“სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში მოსახვედრად განაცხადის ფორმისა და მისი მიღების, აღრიცხვისა და დამუშავების შესახებ" ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"
მიღების თარიღი 27.04.2005
ძალის დაკარგვა 01.06.2010
გამომცემი ორგანო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
ნომერი №120/ნ
სარეგისტრაციო კოდი 280.120.000.22.035.007.319
გამოქვეყნების წყარო სსმ, 53, 03/05/2005
კონსოლიდირებული ვერსიები
დოკუმენტის ტექსტი
“სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში მოსახვედრად განაცხადის ფორმისა და მისი მიღების, აღრიცხვისა და დამუშავების შესახებ" ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Wingdings; panose-1:5 0 0 0 0 0 0 0 0 0;}
@font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;}
@font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;}
@font-face {font-family:LitNusx;}
@font-face {font-family:AcadNusx;}
@font-face {font-family:SPLiteraturuly;}
@font-face {font-family:Geo_Kolkheti; panose-1:0 0 0 0 0 0 0 0 0 0;}
/* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; text-autospace:none; font-size:13.0pt; font-family:AcadNusx; font-weight:bold;}
h2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:35.4pt; page-break-after:avoid; text-autospace:none; font-size:13.0pt; font-family:AcadNusx; font-weight:bold;}
h3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; text-autospace:none; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx; font-weight:bold;}
h4 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:35.4pt; page-break-after:avoid; text-autospace:none; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx; font-weight:bold;}
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoCaption, li.MsoCaption, div.MsoCaption {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif"; font-weight:bold;}
p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {mso-style-link:"Body Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-autospace:none; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";}
p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:.5in; text-autospace:none; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif"; font-weight:bold;}
p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:7.0pt; font-family:"Geo_Kolkheti","sans-serif";}
p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;}
p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:16.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";}
p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";}
p {margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:10.0pt; font-family:SPLiteraturuly;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:.2in; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
span.BodyTextChar {mso-style-name:"Body Text Char"; mso-style-link:"Body Text"; font-family:"LitNusx","sans-serif";}
/* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 49.5pt 56.7pt 40.5pt;}
div.Section1 {page:Section1;}
@page Section2 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 49.5pt 56.7pt 27.0pt;}
div.Section2 {page:Section2;}
@page Section3 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 49.5pt 56.7pt 27.0pt;}
div.Section3 {page:Section3;}
@page Section4 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 49.5pt 56.7pt 27.0pt;}
div.Section4 {page:Section4;}
/* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი
280.120.000.22.035.007.319
საქართველოს შრომის, ჯანრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება №120/ნ
2005 წლის 27 აპრილი
ქ. თბილისი
,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში მოსახვედრად განაცხადის ფორმის და მისი მიღების, აღრიცხვისა და დამუშავების შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
,,ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 მარტის №51 დადგენილების მე-2 პუნქტის ,,დ.ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში მოსახვედრად განაცხადის მიღების, აღრიცხვისა და დამუშავების შესახებ ინსტრუქცია (დანართი №1).
2. დამტკიცდეს უკიდურეს სიღატაკეში მყოფ ოჯახთა განაცხადის ფორმა (დანართი №2).
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ლ. ჭიპაშვილი
დანართი №1
ინსტრუქცია
სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში მოსახვედრად განაცხადის მიღების, აღრიცხვისა და დამუშავების შესახებ
თავი I. ზოგადი დებულებანი
1. ეს ინსტრუქცია შემუშავებულია ,,ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 მარტის №51 დადგენილების შესაბამისად და განსაზღვრავს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში (შემდგომში – მონაცემთა ბაზა) რეგისტრაციის მსურველი ოჯახების განაცხადის მიღების, აღრიცხვისა და დამუშავების წესსა და პირობებს.
2. ამ ინსტრუქციაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) საკომუნიკაციო პუნქტი – ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მსურველ ოჯახთა აღრიცხვის მიზნით ორგანიზებული ერთეული;
ბ) სააგენტო – საჯარო სამართლის იურიდიული პირი ,,სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტო”;
გ) ოჯახი – განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (საცხოვრებელი ადგილის ერთობლივი გამოყენება, მისი მოვლა-პატრონობა, ოჯახისათვის საჭირო საარსებო საშუალებების მოპოვება და ამ საშუალებების ოჯახის საკეთილდღეოდ განკარგვა-განაწილება). ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი;
დ) განაცხადის ფორმა – დადგენილი ფორმის დოკუმენტი, რომელსაც ავსებს ოჯახი მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციისათვის აღრიცხვაზე ასაყვანად;
ე) განაცხადის რეგისტრაცია – სააგენტოს მიერ განაცხადისათვის სპეციალური ნომრის მინიჭება, რაც ადასტურებს ოჯახის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციისათვის აღრიცხვაზე აყვანას.
თავი II. განაცხადი აღრიცხვაზე ასაყვანად
1. ნებისმიერმა ოჯახმა, რომელიც მიიჩნევს, რომ თავისი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით იმყოფება უკიდურეს გაჭირვებაში, საჭიროებს სოციალურ მხარდაჭერას და აქვს სოციალური დახმარების მიღების სურვილი, უნდა შეავსოს განაცხადის დადგენილი ფორმა მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციისათვის აღრიცხვაზე ასაყვანად.
2. მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია წარმოადგენს წინაპირობას და არა გარანტიას შემდგომში სოციალური დახმარების მიღებისათვის.
3. განაცხადის ფორმის მიღება შეუძლია ნებისმიერ სრულწლოვან ქმედუნარიან პირს საკომუნიკაციო პუნქტის მეშვეობით.
4. ყოველ საკომუნიკაციო პუნქტს სააგენტოს მიერ ენიჭება სპეციალური ნომერი, რის შემდეგაც სააგენტო უზრუნველყოფს მათთვის განაცხადის ფორმების მიწოდებას.
5. განაცხადის ფორმების საკომუნიკაციო პუნქტებზე გადაცემა წარმოებს ამ საკომუნიკაციო პუნქტის პასუხისმგებელი პირის მოთხოვნის საფუძველზე. განაცხადის ფორმების გადაცემის თაობაზე ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი, რომელსაც ხელს აწერენ სააგენტოსა და საკომუნიკაციო პუნქტის პასუხისმგებელი პირები (ფორმა №1).
6. დაუშვებლია საკომუნიკაციო პუნქტის მიერ განაცხადის გაცემისას რაიმე დოკუმენტის მოთხოვნა ან რაიმე სახის დაბრკოლების შექმნა. ასევე, განაცხადის გაცემისათვის რაიმე საფასურის დაწესება.
7. დაუშვებელია ერთ პირზე ერთდროულად ორზე მეტი განაცხადის ფორმის გაცემა.
8. განაცხადის გაცემისას საკომუნიკაციო პუნქტის პასუხისმგებელი პირი, საჭიროების შემთხვევაში, ვალდებულია დაინტერესებულ პირს მიაწოდოს ინფორმაცია განაცხადის შევსებასთან დაკავშირებით, მისცეს ახსნა-განმარტება განაცხადის შევსების საჭიროებისა და მოსალოდნელი შედეგების შესახებ.
თავი III. განაცხადის შევსება
1. განაცხადი წარმოადგენს სააღრიცხვო დოკუმენტს, რომელიც გამოხატავს პირის ან პირთა ჯგუფის – ოჯახის ნებას მონაცემთა ბაზაში მოსახვედრად.
2. განაცხადი ივსება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მსურველი ოჯახის მიერ.
3. განაცხადის შევსებისას ოჯახის შემადგენლობაში არ გაითვალისწინება:
ა) პირ(ებ)ი, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან ოჯახის მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე, მაგრამ აღნიშნულ ადგილზე ფაქტობრივად არ ცხოვრობენ სწავლის, მუშაობის ან სხვა რაიმე მიზეზთა გამო;
ბ) სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი პირი;
გ) იძულებით მკურნალობაზე გაგზავნილი პირი;
დ) ვადიან სამხედრო სამსახურში მყოფი პირი;
ე) ქვეყნის ფარგლებს გარეთ მყოფი პირი;
ვ) სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად გამოცხადებული პირი.
4. განაცხადის შევსება ხდება განაცხადის ფორმის სათანადო გრაფაში შესაბამისი მონაცემების ჩაწერით. ჩანაწერი კეთდება კალმით, გარკვეული ხელწერით.
5. შევსებას ექვემდებარება განაცხადის ყველა საჭირო გრაფა.
6. განაცხადის იმ ნაწილის შევსებისას, სადაც მოცემულია კვადრატული გრაფა, კვადრატში იწერება შესაბამისი ციფრი (ასო).
მაგ.: პირადობის მოწმობის ნომერი:
პირადი ნომერი:
7. სახელისა და გვარის მითითებისას განაცხადის შესაბამის გრაფაში იწერება ამ პირის პირადობის დამადასტურებელ ოფიციალურ დოკუმენტში აღნიშნული სახელი და გვარი.
8. ოჯახის შემადგენლობაში მყოფი ყოველი 16 წლის და უფროსი ასაკის მქონე პირის შესახებ განაცხადის შესაბამის გრაფაში სხვა ინფორმაციასთან ერთად უნდა აღინიშნოს ამ პირის პირადობის (ბინადრობის) მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ნომერი, ამ დოკუმენტებით განსაზღვრული პირადი ნომერი და ხელმოწერა.
9. ოჯახის შემადგენლობაში მყოფი 16 წლამდე ასაკის ბავშვებზე ივსება სპეციალური გრაფა, სადაც აღინიშნება სახელი, გვარი, სქესი, დაბადების თარიღი და დაბადების მოწმობის ნომერი.
10. განაცხადის ის გრაფა, რომელიც შევსებას არ საჭიროებს, გადაიხაზება. მაგ.:
11. ამ თავის მე-8 და მე-9 პუნქტებში მითითებული რეკვიზიტების განაცხადში შეუტანლობის შემთხვევაში განაცხადი არ მიიღება.
12. იმ შემთხვევაში, თუ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მარტოხელა პირები ვერ უზრუნველყოფენ განაცხადის ფორმის შევსებასა და საკომუნიკაციო პუნქტში ჩაბარებას, აღნიშნული ქმედებების განხორციელება შეუძლიათ მიანდონ ნდობით აღჭურვილ პირებს. ადგილობრივი ორგანოები უზრუნველყოფენ მათ სამოქმედო ტერიტორიაზე მცხოვრები ასეთი პირების მოძიებას და შესაბამისი დახმარების გაწევას მონაცემთა ბაზაში მოსახვედრად.
თავი IV. განაცხადის ჩაბარება
1. შევსებული განაცხადი ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ბარდება ამ ოჯახის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ფორმირებულ საკომუნიკაციო პუნქტში.
2. შევსებული განაცხადის საკომუნიკაციო პუნქტში ჩაბარება ადასტურებს ამ ოჯახის (მასში შემავალი პირების) თანხმობას, რომ სააგენტომ მისი იდენტიფიკაციისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის დასადგენად ნებისმიერი წყაროდან მოიპოვოს ინფორმაცია, გასცეს მიღებული ინფორმაცია სხვა სოციალური დახმარების დამნიშვნელ ორგანიზაცია-დაწესებულებებზე (რაც მიმართული იქნება ამ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისაკენ), აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მოვალეობების შესრულებაზე.
3. საკომუნიკაციო პუნქტი უზრუნველყოფს:
ა) განაცხადის ფორმებისა და სხვა თანმხლები დოკუმენტების (საინფორმაციო და განმარტებითი წერილები, ბუკლეტები და სხვ.) მოსახლეობისათვის ხელმისაწვდომობას;
ბ) განაცხადის ჩაბარებისას მისი შევსების სისწორის კონტროლს (მაგ.: პირადი ნომრის ჩაწერას სხვა გრაფაში);
გ) განაცხადის შევსების სისრულის კონტროლს (მაგ.: შევსებულია თუ არა განაცხადის ყველა საჭირო გრაფა, აქვს თუ არა ხელმოწერა და სხვ.);
დ) განაცხადის სწორად შევსების მიზნით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, რეკომენდაციებისა და განმარტებების მიცემას;
ე) შევსებული განაცხადის ფორმის მიღებას და სპეციალურ ჟურნალში აღრიცხვას;
ვ) განაცხადის დამუშავების შედეგად სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობას;
ზ) აღრიცხვის პროცესთან დაკავშირებით სხვა დამატებითი ქმედებების განხორციელებას.
4. განაცხადის მიღებამდე საკომუნიკაციო პუნქტის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია შეამოწმოს განაცხადის შევსების სისრულე და სისწორე.
5. საკომუნიკაციო პუნქტის მიერ დაუშვებელია არასრულყოფილად ან არასწორად შევსებული განაცხადის ფორმის მიღება.
6. არასრულყოფილია განაცხადი, თუ გამოტოვებულია სავალდებულო შევსებას დაქვემდებარებული რომელიმე გრაფა (მაგ.: აკლია პირადი ნომერი, არ არის აღნიშნული მისამართი, აკლია ხელმოწერა და სხვ.).
7. არასრულყოფილად შევსებული განაცხადის წარმოდგენის შემთხვევაში საკომუნიკაციო პუნქტის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია წარმომდგენს უკან დაუბრუნოს განაცხადის ფორმა და მისცეს განაცხადის სრულყოფილად შევსებისათვის საჭირო მითითებები.
8. არასწორია განაცხადი, თუ ერთ გრაფაში შესატანი მონაცემები შეტანილია შინაარსობრივად განსხვავებულ გრაფაში (მაგ., პირადი ნომრის გრაფაში მითითებულია დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი).
9. ჩაბარებას არ ექვემდებარება შევსებული განაცხადის იმგვარად დაზიანებული, დახეული ანდა გადასწორებული ფორმა, რომლიდანაც საეჭვოა ან შეუძლებელია შეტანილი მონაცემების (ინფორმაციის) ამოკითხვა.
10. თუ შესაძლებელია განაცხადის ფორმის შევსებისას დაშვებული ხარვეზების ადგილზე აღმოფხვრა, საკომუნიკაციო პუნქტის პასუხისმგებელი პირის მითითების საფუძველზე წარმომდგენი ადგილზევე სრულყოფს განაცხადის ფორმას.
11. განაცხადის ფორმის შევსების გამარტივების მიზნით საკომუნიკაციო პუნქტის თვალსაჩინო ადგილას გამოიკვრება განაცხადის ფორმის შევსებული ნიმუში.
თავი V. განაცხადის აღრიცხვა
1. საკომუნიკაციო პუნქტის პასუხისმგებელი პირი სწორად და სრულად შევსებული განაცხადის მიღებისას განაცხადზე აღნიშნავს მისი ჩაბარების თარიღს, აღრიცხავს სპეციალურ ჟურნალში და ანიჭებს ნომერს (ფორმა №2).
2. განაცხადზე დაიტანება სააგენტოს მიერ საკომუნიკაციო პუნქტისათვის მინიჭებული ნომერი და სააღრიცხვო ჟურნალის მიხედვით განაცხადისათვის მინიჭებული ნომერი.
3. საკომუნიკაციო პუნქტის პასუხისმგებელი პირი ახდენს განაცხადის ჟურნალში აღრიცხვას უწყვეტი ნუმერაციით, არაბული ციფრების გამოყენებით.
4. დაუშვებელია ერთი და იმავე ნომრის სხვადასხვა განაცხადისათვის მინიჭება.
5. ჟურნალში შეიტანება განაცხადის აღრიცხვის ნომერი, თარიღი, ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის სახელი, გვარი და სხვა აუცილებელი ინფორმაცია.
6. განაცხადის ჩაბარების ფაქტი დასტურდება ჟურნალის სპეციალურ გრაფაში ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის ხელმოწერით.
7. განაცხადის ჩაბარებისა და ჟურნალში გატარების შემდეგ ოჯახის უფლებამოსილ წარმომადგენელზე გაიცემა განაცხადის საკომუნიკაციო პუნქტში ჩაბარების დამადასტურებელი ცნობა, რომელშიც აღინიშნება განაცხადის ნომერი, განაცხადის ჩაბარების თარიღი, საკომუნიკაციო პუნქტის ნომერი, განაცხადის მიმღები პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა (ფორმა №3).
თავი VI. განაცხადის რეგისტრაცია და რეგისტრაციაზე უარი
1. საკომუნიკაციო პუნქტებში შემოსული განაცხადები განსაზღვრული პერიოდულობით გადაეცემა სააგენტოს რაიონულ (საქალაქო) განყოფილებას.
2. განაცხადის ფორმების გადაცემისას ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი (ფორმა №1), რომელსაც ხელს აწერენ საკომუნიკაციო პუნქტისა და სააგენტოს რაიონულ (საქალაქო) განყოფილების პასუხისმგებელი პირები.
3. სააგენტო უზრუნველყოფს საკომუნიკაციო პუნქტებში შემოსული განაცხადების დამუშავებას, რაც გულისხმობს მასში შეტანილი მონაცემების შესწავლას, უტყუარობისა და სიზუსტის დადგენას, ოჯახის შემადგენლობაში მყოფი პირების იდენტიფიკაციას, ოჯახის შესახებ საჭირო სხვა ინფორმაციის მოპოვებას.
4. მონაცემების გადამოწმებისა და სიზუსტის დადგენისას სააგენტო იყენებს სხვა ორგანიზაცია-დაწესებულებებში არსებულ ინფორმაციას.
5. ინფორმაციის დამუშავებისა და სხვადასხვა წყაროდან მოპოვებულ მონაცემებთან ურთერთშედარების შედეგად სააგენტო იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) განაცხადის რეგისტრაციის შესახებ;
ბ) განაცხადის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ.
6. განაცხადის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას შესაბამის ოჯახს სააგენტოს მიერ ენიჭება სპეციალური ნომერი.
7. სპეციალური ნომერი წარმოადგენს უნიკალურ საიდენტიფიკაციო კოდს, რომელიც იძლევა ამ ოჯახის იდენტიფიკაციის საშუალებას, ქმნის მასზე არსებული ინფორმაციის ერთიან კოდიფიცირებულ სისტემას და ადასტურებს ოჯახის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციისათვის აღრიცხვაზე აყვანის ფაქტს.
8. სააგენტოს მიერ განაცხადის რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი შეიძლება იყოს:
ა) განაცხადის არასრული შევსება ან შეტანილი მონაცემების უზუსტობა;
ბ) ოჯახის განმეორებითი განაცხადის არსებობა;
გ) ოჯახის შემადგენლობაში მყოფი პირ(ებ)ის სხვადასხვა განაცხადში არსებობა;
დ) განაცხადში შეტანილი მონაცემების შეუსაბამობა სხვა მონაცემთა ბაზებში მასზე არსებულ ინფორმაციასთან;
ე) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა გარემოებები.
9. ამ თავის მე-5 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გამოტანისას სააგენტო უთითებს უარის თქმის შესაბამის საფუძველს და არსებული ხარვეზის გამოსწორების შესაძლო გზებს.
10. სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება განაცხადის რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ რეგისტრაციის მსურველ ოჯახს ეცნობება შესაბამისი ადგილობრივი ორგანოს (საკომუნიკაციო პუნქტის) მეშვეობით.
თავი VII. გადაწყვეტილების მიღების ვადა
საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენისათვის, სააგენტოს მიერ განაცხადის რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას გამოიყენება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული ვადები.
თავი VIII. დოკუმენტაციის შენახვის ვადა
მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია ექვემდებარება შენახვას არანაკლებ 5 წლისა.