ტყიბულში ქალაქის ცენტრში, კ. გამსახურდიასა და შ. რუსთაველის ქუჩების კვეთაზე, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის, წინამდებარე უსახელო მოედნის - „მეფე სოლომონ I-ის მოედანი“-ს სახელის მინიჭების თაობაზე
მიღების თარიღი 22.12.2023
გამომცემი ორგანო ტყიბულის მუნიციპალიტეტი
ნომერი №გ-75. 75233565
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.125.016004
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/12/2023
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
22.12.2023 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
„ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში მდებარე უსახელო ქუჩებისთვის საქართველოს ეროვნული გმირის ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილის სახელის მინიჭების
შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 7 სექტემბრის №35 განკარგულებაში დამატებების შეტანის თაობაზე ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, ნუგზარ კალანდაძის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის მოჭიდავის გიორგი ოდიშვილის სახელის მინიჭების შესახებ ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ცემში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) სახელდების შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალაქ ზუგდიდში რევაზ თაბუკაშვილის ქუჩის შესახვევისთვის ლეოპოლდ ძაძამიძის სახელის მინიჭების შესახებ მცხეთის მუნიციპალიტეტის საგურამოს ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ
შანკევანში მდებარე სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტის - №1 ქუჩისათვის საზოგადო მოღვაწის ქაქუცა (ქაიხოსრო) ჩოლოყაშვილის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ტყიბულში ქალაქის ცენტრში, კ. გამსახურდიასა და შ. რუსთაველის ქუჩების კვეთაზე, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის, წინამდებარე უსახელო მოედნის - „მეფე სოლომონ I-ის მოედანი“-ს
სახელის მინიჭების თაობაზე
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება Nგ-75.75233565
2023 წლის 22 დეკემბერი
ქ. ტყიბული
ტყიბულში, ქალაქის ცენტრში, კ. გამსახურდიასა და შ. რუსთაველის ქუჩების კვეთაზე, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის, წინამდებარე უსახელო მოედნის – „მეფე სოლომონ I-ის მოედნის“ სახელის მინიჭების თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ მე-7 მუხლის, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერის 2023 წლის 25 ოქტომბრის №74-742329857 წერილის შესაბამისად, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიიღო განკარგულება:
მუხლი 1🔗
ტყიბულში, ქალაქის ცენტრში, კ. გამსახურდიასა და შ. რუსთაველის ქუჩების კვეთაზე, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის, წინამდებარე უსახელო მოედანს ეწოდოს – „მეფე სოლომონ I-ის მოედანი“.
მუხლი 2🔗
დაევალოს ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიას კონკრეტული ღონისძიებების გატარება.
მუხლი 3🔗
მიღებული განკარგულების შესახებ 10 დღის ვადაში ეცნობოს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე გამოსაქვეყნებლად.
მუხლი 4🔗
კონტროლი განკარგულების შესრულებაზე დაევალოს ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიას (ი. ლომთაძე).
მუხლი 5🔗
განკარგულება შესაძლებელია გასაჩივრდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა №11) განკარგულების მიღებიდან ან მისი ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან 1 (ერთი) თვის ვადაში.
მუხლი 6🔗
განკარგულება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე იოსებ რობაქიძე