ქ. ბორჯომი, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე გეოგრაფიული ობიექტისათვის (სკვერი) „ზურაბ ანჯაფარიძის“ სახელის მინიჭების შესახებ
მიღების თარიღი 22.12.2023
გამომცემი ორგანო ბორჯომის მუნიციპალიტეტი
ნომერი №გ-17. 1723356001
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.139.016024
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/12/2023
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
22.12.2023 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წირაში მდებარე სახელწოდების არმქონე ქუჩებისათვის სახელის მინიჭების თაობაზე ვანის მუნიციპალიტეტის შუამთის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე სოფელ შუამთის N11 ქუჩისათვის ლადო სულაბერიძის სახელის მინიჭების შესახებ ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტის (ქუჩა, ჩიხი) სახელდების შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულში კიკვიძის ქუჩისათვის სახელის გადარქმევის თაობაზე მცხეთის მუნიციპალიტეტის ლისის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში - ლისსა და წოდორეთში მდებარე სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქ. ბორჯომი, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე გეოგრაფიული ობიექტისათვის (სკვერი) „ზურაბ ანჯაფარიძის“ სახელის მინიჭების შესახებ
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება Nგ-17.1723356001
2023 წლის 22 დეკემბერი
ქ. ბორჯომი
ქ. ბორჯომი, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე გეოგრაფიული ობიექტისათვის (სკვერი) „ზურაბ ანჯაფარიძის“ სახელის მინიჭების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მეორე პუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-7 მუხლისა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვის და დაცვის მიზნით გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სამთავრობო კომისიის 2023 წლის 1 დეკემბრის №40 ოქმის საფუძველზე:
1. ქ. ბორჯომი, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე გეოგრაფიულ ობიექტს (სკვერი ს/კ 64.23.03.238) მიენიჭოს „ზურაბ ანჯაფარიძის“ სახელი.
2. განკარგულება მიღებიდან 10 დღის ვადაში გაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურდიულ პირს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.
3. განკარგულება მიღებიდან 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.
4. განკარგულება რეაგირებისათვის გაეგზავნოს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას.
5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული პირის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში ახალციხის რაიონულ სასამართლოში (ქ. ახალციხე, მებაღიშვილის ქუჩა №60ა).
ბორჯომის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი