საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დაფუძნების შესახებ

მიღების თარიღი 25.12.2023
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №514
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.024347
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/12/2023
matsne.gov.ge 153 სიტყვა · ~1 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის რეორგანიზაციის შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 89% 13.12.2016 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მომსახურების ტარიფების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 89% 28.01.2026 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დაფუძნებისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 88% 29.12.2014 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რეორგანიზაციის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 88% 08.02.2022 საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 87% 25.12.2014

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დაფუძნების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №514 2023 წლის 25 დეკემბერი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დაფუძნების შესახებ მუხლი 1🔗 „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (06/09/2013, №1016-Iს) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 10 ივნისის №476 ბრძანებულებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის ბაზაზე დაფუძნდეს და მის უფლებამონაცვლედ განისაზღვროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა. მუხლი 2🔗 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაევალოს ამ დადგენილებით დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელმწიფო კონტროლი და მისი დებულების (წესდებების) ამ დადგენილებასთან შესაბამისობაში მოყვანა. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი