საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 120.260.010.22.034.007.364
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება №475
2005 წლის 11 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:
1. შეტანილ იქნეს ცვლილება ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის, თანამდებობაზე დანიშვნის, თანამდებობიდან გათავისუფლების, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის, სამხედრო და სპეციალური წოდებების მინიჭებაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 4 აპრილის №303 ბრძანებით (სსმ III, 2005 წ., №38, მუხ. 399) დამტკიცებულ ნუსხაში:
ა) ნუსხის მე-5 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 5. სამინისტროს დეპარტამენტის ხელმძღვანელის (დირექტორი, უფროსი), სამინისტროს მთავარი სამმართველოს უფროსის, სამინისტროს სამმართველოს უფროსის (გარდა განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს უფროსისა), სამინისტროს სამსახურის უფროსის მიერ თანამდებობაზე ინიშნებიან, თანამდებობიდან თავისუფლდებიან და შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნილ იქნებიან:”
ბ) ნუსხის მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 8. ნუსხის მე-5 მუხლით გათვალისწინებული მოსამსახურეებისათვის, უმცროსი სპეციალური წოდების მინიჭება ხდება დეპარტამენტის ხელმძღვანელის (დირექტორი, უფროსი), სამინისტროს მთავარი სამმართველოს უფროსის, სამინისტროს სამმართველოს უფროსის (გარდა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს უფროსისა) და სამინისტროს სამსახურის უფროსის მიერ.”
გ) ნუსხის მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 9. სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს ყველა მოსამსახურეს (ნუსხის პირველი მუხლით გათვალისწინებულ თანამდებობის პირთა გარდა) თანამდებობაზე ნიშნავს, თანამდებობიდან ათავისუფლებს და შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დაითხოვს, ამასთან სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს რიგითი და ეფრეიტორის შემადგენლობას სამხედრო სამსახურში ჩარიცხავს, სამხედრო სამსახურიდან დაითხოვს, რიგითი და ეფრეიტორის შემადგენლობას მორიგ სამხედრო წოდებას მიანიჭებს, აგრეთვე, უმცროს და საშუალო სპეციალურ წოდებას მიანიჭებს კურატორი მინისტრის მოადგილე.”.
2. ბრძანება გაეცნოს დაინტერესებულ პირებს.
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრის მოვალეობის ბ. ბრეგაძე
შემსრულებელი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 11.05.2005.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“?
- „საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 11.05.2005. მიმღები ორგანო — საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №475. სარეგისტრაციო კოდი — 120.260.010.22.034.007.364.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 11.05.2005 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, №475, 11.05.2005, სარეგისტრაციო კოდი 120.260.010.22.034.007.364 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.05.2005). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/60316/