წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№39
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.122.016700
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/12/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №39

2023 წლის 27 დეკემბერი

ქ. წყალტუბო

 

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის, მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ და „ე“, „ვ“, „ნ“ ქვეპუნქტების, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობების სია“ ამ დადგენილების დანართი 1-ის შესაბამისად.
მუხლი 2
დამტკიცდეს „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობები“ წინამდებარე დადგენილების დანართი 2-ის შესაბამისად.
მუხლი 3
დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობების სია“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მიერ გამოყენებულ იქნეს:

ა) განაშენიანების დეტალური გეგმის განხილვა/დამტკიცებისას, წარმოსადგენი გამწვანების პროექტის შეთანხმების ფარგლებში;

ბ) მშენებლობის ნებართვის გაცემისას, წარმოსადგენი გამწვანების პროექტის შეთანხმების ფარგლებში;

გ) მუნიციპალიტეტის მიერ მწვანე ინფრასტრუქტურული პროექტების მოწყობის ფარგლებში.

მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთეიმურაზი ჭეიშვილი



დანართი 1

 

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობების სია

 

 
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  • წყალტუბო  მუნიციპალიტეტის გამწვანებაში გამოსაყენებელი მცენარეების ჩამონათვალი

    ფოთლოვანი ხეები

    ქართული დასახელება

    ლათინური დასახელება

    ირმის რქა სწორ შტამზე, ხედ ფორმირებული

    Lagerstroemia indica

    იფანი ჩვეულებრივი

    Fraxinus exelsior

    იფანი გრძელფოთოლა

    Fraxinus coriariaefolia

    ცაცხვი კავკასიური

    Acer saccharum

    ცაცხვი გულფოთოლა

    Acer saccharinum

    ცაცხვი უნგრული

    Tilia tomentosa

    ნეკერჩხალი - ქორაფი

    Acer cappadocicum

    ნეკერჩხალი - ლეკის ხე

    Acer Platanoides

    შაქრის ნეკერჩხალი

    Acer saccharum

    ნეკერჩხალი მარაოსებური (პალმატუმი)

    Acer palmatum

    კვიდო ხედ ფორმირებული შტამზე

    Ligustrum japonicum

    სოფორა იაპონური „მტირალა“

    Sophora japonica “Pendula”

    სოფორა იაპონური სწორ შტამბზე

    Sophora japonica

    მალუსი (დეკ. ვაშლი)

    Malus floribunda/ malus cocinela

    წითელი ტყემალი

    Prunus cerasifera Pisardii

    პანტა დეკორატიული შანტაკლერის

    Pirus santacler

    ამბრის ხე

    Liquidambar styraciflua

    გინკო ბილობა

    Ginkgo Biloba

    მელია აზედარახის

    Melia azedarach

    იმერული მუხა

    Quercus longipes

    ქვამუხა (მარადმწვანე მუხა)

    Quercus ilex

    ზეთისხილის ხე

    Olea europaea

    საკურა

    Prunus serrulata

    ალბიცია (ლენქორანული „აკაცია“)

    Albizzia julibrissin

    ძელქვა

    Zelkova carpinifolia

    მაგნოლია

    Magnolia grandiflora

    ხეტიტა

    Liriodendron tulipifera

    ცხენისწაბლი

    Aesculus hippocastanum

    მტირალა ტირიფი

    Salix babilonica

    კოწახური ჩვეულებრივი

    Berberis vulgaris

    ტყის ხურმა

    Diospyros lotus

    მიმოზა ხედფორმირებული

    Acacia dealbata

    ბროწეული

    Punica granatum

    წიწვოვანი ხეები

    ქართული დასახელება

    ლათინური დასახელება

    კვიპაროსი მარადმწვანე პირამიდალური

    cupressus sempervirens pyramidalis

    კვიპაროსი მარადმწვანე ჰორიზონტალური

    cupressus sempervirens horizantalis

    არიზონული კვიპაროსი

    Cupressus arizonica

    ლეილანდიის კვიპაროსი

    Cupressus leylandii

    ჰიმალაის კედარი

    Cedrus deodara

    შავი ფიჭვი

    Pinus nigra

    ბიჭვინთის ფიჭვი

    Pinus brutia var. yithiusa

    იტალიური ფიჭვი

    Pinus pinea

    უთხოვარი

    Taxus baccata

    ვერცხლისფერი ნაძვი

    Picea pungens glauca

    ფოთლოვანი ბუჩქები და მრავალწლიანი ბალახები

    ქართული დასახელება

    ლათინური დასახელება

    ირმის რქა ბუჩქად ფორმირებული

    Lagerstroemia indica

    აბელია დიდფოთოლა

    Abelia grandiflora

    ბუდლეია (სხვადასხვა ფორმა)

    Budleja davidii

    კოლხური ბზა

    Buxus colchica

    წვრილფოთოლა ბზა

    Buxus microphylla

    იაპონური ფშატი

    Elaeagnus x ebbingei “limelight”

    ფოტინია წითელი

    Photinia x fraseri “Red Robin”

    ფოტინია მწვანე დიდი, ღობის

    Photinia serrulata

    ძახველი სურნელოვანი

    Vibrunum tinus

    ძახველი მარადმწვანე, პრიალაფოთოლა

    Vibrunum lucidium

    ცხრატყავა (სხვადასხვა სახეობები)

    Lonicera nitida

    ცხრატყავა (სხვადასხვა სახეობები)

    Lonicira caucasica

    ცხრატყავა (სხვადასხვა სახეობები)

    Lonicera iberica

    ჩიტავაშლა (სხვადასხვა სახეობები)

    Pyracantha coccinea

    ჩიტავაშლა (სხვადასხვა სახეობები)

    Pyracantha melanocarpa

    ჩიტავაშლა (სხვადასხვა სახეობები)

    Pyracantha integerrima

    ჭყორი მწვანე

    Ilex aquifolium

    ჭყორი ჭრელფოთოლა

    Ilex aquifolium “Argentea Marginata”

    ჭყორი კოლხური

    Ilex colchica

    ფიტოსპორუმი წვრილფოთოლა

    Pittosporum tobira “Nana”

    ფიტოსპორუმი საბორდიურე

    Pittosporum tobira

    კვიდო (ლიგუსტრუმი) მარადმწვანე

    Ligustrum japonicum

    კვიდო ჭრელფოთოლა

    Ligustrum lucidum Variegata

    ჰიბისკუსი

    Hibiscus syriacus

    ოლეანდრა

    Nerium oleander

    წყავი

    Prunus Laurocerasus

    ვარდი (სხვადასხვა ჯიში)

    Rosa

    ნანდინა (სხვადახვა ფორმა)

    Nandina domestica, Nandina domestica “firepower”

    ჭანჭყატი (სხვადახვა ფორმა)

    Euonymus japonicus

    კოწახური

    Berberis sp.

    კამელია

    Camellia japonica

    ჰორტენზია

    Hydrangea macrophylla,

    Hydrangea paniculata

    შქერი

    Rhododendron ponticum

    მხვიარა ბუჩქები და მრავაწლიანი ბალახები (მხვიარები)

    ქართული დასახელება

    ლათინური დასახელება

    გლიცინია

    Wisteria sinensis

    ტეკომა

    Tecoma sp.

    უსურვაზი

    Parthenocissus tricuspidata

    ცხრატყავა

    Lonicera periclymenum, Lonicera caprifolium, Lonicera japonica, Lonicera nitida

    მარადმწვანე ჟასმინი, მხვიარა

    Jasminum grandiforum

    კოლხური სურო

    Hedera colchica

    წვრილფოთოლა სურო

    Hedera helix

    კატაბარდა

    Clematis sp Clematis armandii, Clematis paniculata, Clematis  mandscurica,Clematis douglasii

    ლავანდა

    Lavandula angustifolia

    როზმარინი

    Rosmarinus

    წივანა

    Festuca sp.

    მაჯაღვერი

    Daphne mezereum

    წიწვოვანი ბუჩქები

    ქართული დასახელება

    ლათინური დასახელება

    ტუია ნანა-ოქროსფერი

    THUJA orientalis „AUREA NANA“

    ტუია სმარაგდი

    THUJA occidentalis “smaragd”

    ტუია ბრაბანტის

    THUJA occidentalis “Brabant”

    ტუია ოქროსფერი

    THUJA occidentalis “Gold”

    ბიოტა (ტუია) საბორდიურე

    THUJA occidentalis “Gold”

    ღვია ოქროსფერი

    Juniperus x pfitzeriana “Mordigan Gold”

    ღვია ვერცხლისფერი

    Juniperus virginiana “Silver Spreader”/ globosa

    ღვია გართხმული

    Juniperus horizontalis

    ჯუჯა ფიჭვი

    Pinus pumilio, pinus mugo mugus

    ჯუჯა ნაძვი

    Picea glauca conica/ globosa

    უთხოვარის ბუჩქი

    Taxus baccat

     


     

    დანართი №2

     

    წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობები
    მუხლი 1. ზოგადი დებულებები
    1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების მიზანია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტორული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით“ განსაზღვრული განაშენიანების დეტალური გეგმის ფარგლებში და მშენებლობის ნებართვის გაცემის ფარგლებში შესათანხმებელი გამწვანების პროექტთან დაკავშირებული მოთხოვნების განსაზღვრა. აგრეთვე მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებით გათვალისწინებული დაგეგმილი გამწვანების (რომელშიც აღწერილია სავარაუდო გამწვანების პროექტი) დაკავშირებული მოთხოვნების განსაზღვრა.

    2. ამ დადგენილების მოქმედება ვრცელდება „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტორული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით“ გათვალისწინებულ გამწვანების პროექტზე, გარდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისა და იმ ფუნქციური ზონისა, რომელშიც გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი განსაზღვრული არ არის.

    3. გამოყენებულ ტერმინებს აქვთ „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტორული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ მე-3 მუხლით განსაზღვრული მნიშვნელობა.


    მუხლი 2. განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის ეტაპზე დასამუშავებელი გამწვანების ზოგადი პროექტი
    1. განაშენ იანების დეტალური გეგმის კონცეფციის დამტკიცების ეტაპზე წარსადგენი გამწვანების ზოგადი პროექტი უნდა მოიცავდეს დაგეგმილი გამწვანების შესახებ ზოგად მონაცემებს.

    2. გამწვანების ზოგადი პროექტის შეთანხმების პირობები

    ა) გამწვანების ზოგადი პროექტის ეტაპზე წარმოდგენილ უნდა იქნეს მწვანე ნარგავების აღწერისა და მათი ხარისხობრივი შეფასების შესახებ გაცემული საექსპერტო დასკვნა, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს ამ დადგენილების მე-3 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ პირობებს.

    ბ) გამწვანების ზოგადი პროექტი უნდა მოიცავდეს საპროექტო ტოპოგრაფიულ გეგმას, რომელზეც დატანილი უნდა იქნეს გასამწვანებელი არეალები.

    გ) გამწვანების ზოგადი პროექტის ეტაპზე წარმოდგენილ უნდა იქნეს პროექტის განხორციელებისთვის ხელის შემშლელი მოსაჭრელი/გადასარგავი მწვანე ნარგავების შესახებ ინფორმაცია ცხრილის სახით, საპროექტო არეალში შემავალი თითოეული მიწის ნაკვეთისთვის ცალ-ცალკე.

    დ) მოსაჭრელი/გადასარგავი მწვანე ნარგავები შესაბამისი ნუმერაციითა და პირობითი აღნიშვნებით დატანილ უნდა იქნეს საპროექტო ტოპოგრაფიულ გეგმაზე.

    ე)პროექტის   განხორციელებისთვის       ხელის შემშლელი მოსაჭრელი, ჯანსაღი, ღირებული მწვანე ნარგავების რაოდენობა არ უნდა აჭარბებდეს ტერიტორიაზე არსებული ჯანსაღი ღირებული მწვანე ნარგავების 25 %-ს.

    ვ) გამწვანების ზოგად პროექტში მითითებული უნდა იყოს დაგეგმილი ფუნქციური ზონის შესაბამისი გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი/ები შესაბამის საანგარიშო ფართობ(ებ)თან ერთად.


    მუხლი 3. განაშენიანების დეტალური გეგმით გათვალისწინებული გამწვანების პროექტი
    1. განაშენიანების დეტალური გეგმით გათვალისწინებული გამწვანების პროექტი შე დგენილი უნდა იყოს მიწის ნაკვეთის ფუნქციური ზონირების შესაბამისად, გარდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისა და იმ ფუნქციური ზონისა, რომელშიც გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი განსაზღვრული არ არის.

    2. გამწვანების პროექტით გათვალისწინებული უნდა იყოს:

    ა) გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი შესაბამის საანგარიშო ფართობთან ერთად, რომლის ათვისებაც ტერიტორიაზე უნდა განხორციელდეს მწვანე ნარგავებით;

    ბ) გასაშენებელი მწვანე ნარგავების    სახეობა და დახასიათება (მათ შორის, ხნოვანება, გარშემოწერილობა, სიმაღლე);

    გ) არსებული, გადასარგავი და საპროექტოდ დასარგავი მწვანე ნარგავების გაშენების არეალი.

    დ) გამწვანების პროექტის დასრულების თარიღი;

    ე) გაშენებული მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელი პირი;

    ვ) ფოტომონტაჟის სახით მოცემული გამწვანების პროექტის გამოსახულება;

    ზ) დამატებითი საინფორმაციო დაფის ამსახველი ფოტოსურათები, რომელზედაც მითითებულია ინფორმაცია სამშენებლო ობიექტზე გამწვანების მინიმალური კოეფიციენტით განსაზღვრული ფართობის ათვისების, გამწვანების პროექტის ძირითადი ასპექტებისა და პარამეტრების შესახებ.

    3. გამწვანების პროექტის ფარგლებში დასარგავი მწვანე ნარგავების სახეობები უნდა შეირჩეს ამ დადგენილების დანართი №1-ის გათვალისწინებით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი პრიორიტეტული ხე-მცენარეების სიიდან.

    4. გამწვანების პროექტი უნდა მოიცავდეს საპროექტო ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების აღწერისა და მათი ხარისხობრივი შეფასების შესახებ გაცემულ საექსპერტო დასკვნას.

    5. მწვანე ნარგავების აღწერისა და მათი ხარისხობრივი შეფასების შესახებ გაცემული საექსპერტო დასკვნა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

    ა) გაცემული უნდა იყოს შესაბამისი ექსპერტის მიერ. ექსპერტთა სიის განსაზღვრის უფლებამოსილება აქვს მუნიციპალიტეტს;

    ბ) შედგენილი უნდა იყოს „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტორული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ მე-3 მუხლით გათვალისწინებული ტერმინების გამოყენებით;

    6. მწვანე ნარგავების ხარისხობრივ შეფასებაზე გაცემულ საექსპერტო დასკვნაში მითითებული უნდა იქნეს შემდეგი ინფორმაცია:

    ა) მწვანე ნარგავების შესწავლისა და დასკვნის გაცემის თარიღი, ადგილი (მისამართი, საკადასტრო კოდი) და საფუძველი;

    ბ) ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების საერთო რაოდენობა და შეფასებული მწვანე ნარგავების რაოდენობა;

    გ) კვლევის ჩატარების მეთოდი;

    დ) ინფორმაცია მწვანე ნარგავების სახეობის, მდგომარეობის, დიამეტრის (მიწის ზედაპირიდან 10 სმ სიმაღლეზე) და საჭიროების შემთხვევაში ხნოვანების თაობაზე;

    ე) მწვანე ნარგავების ნუმერაციის მიხედვით კვლევის ამსახველი ფერადი ფოტო-მასალა, რომელზეც თვალსაჩინოდ უნდა ჩანდეს საპროექტო ტერიტორიაზე აღწერილი თითოეული მწვანე ნარგავის ხარისხობრივი მდგომარეობა (როგორც ღერო, ასევე ვარჯი) და საექსპერტო დასკვნის შესაბამისად მინიჭებული ნუმერაცია.

    ვ) დაავადებული/წვერხმელი მწვანე ნარგავების შემთხვევაში დასკვნას უნდა ერთვოდეს ლაბორატორიული კვლევის ამსახველი დოკუმენტი, ასეთის საჭიროებისას და დასაბუთება იმის თაობაზე, ექვემდებარება თუ არა აღნიშნული ხე-მცენარე გამოჯანსაღებას;

    ზ) ჯანსაღი მწვანე ნარგავების შემთხვევაში ექსპერტის დასაბუთებული არგუმენტაცია ხე-მცენარის გადარგვისა და მისი გახარების შესაძლებლობის თაობაზე.

    თ) წვერხმელი მწვანე ნარგავების შემთხვევაში - მწვანე ნარგავის რა ნაწილია ხმელი.

    ი) საექსპერტო დასკვნა უნდა მოიცავდეს ტოპოგრაფიულ გეგმას, რომელზეც დატანილი უნდა იყოს საპროექტო ობიექტების სქემა (შენობა-ნაგებობები, გზა, პარკინგი, და სხვა) და საექსპერტო დასკვნაში აღწერილი მწვანე ნარგავები შესაბამისი ნუმერაციით, ასევე, ტოპოგრაფიულ გეგმაზე აღნიშნული უნდა იყოს საპროექტო შენობასა და მწვანე ნარგავებს შორის არსებული მანძილები.


    მუხლი 4. მშენებლობის ნებართვის მისაღებად წარდგენილი სანებართვო განაცხადისთვის თანდართული გამწვანების პროექტი
    1. მშენებლობის ნებართვის მისაღებად წარდგენილი გამწვანების პროექტი უნდა მოიცავდეს:

    ა. განაშენიანების დეტალური გეგმის არსებობის შემთხვევაში − ამ გეგმის ფარგლებში შეთანხმებულ გამწვანების პროექტს,

    ბ. გამწვანების მინიმალური კოეფიციენტით განსაზღვრულს ფართობს, გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობას და დახასიათებას (მათ შორის, ხნოვანება, გარშემოწერილობა, სიმაღლე), გამწვანების პროექტის დასრულების თარიღს, გაშენებული მწვანე ნარგავების მოვლაპატრონობისთვის პასუხისმგებელ პირს, ფოტომონტაჟის სახით მოცემულ გამწვანების პროექტის გამოსახულებას;

    გ. დამატებითი საინფორმაციო დაფის ამსახველ ფოტოსურათებს, რომელზედაც მითითებულია ინფორმაცია სამშენებლო ობიექტზე გამწვანების მინიმალური კოეფიციენტით განსაზღვრული ფართობის ათვისების, გამწვანების პროექტის ძირითადი ასპექტებისა და პარამეტრების შესახებ.

    2. ეს მუხლი არ ვრცელდება ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებსა და იმ შენობა-ნაგებობების არქიტექტურულ პროექტებზე, რომელთა შეთანხმებაც მოთხოვნილია მიწის ნაკვეთის იმ ფუნქციურ ზონაში, რომელშიც გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი განსაზღვრული არ არის.

    3. სამშენებლო ნებართვის მფლობელმა, ნებართვის დადგენილი წესით გაცემიდან 10 დღის ვადაში არსებული საინფორმაციო დაფის გვერდით უნდა განათავსოს სხვა, დამატებითი საინფორმაციო დაფა, რომელზედაც უნდა მიეთითოს ინფორმაცია სამშენებლო ობიექტზე გამწვანების მინიმალური კოეფიციენტით განსაზღვრული ფართობის ათვისების, გამწვანების პროექტის ძირითადი ასპექტებისა და პარამეტრების შესახებ (გარდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისა და იმ შენობანაგებობების არქიტექტურული პროექტებისა, რომელთა შეთანხმებაც მოთხოვნილია მიწის ნაკვეთის იმ ფუნქციურ ზონაში, რომელშიც გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი განსაზღვრული არ არის), კერძოდ:

    ა) გამწვანების მინიმალური კოეფიციენტით განსაზღვრული ფართობი;

    ბ) გამწვანების პროექტის შეთანხმების თარიღი;

    გ) გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობა და დახასიათება (მათ შორის, ხნოვანება, გარშემოწერილობა, სიმაღლე);

    დ) გამწვანების პროექტის დასრულების თარიღი;

    ე) ინფორმაცია გაშენებული მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობისთვის პასუხისმგებელი პირის შესახებ;

    ვ) გაშენებული მწვანე ნარგავების მოვლის ხანგრძლივობა;

    ზ) შეთანხმებული გამწვანების პროექტის მაკეტი ან/და გამოსახულება ფოტომონტაჟის სახით.


    მუხლი 5. მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებით გათვალისწინებული დაგეგმილი გამწვანების პროექტი
    1. მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობით გათვალისწინებულია დაგეგმილი გათვალ ისწინებულია    დაგეგმილი გამწვანების პროექტის წარდგენა, მასში უნდა აღიწეროს სავარაუდო გამწვანების პროექტი.

    2. დაგეგმილი გამწვანების პროექტი უნდა მოიცავდეს:

    ა) ინფორმაციას დაგეგმილი გამწვანების შესახებ, რომელშიც აღწერილია სავარაუდო გამწვანების პროექტი. გარდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისა;

    ბ)ექსპერტის დასკვნას მიწის  ნაკვეთზე არსებული მწვანე ნარგავის/ნარგავების აღწერისა და ხარისხობრივი შეფასების შესახებ;

    გ) ტოპოგრაფიულ გეგმას, რომელზედაც აღნიშნულია მწვანე ნარგავები ექსპერტის დასკვნით მინიჭებული ნომრების მიხედვით.

    3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები არ მოითხოვება იმ ფუნქციურ ზონაზე, რომელშიც გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი განსაზღვრული არ არის.