„ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 28 თებერვლის №37/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№377/04
სარეგისტრაციო კოდი
220090000.18.011.016803
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 26/12/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება  №377/04

2023 წლის 25 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 28 თებერვლის №37/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1

„ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 28 თებერვლის №37/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 28/02/2018; ს/კ: 220090000.18.011.016282) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ წესის მოთხოვნების შესაბამისად ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის შემდეგ მეწარმე სუბიექტი ვალდებულია პუნქტში/ფილიალში განახორციელოს მხოლოდ ნაღდი ფულის გადაცვლის ოპერაციები, როგორც საკუთარი სამეწარმეო საქმიანობა, გარდა კომერციული ბანკისა, მიკრობანკისა, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა, სესხის გამცემი სუბიექტისა   და საგადახდო მომსახურების პროვაიდერის აგენტისა – ამ მუხლის 2​ 2 პუნქტის საფუძველზე და ამ წესით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა.“;

ბ) 21 პუნქტი ამოღებულ იქნეს .

2. მე-3 მუხლის 71 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. 31 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ელექტრონულ აპარატში დამონტაჟებული სისტემის მეშვეობით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მუდმივად და უწყვეტ რეჟიმში ხორციელდება ელექტრონული აპარატების ვიდეომეთვალყურეობა და შესაბამისი ჩანაწერის გაკეთება. ვიდეოჩაწერის შედეგად მიღებული ციფრული ინფორმაცია (ელექტრონული ინფორმაცია), შესაბამისი ჩანაწერებით, არანაკლებ 30 დღისა უნდა ინახებოდეს სათანადოდ დაცულ ადგილზე. იმ შემთხვევაში, თუ ვიდეომეთვალყურეობის სისტემის გათიშვის/დაზიანების ან/და სხვა ტექნიკური ხარვეზის გამო ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ვერ უზრუნველყოფს ვიდეომეთვალყურეობის სისტემის გამართულ მუშაობას, ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ვალდებულია აღნიშნულის შესახებ პირველივე შესაძლებლობისთანავე, ელექტრონულად, პორტალის საშუალებით, შეატყობინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს. ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ვალდებულია ვიდეომეთვალყურეობის სისტემის გაუმართაობისას ყველა ზომა მიიღოს ხარვეზის დაუყოვნებლივ აღმოსაფხვრელად. გაუმართაობის აღმოფხვრამდე ვალუტის გადამცვლელი პუნქტი უფლებამოსილი არ არის ვალუტის გადაცვლის ოპერაციები განახორციელოს შესაბამისი გაუმართავი ელექტრონული აპარატის მეშვეობით;“.

4. მე-7 მუხლის:

ა) 51 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-6 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) კლიენტის საიდენტიფიკაციო მონაცემები: ფიზიკური პირის შემთხვევაში კლიენტის სახელი, გვარი, მისამართი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი, პირადი ნომერი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გამცემი ორგანო და გაცემის თარიღი. იურიდიული პირის (აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ ორგანიზაციული წარმონაქმნის, რომელიც არ წარმოადგენს იურიდიულ პირს) და მეწარმე ფიზიკური პირის შემთხვევაში საფირმო სახელწოდება, საიდენტიფიკაციო ნომერი და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები ფიზიკური პირის შესაბამისად;“;

გ)   მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. პუნქტის/ფილიალის მიერ კომერციულ ბანკში, მიკრობანკში, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში ან სხვა პუნქტში ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციის განხორციელებისას, აღნიშნული ფინანსური ინსტიტუტების მიერ გაცემული ოპერაციის დამადასტურებელი საბუთის საფუძველზე, ვალუტის ყიდვა-გაყიდვის თითოეული ოპერაცია ასახული უნდა იქნეს პროგრამულად და ამოიბეჭდოს შესაბამისი ქვითარი და შეინახოს აღნიშნული ფინანსური ინსტიტუტების მიერ გაცემული ოპერაციის დამადასტურებელ საბუთთან ერთად. აღნიშნული ქვითარი უნდა მოიცავდეს, სულ მცირე, შემდეგ ინფორმაციას:

ა) პუნქტის/ფილიალის დასახელება და მისამართი;

ბ) ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ქვითრის №;

გ) იმ კომერციული ბანკის, მიკრობანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ან სხვა პუნქტის საფირმო სახელწოდება, სადაც განხორციელდა ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაცია;      

დ) პუნქტის/ფილიალის უფლებამოსილი პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი №), რომელიც დაფიქსირებულია ზემოაღნიშნული ფინანსური ინსტიტუტების მიერ გაცემულ ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციის დამადასტურებელ საბუთში;

ე) შემოსული და გასული ვალუტის დასახელება და თანხის ოდენობა;

ვ) გადაცვლის კურსი;

ზ) ოპერაციის განხორციელების თარიღი და დრო;

თ) ორივე მხარის ხელმოწერა.“.

5. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8. ვიდეომეთვალყურეობის სისტემა

1. ვიდეომეთვალყურეობის სისტემა უნდა განთავსდეს პუნქტის/ფილიალის შიგნით და გარეპერიმეტრზე. ვიდეომეთვალყურეობის სისტემა პუნქტის/ფილიალის შიგნით უნდა განთავსდეს ისეთი განლაგებით, რომ შესაძლებელი იყოს მომხმარებლის ვიზუალურად დანახვა და ვალუტის ყიდვა-გაყიდვის დამადასტურებელი ქვითრის მომხმარებლისთვის გადაცემის ფაქტის დაფიქსირება.

2. გარეპერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემა უნდა აკმაყოფილებდეს „ავტომატური ფოტო- და ვიდეოტექნიკის ტექნიკური მახასიათებლებისა და მათი ექსპლუატაციის წესის, აგრეთვე იმ შენობა-ნაგებობათა ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელთა გარე პერიმეტრზე სავალდებულოა ავტომატური ფოტო- ან/და ვიდეოტექნიკის განთავსება/დამონტაჟება“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 2 მარტის №101 დადგენილებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. თუ შეუძლებელია გარე პერიმეტრის ვიდეომეთვალყურეობის სისტემის კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების მიხედვით დამონტაჟება, მაშინ წარმოდგენილი უნდა იქნეს შესაბამისი ცნობა.

3. პუნქტი/ფილიალი ვალდებულია პუნქტის/ფილიალის შიგნით განთავსებული და გარეპერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემით ვიდეოჩაწერა აწარმოოს მუდმივად და უწყვეტად. ვიდეოჩაწერის შედეგად მიღებული ციფრული ინფორმაცია (ელექტრონული ინფორმაცია), შესაბამისი ჩანაწერებით, არანაკლებ 30 დღისა უნდა ინახებოდეს სათანადოდ დაცულ ადგილზე. პუნქტის/ფილიალის შემოწმების ფარგლებში, პუნქტის/ფილიალის შიგნით განთავსებული და გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემით ვიდეოჩაწერის შედეგად მიღებული ციფრული ინფორმაციის (ელექტრონული ინფორმაციის) შესაბამისი ჩანაწერი, მოთხოვნისთანავე უნდა გადაეცეს ეროვნულ ბანკს.

4. თუ ელექტროენერგიის გათიშვის, ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დაზიანების ან/და სხვა ტექნიკური ხარვეზის გამო პუნქტი/ფილიალი ვერ უზრუნველყოფს ვიდეომეთვალყურეობის სისტემის გამართულ მუშაობას, პუნქტი/ფილიალი ვალდებულია აღნიშნულის შესახებ, პირველივე შესაძლებლობისთანავე, ელექტრონულად, პორტალის საშუალებით, შეატყობინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს. პუნქტი/ფილიალი ვალდებულია ვიდეომეთვალყურეობის სისტემის გაუმართაობისას ყველა ზომა მიიღოს ხარვეზის დაუყოვნებლივ აღმოსაფხვრელად.

5. პუნქტი/ფილიალი ვალდებულია საქმიანობის მთელი პერიოდის განმავლობაში იქონიოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად დამონტაჟებული დაცვის საგანგაშო ღილაკი და ვიდეომეთვალყურეობის სისტემა. პუნქტი/ფილიალი ვალდებულია არ განახორციელოს ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციები კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად დამონტაჟებული დაცვის საგანგაშო ღილაკისა და ვიდეომეთვალყურეობის სისტემის გამართული ფუნქციონირების გარეშე.“.

6. დანართები №1, №2, №5 და №6 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციის შესაბამისად.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელინათელა თურნავა
📎 დანართები (2)
377-1.doc

დანართი №1

საქართველოს ეროვნულ ბანკს

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა რ ე გ ი ს ტ რ ა ც ი ა ზ ე

„ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის (მიეთითოს ბრძანების თარიღი და ნომერი) ბრძანების შესაბამისად, გთხოვთ, დაარეგისტრიროთ ვალუტის გადამცვლელი პუნქტი წინამდებარე განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების საფუძველზე:

საფირმო სახელწოდება
სამართლებრივი ფორმა
საიდენტიფიკაციო კოდი
წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი
ბენეფიციარი მესაკუთრე/მესაკუთრეები
იურიდიული მისამართი
ფაქტობრივი მისამართი
საკონტაქტო ტელეფონის ნომერი
ელექტრონული ფოსტის მისამართი
მომსახურე კომერციული ბანკ(ებ)ი/მიკრობანკ(ებ)ი
ანგარიშების რეკვიზიტები კომერციულ ბანკ(ებ)ში/მიკრობანკ(ებ)ში
მომსახურებისას ვიყენებ (შემოხაზეთ) საკომისიოს / საყურადღებო კურსს

აღნიშნულ განცხადებაზე ხელმოწერით ვადასტურებ, რომ:

  1. გავეცანი ვალუტის გადამცვლელი პუნქტის საქმიანობის მარეგულირებელ საქართველოს კანონმდებლობას და ვაკმაყოფილებ „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის (მიეთითოს ბრძანების თარიღი და ნომერი) ბრძანების სარეგისტრაციო პირობებს;

  2. განცხადებაში შეტანილი ინფორმაცია უტყუარია.

ხელმოწერა: თარიღი:

დანართი №2

საქართველოს ეროვნულ ბანკს

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა ფ ი ლ ი ა ლ ი ს გ ა ხ ს ნ ი ს თ ა ო ბ ა ზ ე

„ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის (მიეთითოს ბრძანების თარიღი და ნომერი) ბრძანების შესაბამისად, გთხოვთ მომცეთ ნებართვა ვალუტის გადამცვლელი პუნქტის ფილიალის გახსნის თაობაზე წინამდებარე განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების საფუძველზე:

პუნქტის საფირმო სახელწოდება
პუნქტის სამართლებრივი ფორმა
პუნქტის საიდენტიფიკაციო კოდი
პუნქტის რეგისტრაციის ნომერი
წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი
პუნქტის იურიდიული მისამართი
ფილიალის მისამართი
საკონტაქტო ტელეფონის ნომერი
ელექტრონული ფოსტის მისამართი
მომსახურე კომერციული ბანკ(ებ)ი/მიკრობანკ(ებ)ი
ანგარიშების რეკვიზიტები კომერციულ ბანკ(ებ)ში/მიკრობანკ(ებ)ში
მომსახურებისას ვიყენებ (შემოხაზეთ) საკომისიოს / საყურადღებო კურსს

აღნიშნულ განცხადებაზე ხელმოწერით ვადასტურებ, რომ:

  1. გავეცანი ვალუტის გადამცვლელი პუნქტის საქმიანობის მარეგულირებელ საქართველოს კანონმდებლობას და ვაკმაყოფილებ „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის (მიეთითოს ბრძანების თარიღი და ნომერი) ბრძანების სარეგისტრაციო პირობებს.

  2. განცხადებაში შეტანილი ინფორმაცია უტყუარია.

ხელმოწერა: თარიღი:

377-2.doc

დანართი №5

განცხადება ელექტრონული აპარატის მეშვეობით ვალუტის გაცვლის ოპერაციების განხორციელების თაობაზე

„ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 28 თებერვლის №37/04 ბრძანების შესაბამისად, გთხოვთ დაარეგისტრიროთ ვალუტის გადამცვლელი პუნქტი (ელექტრონული აპარატი) წინამდებარე განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების საფუძველზე:

ელექტრონული აპარატის მფლობელის საფირმო სახელწოდება ________________________________

ელექტრონული აპარატის მფლობელის სამართლებრივი ფორმა _______________________________

ელექტრონული აპარატის მფლობელის საიდენტიფიკაციო კოდი ______________________________

ელექტრონული აპარატის რეგისტრაციის ნომერი ____________________________________________

წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი _________________________________________________

ელექტრონული აპარატის მფლობელის იურიდიული მისამართი _____________________________

ელექტრონული აპარატის ფაქტობრივი მისამართი _____________________________________________

საკონტაქტო ტელეფონის ნომერი ___________________________________________________________

ელექტრონული ფოსტის მისამართი ________________________________________________________

მომსახურე კომერციული ბანკ(ებ)ი/მიკრობანკ(ებ)ი

________________________________________________________

ანგარიშების რეკვიზიტები კომერციულ ბანკ(ებ)ში/მიკრობანკ(ებ)ში

___________________________________________________________________________________

მომსახურებისას ვიყენებ (შემოხაზეთ) საკომისიოს / საყურადღებო კურსს

აღნიშნულ განცხადებაზე ხელმოწერით ვადასტურებ, რომ:

1. გავეცანი ვალუტის გადამცვლელი პუნქტის საქმიანობის მარეგულირებელ საქართველოს კანონმდებლობას და ვაკმაყოფილებ „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 28 თებერვლის №37/04 ბრძანებით დადგენილ სარეგისტრაციო პირობებს.

2. განცხადებაში შეტანილი ინფორმაცია ზუსტი და უტყუარია.

ხელმოწერა: თარიღი:

დანართი №6

განცხადება ელექტრონული აპარატისათვის ფილიალის საქმიანობის ნებართვის მიღების თაობაზე

„ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 28 თებერვლის N37/04 ბრძანების შესაბამისად, გთხოვთ მომცეთ ნებართვა ვალუტის გადამცვლელი პუნქტის ფილიალის (ელექტრონული აპარატის) გახსნის თაობაზე წინამდებარე განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების საფუძველზე:

ელექტრონული აპარატის მფლობელის საფირმო სახელწოდება ____________________________

ელექტრონული აპარატის მფლობელის სამართლებრივი ფორმა ____________________________

ელექტრონული აპარატის მფლობელის საიდენტიფიკაციო კოდი __________________________

ელექტრონული აპარატის რეგისტრაციის ნომერი _________________________________________

წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი _________________________________________________

ელექტრონული აპარატის მფლობელის იურიდიული მისამართი __________________________

ელექტრონული აპარატის ფაქტობრივი მისამართი __________________________________________

საკონტაქტო ტელეფონის ნომერი ___________________________________________________________

ელექტრონული ფოსტის მისამართი ________________________________________________________

მომსახურე კომერციული ბანკ(ებ)ი/მიკრობანკ(ებ)ი

________________________________________________________

ანგარიშების რეკვიზიტები კომერციულ ბანკ(ებ)ში/მიკრობანკ(ებ)ში

___________________________________________________________________________________

მომსახურებისას ვიყენებ (შემოხაზეთ) საკომისიოს/საყურადღებო კურსს

აღნიშნულ განცხადებაზე ხელმოწერით ვადასტურებ, რომ:

1. გავეცანი ვალუტის გადამცვლელი პუნქტის საქმიანობის მარეგულირებელ საქართველოს კანონმდებლობას და ვაკმაყოფილებ „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 28 თებერვლის №37/04 ბრძანებით დადგენილ სარეგისტრაციო პირობებს.

2. განცხადებაში შეტანილი ინფორმაცია ზუსტი და უტყუარია.

ხელმოწერა: თარიღი: