📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამების განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის, თანადაფინანსებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამებით განსაზღვრული ღონისძიებების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 27.12.2023
გამომცემი ორგანო ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №86
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.123.016678
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/12/2023
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,331 სიტყვა · ~12 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (4)
ამხანაგობა
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ  მრავალბინიან სახლში მდებარე საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი, მათ შორის, კომერციული მიზნებისათვის გამოყენებული ფართების მესაკუთრეთა გაერთიანება, რომელიც დაფუძნებულია „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად და აღრიცხულია ამ წესის შესაბამისად
მუხლი 3
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელმშეწყობი პროგრამა
ამ წესით განსაზღვრული ქმედებების ერთობლიობა, რომელიც ამხანაგობების განვითარებისა და შემდგომ, ფინანსურად დამოუკიდებელ სუბიექტებად ჩამოყალიბების მიზნით მოიცავს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში ამხანაგობების მხარდაჭერისა და დაფინანსების წესსა და პირობებს
მუხლი 3
წესდება
„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული  ამხანაგობის წესდება, რომელიც დამატებით უნდა აკმაყოფილებდეს ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს
მუხლი 3
ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების ექსპლოატაცია
ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების ფუნქციური გამართულობისა და გამართული ფიზიკურ–ტექნიკური მდგომარეობის უზრუნველყოფისაკენ მიმართული ქმედებები.
მუხლი 3
დამატებითი მეტამონაცემები (9)
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
ღონისძიების დასახელება
1. მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მცხოვ­რე­ბ­თათვის სხვადასხვა სახეობის მასალის შეძენა-გადაცემა
4. მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ლიფტების სრული რეაბილიტაცია
5. მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებისათვის დაზიანებული კანალიზაციის სისტემების რეა­ბი­ლიტაცია და საცხოვრებელ სახლებში არსებული დაზიანებული წყლის წოლანა მილების შეცვლა
6. მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებისათვის წყალ­საწრეტი მილების და პარაპეტების რეა­ბი­ლიტაცია
8. სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ავარიული სახურავების გადახურვა
9. თავისუფალი ინიციატივები
10. მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სარდაფებში დამდგარი წყლის ამოსატუმბი მოწყობილობების შეძენა-გადაცემა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამების განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის, თანადაფინანსებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 16.06.2023 ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის, თანადაფინანსებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 27.05.2021 ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის, თანადაფინანსებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 28.03.2018 აბაშის მუნიციპალიტეტში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის, თანადაფინანსებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 24.12.2019 ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის, თანადაფინანსებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 28.10.2016

დოკუმენტის ტექსტი

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამების განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის, თანადაფინანსებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამებით განსაზღვრული ღონისძიებების დამტკიცების შესახებ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №86 2023 წლის 27 დეკემბერი ქ. ქუთაისი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამების განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის, თანადაფინანსებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამებით განსაზღვრული ღონისძიებების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 61-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამების განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის, თანადაფინანსებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესი №1 დანართის შესაბამისად. (დანართი №1 დადგენილებას თან ერთვის) მუხლი 2🔗 დამტკიცდეს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამებით განსაზღვრული ღონისძიებები №2 დანართის შესაბამისად.  (დანართი №2 დადგენილებას თან ერთვის) მუხლი 3🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამების განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის, თანადაფინანსებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამებით განსაზღვრული ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 თებერვლის №41 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 09.03.2018, №190020020.35.123.016444). მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეირაკლი შენგელია დანართი №1 ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამების განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის, თანადაფინანსებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესი თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამების განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის, თანადაფინანსებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესი (შემდგომ, წესი) განსაზღვრავს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის შესაბამისი წლის ბიუჯეტით დამტკიცებული „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წევრთა  საერთო ქონების ექსპლოატაციისა და განვითარებისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაფინანსებისა და „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ამხანაგობების აღრიცხვის პროცედურებს. 2. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ურთიერთობა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიასთან წესრიგდება „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების შესახებ“ საქართველოს კანონის, წინამდებარე წესისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 3. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამის (შემდგომ, პროგრამა) ფარგლებში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წევრთა საერთო ქონების ექსპლოატაციისა და განვითარებისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოების  დაფინანსების თხოვნით, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიისათვის განცხადებით მიმართვის უფლება აქვს ამ წესის მიხედვით აღრიცხვაზე მყოფ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობას (შემდგომ, ამხანაგობა). მუხლი 2🔗. წესის მიზანი ამ წესის მიზანია: ა) პროგრამის განხორციელების რეგულირება, რომელიც გულისხმობს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარებისა და შემდგომ, ფინანსურად დამოუკიდებელ სუბიექტებად ჩამოყალიბების მიზნით, ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ სხვადასხვა ტიპის, მათ შორის, ფინანსურ მხარდაჭერას; ბ) „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის/აღრიცხვიდან მოხსნის პირობების  განსაზღვრა. მუხლი 3🔗. ტერმინთა განმარტება 1. ამ წესში გამოყენებული ტერმინები განიმარტება „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თუ ამ წესით სხვა რამ არ არის დადგენილი. 2. ამ წესის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ამხანაგობა – ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ  მრავალბინიან სახლში მდებარე საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი, მათ შორის, კომერციული მიზნებისათვის გამოყენებული ფართების მესაკუთრეთა გაერთიანება, რომელიც დაფუძნებულია „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად და აღრიცხულია ამ წესის შესაბამისად; ბ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელმშეწყობი პროგრამა – ამ წესით განსაზღვრული ქმედებების ერთობლიობა, რომელიც ამხანაგობების განვითარებისა და შემდგომ, ფინანსურად დამოუკიდებელ სუბიექტებად ჩამოყალიბების მიზნით მოიცავს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში ამხანაგობების მხარდაჭერისა და დაფინანსების წესსა და პირობებს; გ) წესდება„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული  ამხანაგობის წესდება, რომელიც დამატებით უნდა აკმაყოფილებდეს ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს; დ)  ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების ექსპლოატაცია – ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების ფუნქციური გამართულობისა და გამართული ფიზიკურ–ტექნიკური მდგომარეობის უზრუნველყოფისაკენ მიმართული ქმედებები. მუხლი 4🔗. ამხანაგობის აღრიცხვაზე აყვანისა და პროგრამის ფარგლებში დაფინანსებაზე გადაწყვეტილების მიმღები უფლებამოსილი ორგანო მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესის შესაბამისად, ამხანაგობის აღრიცხვაზე აყვანისა და პროგრამის ფარგლებში დაფინანსებაზე გადაწყვეტილების მიმღებ უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული – მუნიციპალური და საბინაო ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური (შემდგომ, სამსახური). თავი II ამხანაგობის აღრიცხვა მუხლი 5🔗. ამხანაგობის აღრიცხვა 1. ამხანაგობის აღრიცხვაზე დადგომის მიზნით, ამხანაგობის თავმჯდომარე განცხადებით მიმართავს  ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურს და წარუდგენს შემდეგ დოკუმენტაციას: ა) ნოტარიულად დამოწმებული ამხანაგობის საერთო კრების ოქმის დედანი; ბ) ამხანაგობის ნოტარიულად დამოწმებული წესდება (ასეთის არსებობის შემთხვევაში); გ) ამხანაგობის წევრთა სრული სია სახელის, გვარის, ბინისა და ტელეფონის ნომრების მითითებით; დ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული საერთო კრებაზე გადაწყვეტილების მიმღები ამხანაგობის წევრთა ხელმოწერები, წევრთა სახელის, გვარისა და პირადი ნომრების მითითებით; ე) ამხანაგობის თავმჯდომარედ მოწვეული მმართველის არჩევის შემთხვევაში, ამხანაგობასა და მოწვეულ მმართველს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ნოტარიულად დამოწმებული დედანი/ასლი; ვ) საჯარო რეესტრის ამონაწერი, რომელიც ადასტურებს ამხანაგობის თავმჯდომარის მიერ, იმ მრავალბინიან სახლში ბინის მესაკუთრედ ყოფნის ფაქტს, რომელშიც აირჩიეს თავმჯდომარედ; ზ) ამხანაგობის თავმჯდომარედ მოწვეული მმართველის არჩევის შემთხვევაში, იმ ბინის მესაკუთრის საჯარო რეესტრის ამონაწერი, რომელმაც ამხანაგობის სახელით, ხელშეკრულება გაუფორმა მოწვეულ მმართველს; თ) ამხანაგობის თავმჯდომარის ცვლილების შემთხვევაში, ამ პუნქტის „ე“, „ვ“, „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტები. 2. ერთი მიწის ნაკვეთზე განთავსებულ მრავალბინიან სახლში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ყველა წევრის მიერ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, ერთი ან რამდენიმე სადარბაზოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის აღრიცხვისათვის, ამ მუხლის პირველ პუნქტში გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, ამხანაგობა წარადგენს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის თანხმობას.   3. მომიჯნავე მიწის ნაკვეთებზე მდებარე რამდენიმე მრავალბინიანი სახლის, ყველა ბინის მესაკუთრის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე ერთი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის აღრიცხვისათვის, ამ მუხლის პირველ პუნქტში გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, ამხანაგობა წარადგენს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის თანხმობას. 4. საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ თანახმად, შესაბამისი სამსახური იღებს გადაწყვეტილებას ამხანაგობის   აღრიცხვის ან  აღრიცხვაზე უარის თქმის შესახებ, რომლის საფუძველზეც საჭიროების შემთხვევაში გასცემს აღრიცხვის   ფურცელს. 5. აღრიცხვის ფურცელი უნდა შეიცავდეს შემდეგ სავალდებულო რეკვიზიტებს: ა) ამხანაგობის დასახელებას; ბ) ამხანაგობის მისამართს; გ) ამხანაგობის საიდენტიფიკაციო ნომერს; დ) ამხანაგობის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის (თავმჯდომარის) ვინაობას; ე) ამხანაგობის თავმჯდომარის პირად ნომერს; ვ) ინფორმაციას აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილების შეტანის შესახებ (საჭიროების შემთხვევაში); ზ) სხვა დოკუმენტაციას, რომელიც ადასტურებს ამხანაგობის სააღრიცხვო დოკუმენტაციაში (ამხანაგობის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების ერთობლიობა, რომლის საფუძველზეც მოხდა ამხანაგობის აღრიცხვა და/ან აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანა) არსებული მონაცემების ცვლილებას. 6. სამსახური, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ შესაბამისად, განიხილავს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ე“, „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ წარმოდგენილ დოკუმენტებს და გამოაქვს გადაწყვეტილება ამხანაგობის აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანის ან ცვლილებების შეტანაზე უარის თქმის შესახებ. 7. ამხანაგობის აღრიცხვასა და აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების განხორციელებაზე უარის თქმის საფუძვლებს წარმოადგენს: ა) წინამდებარე წესის ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ე“, „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტების სამსახურში წარუდგენლობა ან წარდგენილ დოკუმენტებში ისეთი არაზუსტი მონაცემების მითითება, რომელიც გამორიცხავს აღნიშნული დოკუმენტაციის საფუძველზე ამხანაგობის აღრიცხვას ან აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების განხორციელებას; ბ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. მუხლი 6🔗. ამხანაგობის საერთო კრების ოქმი 1. ამხანაგობის საერთო კრების ოქმში მითითებული უნდა იყოს:    ა) ამხანაგობის მისამართი; ბ) ამხანაგობის სახელწოდება; გ) ამხანაგობის კრების გამართვის ადგილი, თარიღი და დრო; დ) ამხანაგობის კრების თავმჯდომარის სახელი და გვარი; ე) მრავალბინიან სახლში ბინათა საერთო რაოდენობა; ვ) ამხანაგობის კრებაზე დამსწრე წევრთა საერთო რაოდენობა; ზ) დღის წესრიგი; თ) საერთო კრების მიერ მიღებული გადაწყვეტილება; ი) გადაწყვეტილების მიღების მომხრეთა საერთო რაოდენობა; კ) გადაწყვეტილების მიღების მოწინააღმდეგეთა საერთო რაოდენობა; ლ) ამხანაგობის თავმჯდომარის (ან მოწვეული მმართველის) არჩევის შემთხვევაში, ამხანაგობის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადა. 2. ამხანაგობის კრების ოქმს ადგენს და ხელს აწერს კრების თავმჯდომარე. მუხლი 7🔗. ამხანაგობის აღრიცხვიდან მოხსნის წესი: ამხანაგობა აღრიცხვიდან მოიხსნება: ა) სააღრიცხვო დოკუმენტაციაში ისეთი არაზუსტი მონაცემების მითითების შემთხვევაში, რომელიც გამორიცხავს ამხანაგობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერებას; ბ) სასამართლოს მიერ ამხანაგობის იმ კრების ოქმის ბათილად ცნობის შემთხვევაში, რომლის საფუძველზეც განხორციელდა ამხანაგობის აღრიცხვა ან აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანა; გ) სხვა ამხანაგობასთან გაერთიანების შემთხვევაში; დ) „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ამხანაგობის ლიკვიდაციის შემთხვევაში; ე) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. თავი III ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამები მუხლი 8🔗. ამხანაგობის განვითარება 1. სამსახურის მიერ დაგეგმილი ამხანაგობების ხელშემწყობ პროგრამაში მონაწილეობის თაობაზე, ამხანაგობებმა განცხადება უნდა წარადგინონ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ სავალდებულო მონაცემებს: ა) თავფურცელს, რომელშიც ასახული იქნება ინფორმაცია განმცხადებელი ამხანაგობის შესახებ; ბ) პრობლემის არსს, რომლის გადაჭრისკენაც არის მიმართული ამხანაგობის განცხადება; გ) საპროექტო ორგანიზაციის მიერ მომზადებულ შესასრულებელი სამუშაოების ტექნიკურ  დოკუმენტაციას (საჭიროების შემთხვევაში), რომელიც სრულყოფილად უნდა პასუხობდეს საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების წესებს. 2. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიისადმი, არსებულ პროგრამებში  მონაწილეობის მიზნით, განცხადებით მიმართვის უფლება აქვს აღრიცხვაზე მყოფ ამხანაგობას. 3. ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების ექსპლუატაციისა და განვითარების მიზნით, სამსახური განიხილავს ამხანაგობის განცხადებას საერთო ქონების ექსპლოატაციისა და განვითარებისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაფინანსების თაობაზე. 4. ამხანაგობების ინსტიტუციური განვითარებისა და თვითკმარ სუბიექტად ჩამოყალიბების მიზნით, მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია ხელი შეუწყოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებს ინსტიტუციურ, ეკონომიკურ განვითარებას და  მხარი დაუჭიროს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ასოციაციების განვითარებას სხვადასხვა აქტივობებით. მუხლი 9🔗. პროგრამებით გათვალისწინებული ღონისძიებების თანადაფინანსების წესი პროგრამებით გათვალისწინებული ღონისძიებების თანადაფინანსება ხორციელდება შემდეგი წესით: ა) ამხანაგობები, რომლებიც გამოთქვამენ სურვილს მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მცხოვრებთათვის სხვადასხვა სახეობის გადასახური მასალის შეძენა-გადაცემაზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინონ განცხადება, რომელსაც უნდა დაერთოს საპროექტო ორგანიზაციის მიერ დამზადებული ხარჯთაღრიცხვა (გადასახური ჰიდროსაიზოლაციო მასალა მინაქსოვილზე ნაფხვენით, მოთუთიებული გოფრირებული და ფურცლოვანი თუნუქის რაოდენობა და განფასება) და ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული ღირებულების პროცენტული ოდენობის დამადასტურებელი საბანკო გარანტია (საგარანტიო უზრუნველყოფის ფორმა – ორიგინალი). ექვსსართულიანი და ექვსსართულიანზე დაბალი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები წარმოადგენენ სახარჯთაღრიცხვო თანხის 30%-ის, ხოლო ექვსსართულიანზე მაღალი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ამხანაგობები კი – 50%-ის გადახდის დამადასტურებელ საბანკო გარანტიებს, აღნიშნული საბანკო გარანტია ამხანაგობებს დაუბრუნდებათ ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული გადასახური მასალის სრულად და მიზნობრივად გამოყენების შემდგომ, მინდობილი პირის მიერ, სამსახურში განცხადების წარმოდგენიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში, ხოლო იმ საცხოვრებელი სახლების გადახურვის, რომელთა ბოლო სართულებზე ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ განხორციელდა ან განხორციელდება დაშენებისა და გადახურვის სამუშაოები და წარმოადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებას, სახურავის დაზიანების შემთხვევაში, სრულ რეაბილიტაციას უზრუნველყოფს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია ერთჯერადად; ბ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისათვის საბანკო გარანტიის გაცემასთან დაკავშირებულ მომსახურების ხარჯებს აანაზღაურებს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია იმ შემთხვევაში, თუ, აღნიშნული მომსახურების თანხა არ აღემატება ამხანაგობების მიერ საბანკო ანგარიშზე საგარანტიოდ განსათავსებელ თანხას. წინააღმდეგ შემთხვევაში, თანხას იხდის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა; გ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამებით განსაზღვრულ ღონისძიებებში მონაწილეობისათვის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მხრიდან წარმოსადგენი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის დამზადების ღირებულებას სრულად იხდის განაცხადის შემომტანი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა; დ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მიერ წარმოდგენილ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით განსაზღვრული სამუშაოების ჩატარებას დააფინანსებს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია წინამდებარე დადგენილების №2 დანართით განსაზღვრული წილობრივი მონაცემების შესაბამისად; ე) იმ ამხანაგობის საბანკო ანგარიშზე სადანახარჯო შენატანების განთავსების თაობაზე, რომლის წევრებიც არიან  დევნილები და რომელთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა განხორციელდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამხანაგობამ შესაძლოა წარადგინოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ადმინისტრაციული დაპირება. ვ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობ პროგრამებში (მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მცხოვრებთათვის დაზიანებული სახურავის (ბრტყელი, ქანობიანი) კაპიტალურად შეკეთება და მაღლივი საცხოვრებელი სახლების ლიფტების რეაბილიტაცია) მონაწილე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განცხადებებს, რიგითობის გათვალისწინებით, განიხილავს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შექმნილი „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების საბინაო ინფრასტრუქტურაში (ლიფტი, სახურავი) არსებული პრობლემების შემსწავლელი  კომისია“ და კომისის მიერ, ადგილზე მდგომარეობის შესწავლისას მიიღება გადაწყვეტილება სარეაბილიტაციო ობიექტის პრიორიტეტულობის შესახებ. ზ)  სამსახურის მიერ თანადაფინანსებაზე თანხმობის მიცემის შემდეგ, ამხანაგობის თავმჯდომარე ან მის მიერ მინდობილი პირი ვალდებულია, სამსახურის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში, სამსახურში წარადგინოს პროექტით გათვალისწინებული სავალდებულო წილის გადახდის დამადასტურებელი საბანკო ქვითარი. მუხლი 10🔗. ამხანაგობების მიერ შემოტანილი  განცხადებების დაუკმაყოფილებლობის მიზეზები განცხადება არ დაკმაყოფილდება, თუ: ა) ჩასატარებელი სამუშაოების მაღალი ღირებულებიდან გამომდინარე, მისი დაფინანსება მიზანშეუწონელია (აღნიშნულ შემთხვევაში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მიერ წარმოდგენილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით განსაზღვრული სამუშაოების დაფინანსება გადაწყდება ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ); ბ) წარმოდგენილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია შედგენილია არასრულფასოვნად; გ) გარდა გარკვეული შემთხვევებისა, განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი ღონისძიების თანადაფინანსების პროექტი განხორციელებულია ბოლო ხუთი წლის განმავლობაში (მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ლიფტების სრული რეაბილიტაცია - ათი წლის განმავლობაში); დ) თანადაფინანსებით განსაზღვრული დასაფინანსებელი ღონისძიებების მუხლში მიმდინარე წლის ბიუჯეტით გამოყოფილი თანხები ამოიწურა. დანართი №2 ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამებით განსაზღვრული ღონისძიებები № ღონისძიების დასახელება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია/ სახარჯთაღრიცხვო ღირებულების პროცენტული წილი 1. მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მცხოვ­რე­ბ­თათვის სხვადასხვა სახეობის მასალის შეძენა-გადაცემა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ვალდებულია წარ­მოა­დგი­ნოს სრულყოფილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დო­კუმენტაცია, ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული ღირებულების პრო­ცენ­ტული ოდენობის დამადასტურებელი საბანკო გა­რა­ნ­­ტიის დედანი: 1-დან 6 სართულის ჩათვლით -30%, 6 სარ­თულ­ზე ზევით - 50%. საგარანტიო თანხა ბინათ­მესა­კუთ­რე­თა ამხანაგობას უბრუნდება მასალის სრულად და მიზ­ნობ­რი­ვად გამოყენების ამსახველი დოკუმენტის (ამხანაგობასა და ადმინისტრაციულ ერთეულს შორის გაფორმებული აქ­ტი)  წარმოდგენიდან 7 სამუშაო დღეში. გადასახური მასალის ღირებულების 100%-იან დაფი­ნან­სე­ბას უზრუნველყოფს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია 2. მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მცხოვ­რე­ბ­თათვის დაზიანებული სახურავის (ბრტყელი, ქა­ნო­­ბიანი) კაპიტალურად შეკეთებისთვის ჩასა­ტა­რე­ბე­ლი სამუშაოები, რომელიც გულისხმობს ბრტ­ყე­ლი გადახურვის შემთხვევაში დაზიანებული სახუ­რა­ვის სრულ დემონტაჟს, ცემენტის რთული ხსნა­რით მოსწორებას (მოჭიმვას), ორი ფენა ჰიდრო­საი­ზო­ლაციო მასალით სახურავის მოწყობას (სახუ­რა­ვის რეაბილიტაციის სამუშაოები არ განხორ­ციე­ლდე­ბა ვიდრე ის არ გათავისუფლდება წყლის ავზე­ბი­დან და სხვა მოწყობილობებიდან). ქა­­ნო­ბი­ანი სახურავის შემთხვევაში გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული ხის მასალის შეცვლა (სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასა­მარ­თ­ლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან სხვა აკრე­დი­ტირებული პირის მიერ გაცემული დასკვნის გათ­ვა­ლიწინებით), გადახურვის სრული დემონტაჟი, ახლით მონტაჟი მოთუთიებული თუნუქის საფარით, საჭიროების შემთხვევაში. სავენტილაციო და საბუხრე არხების აგურის წყობის აღდგენა და შემოსვა ფურცლოვანი თუნუქით. (ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა მომდევნო 5 წლის განმავლობაში ვერ ისარგებლებს გადახურვის პროგრამით) საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის დამზა­დე­ბას უზრუნველყოფს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მე­რია საკუთარი ხარჯებით. რიგითობის გათვალისწინებით დოკუმენტაციას განი­ხი­ლა­ვს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდე­ბა­რე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების საბინაო ინ­ფრ­ა­­სტრუქტურაში (ლიფტი, სახურავი) არსებული პრობ­ლე­მების შემსწავლელი  კომისია და კომისის მიერ ადგილზე მდ­გო­მარეობის შესწავლისას სახურავის ავარიულობის გათ­ვა­ლისწინებით მიიღება გადაწყვეტილება სარეაბილიტაციო ობიექტის პრიორიტეტულობის შესახებ. კომისია უფლებამოსილია პირველ ეტაპზე გადაამოწმოს 2022 წელს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მიერ შემო­ტა­ნი­ლი განცხადებების საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მერიის მიერ შესყიდული საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია და საჭიროების შემთხვევაში ასახოს პრი­ო­რი­ტეტებში. 100%-იან დაფინანსებას უზრუნველყოფს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია. 3. მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სადარბაზოების რეაბილიტაცია, რომელიც გულისხმობს  სადარბაზოების შესასვლელებში რკინის, საკეტიანი კარებების მონტაჟს, სადარბაზოში, სადაც ტექნიკურად შესაძლებელია, ლიფტამდე მისასვლელი პანდუსის მოწყობას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის. სადარბაზოს კარებამდე მისასვლელი კიბეებისა და დერეფნული ტიპის საცხოვრებელ სახლებში არსებული ამორტიზებული ხის კიბეების კონსტრუქციის სრულ, ან ნაწილობრივ რეაბილიტაციას.  შესასვლელის გადახურვის კონსტრუქციისა და ბაქანის რეაბილიტაციას, მეტალოპლასტმასის ფანჯრების ჩასმას. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის დამ­ზა­დე­ბას უზრუნველყოფს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა, რო­გორც ელექტრონულად („Excel-ის“ ფაილი, ნახაზი - „pdf“ ფაილი), ასევე მატერიალური სახით. 100%-იან დაფინანსებას უზრუნველყოფს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია. 4. მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ლიფტების სრული რეაბილიტაცია ტიპიური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის დამზადებას (მიმმართველებისა და საპირწონეების გარდა) უზრუნველყოფს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია საკუთარი ხარჯებით.  ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდე­ბა­რე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების საბინაო ინ­ფრა­ს­ტრუქტურაში (ლიფტი, სახურავი) არსებული პრობ­ლე­მე­ბის შემსწავლელი  კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას სა­რე­აბილიტაციო ობიექტის პრიორიტეტულობის შესახებ. 2013- 2023 წლებში რეაბილიტირებული ლიფტების გან­მე­ო­რე­ბით გათვალისწინება 2024 წლის ბიუჯეტის პროგრამაში არ განხორციელდება თა­ნა­და­ფინანსება: 95%/5% (95% – ქა­ლაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია, 5 % – ბი­ნათ­მე­სა­კუთ­რეთა ამხანაგობა) 5. მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებისათვის დაზიანებული კანალიზაციის სისტემების რეა­ბი­ლიტაცია და საცხოვრებელ სახლებში არსებული დაზიანებული წყლის წოლანა მილების შეცვლა საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის დამ­ზა­დე­ბას უზრუნველყოფს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა, რო­გორც ელექტრონულად („Excel-ის“ ფაილი, ნახაზი – „pdf “ფაილი), ასევე მატერიალური სახით. 100%-იან დაფინანსებას უზრუნველყოფს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია. 6. მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებისათვის წყალ­საწრეტი მილების და პარაპეტების რეა­ბი­ლიტაცია საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის დამ­ზა­დე­ბას უზრუნველყოფს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა, რო­გორც ელექტრონულად („Excel-ის“ ფაილი, ნახაზი - „pdf“ ფაილი), ასევე მატერიალური სახით. 100%-იან დაფინანსებას უზრუნველყოფს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია. 7. მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების ფურნიტურის მოწყობა (საბავშვო ატრაქ­ციონების, დასასვენებლად განკუთვნილი ფან­ჩა­ტურის, მარტივი ტიპის სტაციონარული „ტრენა­ჟორების“ მოწყობა, ძელ-სკამების შეძენა-მონტაჟი) საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის დამ­ზა­დე­ბას უზრუნველყოფს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა, რო­გორც ელექტრონულად („Excel-ის“ ფაილი, ნახაზი - „pdf“ ფაილი), ასევე მატერიალური სახით. 100%-იან დაფინანსებას უზრუნველყოფს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია. 8. სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ავარიული სახურავების გადახურვა საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის დამ­ზა­დე­ბას უზრუნველყოფს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია საკუთარი ხარჯებით. 100%-იან დაფინანსებას უზრუნველყოფს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია. 9. თავისუფალი ინიციატივები საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის დამ­ზა­დე­ბას უზრუნველყოფს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია საკუთარი ხარჯებით. 100%-იან დაფინანსებას უზრუნველყოფს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია. 10. მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სარდაფებში დამდგარი წყლის ამოსატუმბი მოწყობილობების შეძენა-გადაცემა 100%-იან დაფინანსებას უზრუნველყოფს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია.