საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის მოსამსახურის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შვებულებასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 27.12.2023
გამომცემი ორგანო საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ნომერი №132
სარეგისტრაციო კოდი 120000000.22.026.017171
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/12/2023
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 690 სიტყვა · ~3 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე საქართველოს თავდაცვის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის მოსამსახურის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შვებულებასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს თავდაცვის  მინისტრის ბრძანება  №132 2023 წლის 27 დეკემბერი ქ. თბილისი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის მოსამსახურის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შვებულებასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე თავდაცვის კოდექსის 149-ე მუხლის მე-8 ნაწილის, 183-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ‘‘ საქათველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „ე‘‘ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის მოსამსახურის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შვებულებასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხის განხორციელების წესი“. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2023 წლის 8 დეკემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.საქართველოს თავდაცვის მინისტრიჯუანშერ ბურჭულაძე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის მოსამსახურის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შვებულებასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხის განხორციელების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები ამ წესით განისაზღვრება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდეგ – სამინისტრო) სისტემის მოსამსახურის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შვებულების, მკურნალობის (მათ შორის, მისი რეაბილიტაციის) და მომსახურების ზოგიერთი საკითხი. მუხლი 2🔗. სამხედრო მოსამსახურის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შვებულება 1. სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეს (შემდგომ – სამხედრო მოსამსახურე) (მათ შორის, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეს, მაგრამ არაუმეტეს მისი სამხედრო სამსახურში ყოფნის ვადისა), სამხედრო-სამედიცინო კომისიის დასკვნის საფუძველზე: ა) ეძლევა შვებულება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რომლის ხანგრძლივობა განისაზღვრება სხეულის დაზიანების სიმძიმის ან დაავადების ხასიათის გათვალისწინებით და რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 4 თვეს. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შვებულება შეიძლება  გაგრძელდეს 2 თვემდე ვადით სამხედრო-სამედიცინო კომისიის დასკვნის საფუძველზე; ბ) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამხედრო მოსამსახურეს დაჭრის ან დასახიჩრების შემთხვევაში ეძლევა შვებულება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სტაციონარული და ამბულატორიული მკურნალობის, აგრეთვე სარეაბილიტაციო მკურნალობის (მათ შორის, სამკურნალო დაწესებულებამდე და უკან მგზავრობის) ვადით. ამ შემთხვევაში შვებულების მთლიანი ვადა არ უნდა აღემატებოდეს 18 თვეს; გ) საომარი მდგომარეობის, საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის ან სხვა სახის სამშვიდობო ოპერაციებში, აგრეთვე 1998 წლის მაისისა და 2004 წლის აგვისტოს მოვლენებში მონაწილეობის დროს დაჭრილ ან დასახიჩრებულ სამხედრო მოსამსახურეს ეძლევა შვებულება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო 196 თვის ვადით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შვებულების ვადის გასვლის შემდეგ, სამხედრო-სამედიცინო კომისია წყვეტს სამხედრო მოსამსახურის სამხედრო სამსახურისათვის ვარგისიანობის საკითხს. აღნიშნული შვებულება მორიგი კუთვნილი შვებულების ანგარიშში არ ჩაითვლება. 3. სამხედრო მოსამსახურეს, გარდა წვევამდელთა ეროვნული სამხედრო  სამსახურის სამხედრო მოსამსახურისა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შვებულება შესაძლოა მიეცეს,  არა უმეტეს 15 დღის ვადით, სამხედრო-სამედიცინო კომისიის დასკვნის გარეშე, შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის სამედიცინო პუნქტის/ლაზარეთის ექიმის შესაბამისი ცნობის ან საავადმყოფო ფურცლის საფუძველზე. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტი არ ვრცელდება სარეზერვო სამხედრო სამსახურში გაწვეულ პირზე. მუხლი 3🔗. სამხედრო მოსამსახურის სამედიცინო მომსახურება 1. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შვებულებაში ყოფნისას: ა) სამინისტრო უზრუნველყოფს სამხედრო მოსამსახურის სტაციონარულ და ამბულატორიულ მკურნალობას, სარეაბილიტაციო მკურნალობას, აგრეთვე სამკურნალო დაწესებულებამდე და უკან ტრანსპორტირებას (თუ სამხედრო მოსამსახურის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე აუცილებლობას წარმოადგენს მისი ტრანსპორტირება) საკუთარი ხარჯებითა და საშუალებებით. თუ შეუძლებელია სამხედრო მოსამსახურის მკურნალობა  სამინისტროს საშუალებებით, სამხედრო ნაწილებსა და სამხედრო-სამედიცინო დაწესებულებებში სამხედრო მოსამსახურის მკურნალობისა და ტრანსპორტირების (მათ შორის, უცხო ქვეყანაში) ხარჯებს ანაზღაურებს სამინისტრო, საქართველოს თავდაცვის მინისტრის (შემდგომ – მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ შემთხვევებში. მკურნალობით უზრუნველყოფა მოიცავს აგრეთვე სამედიცინო დაწესებულების მიერ პირის ნორმირებული კვებით უზრუნველყოფას; ბ) სამხედრო მოსამსახურის თანმხლები/მომვლელი პირის ხარჯები ანაზღაურდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ოდენობით; გ) სამხედრო მოსამსახურეს უნარჩუნდება: გ.ა) ფულადი სარგო და დანამატები (არსებობის შემთხვევაში), თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი; გ.ბ) კვების კომპენსაცია. 2. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების შედეგად დაჭრის ან დასახიჩრების შემთხვევაში: ა) სარეზერვო სამხედრო სამსახურში გაწვეულ პირზე ვრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დებულებები, გარდა ამავე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დებულებებისა; ბ) თუ პროფესიულ საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურესთან გაფორმებული ხელშეკრულების (კონტრაქტის) მოქმედების ვადა ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პერიოდში ამოიწურა ან სამხედრო მოსამსახურე მიაღწევს ზღვრულ ასაკს, ხელშეკრულების (კონტრაქტის) მოქმედების ვადა ან ზღვრული ასაკი შეიძლება გაგრძელდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი ვადით; გ) წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შვებულებაში ყოფნის ვადა არ შეიძლება აღემატებოდეს მისი სამხედრო სამსახურში ყოფნის ვადას. ამასთან, სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შემდეგ, მასზე ვრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული  დებულებები, გარდა ამავე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დებულებებისა. მუხლი 4🔗. სამოქალაქო/სპეციალური წოდების მქონე პირის სამედიცინო მომსახურება სამინისტროს სისტემის დაჭრილი ან დაშავებული სამოქალაქო/სპეციალური წოდების მქონე პირი ფსიქოლოგიური ან ფიზიკური რეაბილიტაციის დროს: ა) განთავსდება მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო სამსახურში; ბ) აყვანილი იქნება შესაბამის სასურსათო კმაყოფაზე; გ) უზრუნველყოფილი იქნება ტრანსპორტირებით; დ) სარგებლობს მისთვის დაწესებული ყველა სოციალური გარანტიით.