შავი ზღვისა და ზღვისპირა რეგიონის კვლევების საგრანტო კონკურსის - „შავი ზღვის ლურჯი განვითარება“ დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 27.12.2023
გამომცემი ორგანო 1. პროექტის სამეცნიერო ღირებულება
ნომერი №149/ნ
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.018404
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/12/2023
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.12.2023 მიღება
📖 ტერმინთა განმარტებები (22)
დამატებითი მეტამონაცემები (10)
| 1 | სუსტი |
| 2 | დამაკმაყოფილებელი |
| 3 | კარგი |
| 4 | ძალიან კარგი |
| 5 | საუკეთესო |
| საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| 1. პროექტის სამეცნიერო ღირებულება | 1 |
| 2. სამეცნიერო ეფექტიანობა | 1 |
| 3.პროექტის განხორციელება | 1 |
| შეფასება ქულით | შეფასება |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ ქართველოლოგიის კვლევებისთვის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს საზღვრისპირა რეგიონების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ მოლდოვას კვლევისა და განვითარების ეროვნულ სააგენტოსა (NARD) და სსიპ - შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშემწყობი სამეცნიერო კვლევითი საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
შავი ზღვისა და ზღვისპირა რეგიონის კვლევების საგრანტო კონკურსის - „შავი ზღვის ლურჯი განვითარება“ დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება
№149/ნ
2023 წლის 27 დეკემბერი
ქ. თბილისი
შავი ზღვისა და ზღვისპირა რეგიონის კვლევების საგრანტო კონკურსის – „შავი ზღვის ლურჯი განვითარება“ დებულების დამტკიცების შესახებ
„სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გრანტების გაცემის წესის, საგრანტო კონკურსების დებულებებისა და საგრანტო პროექტების შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 მარტის №131 დადგენილების შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „შავი ზღვისა და ზღვისპირა რეგიონის კვლევების საგრანტო კონკურსის - „შავი ზღვის ლურჯი განვითარება“ დებულება“ ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიგიორგი ამილახვარი
დანართი
შავი ზღვისა და ზღვისპირა რეგიონის კვლევების საგრანტო კონკურსის – „შავი ზღვის ლურჯი განვითარება“ დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. შავი ზღვისა და ზღვისპირა რეგიონის კვლევების საგრანტო კონკურსის – „შავი ზღვის ლურჯი განვითარება“ დებულება (შემდგომ – დებულება) აწესრიგებს შავი ზღვისა და ზღვისპირა რეგიონის შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი საგრანტო პროექტების დასაფინანსებლად საგრანტო კონკურსის (შემდგომ – კონკურსი) გამართვის, გრანტის გაცემის, პროექტების შეფასებისა და მათი განხორციელების მონიტორინგის წესებს.
2. კონკურსის შედეგად დასაფინანსებლად შეირჩევა შავი ზღვისა და ზღვისპირა რეგიონის შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი საგრანტო პროექტები (შემდგომ – პროექტი), რომლებიც ითვალისწინებს საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების სამეცნიერო ჯგუფების მიერ ერთობლივი სამეცნიერო კვლევების განხორციელებას.
3. კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს:
ა) ახალი ცოდნის შექმნას, ახალი იდეებისა და კონცეფციების, მოვლენებისა და ფაქტების, თეორიებისა და მოდელების თეორიულ და ექსპერიმენტულ შესწავლა-ანალიზს, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ხელს შეუწყობს ქვეყანაში შავი ზღვისა და ზღვისპირა რეგიონის შემსწავლელი კვლევების განვითარებასა და სოციალურ-პოლიტიკურ, ეკონომიკურ, საზოგადოებრივ, კულტურულ და საინფორმაციო-ტექნოლოგიურ პროგრესს;
ბ) შავი ზღვის სტრატეგიული კვლევებისა და ინოვაციების დღის წესრიგით (SRIA) გათვალისწინებული მიზნების შესრულებას;
გ) შავი ზღვისა და ზღვისპირა რეგიონის შემსწავლელი კვლევების განვითარებასა და განხორციელებული კვლევების შედეგების გავრცელებას (დისემინაციას);
დ) სხვადასხვა თაობის მკვლევართა შორის გამოცდილების გაზიარებას და ადგილობრივი სამეცნიერო პოტენციალის გაძლიერებას;
ე) საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის წახალისებას;
ვ) შავი ზღვისა და ზღვისპირა რეგიონის კვლევებში ახალგაზრდა მკვლევართა მოზიდვას;
ზ) სამეცნიერო შრომების საერთაშორისო ჟურნალებსა და სამეცნიერო კრებულებში დაბეჭდვის შესაძლებლობის გაზრდას.
4. კონკურსი მოიცავს შავი ზღვისა და ზღვისპირა რეგიონის კვლევების მიმართულებით შემდეგ თემებს და ქვეთემებს:
ა) შავი ზღვის ბიომრავალფეროვნებისა და ეკოსისტემის მდგრადობის ცვლილება კლიმატის ცვლილებისა და მულტისტრესორების გავლენით:
ა.ა) შავი ზღვის ბიომრავალფეროვნების კარტირება ახალი მიდგომების/ინსტრუმენტების გამოყენებით (როგორიცაა ე-დნმ) გენეტიკურ, სახეობრივ და ეკოსისტემის დონეზე;
ა.ბ) შავ ზღვაში ინვაზიური სახეობების გავრცელების მასშტაბის დადგენა და ინსტრუმენტების შემუშავება მათი გავლენის პროგნოზირებისთვის შავი ზღვის რიგი სტრესორების კონტექსტში, როგორც მათი უარყოფითი შედეგების შერბილებისა და ადაპტაციის პოლიტიკის საფუძველი.
ბ) ლურჯი ბიოტექნოლოგია:
ბ.ა) ახალი ფარმაცევტული პრეპარატების, ბიოსაწვავის, ფერმენტების, თევზის საკვების, ბიოპოლიმერების, ასევე რეგიონში მდგრადი განვითარებისა და სურსათის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საჭირო ბიოაქტიური ნაერთების შესაქმნელად საჭირო კანდიდატი სახეობებისა და ჰაბიტატების საინფორმაციო სისტემის შექმნა;
ბ.ბ) საფრთხეების რესურსებად გადაქცევა: წყალმცენარეების მნიშვნელობის (როგორც ბიოსაწვავის, ცილის ალტერნატიული წყაროს და მეორე თაობის ბუნებრივი პროდუქტის) ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის შესწავლა.
გ) ერთიანი მიდგომა ჯანმრთელობისადმი და შავი ზღვის სანაპიროს უსაფრთხოების გაუმჯობესება:
გ.ა) გრძელვადიანი და ეპიზოდური (ექსტრემალურ მეტეოროლოგიურ მოვლენებთან დაკავშირებული) ცვლილებების შესწავლა, რომლებიც უკავშირდება საზღვაო სითბურ ტალღებს, ზღვის დონის მატებას და სანაპირო წყალდიდობებს, შესაბამისი ზემოქმედებითა და ადაპტაციით (სოციალური ასპექტების გათვალისწინებით);
გ.ბ) მავნე წყალმცენარეების ყვავილობის (HAB), მედუზების პოპულაციის სწრაფი ზრდის და გაწებოვნება/გალორწოვნების მოვლენების რისკის შეფასება რეგიონულ დონეზე და მათი გავლენა ეკოსისტემის სერვისებსა და სურსათის უვნებლობაზე, მათი შესაძლო ბიოტექნოლოგიური გამოყენების შეფასება;
გ.გ) სამოქალაქო და სამხედრო დესტრუქციული საქმიანობის (როგორიცაა სახიფათო დაბინძურება, აუფეთქებელი საბრძოლო მასალები და სხვ.) ეკოსისტემაზე ზემოქმედების დადგენა, რომელიც გავლენას ახდენს სანაპირო ზოლის საზოგადოებების მდგრადობაზე, სანაპირო ზონის სამეცნიერო, სოციალურ-ეკონომიკური და ფსიქოლოგიური ასპექტების გათვალისწინებით.
დ) დაკვირვების ინოვაციური სისტემები:
დ.ა) ინტეგრირებული ერთობლივი დაკვირვების სისტემის შექმნა, რეგულარული საზღვაო ექსპედიციებისა და მობილურ პლატფორმებზე მომუშავე დაკვირვების სტანდარტიზებული სტაციონარული სისტემების ჩათვლით;
დ.ბ) შავი ზღვის დაკვირვებათა სისტემის მობილური კომპონენტის დახვეწა, ARGO-ს და პლანერების განლაგების კოორდინირებული გაფართოების გზით.
ე) შავი ზღვის წყალქვეშა და სანაპირო მემკვიდრეობა:
ე.ა) შავი ზღვის წყალქვეშა მემკვიდრეობის რუკების შემდგომი შედგენა და შერჩევა (შემდგომი პოპულარიზაციისთვის) და მემკვიდრეობის ობიექტების სენსიტიურობის შეფასება კლიმატის ცვლილებისა და მულტისტრესორების მიმართ;
ე.ბ) შავი ზღვის სანაპიროს საერთო კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია საზოგადოების ფართო ფენებისთვის, მდგრადი და ინოვაციური ტურიზმის მოდელების შემუშავებით.
ვ) ზღვის განახლებადი ენერგია:
ვ.ა) ქარისა და ტალღების განახლებადი ენერგიის ექსპერიმენტული სადემონსტრაციო მოდელის შექმნა ენერგიის გამომუშავების, ეკოსისტემაზე ზემოქმედების, ეკონომიკური მიზანშეწონილობისა და სოციალური მიმღებლობის დასადგენად;
ვ.ბ) სამომავლო მრავალფუნქციური სანაპირო პლატფორმების ან დაცული ტერიტორიების კონცეფციის განვითარება, დიზაინის შემუშავება და მიზანშეწონილობის დადგენა პილოტური გადაწყვეტილებების მიზნებით, მზის ენერგიასთან, მწვანე წყალბადის წარმოქმნასა და ლურჯ ნახშირბადთან (წყალქვეშ შთანთქმული/უტილიზირებული) კავშირის გათვალისწინებით.
ზ) შავი ზღვის ციფრული ორეული:
ზ.ა) შავი ზღვის ციფრული ორეულის შექმნა რეგიონალური და აუზის მასშტაბის ინოვაციური მოდელების საფუძველზე, რომლებიც ახდენს კლიმატის ცვლილების და რიგი სტრესორების სიმულაციას და მათ ინტეგრირებას სოციალურ-ეკონომიკურ ტენდენციებთან, „ლურჯი ეკონომიკის“ სცენარებთან და სისტემურ მიდგომებთან;
ზ.ბ) ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე გადაწყვეტილების მხარდაჭერის ხელსაწყოების (DSTs) შემდგომი განვითარება შავი ზღვის ეკოსისტემის სამართავად.
5. კონკურსი ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან და მის ადმინისტრირებას ახორციელებს სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი (შემდგომ – ფონდი).
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება
დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს ამ დებულების მიზნებისათვის აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ანგარიში – პროექტის დასრულების შემდგომ გრანტის მიმღების მიერ ფონდში წარდგენილი პროგრამული და ფინანსური ანგარიში;
ბ) ახალგაზრდა მეცნიერი – მაგისტრი, დოქტორი ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომლის აკადემიური ხარისხის მინიჭების დღიდან კონკურსის გამოცხადების დღემდე გასულია არაუმეტეს 7 წელი. ასევე, მაგისტრანტი, დოქტორანტი ან პირი, რომელიც გადის რეზიდენტურის კურსს;
გ) გენერალური დირექტორი – ფონდის გენერალური დირექტორი;
დ) გრანტის მიმღები – კონკურსში გამოვლენილი გამარჯვებული, დასაფინანსებლად დამტკიცებული პროექტის წამყვანი ორგანიზაცია, თანამონაწილე ორგანიზაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში, გარდა საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირისა), პროექტის ხელმძღვანელი, პროექტის კოორდინატორი და პროექტის სხვა ძირითადი პერსონალი;
ე) დამხმარე პერსონალი – ფიზიკური პირი, რომელიც ეხმარება ძირითად პერსონალს ტექნიკური ამოცანების გადაჭრაში;
ვ) თანადამფინანსებელი – საქართველოში ან საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელიც აფინანსებს პროექტის ბიუჯეტით განსაზღვრული ხარჯების ნაწილს;
ზ) თანამონაწილე ორგანიზაცია – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომლის წესდებით/დებულებით განსაზღვრული მიზანია სამეცნიერო კვლევების განხორციელება, ასევე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. თანამონაწილე ორგანიზაცია წამყვან ორგანიზაციასთან ერთად უზრუნველყოფს პროექტის ხელმძღვანელს, თანახელმძღვანელს და პროექტის სხვა ძირითად პერსონალს პროექტით გათვალისწინებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზით და ასრულებს საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სხვა ვალდებულებებს; თანამონაწილე ორგანიზაცია ასევე შეიძლება იყოს საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირი, რომელიც მონაწილეობს პროექტის გარკვეული ამოცანების შესრულებაში. პროექტის თანამონაწილე ორგანიზაცია, რომელიც არის საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირი, არ შეიძლება იყოს გრანტის მიმღები;
თ) კონკურსი – ამ დებულებით გათვალისწინებული დაფინანსების მოსაპოვებლად ფონდის მიერ ადმინისტრირებული პროცედურა;
ი) მიზნობრივი ანგარიში – საგრანტო ხელშეკრულებაში განსაზღვრული წამყვანი ან/და თანამონაწილე ორგანიზაციის მიერ პროექტისათვის გახსნილი საბანკო ანგარიში, რომელზეც არ დაირიცხება სარგებელი და მოხდება გრანტის სახსრების ჩარიცხვა;
კ) მონიტორინგი − საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროექტის პროგრამული და ფინანსური მონიტორინგის პროცედურა;
ლ) პროექტი – დაფინანსების მოპოვების მიზნით, ამ დებულებითა და გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად, ფონდში წარდგენილი საკონკურსო განაცხადი;
მ) პროექტის ბიუჯეტი – პროექტის განხორციელებისათვის საჭირო ფონდიდან მოთხოვნილი დაფინანსების საერთო ოდენობა ხარჯვის კატეგორიების მიხედვით;
ნ) პროექტის ხელმძღვანელი – დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქე, პროექტის ძირითადი პერსონალიდან, რომელიც პროექტს განახორციელებს წამყვან ორგანიზაციაში, კოორდინაციას უწევს პროექტის შედგენას და პასუხისმგებელია როგორც პროექტის სამეცნიერო შედეგებზე, ასევე პროექტით გათვალისწინებული საქმიანობის ანგარიშგებაზე;
ო) პროექტის კოორდინატორი – საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი პროექტის ძირითადი პერსონალიდან, რომელიც ჩართულია პროექტის მართვასა და ადმინისტრირებაში, პასუხისმგებელია საორგანიზაციო საკითხებზე და არის საკონტაქტო პირი ფონდთან;
პ) პროექტის თანახელმძღვანელი – საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც თანამონაწილე ორგანიზაციის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წარმომადგენელია და კოორდინაციას უწევს პროექტის მომზადებასა და განხორციელებას პროექტის ხელმძღვანელთან ერთად;
ჟ) პროექტის შეფასების კრიტერიუმები − პროექტის შესაფასებლად ამ დებულებით განსაზღვრული სახელმძღვანელო პრინციპები ქულების სათანადო მითითებით;
რ) საანგარიშო პერიოდი – საგრანტო ხელშეკრულებით განსაზღვრული პროექტის განხორციელების დროის მონაკვეთი, რომლის განმავლობაში გრანტის მიმღები ასრულებს პროექტით გაწერილ ამოცანებს, ახორციელებს საგრანტო სახსრების ხარჯვას და დასრულების შემდგომ წარუდგენს ფონდს ანგარიშს;
ს) საკონკურსო დოკუმენტაცია – გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დოკუმენტების ერთობლიობა, რომელთა წარდგენა აუცილებელია კონკურსში მონაწილეობის მისაღებად;
ტ) საგრანტო ხელშეკრულება − გრანტის მიმღებს, თანადამფინანსებელ ორგანიზაციასა (ასეთის არსებობის შემთხვევაში, გარდა საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირისა) და ფონდს შორის გაფორმებული ხელშეკრულება;
უ) კომისია – საგრანტო კონკურსზე დარეგისტრირებული პროექტების შემფასებელ ექსპერტთა ჯგუფი;
ფ) ტრანში – პროექტის ბიუჯეტით განსაზღვრული, გადასარიცხი/გადარიცხული სახსრები;
ქ) შუალედური ანგარიში – ყოველი საანგარიშო პერიოდის დასრულებისას გრანტის მიმღების მხრიდან ფონდში წარდგენილი პროგრამული და ფინანსური ანგარიში;
ღ) საბოლოო ანგარიში – პროექტის დასრულების შემდგომ გრანტის მიმღების მხრიდან ფონდში წარდგენილი საბოლოო პროგრამული და ფინანსური ანგარიში;
ყ) ძირითადი პერსონალი – მაგისტრი, დოქტორი ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, ასევე, მაგისტრანტი, დოქტორანტი ან პირი, რომელიც გადის რეზიდენტურის კურსს, რომელიც/რომლებიც ასრულებენ პროექტით დაგეგმილ ძირითად ამოცანებს;
შ) წამყვანი ორგანიზაცია – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომლის წესდებით/დებულებით განსაზღვრული მიზანია სამეცნიერო კვლევების განხორციელება, ასევე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. წამყვანი ორგანიზაცია უზრუნველყოფს პროექტის ხელმძღვანელსა და სხვა ძირითად პერსონალს პროექტით გათვალისწინებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, ახორციელებს პროექტის განხორციელების ანგარიშგებას გრანტის გამცემის მიერ დამტკიცებული ფორმებისა და წესის შესაბამისად, ასრულებს საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სხვა ვალდებულებებს, პასუხისმგებელია პროექტის განხორციელებაზე.
მუხლი 3🔗. კონკურსის ადმინისტრირება
1. გრანტის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ კონკურსის წესით. კონკურსს აცხადებს და ადმინისტრირებას უწევს ფონდი ამ დებულებითა და გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული პროცედურების მიხედვით.
2. ფონდი უზრუნველყოფს:
ა) პროექტების მიღების ვადების დადგენას, კონკურსის პირობების, პროექტის ფორმების, პროექტზე თანდართული დოკუმენტაციისა და პროექტის შესრულების ანგარიშების ფორმების შემუშავებასა და დამტკიცებას;
ბ) კონკურსის გამოცხადებას;
გ) კონკურსში რეგისტრირებული პროექტების ტექნიკურ ექსპერტიზას, რაც გულისხმობს წარმოდგენილი პროექტების საკონკურსო დოკუმენტაციის შესაბამისობის დადგენას კონკურსის პირობებთან;
დ) პროექტების შეფასებისათვის აუცილებელი პროცედურების უზრუნველყოფას;
ე) კომისიის მიერ პროექტების განხილვას შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად, მიღებულ შეფასებებზე დაყრდნობით რანჟირებული სიის დადგენას, გამარჯვებული პროექტების გამოვლენასა და დამტკიცებას, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში, პროექტში ცვლილებების შეტანას;
ვ) საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებას და დაფინანსებას;
ზ) საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულების მონიტორინგს.
მუხლი 4🔗. კონკურსში მონაწილეობის პირობები
1. ამ დებულების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირობის შესაბამისად კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ წამყვან ორგანიზაციას, თანამონაწილე ორგანიზაციას (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ძირითად პერსონალს ერთობლივად.
2. კონკურსში მონაწილეობის მიზნით წარდგენილი პროექტი აუცილებლად უნდა ითვალისწინებდეს შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების სამეცნიერო ჯგუფის/ჯგუფების ჩართულობით ერთობლივი სამეცნიერო კვლევების განხორციელებას, ასევე, განხორციელებული კვლევების შედეგების გავრცელებასთან დაკავშირებულ ღონისძიებას (კონფერენცია, ლექცია-სემინარი ან სხვ.).
3. პროექტის ხანგრძლივობა უნდა იყოს არაუმეტეს 24 თვე (2 წელი). პროექტის ბოლო საანგარიშო პერიოდის მიმდინარეობისას ან მისი დასრულების შემდგომ 10 კალენდარული დღის განმავლობაში, არგუმენტირებული მომართვის წარმოდგენის შემთხვევაში, დამატებითი დაფინანსების გარეშე, ფონდი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება პროექტის ხანგრძლივობის მაქსიმუმ 6 თვით გაგრძელების შესახებ.
4. პროექტისათვის ფონდიდან მოთხოვნილი დაფინანსება არ უნდა აჭარბებდეს 60 000 ლარს წელიწადში. პროექტი შესაძლოა ითვალისწინებდეს უცხოური სამეცნიერო ფონდებიდან ან სხვა დონორი ორგანიზაციებიდან დამატებითი თანხის მოზიდვას.
5. პროექტს უნდა ჰყავდეს ძირითადი პერსონალი, რომელიც შედგება პროექტის ხელმძღვანელის, თანახელმძღვანელის, კოორდინატორისა და სხვა პირებისაგან, რომლებიც პასუხისმგებლები არიან პროექტის ძირითადი ამოცანებისა და შესაბამისი აქტივობების განხორციელებაზე.
6. პროექტის ძირითად პერსონალში პროექტის განხორციელების მთლიანი პერიოდის განმავლობაში ჩართული უნდა იყოს არანაკლებ ერთი ახალგაზრდა მეცნიერი.
7. პროექტის მიმდინარეობის პერიოდში პროექტის ხელმძღვანელმა პროექტი უნდა განახორციელოს წამყვანი ორგანიზაციის სახელით და მისი ბაზის გამოყენებით.
8. პროექტის განხორციელებისათვის შესაძლებელია დამხმარე პერსონალის გამოყენება.
9. პროექტს უნდა ჰყავდეს პროექტის თანახელმძღვანელი.
მუხლი 5🔗. პროექტის ბიუჯეტი
1. პროექტისათვის ფონდიდან მოთხოვნილი დაფინანსება შესაძლოა ითვალისწინებდეს შემდეგი სახის ხარჯვით კატეგორიებს:
ა) ძირითადი პერსონალის საგრანტო დაფინანსება;
ბ) დამხმარე პერსონალის შრომის ანაზღაურება;
გ) მივლინება;
დ) საქონელი და მომსახურება;
ე) არაფინანსური აქტივები;
ვ) ზედნადები ხარჯები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხარჯვითი კატეგორიები დეტალურად განისაზღვრება ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
3. გრანტის სახსრებით დაუშვებელია უძრავი ქონების შეძენა/იჯარა, კაპიტალური რემონტი/შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქცია, ავტომანქანისა და მობილური ტელეფონის შეძენა.
მუხლი 6🔗. კონკურსის ეტაპები
საგრანტო კონკურსის ეტაპებია:
ა) კონკურსის გამოცხადება;
ბ) პროექტების ფონდში წარდგენა;
გ) პროექტების შეფასება;
დ) ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გამარჯვებული პროექტების დამტკიცება;
ე) საგრანტო ხელშეკრულებების გაფორმება.
მუხლი 7🔗. პროექტის წარდგენა ფონდში
1. პროექტის წარდგენა ფონდში ხორციელდება ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ვადების დაცვით.
2. პროექტი ფონდში წარდგენილი უნდა იქნეს ფონდის გენერალური დირექტორის მიერ დადგენილი ფორმის შესაბამისად.
3. ფონდი უფლებამოსილია საგრანტო კონკურსის ნებისმიერ ეტაპზე მოხსნას პროექტი:
ა) რომელიც არ აკმაყოფილებს ამ დებულების მოთხოვნებს;
ბ) რომელიც არ შეესაბამება ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული პროექტის ფორმას;
გ) რომელსაც არ ერთვის ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ პროექტზე თანდართული დოკუმენტაცია და რომელიც არ იქნება ფონდში წარდგენილი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ ვადაში;
დ) რომელიც შეიცავს ყალბ ინფორმაციას.
4. ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ვადების დარღვევით წარდგენილი პროექტები ფონდში არ მიიღება.
მუხლი 8🔗. კომისია
1. ფონდი უზრუნველყოფს პროექტების შეფასებისათვის აუცილებელი პროცედურების ადმინისტრირებას.
2. ფონდის გენერალური დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს კომისიას და ადგენს მისი მუშაობის წესს.
3. კონკურსში წარმოდგენილ პროექტებს კომისია აფასებს ამ დებულების მე-13 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეფასების კრიტერიუმების მიხედვით.
4. კომისია პროექტების შეფასებას ახდენს დამოუკიდებლად, მიუკერძოებლად, საკუთარი ცოდნისა და შეხედულებების შესაბამისად.
5. კომისია უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, დამატებით მოიწვიოს ექსპერტები რომლებიც პროექტებს შეაფასებენ ამ დებულების მე-13 მუხლით გათვალისწინებული შეფასების კრიტერიუმების მიხედვით და შეფასებას გადასცემენ კომისიას.
მუხლი 9🔗. ინტერესთა კონფლიქტი
1. დაუშვებელია კომისიის წევრი და ექსპერტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) იყოს პირი, რომელიც არის ამავე კონკურსის მონაწილე.
2. არ შეიძლება პროექტების შეფასების პროცესში მონაწილეობდეს კომისიის წევრი და ექსპერტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში):
ა) რომელსაც აქვს საერთო პუბლიკაცია ძირითად პერსონალთან ან მონაწილეობდა მასთან ერთსა და იმავე სამეცნიერო-კვლევით პროექტში;
ბ) რომელმაც შესაძლოა უშუალოდ მიიღოს პროფესიული, ფინანსური ან პირადი სარგებელი პროექტის გამარჯვების ან დამარცხების შემთხვევაში;
გ) რომელსაც აქვს პროექტის თემატიკის ან კვლევის მეთოდიკის შესახებ პროექტის ავტორებისაგან ფუნდამენტურად განსხვავებული პოზიცია;
დ) რომელიც თვითონ არის დაინტერესებული მხარე პროექტში, პროექტში მონაწილე დაინტერესებული მხარის ნათესავია, პროექტში მონაწილე დაინტერესებული მხარის წარმომადგენელია, შრომით ურთიერთობაშია პროექტში მონაწილე დაინტერესებულ მხარესთან.
3. ამ დებულების მიზნებისათვის ნათესავად ჩაითვლება:
ა) პირდაპირი ხაზის ნათესავი;
ბ) მეუღლე, მეუღლის და-ძმა და პირდაპირი ხაზის ნათესავი;
გ) აღმავალი ხაზის პირდაპირი ნათესავის და-ძმა;
დ) და-ძმა, მათი მეუღლეები და შვილები.
4. კომისიის წევრი ან/და ექსპერტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ვალდებულია შესაბამის კომისიას და ფონდის გენერალურ დირექტორს ოფიციალურად აცნობოს ამ მუხლში აღნიშნული გარემოებებისა და თვითაცილების შესახებ.
5. კომისიის წევრი ან/და ექსპერტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) უფლებამოსილია, განაცხადოს თვითაცილების შესახებ, თუ თვლის, რომ იგი ვერ იქნება ობიექტური, რადგან შესაფასებელი პროექტი უწევს კონკურენციას მის სამეცნიერო მოღვაწეობას ან მან შეიძლება ნახოს პირადი სამეცნიერო სარგებელი ამ პროექტის შეფასებით.
6. ფონდი უფლებამოსილია, იმსჯელოს კომისიის წევრის ან/და ექსპერტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მიერ გაკეთებული შეფასების გაუქმებასთან დაკავშირებით იმ შემთხვევაში, თუ კომისიის წევრის ან/და ექსპერტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ინტერესთა კონფლიქტის შესახებ ინფორმაცია ფონდისათვის ცნობილი გახდება დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების ფონდის გენერალური დირექტორის მიერ დამტკიცებამდე.
მუხლი 10🔗. საგრანტო ხელშეკრულების გაფორმება
1. გამარჯვებული პროექტების ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცების შემდგომ ფონდი უზრუნველყოფს საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებას.
2. საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებამდე წამყვანი და თანამონაწილე ორგანიზაციები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ფონდს წარუდგენენ წერილობით დადასტურებას იმის შესახებ, რომ არა აქვთ სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე დავალიანება.
3. გრანტის მიმღებს ეკრძალება პროექტის ფარგლებში შექმნილ ნაწარმოებზე არსებული განსაკუთრებული უფლებების მთლიანად ან ნაწილობრივ ნებისმიერი ფორმით გადაცემა მესამე პირისათვის, ნაწარმოების შექმნიდან 5 წლის განმავლობაში, ფონდის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.
4. ამ მუხლის მიზნებისთვის ტერმინ „ნაწარმოებში“ იგულისხმება წიგნი, მონოგრაფია, საგნობრივი ენციკლოპედია.
მუხლი 11🔗. პროექტის შესრულების მონიტორინგი
1. საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ტრანშებს ფონდი რიცხავს ავანსის სახით და გრანტის მიმღების მიერ შესაბამისი ანგარიშების წარდგენის საფუძველზე. ფონდი ახორციელებს დაფინანსებული პროექტების მონიტორინგს, რომელიც მოიცავს პროექტის განხორციელების ფინანსურ და პროგრამულ მონიტორინგს.
2. ფინანსური მონიტორინგი გულისხმობს, საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში, ფონდის მიერ გადარიცხული თანხების ხარჯვის შესაბამისობის დადგენას ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ხარჯთაღრიცხვასთან.
3. გრანტის მიმღებისთვის, გრანტის ჩარიცხვის ფაქტის დადასტურებით (სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემაში შესრულებული გადარიცხვა), გრანტის გამცემისთვის ზედნადები ხარჯები სრულად აღიარდება ხარჯად, ფონდის მიერ განხორციელებული ფინანსური მონიტორინგის ფარგლებში. ფონდი უფლებამოსილია, პროექტის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, ასევე დასრულებიდან 3 წლის ვადაში გრანტის მიმღებისგან მოითხოვოს ინფორმაცია ზედნადები ხარჯების მუხლიდან თანხების ხარჯვასთან დაკავშირებით და შესაბამისი დოკუმენტაცია.
4. პროგრამული მონიტორინგი გულისხმობს გრანტის მიმღების მიერ საგრანტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების დამადასტურებელი ანგარიშის შემოწმებას.
5. მონიტორინგის მიზნებისათვის გრანტის მიმღების მიერ წარსადგენი დოკუმენტაცია და ანგარიშის განხილვის წესი განისაზღვრება საგრანტო ხელშეკრულებით.
6. ფონდის მიერ მონიტორინგის განხორციელებისას:
ა) მიზნობრივ ხარჯად ჩაითვლება საგრანტო ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვის ძირითადი ხარჯვითი კატეგორიის ფარგლებში განხორციელებული ხარჯი, თუ იგი მიეკუთვნება შესაბამის ხარჯვით კატეგორიას;
ბ) არამიზნობრივ ხარჯად ჩაითვლება საგრანტო ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვით გაუთვალისწინებელი ხარჯი. აღნიშნული ხარჯი ექვემდებარება ფონდის მიერ მითითებულ ანგარიშზე დაბრუნებას;
გ) ნაშთად ჩაითვლება პროექტის დასრულებისას დარჩენილი გაუხარჯავი თანხა, რომელიც უნდა დაბრუნდეს სახელმწიფო ხაზინის შესაბამის ანგარიშზე.
მუხლი 12🔗. პროექტის შეჩერება, შეწყვეტა და დასრულება
1. პროექტი ჩაითვლება ავტომატურად შეჩერებულად ფონდის წესდებისა და საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
2. ფონდი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შეწყვეტს გრანტის მიმღების გრანტით დაფინანსებას (შესაბამისად, შეწყდება პროექტი), თუ:
ა) მოხდა შესაბამისი წამყვანი ორგანიზაციის ლიკვიდაცია ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შემთხვევაში, გაუქმდა მისი ავტორიზაცია;
ბ) გრანტის მიმღებმა არ შეასრულა საგრანტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ან/და ანგარიშში წარადგინა ყალბი ინფორმაცია.
3. გრანტის შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში, გრანტის მიმღებსა და ფონდს შორის ურთიერთობები დარეგულირდება საგრანტო ხელშეკრულებაში გაწერილი პირობების შესაბამისად.
4. პროექტი ჩაითვლება დასრულებულად, თუ პროექტის ფარგლებში, ავანსად გადარიცხულ ყველა ტრანშზე ფონდში წარდგენილია შესაბამისი შუალედური და საბოლოო ანგარიშები, წარდგენილ ანგარიშებზე ფონდის მიერ შედგენილია ანგარიშების განხილვის და შედარების აქტები.
5. ფონდი უფლებამოსილია აწარმოოს საგრანტო ხელშეკრულების პირობების დამრღვევ პირთა რეესტრი – ე.წ. „შავი სია“, რომლის წარმოების წესი განისაზღვრება ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტით. შესაძლებელია ე.წ. „შავ სიაში“ მოხვედრილ ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირს შეეზღუდოს დროის გარკვეული პერიოდით ამ კონკურსში მონაწილეობის უფლება.
მუხლი 13🔗. პროექტის შეფასების კრიტერიუმები
1. შეფასების კრიტერიუმები:
1. პროექტის სამეცნიერო ღირებულება
1
2
3
4
5
მინიმუმ 1, მაქსიმუმ 5 ქულა
პროექტის ღირებულება და მნიშვნელობა, კვლევითი თემის/საკითხის აქტუალობა, კვლევის სიახლე და ინოვაციურობა, კვლევის მიზნებისა და ამოცანების ფორმულირება, კვლევის მეთოდოლოგიის შესაბამისობა მიზნებსა და ამოცანებთან. სამეცნიერო გუნდის კომპეტენციის შესაბამისობა კვლევით თემატიკასთან. პროექტის ადგილობრივი და საერთაშორისო თანამშრომლობა, ინტერდისციპლინურობა.
2. სამეცნიერო ეფექტიანობა
1
2
3
4
5
მინიმუმ 1, მაქსიმუმ 5
ქულა
კვლევის მოსალოდნელი შედეგების ინოვაციურობა, მათი სამეცნიერო და პრაქტიკული ღირებულება, პროექტის შედეგების მნიშვნელობა საგრანტო კონკურსის მიზნებისა და ამოცანებისათვის, კვლევის შედეგების გავრცელების გეგმა და მეთოდოლოგია (ინდიკატორების მითითებით).
3.პროექტის განხორციელება
1
2
3
4
5
მინიმუმ 1, მაქსიმუმ 5
ქულა
პროექტის განხორციელების გეგმის (ამოცანებისა და აქტივობების ეტაპების, ვადებისა და გზების) ეფექტურობა და შესაბამისობა კვლევის მიზნებთან. ბიუჯეტის და ინსტიტუციური მატერიალურ-ტექნიკური რესურსების შესაბამისობა დაგეგმილი ამოცანების განხორციელებისათვის. პროექტის მდგრადობა, პროექტის განხორციელების რისკების ანალიზი და რისკების აღმოფხვრის გზები.
ქულების ჯამი
მინიმუმ 3, მაქსიმუმ 15
კომენტარი პროექტის შესახებ
2. პროექტები ფასდება მინიმუმ 1 და მაქსიმუმ 5 ქულით. ჯამური მაქსიმალური შეფასება არის 15 ქულა. კრიტერიუმებში ქულებით შეფასება განიმარტება შემდეგნაირად:
შეფასება ქულით
შეფასება
განმარტება
1
სუსტი
პროექტი არაადეკვატურად პასუხობს ამ კონკრეტულ კრიტერიუმს, გართულებულია პროექტის შეფასება არასაკმარისი ინფორმაციის გამო.
2
დამაკმაყოფილებელი
პროექტი ზოგადად პასუხობს კრიტერიუმს, მაგრამ აქვს მნიშვნელოვანი უზუსტობები და სუსტი მხარეები.
3
კარგი
პროექტი მთლიანობაში კარგად პასუხობს კრიტერიუმს, მაგრამ აქვს გარკვეული ხარვეზები.
4
ძალიან კარგი
პროექტი ძალიან კარგად, ზუსტად პასუხობს კრიტერიუმს, არის ორიგინალური და აქვს მაღალი სამეცნიერო პოტენციალი, თუმცა შესაძლებელია გარკვეულწილად დახვეწა.
5
საუკეთესო
გამორჩეული, მაღალი სამეცნიერო პოტენციალის მქონე პროექტი, რომელიც საუკეთესოდ პასუხობს კრიტერიუმს.
3. დაფინანსების მოსაპოვებლად აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობაა პროექტმა მიიღოს 11 ან მეტი ქულა.
4. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება იმ პროექტს, რომელიც ჯამურად მაღალ ქულას დააგროვებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირველ, შემდგომ მეორე და მესამე კრიტერიუმში. აღნიშნულ სამივე კრიტერიუმში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება პროექტში ახალგაზრდა მეცნიერის ჩართულობას, ხოლო ამ კრიტერიუმითაც თანაბარი ქულების მქონე პროექტების შემთხვევაში კი ნაკლები ბიუჯეტის მქონე პროექტს.