⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.01.2011)
გაუქმებულია:

საგადასახადო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის შენახვის რეჟიმის და დაშვების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 04.05.2005
ძალის დაკარგვა 01.01.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ნომერი №301
სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.22.033.007.355
გამოქვეყნების წყარო სსმ, 56, 13/05/2005
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,816 სიტყვა · ~14 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
04.05.2005 მიღება
01.01.2011 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საგადასახადო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის შენახვის რეჟიმის და დაშვების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:"Geo ABC";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:SPLiteraturuly;} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:16.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {mso-style-link:"Footer Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:28.35pt; text-autospace:none; font-size:14.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:42.55pt; text-autospace:none; font-size:10.0pt; font-family:"Geo ABC","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:.2in; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} span.FooterChar {mso-style-name:"Footer Char"; mso-style-link:Footer; font-family:SPLiteraturuly;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 76.5pt;} div.Section1 {page:Section1;} @page Section2 {size:8.5in 11.0in; margin:85.5pt 42.5pt 56.7pt 85.05pt;} div.Section2 {page:Section2;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.22.033.007.355 საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №301 2005 წლის 4 მაისი ქ. თბილისი საგადასახადო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის შენახვის რეჟიმის და დაშვების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-3 მუხლის საფუძველზე და 122-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს ინსტრუქცია ,,საგადასახადო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის შენახვის რეჟიმის და დაშვების წესის შესახებ” თანდართულ დანართთან ერთად. 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ვ. ჩეჩელაშვილი ი ნ ს ტ რ უ ქ ც ი ა საგადასახადო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის შენახვის რეჟიმის და დაშვების წესის შესახებ     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები მოცემული ინსტრუქცია შემუშავებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-3 და 122-ე მუხლების საფუძველზე და განსაზღვრავს საგადასახადო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის შენახვისა და მისი დამუშავების სპეციალური რეჟიმის სამართლებრივ პირობებს.     მუხლი 2🔗. ინსტრუქციაში გამოყენებულ ტერმინთა განსაზღვრებანი ამ ინსტრუქციის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობები: ა) საგადასახადო საიდუმლოება – ნებისმიერი ინფორმაცია გადასახადის გადამხდელების შესახებ, რომელიც ცნობილი გახდა საგადასახადო ორგანოსათვის კანონმდებლობით განსაზღვრული ფუნქციების შესრულებისას;  ბ) კომერციული საიდუმლოება – ინფორმაცია კომერციული ფასეულობის მქონე გეგმის, ფორმულის, პროცესის, საშუალების თაობაზე ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება საქონლის საწარმოებლად, მოსამზადებლად, გადასამუშავებლად ან მომსახურების გასაწევად, ან/და რომელიც წარმოადგენს სიახლეს ან ტექნიკური შემოქმედების მნიშვნელოვან შედეგს, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას;  გ) პერსონალური მონაცემები – ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც პირის იდენტიფიკაციის შესაძლებლობას იძლევა; დ) იდენტიფიცირებული ინფორმაცია – საგადასახადო ორგანოში გადამხდელის შესახებ არსებული საგადასახადო საიდუმლოების შემცველი ნებისმიერი ინფორმაცია; ე) ფინანსთა სამინისტროს სისტემა – საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტრო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები: ე.ა) გენერალური ინსპექცია; ე.ბ) საბაჟო დეპარტამენტი; ე.გ) საგადასახადო დეპარტამენტი; ე.დ) სახაზინო სამსახური (სახაზინო დეპარტამენტი); ე.ე) ფინანსების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი; ე.ვ) ფინანსური პოლიცია. ვ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემის თანამშრომელი – საჯარო მოხელე, რომელიც ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე ასრულებს სამსახურებრივ მოვალეობებს ამ მუხლის ,,ე” ქვეპუნქტით განსაზღვრულ ფინანსთა სამინისტროს სისტემაში; ზ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემის თანამშრომლის სამსახურებრივი მოვალეობა – ამ მუხლის ,,ე” ქვეპუნქტში ჩამოთვლილი უწყებებისათვის და საქვეუწყებო დაწესებულებებისათვის ნორმატიული აქტით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა ფარგლებში, ხელმძღვანელის მიერ სამართლებრივი აქტით კონკრეტული თანამშრომლ(ებ)ის მოვალეობის განსაზღვრა, რომლის შესრულება მოითხოვს იდენტიფიცირებული ინფორმაციის გამოყენებას; თ) საგადასახადო ორგანო – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტი, საგადასახადო ინსპექციები; ი) გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი – საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელისათვის დადგენილი წესის მიხედვით მიკუთვნებული ნომერი; კ) საჯარო ინფორმაცია – საგადასახადო ორგანოში დაცული, აგრეთვე საგადასახადო ორგანოს ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია (მათ შორის, ნახაზი, მაკეტი, გეგმა, სქემა, ფოტოსურათი, ელექტრონული ინფორმაცია, ვიდეო- და აუდიოჩანაწერები); ლ) საჯარო მონაცემთა ბაზა – საჯარო დაწესებულების ან საჯარო მოსამსახურეების მიერ სისტემურად შეგროვებული, დამუშავებული და შენახული მონაცემები.     მუხლი 3🔗. საგადასახადო საიდუმლოება 1. ცნობები გადასახადის გადამხდელის შესახებ მისი აღრიცხვაზე აყვანის მომენტიდან ითვლება საგადასახადო საიდუმლოებად, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 2. საგადასახადო ორგანოში არსებულ საიდუმლო დოკუმენტებსა და ინფორმაციას განეკუთვნება: ა) გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი საგადასახადო დეკლარაციები, გაანგარიშებები; ბ) გადამხდელისაგან შემოსული წერილები და მასზე გაცემული პასუხები; გ) გადასახადის გადამხდელთა გასვლით საგადასახადო შემოწმებაზე ბრძანებები, გადამხდელთან გასვლითი საგადასახადო შემოწმების ჩატარების თაობაზე გაგზავნილი შეტყობინებები, შემოწმების აქტები, კამერალური შემოწმების აქტები; დ) დარიცხულ თანხებზე გაგზავნილი შეტყობინებები; ე) გადამხდელთა საჩივრები და მასზე მიღებული გადაწყვეტილებები; ვ) საგადასახადო დავალებები; ზ) საინკასო დავალებები; თ) გადამხდელთა შესახებ არსებული დაბეგვრის საქმეები; ი) ინფორმაცია გადმხდელების ბიუჯეტთან და სახელმწიფო ფონდებთან ანგარიშსწორების შესახებ; კ) გადამხდელთა შესახებ საბაჟო დეპარტამენტიდან (ბანკებიდან) და სხვა წყაროებიდან მიღებული ინფორმაცია; ლ) გადასახადის აღრიცხვის პირადი ბარათები; მ) მონაცემები გადამხდელებზე გაცემული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის, სასაქონლო ზედნადების, ლუქების და სხვა მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების შესახებ; ნ) საგადასახადო დეპარტამენტში წარსადგენი ადგილობრივი საგადასახადო ორგანოებიდან ანგარიშგების ფორმები; ო) გადასახდის გადამხდელთა რეესტრი; პ) სხვა ანალოგიური ხასიათის ინფორმაცია, რომელიც შეიცავს ცნობებს კონკრეტული გადამხდელის შემოსავლების, დაბეგვრის ობიექტის, საწარმოს მიზნების, კონტრაქტების, კომერციული და პროფესიული საიდუმლოებების შესახებ.     მუხლი 4🔗. პირადი საიდუმლოება 1. პერსონალური მონაცემების პირად საიდუმლოებად მიჩნევის საკითხს, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, წყვეტს პირი, რომლის შესახებაც არსებობს ეს ინფორმაცია. 2. საგადასახადო ორგანოში დაცული პირად საიდუმლოებას მიკუთვნებული ნებისმიერი ინფორმაცია დახურულია, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 3. საგადასახადო ორგანოში არსებული ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც იძლევა პირის იდენტიფიკაციის საშუალებას და ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მიიჩნევა პირად საიდუმლოებად, ხელმიუწვდომელია სხვა საჯარო დაწესებულებებისა და კერძო პირებისათვის. ინფორმაციის გაცემა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ თვით იმ პირის თანხმობით ან ამ ინსტრუქციით გათვალისწინებულ შემთხვევაში.     მუხლი 5🔗. კომერციული საიდუმლოება 1. კომერციულ საიდუმლოებად ჩაითვლება ნებისმიერი ის ინფორმაცია, რომელსაც გააჩნია კომერციული ღირებულება, ანუ ამ ინფორმაციის საფუძველზე შესაძლებელია მოგების მიღება მეწარმე პირის მიერ. ეს ინფორმაცია შეიძლება წარმოადგენდეს სიახლეს ან ტექნიკური შემოქმედების მნიშვნელოვან შედეგს, მაგალითად: ახალი სამკურნალო პრეპარატის შემად-გენლობა. 2. კომერციულ საიდუმლოებას წარმოადგენს აგრეთვე ნებისმიერი ის ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას ბაზარზე, მაგალითად, საწარმოს ბრუნვა, თანამშრომელთა რაოდენობა, გაწეული ხარჯები, არსებული ქონება, შეძენილი საქონლის ღირებულება, რა უჯდება ერთი ერთეული პროდუქციის წარმოება და რომელ რეგიონში ყიდის ის ყველაზე უკეთ ან ყველაზე ცუდად თავის პროდუქციას, რა რაოდენობის პროდუქციას აწარმოებს და რა მოგება აქვს წლის განმავლობაში და ა.შ. ვინაიდან ასეთი ინფორმაციის ცოდნა პირის კონკურენტს საშუალებას მისცემს გამოიყენოს მისი სუსტი მხარეები საკუთარი პროდუქციის ბაზრის გაფართოებისათვის. 3. ინფორმაცია საგადასახადო ორგანოს შესახებ არ წარმოადგენს კომერციულ საიდუმლოებას. 4. ინფორმაციის წარდგენისას პირი ვალდებულია მიუთითოს, რომ ინფორმაცია მისი კომერციული საიდუმლოებაა. ასეთი მითითებების აუცილებლობა არ წარმოიშობა იმ შემთხვევაში, როდესაც გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ორგანოში საქართველოს საგადასახადო კოდექსის მოთხოვნებიდან გამომდინარე ადგენს დეკლარაციებს, გაანგარიშებებს, ასეთ შემთხვევაში დეკლარაციებში, გაანგარიშებებში მითითებული ინფორმაცია ავტომატურად ჩაითვლება საგადასახადო საიდუმლოებად. საგადასახადო ორგანო ვალდებულია ინფორმაცია 10 დღის ვადაში კომერციულ საიდუმლოებად მიიჩნიოს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ინფორმაციის საჯაროობის ვალდებულება დადგენილია კანონით. თუ ინფორმაციის წარდგენისას საგადასახადო ორგანო არ ცნობს ამ ინფორმაციას კომერციულ საიდუმლოებად, იგი იღებს გადაწ-ყვეტილებას მისი საჯაროობის თაობაზე, რასაც დაუყოვნებლივ აცნობებს შესაბამის პირს. გადაწყვეტილების მიღებიდან 15 დღის შემდეგ ინფორმაცია ხდება ღია, თუ პირმა, რომლის საკუთრებასაც წარმოადგენს ეს ინფორმაცია, ამ ვადის გასვლამდე საგადასახადო დეპარტამენტში ან სასამართლოში არ გაასაჩივრა ინფორმაციის საჯაროობის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, რაც დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს საგადასახადო ორგანოს. მაგალითად. პირის კომერციულ საიდუმლოებას განეკუთვნება ინფორმაცია გადახდილი გადასახადების შესახებ და ის ინფორმაცია, რომელსაც შეიცავს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ორგანოში სავალდებულოდ წარსადგენი დეკლარაციები/გაანგარიშებები. ასეთ შემთხვევაში საგადასახადო ორგანო, რომელიც ამ ინფორმაციას მიიღებს, ვალდებულია ავტომატურად ცნოს იგი კომერციულ საიდუმლოებად. სხვა შემთხვევაში ინფორმაცია კომერციულ საიდუმლოებად ჩაითვლება მხოლოდ ამ ინფორმაციის მფლობელი პირის მოთხოვნის საფუძველზე ე.ი. როდესაც გადასახადის გადამხდელი წარუდგენს ინფორმაციას საგადასახადო ორგანოს, მან იქვე უნდა მიუთითოს, სურს თუ არა ამ ინფორმაციის შინაარსის კონფიდენციალობის უზრუნველყოფა. თუ პირი ინფორმაციის წარდგენისას არ მიუთითებს, რომ მის მიერ წარდგენილი ინფორმაცია მის კომერციულ საიდუმლოებას განეკუთვნება, ეს ინფორმაცია ღია გახდება ნებისმიერი მესამე პი-რისათვის. 5. საგადასახადო ორგანო ვალდებულია საჯარო რეესტრში შეიტანოს ინფორმაცია მესამე პირის ან საჯარო დაწესებულების მიერ კომერციული საიდუმლოების მოთხოვნის, მოთხოვნის თარიღის, მომთხოვნის ვინაობისა და მისამართის შესახებ.     მუხლი 6🔗. პროფესიული საიდუმლოება 1. პროფესიულ საიდუმლოებას მიეკუთვნება ინფორმაცია, რომელიც წარმოადგენს სხვის პირად ან კომერციულ საიდუმლოებას და საგადასახადო ორგანოს თანამშრომლისათვის ცნობილი გახდა პროფესიული მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით; პროფესიული საიდუმლოება არ შეიძლება იყოს ისეთი ინფორმაცია, რომელიც არ წარმოადგენს სხვა პირის პირად ან კომერციულ საიდუმლოებას. 2. იმისათვის, რომ ესე თუ ის ინფორმაცია საგადასახადო ორგანოში ჩაითვალოს პროფესიულ საიდუმლოებად, იგი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ უმთავრეს კრიტერიუმებს: ა) ეს ინფორმაცია საგადასახადო ორგანოს თანამშრომლისათვის ცნობილი გახდა მის პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით, მაგალითად, საგადასახადო შემოწმების პროცესში, დეკლარაციების და გაანგარიშებების მიღებისას და ა.შ. აქედან გამომდინარე მან ეს ინფორმაცია არ უნდა გაამჟღავნოს; ბ) პროფესიული მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით მიღებული ინფორმაცია თავისთავად სხვა პირის პირად ან კომერციულ საიდუმლოებას უნდა წარმოადგენდეს; გ) პროფესიულ საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაცია საგადასახადო ორგანოში არ ინახება, რადგან ის უშუალოდ იმ საგადასახადო ორგანოს საჯარო მოსამსახურესთანაა დაცული, რომელმაც ეს ინფორმაცია პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით მიიღო.     მუხლი 7🔗. საიდუმლო ინფორმაციის დაცვა და მასთან დაშვების წესი 1. საიდუმლო რეჟიმის უზრუნველყოფის ღონისძიებებს ახორციელებს პირადად საგადასახდო ორგანოს ხელმძღვანელი ან მისი მოადგილე, რისთვისაც გამოსცემს შესაბამის აქტს. 2. საიდუმლოობის რეჟიმის ძირითადი ამოცანებია: ა) თავიდან იქნეს აცილებული დაუსაბუთებელი დაშვება და გაცნობა იმ საიდუმლო ინფორმაციებთან, რომელთაც შეიცავენ სამუშაოები, დოკუმენტები და ელექტრონული საშუალებები; ბ) დროულად იქნეს გამოვლენილი და ჩაიკეტოს საგადასახადო ორგანოს საქმიანობის პროცესში საიდუმლო ცნობების გამჟღავნების შესაძლო არხები; გ) საგადასახადო საიდუმლოების დაცვის უზრუნველყოფა; დ) საიდუმლო საქმისწარმოების ორგანიზაცია. 3. საგადასახადო ორგანოს ხელმძღვანელი ატარებს ღონისძიებებს საიდუმლო დოკუმენტებთან და ინფორმაციასთან ურთიერთობებისას საიდუმლოობის რეჟიმის უზრუნველსაყოფად, აკონტროლებს, თუ როგორ იცავენ შემსრულებლები საიდუმლო რეჟიმის წესებს, რისთვისაც: ა) შეიმუშავებს პერსპექტიულ და მიმდინარე გეგმებს, აგრეთვე ღონისძიებათა გეგმებს საიდუმლოობის რეჟიმის უზრუნველყოფის ცალკეულ საკითხთა გადასაწყვეტად; ბ) ორგანიზაციას უწევს საიდუმლო დოკუმენტაციის მიკუთვნების, აღრიცხვის, შენახვის, ტრანსპორტირებისა და განადგურების სამუშაოებს; გ) ახორციელებს ღონისძიებებს საიდუმლო ინფორმაციასთან მხოლოდ იმ პირთა დაშვების უზრუნველსაყოფად, რომლებსაც ეს უფლება მინიჭებული აქვთ კანონმდებლობით; დ) გამოყოფს პასუხისმგებელ პირებს, რომლებიც წარმართავენ საიდუმლო რეჟიმს და საიდუმლო საქმისწარმოებას; ე) იღებს ზომებს, რათა თავიდან იქნეს აცილებული საიდუმლო ცნობების გამჟღავნება და გატანა; ვ) უწევს კონტროლს ბლანკების, ბეჭდებისა და შტამპების დამზადებას, აღრიცხვას, შენახვას, გაცემასა და გამოყენებას; ზ) მოითხოვს საგადასახადო ორგანოს მუშაკებისაგან წერილობით ახსნა-განმარტებებს მათ მიერ საიდუმლო ცნობების გამჟღავნების, საიდუმლო დოკუმენტების დაკარგვის, საიდუმლოობის რეჟიმის სხვა დარღვევათა ფაქტების შესახებ. 4. საიდუმლოობის რეჟიმის დამცველ პირს უფლება აქვს: ა) მოსთხოვოს საგადასახადო ორგანოს ყველა მუშაკს ზუსტად და განუხრელად შეასრულოს საიდუმლოობის რეჟიმისათვის დადგენილი წესები; ბ) შეიტანოს საგადასახადო ორგანოს ხელმძღვანელთან წარდგინებები საიდუმლოობის რეჟიმის უხეშ დარღვევათა გამო.      5. საიდუმლო ინფორმაციასთან დაშვებულ პირებს ეკისრებათ პირადი პასუხისმგებლობა საიდუმლოობის რეჟიმის დაცვისათვის. 6. საიდუმლო ინფორმაციასთან დაშვებული პირები მოვალენი არიან მკაცრად დაიცვან გამჟღავნებისაგან საიდუმლო ცნობები, რაც მათთვის ცნობილი გახდა საიდუმლო ინფორმაციასთან მუშაობის პროცესში, აგრეთვე აღკვეთონ სხვა პირთა მოქმედება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს საიდუმლო ცნობების გამჟღავნება, აგრეთვე საიდუმლო ცნობების შესაძლო გატანის სხვა მიზეზები და დაუყოვნებლივ შეატყობინონ უშუალოდ საგადასახდო ორგანოს უფროსს. 7. საგადასახადო ორგანოს თანამშრომლებს ეკრძალებათ: ა) გაიტანონ საგადასახადო ორგანოდან საიდუმლო დოკუმენტები; ბ) გადაიღონ საიდუმლო დოკუმენტების ასლები და ამოიწერონ ამ დოკუმენტებიდან ცნობები საგადასახადო ორგანოს უფროსის ან მისი მოადგილის წერილობითი ნებართვის გარეშე; გ) გადასცენ და მიიღონ ხელწერილის გარეშე საიდუმლო დოკუმენტები; დ) გაანადგურონ საიდუმლო დოკუმენტები; ე) შეინახონ პირად სეიფებში, სამუშაო საქაღალდეებში განსაკუთრებული მნიშვნელობის ცნობების შემცველი სამუშაო რვეულები, დოკუმენტები და სხვა მასალები. 8. საგადასახდო ორგანოს განლაგება და მათი აღჭურვა უნდა შეესაბამებოდეს დაწესებულ ნორმებს და გამორიცხავდეს მათში გარეშე პირთა უკონტროლო შეღწევის შესაძლებლობას და უზრუნველყოფდეს საგადასახდო ორგანოში არსებული საიდუმლო ინფორმაციის დაცვას. 9. საგადასახდო ორგანოში სამუშაო ადგილების შინაგანი დაგეგმარება და განლაგება ხელს უნდა უწყობდეს შემსრულებელთა მიერ სამუშაოების შესრულებას ისეთ პირობებში, რომლებიც ითვალისწინებენ მათთვის მინდობილი საიდუმლო დოკუმენტების დაცვისათვის პირთა პერსონალური პასუხისმგებლობის უზრუნველყოფას. 10. საიდუმლო ინფორმაციის დასამუშავებლად კომპიუტერული ტექნიკის საშუალებათა გამოყენებისას იქმნება საიდუმლო ინფორმაციის დაცვის სისტემა და ფინანსთა სამინისტროს სისტემის თანამშრომლებისათვის მასთან დაშვება ხდება სპეციალური ნებართვის (დანართი) საფუძველზე. 11. საიდუმლო ინფორმაციის დაცვის სისტემამ უნდა აღმოფხვრას: ა) არაუფლებამოსილი სუბიექტის მიერ (პირთა, პროგრამების გამოთვლითი სისტემის) კონფიდენციალობის ხელყოფა – ინფორმაციის ხელში ჩაგდება; ბ) არასანქცირებული ცვლილების შეტანა-მოდიფიკაცია; გ) გამოთვლით სისტემაში ფალსიფიცირებული ობიექტის ცრუ კონტექსტით რეპროდუქცია, ცნობების გაგზავნის ან მიღების უარყოფა-ფალსიფიკაცია. 12. შენობის კაპიტალური რემონტის, დამატებითი მოწყობილობების დადგმის და მონტაჟის შემდეგ მოწმდება საიდუმლო ინფორმაციის დაცვის სისტემის ფუნქციონირება; სხვა შემთხვევებში ეს სისტემა მოწმდება წელიწადში ერთხელ მაინც; შემმოწმებელს უნდა ჰქონდეს დაშვების უფლება. აღნიშნული სისტემის ფუნქციონირების შემოწმების შედეგების მიხედვით ფორმდება აქტი, რომელსაც ხელს აწერენ შემოწმების მონაწილენი. 13. საიდუმლოობის რეჟიმის უზრუნველყოფის შემოწმებებს ახდენენ კომისიები, რომლებსაც სათანადო უფლებამოსილ თანამდებობის პირთაგან ქმნის საგადასახადო დეპარტამენტის თავჯდომარე. 14. საიდუმლო დოკუმენტების დანაკლისის გამოვლენის შემთხვევაში კომისია დაუყოვნებლივ ატყობინებს საგადასახდო ორგანოს ხელმძღვანელს, ხოლო ეს უკანასკნელი – ზემდგომ ორგანოსა და შესაბამის სამართალდამცავ ორგანოს. 15. საგადასახადო ორგანოების თანამშრომლები ვალდებულნი არიან დაიცვან სამსახურებრივი მოვალების შესრულების დროს მიღებული ინფორმაციის საიდუმლოება და გამოიყენონ მხოლოდ იმ მიზნის მისაღწევად, რის გამოც ნებადართულია მათთვის ამ ინფორმაციის წარდგენა. 16. კონტროლი საგადასახადო ორგანოში საიდუმლოობის რეჟიმის უზრუნველსაყოფად ხორციელდება საგადასახადო საიდუმლოებათა დაცვის ფაქტობრივი მდგომარეობის შესწავლისა და შეფასების, საიდუმლოობის რეჟიმის ნაკლოვანებათა და დარღვევათა გამოვლენის, ასეთ ნაკლოვანებათა და დარღვევათა მიზეზების დადგენის და მათი აღმოფხვრისა და თავიდან აცილებისათვის საჭირო წინადადებათა შემუშავების მიზნით. 17. შემმოწმებლებს უფლება აქვთ გაეცნონ შესამოწმებელ საკითხებთან დაკავშირებულ ყველა დოკუმენტს, სააღრიცხვო ჟურნალებს (ბარათებს) და სხვა მასალებს, აგრეთვე გამართონ საუბრები და კონსულტაციები სპეციალისტებთან და შემსრულებლებთან, მოითხოვონ წერილობითი ახსნა-განმარტებები, ცნობები, ანგარიშები კომისიის კომპეტენციაში შემავალ ყველა საკითხზე. 18. კომისიის მუშაობის შედეგების მიხედვით დგება აქტი (ცნობა), რომელშიც აისახება საიდუმ-ლოობის რეჟიმის მდგომარეობა, საიდუმლოობის რეჟიმის უზრუნველყოფისათვის განსახორციელებელი ღონისძიებები, გამოვლენილი ნაკლოვანებები და დარღვევები, მათი აღმოფხვრის შესახებ წინადადებები, პასუხისმგებელი პირები.     მუხლი 8🔗. საგადასახადო საიდუმლოების გაცემის წესი 1. საგადასახადო ორგანო, მისი თანამდებობის პირი, მოწვეული სპეციალისტი და ექსპერტი ვალდებულია დაიცვას გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემთა საიდუმლოება, რომელიც მათთვის ცნობილი გახდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას და უფლება აქვთ გადასცენ ცალკეული გადასახადის გადამხდელის შესახებ იდენტიფიცირებული ინფორმაცია მხოლოდ შემდეგ პირებს: ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემის თანამშრომლებს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს წევრებს – ამ უკანასკნელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მიზნით; ბ) სამართალდამცავ ორგანოებს – მოსამართლის ბრძანების საფუძველზე იმ პირთა შესახებ, რომლებიც კანონით იდევნებიან საგადასახადო სამართალდარღვევათა ჩადენისათვის; გ) სასამართლოებს/არბიტრაჟს – გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების ან პასუხისმგებლობის განსაზღვრის მიზნით სასამართლოს/არბიტრაჟის წარმოებაში არსებულ საქმესთან დაკავშირებით; დ) სხვა ქვეყნების საგადასახადო ორგანოებს – საერთაშორისო ხელშეკრულებათა მიხედვით; ე) სასამართლო აღმასრულებლებს – სასამართლოს/არბიტრაჟის გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში. 2. გადასახადის გადამხდელის წერილობითი ნებართვის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის შესახებ ინფორმაცია შეიძლება გაიცეს სხვა პირზე.     მუხლი 9🔗. გადასახადის გადამხდელის შესახებ არსებული პერსონალური მონაცემების დამუშავების წესი საგადასახადო ორგანო ვალდებულია: ა) შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს მხოლოდ ის მონაცემები, რომელთა შეგროვების უფლებას მას ანიჭებს საგადასახადო კოდექსი და რომლებიც აუცილებელია საგადასახადო ორგანოს მიერ საკუთარ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად; ბ) პირის მოთხოვნით ან სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გაანადგუროს კანონით განსაზღვრული მიზნებით გაუთვალისწინებელი, აგრეთვე არაზუსტი, არასარწმუნო, არასრული და საქმესთან დაუკავშირებელი მონაცემები და შეცვალოს ისინი ზუსტი, სარწმუნო, დროული და სრული მონაცემებით; გ) პერსონალური მონაცემების სხვისთვის გადაცემამდე კიდევ ერთხელ მიიღოს ყველა გონივრული ზომა იმის გადასამოწმებლად, არის თუ არა მონაცემები ზუსტი, საქმესთან კავშირში მყოფი, დროული და სრული; დ) დაიცვას მოქმედი კანონმდებლობით პერსონალური მონაცემების დამუშავების სფეროში საჯარო დაწესებულებისათვის დაკისრებული სხვა ვალდებულებები.     მუხლი 10🔗. გასაიდუმლოების ვადა 1. საგადასახადო საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაცია გასაიდუმლოვდება უვადოდ. პირადი საიდუმლოება დახურულია პირის სიცოცხლის მანძილზე, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. 2. ინფორმაცია გასაიდუმლოების ვადების ან მათში ცვლილებების შეტანის შესახებ ხელმისაწვდომი უნდა იყოს საზოგადოებისათვის და ამის შესახებ ინფორმაცია გამოკრული უნდა იქნეს საგადასახადო ორგანოებში თვალსაჩინო ადგილას.     მუხლი 11🔗. საიდუმლო ინფორმაციის გამოქვეყნების წესი მოცემული ინსტრუქცია არ გამოიყენება საგადასახადო კოდექსის 54-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გამოსაქვეყნებლად განკუთვნილი წლიური ანგარიშების მიმართ.     მუხლი 12🔗. ინფორმაცია, რომლის გასაიდუმლოება დაუშვებელია დაუშვებელია შემდეგი ინფორმაციის გასაიდუმლოება: ა) საგადასახადო ორგანოს საქმიანობის ძირითადი პრინციპები და მიმართულებები; ბ) საგადასახადო ორგანოს სტრუქტურის აღწერა, მოსამსახურეთა ფუნქციების განსაზღვრისა და განაწილების, აგრეთვე გადაწყვეტილებათა მიღების წესი; გ) საგადასახადო ორგანოს იმ საჯარო მოსამსახურეთა ვინაობა და სამსახურებრივი მისამართი, რომელთაც უკავიათ თანამდებობა ან ევალებათ საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოება ან საზოგადოებასთან ურთიერთობა და მოქალაქეთათვის ინფორმაციის მიწოდება; დ) საგადასახადო ორგანოს საქმიანობის შესახებ აუდიტორული დასკვნებისა და რევიზიების შედეგები; ე) საგადასახადო ორგანოს გამგებლობაში არსებული საჯარო მონაცემთა ბაზის სახელწოდება და ადგილსამყოფელი, აგრეთვე საჯარო მონაცემთა ბაზისათვის პასუხისმგებელი პირის ვინაობა და სამსახურებრივი მისამართი; ვ) საგადასახადო ორგანოს მიერ მონაცემთა შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და გავრცელების მიზნები, გამოყენების სფეროები და სამართლებრივი საფუძველი; ზ) საგადასახადო ორგანოს მიერ სახსრების განკარგვის შესახებ; თ) საგადასახადო ორგანოებში გადასახადის გადამხდელებზე არსებული ინფორმაცია თვით ამ პირებისათვის.     მუხლი 13🔗. საგადასახადო საიდუმლოების გახმაურება (გამჟღავნება) 1. საიდუმლოების გახმაურება (გამჟღავნება), ასეთი მონაცემების შემცველი დოკუმეენტების ან ინფორმაციის დაკარგვა საგანგებო შემთხვევაა. 2. საგადასახადო საიდუმლოების გახმაურებად (გამჟღავნებად) ითვლება საგადასახადო ორგანოს თანამდებობის პირის, მოწვეული სპეციალისტის ან ექსპერტის მიერ თავისი მოვალეობების შესრულებისას გადასახადის გადამხდელის შესახებ მიღებული ინფორმაციის გამოყენება პირადი მიზნებისათვის ან გადაცემა სხვა პირისათვის. 3. საგადასახადო საიდუმლოების შემცველი დოკუმენტების ან ინფორმაციის დაკარგვა – ეს არის დოკუმენტებისა და ინფორმაციის გასვლა (მათ შორის დროებითაც) მათი დაცვისათვის პასუხისმგებელი პირის მფლობელიდან, რომელსაც ისინი მიანდეს სამსახურში ან სამუშაოზე, და წარმოადგენს აღნიშნულ მონაცემებთან მოპყრობის დადგენილი წესების დარღვევის შედეგს, რის გამოც ეს დოკუმენტები გახდა ან შეიძლება გამხდარიყო გარეშე პირთა კუთვნილება. 4. დაკარგული დოკუმენტების მოძებნისათვის, აგრეთვე საგადასახადო საიდუმლოების გამჟღავნების გარემოებათა და ამაში ბრალეულ პირთა გამოვლენისათვის საჭირო ღონისძიებანი საგადასახადო ორგანოში ხორციელდება სახელმწიფო სამართალდამცავი ორგანოების მიერ. 5. საგადასახადო საიდუმლოების ინფორმაციის შემცველი დოკუმენტების დაკარგვა ან ასეთი ინფორმაციის გახმაურება იწვევს პასუხისმგებლობას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.                                                                         დანართი საგადასახადო დეპარტამენტი კომპიუტერულ სისტემასთან დაშვების ნებართვა მომხმარებლის თანამდებობა, სახელი, გვარი ფუნქციები რეგისტრაციის მომხმარებელი გადასახადების ადმინისტრირების კომპიუტერული სისტემის(გაკს) მომხმარებელი დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურის პროგრამის მომხმარებელი სპეც. ანგარიშ-ფაქტურის მომხმარებელი აუდიტორთა საქმიანობის აღრიცხვის და კონტროლის პროგრამის მომხმარებელი საბაჟო ინფორმაციის ანალიზის მოდულის მომხმარებელი ინფორმაცია უფლების მინიჭებაზე თანხმობა:                      უარი:               თარიღი: დეპარტამენტის თავმჯდომარე/ თავმჯდომარის მოადგილე: ხელმოწერით ვადასტურებ, რომ ზემოხსენებული თანამშრომელი არის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემის სრულ შტატზე მომუშავე თანამშრომელი, თანამდებობის შესაბამისი ყველა უფლება-მოვალეობებით. თანახმა ვარ მიეცეს მას მომხმარებლის იდენტიფიკატორი და პაროლი რეგისტრაციისა და გადასახადების ადმინისტრირების კომპიუტერულ სისტემაში სამუშაოდ. ხელმოწერა: ნებართვა გაცემულია შემდეგ სისტემაზე გაკს-ის მომხმარებლის იდენტიფიკატორი: რეგისტრაციის მომხმარებლის იდენტიფიკატორი: სისტემის ადმინისტრატორი: ხელმოწერა: