა იყოს დაგეგმილი ფუნქციური ზონის შესაბამისი გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი/ები შესაბამის საანგარიშო ფართობ(ებ)თან ერთად.
მუხლი 3🔗. განაშენიანების დეტალური გეგმით გათვალისწინებული გამწვანების პროექტი
1. განაშენიანების დეტალური გეგმით გათვალისწინებული გამწვანების პროექტი შედგენილი უნდა იყოს მიწის ნაკვეთის ფუნქციური ზონირების შესაბამისად, გარდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისა და იმ ფუნქციური ზონისა, რომელშიც გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი განსაზღვრული არ არის.
2. გამწვანების პროექტით გათვალისწინებული უნდა იყოს:
ა) გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი შესაბამის საანგარიშო ფართობთან ერთად, რომლის ათვისებაც ტერიტორიაზე უნდა განხორციელდეს მწვანე ნარგავებით;
ბ) გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობა და დახასიათება (მათ შორის, ხნოვანება, გარშემოწერილობა, სიმაღლე);
გ) არსებული, გადასარგავი და საპროექტოდ დასარგავი მწვანე ნარგავების გაშენების არეალი.
დ) გამწვანების პროექტის დასრულების თარიღი;
ე) გაშენებული მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელი პირი;
ვ) ფოტომონტაჟის სახით მოცემული გამწვანების პროექტის გამოსახულება;
ზ) დამატებითი საინფორმაციო დაფის ამსახველი ფოტოსურათები, რომელზედაც მითითებულია ინფორმაცია სამშენებლო ობიექტზე გამწვანების მინიმალური კოეფიციენტით განსაზღვრული ფართობის ათვისების, გამწვანების პროექტის ძირითადი ასპექტებისა და პარამეტრების შესახებ.
3. გამწვანების პროექტის ფარგლებში დასარგავი მწვანე ნარგავების სახეობები უნდა შეირჩეს ამ დადგენილების დანართი №1-ის გათვალისწინებით, გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი პრიორიტეტული ხე-მცენარეების სიიდან.
4. გამწვანების პროექტი უნდა მოიცავდეს საპროექტო ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების აღწერისა და მათი ხარისხობრივი შეფასების შესახებ გაცემულ საექსპერტო დასკვნას.
5. მწვანე ნარგავების აღწერისა და მათი ხარისხობრივი შეფასების შესახებ გაცემული საექსპერტო დასკვნა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
ა) გაცემული უნდა იყოს შესაბამისი ექსპერტის მიერ.
ბ) შედგენილი უნდა იყოს „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტორული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ მე-3 მუხლით გათვალისწინებული ტერმინების გამოყენებით;
6. მწვანე ნარგავების ხარისხობრივ შეფასებაზე გაცემულ საექსპერტო დასკვნაში მითითებული უნდა იქნეს შემდეგი ინფორმაცია:
ა) მწვანე ნარგავების შესწავლისა და დასკვნის გაცემის თარიღი, ადგილი (მისამართი, საკადასტრო კოდი) და საფუძველი;
ბ) ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების საერთო რაოდენობა და შეფასებული მწვანე ნარგავების რაოდენობა;
გ) კვლევის ჩატარების მეთოდი;
დ) ინფორმაცია მწვანე ნარგავების სახეობის, მდგომარეობის, დიამეტრის (მიწის ზედაპირიდან 10 სმ სიმაღლეზე) და საჭიროების შემთხვევაში ხნოვანების თაობაზე;
ე) მწვანე ნარგავების ნუმერაციის მიხედვით კვლევის ამსახველი ფერადი ფოტო-მასალა, რომელზეც თვალსაჩინოდ უნდა ჩანდეს საპროექტო ტერიტორიაზე აღწერილი თითოეული მწვანე ნარგავის ხარისხობრივი მდგომარეობა (როგორც ღერო, ასევე ვარჯი) და საექსპერტო დასკვნის შესაბამისად მინიჭებული ნუმერაცია.
ვ) დაავადებული/წვერხმელი მწვანე ნარგავების შემთხვევაში დასკვნას უნდა ერთვოდეს ლაბორატორიული კვლევის ამსახველი დოკუმენტი, ასეთის საჭიროებისას და დასაბუთება იმის თაობაზე, ექვემდებარება თუ არა აღნიშნული ხე-მცენარე გამოჯანსაღებას;
ზ) ჯანსაღი მწვანე ნარგავების შემთხვევაში ექსპერტის დასაბუთებული არგუმენტაცია ხე-მცენარის გადარგვისა და მისი გახარების შესაძლებლობის თაობაზე.
თ) წვერხმელი მწვანე ნარგავების შემთხვევაში - მწვანე ნარგავის რა ნაწილია ხმელი.
ი) საექსპერტო დასკვნა უნდა მოიცავდეს ტოპოგრაფიულ გეგმას, რომელზეც დატანილი უნდა იყოს საპროექტო ობიექტების სქემა (შენობა-ნაგებობები, გზა, პარკინგი, და სხვა) და საექსპერტო დასკვნაში აღწერილი მწვანე ნარგავები შესაბამისი ნუმერაციით, ასევე, ტოპოგრაფიულ გეგმაზე აღნიშნული უნდა იყოს საპროექტო შენობასა და მწვანე ნარგავებს შორის არსებული მანძილები.
მუხლი 4🔗. მშენებლობის ნებართვის მისაღებად წარდგენილი სანებართვო განაცხადისთვის თანდართული გამწვანების პროექტი
1. მშენებლობის ნებართვის მისაღებად წარდგენილი გამწვანების პროექტი უნდა მოიცავდეს:
ა) განაშენიანების დეტალური გეგმის არსებობის შემთხვევაში − ამ გეგმის ფარგლებში შეთანხმებულ გამწვანების პროექტს;
ბ) გამწვანების მინიმალური კოეფიციენტით განსაზღვრულს ფართობს, გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობას და დახასიათებას (მათ შორის, ხნოვანება, გარშემოწერილობა, სიმაღლე), გამწვანების პროექტის დასრულების თარიღს, გაშენებული მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობისთვის პასუხისმგებელ პირს, ფოტომონტაჟის სახით მოცემულ გამწვანების პროექტის გამოსახულებას.
გ) დამატებითი საინფორმაციო დაფის ამსახველ ფოტოსურათებს, რომელზედაც მითითებულია ინფორმაცია სამშენებლო ობიექტზე გამწვანების მინიმალური კოეფიციენტით განსაზღვრული ფართობის ათვისების, გამწვანების პროექტის ძირითადი ასპექტებისა და პარამეტრების შესახებ.
2. ეს მუხლი არ ვრცელდება ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებსა და იმ შენობა-ნაგებობების არქიტექტურულ პროექტებზე, რომელთა შეთანხმებაც მოთხოვნილია მიწის ნაკვეთის იმ ფუნქციურ ზონაში, რომელშიც გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი განსაზღვრული არ არის.
3. სამშენებლო ნებართვის მფლობელმა, ნებართვის დადგენილი წესით გაცემიდან 10 დღის ვადაში არსებული საინფორმაციო დაფის გვერდით უნდა განათავსოს სხვა, დამატებითი საინფორმაციო დაფა, რომელზედაც უნდა მიეთითოს ინფორმაცია სამშენებლო ობიექტზე გამწვანების მინიმალური კოეფიციენტით განსაზღვრული ფართობის ათვისების, გამწვანების პროექტის ძირითადი ასპექტებისა და პარამეტრების შესახებ (გარდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისა და იმ შენობა-ნაგებობების არქიტექტურული პროექტებისა, რომელთა შეთანხმებაც მოთხოვნილია მიწის ნაკვეთის იმ ფუნქციურ ზონაში, რომელშიც გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი განსაზღვრული არ არის), კერძოდ:
ა) გამწვანების მინიმალური კოეფიციენტით განსაზღვრული ფართობი;
ბ) გამწვანების პროექტის შეთანხმების თარიღი;
გ) გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობა და დახასიათება (მათ შორის, ხნოვანება, გარშემოწერილობა, სიმაღლე);
დ) გამწვანების პროექტის დასრულების თარიღი;
ე) ინფორმაცია გაშენებული მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობისთვის პასუხისმგებელი პირის შესახებ;
ვ) გაშენებული მწვანე ნარგავების მოვლის ხანგრძლივობა;
ზ) შეთანხმებული გამწვანების პროექტის მაკეტი ან/და გამოსახულება ფოტომონტაჟის სახით.
მუხლი 5🔗. მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებით გათვალისწინებული დაგეგმილი გამწვანების პროექტი
1. მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებით გათვალისწინებულია დაგეგმილი გამწვანების პროექტის წარდგენა, მასში უნდა აღიწეროს სავარაუდო გამწვანების პროექტი.
2. დაგეგმილი გამწვანების პროექტი უნდა მოიცავდეს:
ა) ინფორმაციას დაგეგმილი გამწვანების შესახებ, რომელშიც აღწერილია სავარაუდო გამწვანების პროექტი. გარდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისა;
ბ) ექსპერტის დასკვნას მიწის ნაკვეთზე არსებული მწვანე ნარგავის/ნარგავების აღწერისა და ხარისხობრივი შეფასების შესახებ;
გ) ტოპოგრაფიულ გეგმას, რომელზედაც აღნიშნულია მწვანე ნარგავები ექსპერტის დასკვნით მინიჭებული ნომრების მიხედვით.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები არ მოითხოვება იმ ფუნქციურ ზონაზე, რომელშიც გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი განსაზღვრული არ არის.