„დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასვლის, საპენსიო შენატანების და ამ შენატანებთან დაკავშირებული საინვესტიციო ან/და სხვა შემოსავლის დაბრუნებისა და ხელახლა გაწევრიანების წესის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საპენსიო სააგენტოს დირექტორის 2023 წლის 17 თებერვლის N001 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
სსიპ – საპენსიო სააგენტოს დირექტორის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საპენსიო სააგენტოს დირექტორის ბრძანება №009 |
|
2023 წლის 25 დეკემბერი ქ. თბილისი |
1. მე-3 მუხლის პირველ პუნქტი ჩამოყალიბდეს შედეგი სახით:
„1. დასაქმებული, რომელსაც კანონის ამოქმედებამდე (2018 წლის 6 აგვისტოს 24:00 საათი) შეუსრულდა 40 წელი და არ სურს იყოს საპენსიო სქემის მონაწილე, უფლებამოსილია, საპენსიო სქემაში სავალდებულო წესით, ავტომატურად გაწევრიანების თარიღიდან 5 (ხუთი) თვის ვადაში, მაგრამ არაუადრეს გაწევრიანების თარიღიდან 3 (სამი) თვისა, გავიდეს საპენსიო სქემიდან ამ წესის შესაბამისად.“.
2. 81 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასვლის შემდეგ, დასაქმებულის ინდივიდუალური საპენსიო გვერდი არ უქმდება, თუმცა ხდება არააქტიური და დასაქმებულს უნარჩუნდება ინდივიდუალური საპენსიო გვერდზე წვდომა.
2. საპენსიო სქემიდან გასული დასაქმებული და ასევე საპენსიო სააგენტო უფლებამოსილია გამოიყენოს ინდივიდუალური საპენსიო გვერდი ერთმანეთთან კომუნიკაციის მიზნებისათვის.“.
3. მე-9 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
„2. საპენსიო სქემის დატოვების შემდეგ, ხელახლა გაწევრიანების შემთხვევაში, დასაქმებული ჩაითვლება საპენსიო სქემაში სავალდებულო წესით გაწევრიანებულად და არ იქნება უფლებამოსილი კვლავ დატოვოს საპენსიო სქემა.“;
ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მქონე მე-3 და მე-4 პუნქტები:
„3. დასაქმებული, საპენსიო სქემაში ხელახლა გაწევრიანების შემთხვევაში, ვალდებულია აღნიშნულის შესახებ შეატყობინოს მის ყველა დამსაქმებელს.
4. საპენსიო სქემაში ხელახლა გაწევრიანებული დასაქმებულისთვის, მისი დამსაქმებლის მიერ პირველი საპენსიო შენატანის განხორციელება გამოიწვევს ელექტრონულ სისტემაში ამ დასაქმებულის შესახებ საინფორმაციო ჩანაწერის შექმნას, რომელიც დაადასტურებს დასაქმებულის დაგროვებით საპენსიო სქემაში ხელახლა გაწევრიანების ფაქტს და შექმნის საფუძველს ხელახლა გაწევრიანებული დასაქმებულის ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშის გააქტიურებისათვის.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასვლის, საპენსიო შენატანების და ამ შენატანებთან დაკავშირებული საინვესტიციო ან/და სხვა შემოსავლის დაბრუნებისა და ხელახლა გაწევრიანების წესის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საპენსიო სააგენტოს დირექტორის 2023 წლის 17 თებერვლის N001 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 25.12.2023.
- როდის იქნა მიღებული „დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასვლის, საპენსიო შენატანების და ამ შენატანებთან დაკავშირებული საინვესტიციო ან/და სხვა შემოსავლის დაბრუნებისა და ხელახლა გაწევრიანების წესის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საპენსიო სააგენტოს დირექტორის 2023 წლის 17 თებერვლის N001 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- „დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასვლის, საპენსიო შენატანების და ამ შენატანებთან დაკავშირებული საინვესტიციო ან/და სხვა შემოსავლის დაბრუნებისა და ხელახლა გაწევრიანების წესის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საპენსიო სააგენტოს დირექტორის 2023 წლის 17 თებერვლის N001 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე მიღებულია 25.12.2023. მიმღები ორგანო — სსიპ – საპენსიო სააგენტოს დირექტორი. დოკუმენტის ნომერი — №009. სარეგისტრაციო კოდი — 280030000.73.085.016022.
- რამდენი მუხლისგან შედგება „დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასვლის, საპენსიო შენატანების და ამ შენატანებთან დაკავშირებული საინვესტიციო ან/და სხვა შემოსავლის დაბრუნებისა და ხელახლა გაწევრიანების წესის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საპენსიო სააგენტოს დირექტორის 2023 წლის 17 თებერვლის N001 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასვლის, საპენსიო შენატანების და ამ შენატანებთან დაკავშირებული საინვესტიციო ან/და სხვა შემოსავლის დაბრუნებისა და ხელახლა გაწევრიანების წესის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საპენსიო სააგენტოს დირექტორის 2023 წლის 17 თებერვლის N001 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასვლის, საპენსიო შენატანების და ამ შენატანებთან დაკავშირებული საინვესტიციო ან/და სხვა შემოსავლის დაბრუნებისა და ხელახლა გაწევრიანების წესის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საპენსიო სააგენტოს დირექტორის 2023 წლის 17 თებერვლის N001 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.12.2023 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
სსიპ – საპენსიო სააგენტოს დირექტორის ბრძანება „დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასვლის, საპენსიო შენატანების და ამ შენატანებთან დაკავშირებული საინვესტიციო ან/და სხვა შემოსავლის დაბრუნებისა და ხელახლა გაწევრიანების წესის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საპენსიო სააგენტოს დირექტორის 2023 წლის 17 თებერვლის N001 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, №009, 25.12.2023, სარეგისტრაციო კოდი 280030000.73.085.016022 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.12.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6024529/