„პროფესიული სერტიფიცირების სტანდარტისა და სასერტიფიკაციო პროგრამებისა და საგამოცდო პროცესის აღიარების წესის დამტკიცების შესახებ“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 25 სექტემბრის №ნ-16 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება №ნ-15 |
|
2023 წლის 26 დეკემბერი ქ. თბილისი |
ა) 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,11. იმ პირების მიმართ, რომელთაც უმაღლესი განათლება მიღებული აქვთ ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებებით – ბუღალტრული აღრიცხვა, მენეჯმენტი, ფინანსები და სოციალური მიმართულებით ეკონომიკის დარგში და კვალიფიკაცია მინიჭებული აქვს 2005 წლის შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს 2025 წლის პირველი იანვრისა, პროფესიული ორგანიზაცია უფლებამოსილია სასერტიფიკაციო გამოცდებზე დაშვებისათვის გათვალისწინებული სასწავლო კურსის/საგნის ჩათვლა განახორციელოს დიპლომის დანართში ასახული ჩათვლილი/ჩაბარებული სასწავლო კურსის/საგნის შესაბამისად.“;
ბ) 21 და 22 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,21. იმ პირების მიმართ, რომელთაც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის პერიოდში, ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებებით – ბუღალტრული აღრიცხვა, მენეჯმენტი, ფინანსები და სოციალური მიმართულებით ეკონომიკის დარგში 2005 წლის შემდგომ ჩათვლილი/ჩაბარებული აქვთ სასწავლო კურსი/საგანი, მაგრამ არ აქვთ უმაღლესი განათლების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი, პროფესიული ორგანიზაცია უფლებამოსილია 2025 წლის 1 იანვრამდე სასერტიფიკაციო პროგრამაზე დაშვებისათვის გათვალისწინებული სასწავლო კურსის/საგნის ჩათვლა განახორციელოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე, ჩათვლილი/ჩაბარებული სასწავლო კურსის/საგნის შესაბამისად.
22. იმ პირების მიმართ, რომელთაც უმაღლესი განათლება მიღებული აქვთ უცხო ქვეყანაში ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებებით – ბუღალტრული აღრიცხვა, მენეჯმენტი, ფინანსები და სოციალური მიმართულებით ეკონომიკის დარგში, მინიჭებული აქვთ კვალიფიკაცია და ცენტრის მიერ აღიარებულია 2025 წლის 1 იანვრამდე. პროფესიული ორგანიზაცია უფლებამოსილია სასერტიფიკაციო გამოცდებზე დაშვებისათვის გათვალისწინებული სასწავლო კურსის/საგნის ჩათვლა განახორციელოს დიპლომის დანართში ასახული ჩათვლილი/ჩაბარებული სასწავლო კურსის/საგნის შესაბამისად.“;
გ) 31 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,31. საგანმანათლებლო საქმიანობის განმახორციელებელი პირების ცალკეულ დისციპლინებს (საგნებს) ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებებით ბუღალტრული აღრიცხვის და აუდიტის, მენეჯმენტის, ფინანსების და ეკონომიკის პროგრამების ფარგლებში 2025 წლის 1 იანვრამდე აღიარებენ პროფესიული ორგანიზაციები. ამ პუნქტის მიზნებისათვის პროფესიული ორგანიზაცია უფლებამოსილია, თავისი სასერტიფიკაციო პროგრამის ფარგლებში მის მიერ დადგენილი კრიტერიუმების საფუძველზე, უზრუნველყოს საგანმანათლებლო საქმიანობის განმახორციელებელი პირისათვის დისციპლინების (საგნების) აღიარება მხოლოდ კომპეტენციის საბაზო დონეზე.“.
|