,,ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 თებერვლის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№21
სარეგისტრაციო კოდი
190040000.35.142.016325
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/12/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №21

2023 წლის 25 დეკემბერი

ქ. ნინოწმინდა

 

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის  შესაბამისად,  ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ’’ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 თებერვლის №5 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 01/03/2023, 190040000.35.142.016309) და დადგენილების დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იმ წევრებისათვის, რომლებიც არ არიან მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირები, საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელების მიზნით გაწეული ხარჯების ზღვრული ოდენობა თითოეულ წევრზე განისაზღვროს 825 (რვაას ოცდახუთი) ლარის ოდენობით ყოველთვიურად.“.
მუხლი 2
ეს  დადგენილება ამოქმედდეს 2024  წლის 1 იანვრიდან.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევაან აროიანი