სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 27.12.2023
ძალაში შესვლა 01.01.2024
გამომცემი ორგანო სიღნაღის მუნიციპალიტეტი
ნომერი №30
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.168.016397
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/12/2023
matsne.gov.ge 1,693 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.12.2023 მიღება
01.01.2024 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (15)
1 იფანი ჩვეულებრივი
2 იფანი გრძელფოთოლა
3 იფანი მახვილნაყოფა
4 აკაკი კავკასიური
5 აკაკი სამხრეთული
6 ცაცხვი კავკასიური
7 ცაცხვი პატარფოთოლა (გულფოთოლა)
8 ცაცხვი უნგრული
9 ნეკერჩხალი მინდვრის
10 დიადი ბოყვი
11 ნეკერჩხალი ,,შაქრის“
12 ნეკერჩხალი -ვერცხლისფერი
13 ნეკერჩხალი ქართული
14 კვიდო ხედ ფორმირებული
15 სოფორა იაპონური ნამყენი ,,მტირალა“ ფორმა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ცაგერის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 99% 28.12.2023 თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 10.01.2024 ონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 25.01.2024 საჩხერის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 23.02.2024 კასპის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 28.12.2023

დოკუმენტის ტექსტი

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №30 2023 წლის 27 დეკემბერი ქ. სიღნაღი სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№2738-XIმს-Xმპ; 04.04.2023) საქართველოს კანონის პირველი მუხლის, მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“, „ე“, „ვ“, „ნ“ ქვეპუნქტებისა და 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე,  სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობების სია“ დანართი №1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს „სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობები“ დანართი №2-ის შესაბამისად. მუხლი 3🔗 დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული „სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობების სია“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის მიერ გამოყენებულ იქნეს: ა) განაშენიანების დეტალური გეგმის განხილვა/დამტკიცებისას, წარმოსადგენი გამწვანების პროექტის შეთანხმების ფარგლებში; ბ)   მშენებლობის ნებართვის გაცემისას, წარმოსადგენი გამწვანების პროექტის შეთანხმების ფარგლებში; გ) მუნიციპალიტეტის მიერ მწვანე ინფრასტრუქტურული პროექტების მოწყობის ფარგლებში.   მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან. სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ჯანიკაშვილი დანართი №1 სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობების სია სიღნაღის მუნიციპალიტეტში, გამწვანებისთვის გამოსაყენებელი ხე მცენარეების სია № სახელწოდება ქართულად სახელწოდება ლათინურად ღეროს გარშემოწერილობა  (სანტიმეტრებში) სიმაღლე (მეტრებში) 1 იფანი ჩვეულებრივი Fraxinus excelsior 14 სმ-დან 3 - 5.5 მ. 2 იფანი გრძელფოთოლა Fraxinus coriariaefolia 3 იფანი მახვილნაყოფა Fraxinus oxycarpa 4 აკაკი კავკასიური Celtis  caucasica 5 აკაკი სამხრეთული Celtis australis 6 ცაცხვი კავკასიური Tilia caucasica 7 ცაცხვი პატარფოთოლა (გულფოთოლა) Tilia cordata 8 ცაცხვი უნგრული Tilia tomentosa 9 ნეკერჩხალი მინდვრის Acer campestre 10 დიადი ბოყვი Acer velutinum 11 ნეკერჩხალი ,,შაქრის“ Acer saccharum 12 ნეკერჩხალი -ვერცხლისფერი Acer saccharinum 13 ნეკერჩხალი ქართული Acer ibeticum 14 კვიდო ხედ ფორმირებული Ligustrum japonicum 15 სოფორა იაპონური ნამყენი ,,მტირალა“ ფორმა Sophora japonica ‘pendula’ 16 დეკორატიული  მაჟალო Malus floribunda/Malus coccinella 17 წითელი ტყემალი Prunus cerasifera 'Pisardii' 18 არღავანი  ( იუდას ხე) ercis siliquastrum 19 გინკო ბილობა Ginkgo Biloba 20 მელია Melia azedarach 21 ფშატი Elaeagnus  angustifolia 22 ქართული მუხა Qurcus macranthra 23 ქვამუხა (მარადმწვანე მუხა) Qurcus ilex 24 ზეთისხილის ხე Olea europaea 25 ალბიცია (ლენქორანული ,,აკაცია“) Albizzia julibrissin 26 ცხენისწაბლი Aesculus hippocastanum 27 საკმლის ხე (საღსაღაჯი) ველური ფორმა Pistacia mutica 28 ირმის რქა Lagerstroeeia  indica 29 ქართული ნუში Prunus (Amigdalus ) iberica 30 პანტა  კავკასიური Pyrus caucasica 31 მაჟალო Malus orientalis 32 მტირალა ტირიფი Salix babylonica 33 თუთუბო Rhus coriaria 34 კოწახური ჩვეულებრივი Berberis vulgaris 35 ბერყენა Pyrus salicifolia 36 ბროწეული Punica granatum წიწვოვანი  ხეები 37 კვიპაროსი მარადმწვანე პირამიდალური Cupressus sempervirens pyramidalis 38 კვიპაროსი მარადმწვანე ჰორიზონტალური Cupressus sempervirens horizantalis 39 არიზონული კვიპაროსი Cupressus arizonica 40 ლეილანდიის კვიპაროზი cupressus leylandii 41 ტოსკანური  კვიპაროსი Cupresuus leylandi 42 ჰიმალაის კედარი Cedrus deodara 43 ატლასის კედარი Cedrus  atlantica 44 ელდარის ფიჭვი Pinus eldarica 45 შავი  ფიჭვი PinusPinea 46 უთხოვარი Taxus baccata 47 ვერცხლისფერი ნაძვი Picea pungens 48 ესპანური  სოჭი Abies pinsapo ფოთლოვანი  ბუჩქები 49 ირმის რქა ბუჩქად  ფორმირებული 50 დიდფოთოლა აბელია Abelia grandiflora 51 ბუდლეა Buddleja davidii 52 ჩვეულებრივი ბზა Buxussempervirens 53 იაპონური  ფშატი Elaeagnus X ebbingei ‘Limelight’ 54 ფოტონია Photinia x  fraseri ‘Red Robin’ 55 სურნელოვანი ძახველი Vibrunum tinus 56 მარადმწვანე, პრიალაფოთოლა ძახველი Vibrunum lucidium 57 ცხრატყავა (სხვადასხვა სახეობები) Lonicera nitida/ iberica/caucasica 58 ჩიტივაშლა (სხვადასხვა სახეობები) Pyracantha coccinea/integerrima/ melanocarpa 59 ჭყორი Ilex x meserveae  ‘Blue Princess’ 60 ჭყორი ჭრელფოთოლა Ilex aquifolium ‘Argentea M arginata” 61 ფიტოსპორუმი წვრილფოთოლა Pittosporum tobira  ‘Nana’ 62 იაპონური კვიდო Ligustrum japonicum 63 კვიდო ჭრელფოთოლა Ligustrum lucidium ‘variegata’ 64 სირიული ვარდი Hibiscus syriacus 65 ოლეანდრა Nerium oleander 66 იუკა Yucca gloriosa 67 ვარდი (სხვადასხვა ჯიში) Rosa sp. 68 ნანდინა (სხვადასხვა სახეობა) Nandina domerstica 69 ჭანჭყატი იაპონური (სხვადასხვა სახეობა) Euonymus japonicus 70 დეკორატიული კოწახური (სხვადასხვა ფორმა) Berberis sp. 71 იალღუნი (თამარიქსი) Tamarix  hohenackeri/Tamarix gallica/Tamarix tetranda 72 თრიმლი Cotinus coggygria 73 გრაკლა (სხვადასხვა ფორმა) Spiraea sp./ Spiraea hypericifolia 74 ჰორტენზია Hydarngea macrophylla მხვიარა ბუჩქები  და მრავაწლიანი ბალახები 75 გლიცინია Wisteria sinensis 76 ტეკომა Tecoma capensis 77 უსურვაზი Parthenocissus sp. 78 ცხრატყავა Lonicera caprifolium 79 წვრილფოთოლა სურო Hedera helix 80 კატაბარდა Clematis sp. 81 ლავანდა Lavanluda angustifolia 82 როზმარინი Rosmarinus officinalis 83 წივანა Festuca sp. წიწვოვანი ბუჩქები 84 ტუია ნანა-ოქროსფერი Thuja orientalis “Aurea NaNa” 85 ტუია სმარაგდი Thuja occidentalis “Smaragd” 86 ტუია ბრაბანტი Thuja occidentalis “Brabant” 87 ტუია Thuja occidentalis “Yellow Ribbon” 88 ღვია გართხმული Juniperus x pfitzeriana “Mordigan Gold” 89 ღვია გართხმული Juniperus x media “Mint Julep” 90 ღვია გართხმული Juniperus horizontalis 91 ღვია „კაზაკური“ Juniperus Sabina 92 ღვია „მყრალი“ Juniperus foetidissima 93 ჯუჯა ფიჭვი Pinus mugo pumilio 94 ჯუჯა ფიჭვი Pinus mugo mugus 95 ჯუჯა ნაძვი Picea glauca conica /globosa 96 უთხოვარი ბუჩქი Taxus baccata დანართი №2 სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობები მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების მიზანია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტორული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით“ განსაზღვრული განაშენიანების დეტალური გემის ფარგლებში და მშენებლობის ნებართვის გაცემის ფარგლებში შესათანხმებელი გამწვანების პროექტთან დაკავშირებული მოთხოვნების განსაზღვრა. აგრეთვე მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებით გათვალისწინებული დაგეგმილი გამწვანების (რომელშიც აღწერილია სავარაუდო გამწვანების პროექტი) დაკავშირებული მოთხოვნების  განსაზღვრა. 2. ამ დადგენილების მოქმედება ვრცელდება „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტორული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით“  გათვალისწინებულ გამწვანების პროექტზე, გარდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისა და იმ ფუნქციური ზონისა, რომელშიც გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი განსაზღვრული არ არის. 3. გამოყენებულ ტერმინებს აქვთ „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტორული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ მე-3 მუხლით  განსაზღვრული მნიშვნელობა. მუხლი 2🔗. განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის ეტაპზე დასამუშავებელი გამწვანების ზოგადი პროექტი 1. განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის დამტკიცების ეტაპზე წარსადგენი გამწვანების ზოგადი პროექტი უნდა მოიცავდეს დაგეგმილი გამწვანების შესახებ ზოგად მონაცემებს. 2. გამწვანების ზოგადი პროექტის შეთანხმების პირობები: ა)   გამწვანების ზოგადი პროექტის ეტაპზე წარმოდგენილ უნდა იქნას მწვანე ნარგავების აღწერისა და მათი ხარისხობრივი შეფასების შესახებ გაცემული საექსპერტო დასკვნა, რომელიც  უნდა აკმაყოფილებდეს ამ დადგენილების მე-3 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ პირობებს.  ბ) გამწვანების ზოგადი პროექტი უნდა მოიცავდეს საპროექტო ტოპოგრაფიულ გეგმას, რომელზეც დატანილი უნდა იქნას გასამწვანებელი არეალები. გ) გამწვანების ზოგადი პროექტის ეტაპზე წარმოდგენილ უნდა იქნას პროექტის განხორციელებისთვის ხელისშემშლელი მოსაჭრელი/გადასარგავი მწვანე ნარგავების შესახებ ინფორმაცია ცხრილის სახით, საპროექტო არეალში შემავალი თითოეული მიწის ნაკვეთისთვის ცალ-ცალკე. დ) მოსაჭრელი/გადასარგავი მწვანე ნარგავები შესაბამისი ნუმერაციითა და პირობითი აღნიშვნებით დატანილ უნდა იქნას  საპროექტო ტოპოგრაფიულ გეგმაზე. ე) პროექტის განხორციელებისთვის ხელისშემშლელი მოსაჭრელი, ჯანსაღი, ღირებული მწვანე ნარგავების რაოდენობა არ უნდა აჭარბებდეს ტერიტორიაზე არსებული ჯანსაღი ღირებული მწვანე ნარგავების 25 %-ს.  ვ) გამწვანების ზოგად პროექტში მითითებული უნდა იყოს დაგეგმილი ფუნქციური ზონის შესაბამისი გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი/ები შესაბამის საანგარიშო ფართობ(ებ)თან ერთად. მუხლი 3🔗. განაშენიანების დეტალური გეგმით გათვალისწინებული გამწვანების პროექტი 1. განაშენიანების დეტალური გეგმით გათვალისწინებული გამწვანების პროექტი შედგენილი უნდა იყოს მიწის ნაკვეთის ფუნქციური ზონირების შესაბამისად, გარდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისა და იმ ფუნქციური ზონისა, რომელშიც გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი განსაზღვრული არ არის. 2. გამწვანების პროექტით გათვალისწინებული უნდა იყოს: ა) გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი შესაბამის საანგარიშო ფართობთან ერთად, რომლის ათვისებაც ტერიტორიაზე უნდა განხორციელდეს მწვანე ნარგავებით; ბ) გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობა და დახასიათება (მათ შორის, ხნოვანება, გარშემოწერილობა, სიმაღლე);  გ) არსებული, გადასარგავი და საპროექტოდ დასარგავი მწვანე ნარგავების გაშენების არეალი; დ) გამწვანების პროექტის დასრულების თარიღი; ე) გაშენებული მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელი პირი; ვ) ფოტომონტაჟის სახით მოცემული გამწვანების პროექტის გამოსახულება; ზ) დამატებითი საინფორმაციო დაფის ამსახველი ფოტოსურათები, რომელზედაც მითითებულია ინფორმაცია სამშენებლო ობიექტზე გამწვანების მინიმალური კოეფიციენტით განსაზღვრული ფართობის ათვისების, გამწვანების პროექტის ძირითადი ასპექტებისა და პარამეტრების შესახებ.  3. გამწვანების პროექტის ფარგლებში დასარგავი მწვანე ნარგავების  სახეობები უნდა შეირჩეს ამ დადგენილების დანართი №1-ის გათვალისწინებით, ქ. სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი პრიორიტეტული ხე-მცენარეების სიიდან. 4. გამწვანების პროექტი უნდა მოიცავდეს საპროექტო ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების აღწერისა და მათი ხარისხობრივი შეფასების შესახებ გაცემულ საექსპერტო დასკვნას. 5. მწვანე ნარგავების აღწერისა და მათი ხარისხობრივი შეფასების შესახებ გაცემული საექსპერტო დასკვნა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს ა) გაცემული უნდა იყოს შესაბამისი ექსპერტის მიერ. ექსპერტთა სიის განსაზღვრის უფლებამოსილება აქვს მუნიციპალიტეტს; ბ) ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების საერთო რაოდენობა და შეფასებული მწვანე ნარგავების რაოდენობა; გ) კვლევის ჩატარების მეთოდი; დ) ინფორმაცია მწვანე ნარგავების სახეობის, მდგომარეობის, დიამეტრის (მიწის ზედაპირიდან 10 სმ სიმაღლეზე) და საჭიროების შემთხვევაში ხნოვანების თაობაზე; ე)  მწვანე ნარგავების ნუმერაციის მიხედვით კვლევის ამსახველი ფერადი ფოტო-მასალა, რომელზეც თვალსაჩინოდ უნდა ჩანდეს საპროექტო ტერიტორიაზე აღწერილი თითოეული მწვანე ნარგავის ხარისხობრივი მდგომარეობა (როგორც ღერო, ასევე ვარჯი) და საექსპერტო დასკვნის შესაბამისად მინიჭებული ნუმერაცია; ვ) დაავადებული/წვერხმელი მწვანე ნარგავების  შემთხვევაში დასკვნას უნდა ერთვოდეს ლაბორატორიული კვლევის ამსახველი დოკუმენტი, ასეთის საჭიროებისას და დასაბუთება იმის თაობაზე, ექვემდებარება თუ არა აღნიშნული ხე-მცენარე გამოჯანსაღებას; ზ) ჯანსაღი მწვანე ნარგავების შემთხვევაში ექსპერტის დასაბუთებული არგუმენტაცია ხე-მცენარის გადარგვისა და მისი გახარების შესაძლებლობის თაობაზე;  თ) წვერხმელი მწვანე ნარგავების შემთხვევაში - მწვანე ნარგავის რა ნაწილია ხმელი; ი) საექსპერტო დასკვნა უნდა მოიცავდეს ტოპოგრაფიულ გეგმას, რომელზეც დატანილი უნდა იყოს საპროექტო ობიექტების სქემა (შენობა-ნაგებობები, გზა, პარკინგი, და სხვა) და საექსპერტო დასკვნაში აღწერილი მწვანე ნარგავები შესაბამისი ნუმერაციით, ასევე, ტოპოგრაფიულ გეგმაზე აღნიშნული უნდა იყოს საპროექტო შენობასა და მწვანე ნარგავებს შორის არსებული მანძილები. მუხლი 4🔗. მშენებლობის ნებართვის მისაღებად წარდგენილი სანებართვო განაცხადისთვის თანდართული გამწვანების პროექტი 1. მშენებლობის ნებართვის მისაღებად წარდგენილი გამწვანების პროექტი უნდა მოიცავდეს: ა) განაშენიანების დეტალური გეგმის არსებობის შემთხვევაში − ამ გეგმის ფარგლებში შეთანხმებულ გამწვანების პროექტს; ბ) გამწვანების მინიმალური კოეფიციენტით განსაზღვრულს ფართობს, გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობას და დახასიათებას (მათ შორის, ხნოვანება, გარშემოწერილობა, სიმაღლე), გამწვანების პროექტის დასრულების თარიღს, გაშენებული მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობისთვის პასუხისმგებელ პირს, ფოტომონტაჟის სახით მოცემულ გამწვანების პროექტის გამოსახულებას;  გ) დამატებითი საინფორმაციო დაფის ამსახველ ფოტოსურათებს, რომელზედაც მითითებულია ინფორმაცია სამშენებლო ობიექტზე გამწვანების მინიმალური კოეფიციენტით განსაზღვრული ფართობის ათვისების, გამწვანების პროექტის ძირითადი ასპექტებისა და პარამეტრების შესახებ. 2. ეს მუხლი არ ვრცელდება ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებსა და იმ შენობა-ნაგებობების არქიტექტურულ პროექტებზე, რომელთა შეთანხმებაც მოთხოვნილია მიწის ნაკვეთის იმ ფუნქციურ ზონაში, რომელშიც გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი განსაზღვრული არ არის. 3. სამშენებლო ნებართვის მფლობელმა, ნებართვის დადგენილი წესით გაცემიდან 10 დღის ვადაში არსებული საინფორმაციო დაფის გვერდით უნდა განათავსოს სხვა, დამატებითი საინფორმაციო დაფა, რომელზედაც უნდა მიეთითოს ინფორმაცია სამშენებლო ობიექტზე გამწვანების მინიმალური კოეფიციენტით განსაზღვრული ფართობის ათვისების, გამწვანების პროექტის ძირითადი ასპექტებისა და პარამეტრების შესახებ (გარდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისა და იმ შენობა-ნაგებობების არქიტექტურული პროექტებისა, რომელთა შეთანხმებაც მოთხოვნილია მიწის ნაკვეთის იმ ფუნქციურ ზონაში, რომელშიც გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი განსაზღვრული არ არის), კერძოდ: ა) გამწვანების მინიმალური კოეფიციენტით განსაზღვრული ფართობი; ბ) გამწვანების პროექტის შეთანხმების თარიღი; გ) გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობა და დახასიათება (მათ შორის, ხნოვანება, გარშემოწერილობა, სიმაღლე); დ) გამწვანების პროექტის დასრულების თარიღი; ე) ინფორმაცია გაშენებული მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობისთვის პასუხისმგებელი პირის შესახებ; ვ) გაშენებული მწვანე ნარგავების მოვლის ხანგრძლივობა; ზ) შეთანხმებული გამწვანების პროექტის მაკეტი ან/და გამოსახულება ფოტომონტაჟის სახით. მუხლი 5🔗. მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებით გათვალისწინებული დაგეგმილი გამწვანების პროექტი  1. მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებით გათვალისწინებულია  დაგეგმილი გამწვანების პროექტის წარდგენა, მასში უნდა აღიწეროს სავარაუდო გამწვანების პროექტი. 2. დაგეგმილი გამწვანების პროექტი უნდა მოიცავდეს: ა) ინფორმაციას დაგეგმილი გამწვანების შესახებ, რომელშიც აღწერილია სავარაუდო გამწვანების პროექტი. გარდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისა; ბ) ექსპერტის დასკვნას მიწის ნაკვეთზე არსებული მწვანე ნარგავის/ნარგავების აღწერისა და ხარისხობრივი შეფასების შესახებ; გ) ტოპოგრაფიულ გეგმას, რომელზედაც აღნიშნულია მწვანე ნარგავები ექსპერტის დასკვნით მინიჭებული ნომრების მიხედვით. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები არ მოითხოვება იმ ფუნქციურ ზონაზე, რომელშიც გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი განსაზღვრული არ არის.