საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 04.01.2024
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №968
სარეგისტრაციო კოდი 270900000.22.027.017456
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/01/2024
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 726 სიტყვა · ~4 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (15)
საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე საქართველოს იუსტიციის მინისტრი
თანამდებობა თანამდებობრივი სარგო (ლარი)
გენერალური ინსპექციის უფროსი 7448 ლარი
უფროსის მოადგილე 5320 ლარი
სამმართველოს უფროსი 4655 ლარი
სამმართველოს უფროსის მოადგილე 4400 ლარი
განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებელი 3520 ლარი
განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი 3520 ლარი
განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი ინსპექტორი 3520 ლარი
განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი 3300 ლარი
განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორ-გამომძიებელი 3300 ლარი
განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი 3300 ლარი
უფროსი სპეციალისტი 2200 ლარი
სახელმწიფო სპეციალური წოდება წოდებრივი სარგო (ლარი)
იუსტიციის გენერალ-ლეიტენანტი 110
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების წესისა და ოდენობების დამტკიცების შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის ბრძანება 93% 26.09.2019 პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების წესისა და ოდენობების დამტკიცების შესახებ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის ბრძანება 93% 29.02.2024 საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 92% 28.02.2026 საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ საქართველოს კანონი 92% 22.12.2017 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემის მოსამსახურის სოციალური დაცვის გარანტიების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 90% 03.07.2019

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება  №968 2024 წლის 4 იანვარი ქ. თბილისი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ჩ​3“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების თანდართული წესი. 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2024 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. საქართველოს იუსტიციის მინისტრირატი ბრეგაძე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების წესი მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო 1. ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) სტრუქტურული ქვედანაყოფის – გენერალური ინსპექციის პროფესიულ საჯარო მოხელეთა – სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეთა (შემდგომ – მოსამსახურე) შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებულ საკითხებს. 2. მოსამსახურეზე არ ვრცელდება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონი, თუ იმავე კანონითა და ამ წესით სხვა რამ არ არის დადგენილი. მუხლი 2🔗. მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურება 1. მოსამსახურის შრომის ანაზღაურება მოიცავს: ა) თანამდებობრივ სარგოს; ბ) სახელმწიფო სპეციალური წოდების შესაბამის წოდებრივ სარგოს (შემდგომ - წოდებრივი სარგო); გ) წელთა ნამსახურობის დანამატს. 2. მოსამსახურეს შეიძლება მიეცეს სახელფასო დანამატი „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ზეგანაკვეთური მუშაობის ან/და დამატებითი ფუნქციების შესრულებისთვის. მოსამსახურეს შეიძლება აგრეთვე მიეცეს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატები. 3. მოსამსახურეს საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს გენერალური ინსპექციის მოსამსახურის მიერ სამსახურის გავლის წესის“ შესაბამისად, წახალისების ფორმით, შეიძლება მიეცეს ფულადი ჯილდო „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ზღვრული ოდენობის ფარგლებში. 4. მოსამსახურეს არ მიეცემა საკლასო დანამატი. მუხლი 3🔗. თანამდებობრივი სარგო 1. მოსამსახურის თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება შემდეგი ოდენობით: თანამდებობა თანამდებობრივი სარგო (ლარი) გენერალური ინსპექციის უფროსი 7448 ლარი უფროსის მოადგილე 5320 ლარი სამმართველოს უფროსი 4655 ლარი სამმართველოს უფროსის მოადგილე 4400 ლარი განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებელი 3520 ლარი განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი 3520 ლარი განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი ინსპექტორი 3520 ლარი განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი 3300 ლარი განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორ-გამომძიებელი 3300 ლარი განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი 3300 ლარი უფროსი სპეციალისტი 2200 ლარი 2. მოსამსახურის თანამდებობრივი სარგოს ოდენობა აისახება აგრეთვე სამინისტროს საშტატო ნუსხასა და მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ მინისტრის/ან საამისოდ უფლებამოსილი პირის ბრძანებაში. მუხლი 4🔗. წოდებრივი სარგო მოსამსახურის წოდებრივი სარგო განისაზღვრება შემდეგი ოდენობით: სახელმწიფო სპეციალური წოდება წოდებრივი სარგო (ლარი) იუსტიციის გენერალ-ლეიტენანტი 110 იუსტიციის გენერალ-მაიორი 100 იუსტიციის პოლკოვნიკი 70 იუსტიციის ვიცე-პოლკოვნიკი 60 იუსტიციის მაიორი 50 იუსტიციის კაპიტანი 40 იუსტიციის უფროსი ლეიტენანტი 30 იუსტიციის ლეიტენანტი 25 იუსტიციის უმცროსი ლეიტენანტი 20 მუხლი 5🔗. წელთა ნამსახურობის დანამატი 1. მოსამსახურის წელთა ნამსახურობის დანამატი განისაზღვრება სახელმწიფო სპეციალური წოდებით ნამსახურები დროის მიხედვით, თანამდებობრივი სარგოსა და წოდებრივი სარგოს ჯამური თანხის შემდეგი პროცენტული ოდენობით: ა) 1 წლიდან 2 წლამდე ნამსახურობისთვის − 5%; ბ) 2 წლიდან 5 წლამდე ნამსახურობისთვის − 10%; გ) 5 წლიდან 10 წლამდე ნამსახურობისთვის − 15%; დ) 10 წლის ან მეტი ხნის ნამსახურობისთვის − 20%. 2. მოსამსახურის სახელმწიფო სპეციალური წოდებით ნამსახურები დროის გამოთვლისას ნამსახურობაში ითვლება სამხედრო (გარდა სამხედრო სავალდებულო სამსახურისა/წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისა) ან/და სახელმწიფო სპეციალური წოდებით ნამსახურობის პერიოდი. 3. სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი არაუგვიანეს ყოველი თვის 10 რიცხვისა უზრუნველყოფს თითოეული მოსამსახურის სახელმწიფო სპეციალური წოდებით ნამსახურობის დროის შესახებ განახლებული ინფორმაციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტისთვის მიწოდებას. 4. სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტი წელთა ნამსახურობის დანამატის დაანგარიშებას ახორციელებს ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის მიღების თარიღიდან/ინფორმაციაში მითითებული თარიღიდან. მუხლი 6🔗. შრომის ანაზღაურების დაანგარიშებისა და გაცემის წესი 1. მოსამსახურეს თანამდებობრივი სარგო, წოდებრივი სარგო და წელთა ნამსახურობის დანამატი მიეცემა ყოველთვიურად. თანამდებობრივი სარგოსა და წოდებრივი სარგოს დაანგარიშება ხორციელდება კალენდარული დღეების მიხედვით, ხოლო წელთა ნამსახურობისა და შესაბამისი დანამატის დაანგარიშება – კალენდარული წლების, თვეებისა და დღეების მიხედვით. 2. მოსამსახურეს სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერებისას ეძლევა შესაბამისი თანამდებობრივი სარგო, წოდებრივი სარგო და წელთა ნამსახურობის დანამატი, გარდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უფლებამოსილების შეჩერების პერიოდისა. 3. მოსამსახურეს, რომელიც ასრულებს თანამდებობაზე დროებით არმყოფი მოსამსახურის ფუნქციებს და თავისუფლდება თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილებების შესრულებისგან (სხვა ფუნქციების შესრულება), ეძლევა დროებით არმყოფი მოსამსახურის თანამდებობრივი სარგო, თუ იგი აღემატება მის თანამდებობრივ სარგოს. თუ თანამდებობაზე დროებით არმყოფი მოსამსახურის თანამდებობრივი სარგო მისი შემცვლელი პირის თანამდებობრივ სარგოზე ნაკლებია, შემცვლელ პირს უნარჩუნდება თავისი თანამდებობრივი სარგო. მოსამსახურეს, რომელიც ასრულებს თანამდებობაზე დროებით არმყოფი მოსამსახურის ფუნქციებს თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისგან განთავისუფლების გარეშე (დამატებითი ფუნქციების შესრულება), თავისი თანამდებობრივი სარგოს გარდა, ეძლევა სახელფასო დანამატი „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ზღვრული ოდენობის ფარგლებში. მოსამსახურეს, რომელიც ასრულებს თანამდებობაზე დროებით არმყოფი მოსამსახურის ფუნქციებს, შეუნარჩუნდება წოდებრივი სარგო და წელთა ნამსახურობის დანამატი. 4. მოსამსახურის შრომის ანაზღაურება გაიცემა უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით. მუხლი 7🔗.  შრომის ანაზღაურების ფონდის ფორმირება მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების ფონდის ფორმირების წყაროა სამინისტროს ბიუჯეტი. საბიუჯეტო ასიგნებათა შემცირება არ შეიძლება იყოს თანამდებობრივი სარგოს შემცირების საფუძველი.