|
|
|
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №30
|
|
2023 წლის 27 დეკემბერი
ქ. სიღნაღი
|
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ
მუხლი 1
დამტკიცდეს „სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობების სია“ დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2
დამტკიცდეს „სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობები“ დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 3
დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული „სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობების სია“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის მიერ გამოყენებულ იქნეს:
ა)
განაშენიანების დეტალური გეგმის განხილვა/დამტკიცებისას, წარმოსადგენი გამწვანების პროექტის შეთანხმების ფარგლებში;
ბ)
მშენებლობის ნებართვის გაცემისას, წარმოსადგენი გამწვანების პროექტის შეთანხმების ფარგლებში;
გ)
მუნიციპალიტეტის მიერ მწვანე ინფრასტრუქტურული პროექტების მოწყობის ფარგლებში.
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.
| სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე | | დავით ჯანიკაშვილი |
|
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობების სია
|
სიღნაღის მუნიციპალიტეტში, გამწვანებისთვის გამოსაყენებელი ხე მცენარეების სია
|
|
№
|
სახელწოდება ქართულად
|
სახელწოდება ლათინურად
|
ღეროს გარშემოწერილობა (სანტიმეტრებში)
|
სიმაღლე (მეტრებში)
|
|
1
|
იფანი ჩვეულებრივი
|
Fraxinus excelsior
|
14 სმ-დან
|
3 - 5.5 მ.
|
|
2
|
იფანი გრძელფოთოლა
|
Fraxinus coriariaefolia
|
|
3
|
იფანი მახვილნაყოფა
|
Fraxinus oxycarpa
|
|
4
|
აკაკი კავკასიური
|
Celtis caucasica
|
|
5
|
აკაკი სამხრეთული
|
Celtis australis
|
|
6
|
ცაცხვი კავკასიური
|
Tilia caucasica
|
|
7
|
ცაცხვი პატარფოთოლა (გულფოთოლა)
|
Tilia cordata
|
|
8
|
ცაცხვი უნგრული
|
Tilia tomentosa
|
|
9
|
ნეკერჩხალი მინდვრის
|
Acer campestre
|
|
10
|
დიადი ბოყვი
|
Acer velutinum
|
|
11
|
ნეკერჩხალი ,,შაქრის“
|
Acer saccharum
|
|
12
|
ნეკერჩხალი -ვერცხლისფერი
|
Acer saccharinum
|
|
13
|
ნეკერჩხალი ქართული
|
Acer ibeticum
|
|
14
|
კვიდო ხედ ფორმირებული
|
Ligustrum japonicum
|
|
15
|
სოფორა იაპონური ნამყენი ,,მტირალა“ ფორმა
|
Sophora japonica ‘pendula’
|
|
16
|
დეკორატიული მაჟალო
|
Malus floribunda/Malus coccinella
|
|
17
|
წითელი ტყემალი
|
Prunus cerasifera 'Pisardii'
|
|
18
|
არღავანი ( იუდას ხე)
|
ercis siliquastrum
|
|
19
|
გინკო ბილობა
|
Ginkgo Biloba
|
|
20
|
მელია
|
Melia azedarach
|
|
21
|
ფშატი
|
Elaeagnus angustifolia
|
|
22
|
ქართული მუხა
|
Qurcus macranthra
|
|
23
|
ქვამუხა (მარადმწვანე მუხა)
|
Qurcus ilex
|
|
24
|
ზეთისხილის ხე
|
Olea europaea
|
|
25
|
ალბიცია (ლენქორანული ,,აკაცია“)
|
Albizzia julibrissin
|
|
26
|
ცხენისწაბლი
|
Aesculus hippocastanum
|
|
27
|
საკმლის ხე (საღსაღაჯი) ველური ფორმა
|
Pistacia mutica
|
|
28
|
ირმის რქა
|
Lagerstroeeia indica
|
|
29
|
ქართული ნუში
|
Prunus (Amigdalus ) iberica
|
|
30
|
პანტა კავკასიური
|
Pyrus caucasica
|
|
31
|
მაჟალო
|
Malus orientalis
|
|
32
|
მტირალა ტირიფი
|
Salix babylonica
|
|
33
|
თუთუბო
|
Rhus coriaria
|
|
34
|
კოწახური ჩვეულებრივი
|
Berberis vulgaris
|
|
35
|
ბერყენა
|
Pyrus salicifolia
|
|
36
|
ბროწეული
|
Punica granatum
|
|
|
წიწვოვანი ხეები
|
|
37
|
კვიპაროსი მარადმწვანე პირამიდალური
|
Cupressus sempervirens pyramidalis
|
|
38
|
კვიპაროსი მარადმწვანე ჰორიზონტალური
|
Cupressus sempervirens horizantalis
|
|
39
|
არიზონული კვიპაროსი
|
Cupressus arizonica
|
|
40
|
ლეილანდიის კვიპაროზი
|
cupressus leylandii
|
|
41
|
ტოსკანური კვიპაროსი
|
Cupresuus leylandi
|
|
42
|
ჰიმალაის კედარი
|
Cedrus deodara
|
|
43
|
ატლასის კედარი
|
Cedrus atlantica
|
|
44
|
ელდარის ფიჭვი
|
Pinus eldarica
|
|
45
|
შავი ფიჭვი
|
PinusPinea
|
|
46
|
უთხოვარი
|
Taxus baccata
|
|
47
|
ვერცხლისფერი ნაძვი
|
Picea pungens
|
|
48
|
ესპანური სოჭი
|
Abies pinsapo
|
|
|
ფოთლოვანი ბუჩქები
|
|
49
|
ირმის რქა ბუჩქად ფორმირებული
|
|
|
50
|
დიდფოთოლა აბელია
|
Abelia grandiflora
|
|
51
|
ბუდლეა
|
Buddleja davidii
|
|
52
|
ჩვეულებრივი ბზა
|
Buxussempervirens
|
|
53
|
იაპონური ფშატი
|
Elaeagnus X ebbingei ‘Limelight’
|
|
54
|
ფოტონია
|
Photinia x fraseri ‘Red Robin’
|
|
55
|
სურნელოვანი ძახველი
|
Vibrunum tinus
|
|
56
|
მარადმწვანე, პრიალაფოთოლა ძახველი
|
Vibrunum lucidium
|
|
57
|
ცხრატყავა (სხვადასხვა სახეობები)
|
Lonicera nitida/ iberica/caucasica
|
|
58
|
ჩიტივაშლა (სხვადასხვა სახეობები)
|
Pyracantha coccinea/integerrima/ melanocarpa
|
|
59
|
ჭყორი
|
Ilex x meserveae ‘Blue Princess’
|
|
60
|
ჭყორი ჭრელფოთოლა
|
Ilex aquifolium ‘Argentea M arginata”
|
|
61
|
ფიტოსპორუმი წვრილფოთოლა
|
Pittosporum tobira ‘Nana’
|
|
62
|
იაპონური კვიდო
|
Ligustrum japonicum
|
|
63
|
კვიდო ჭრელფოთოლა
|
Ligustrum lucidium ‘variegata’
|
|
64
|
სირიული ვარდი
|
Hibiscus syriacus
|
|
65
|
ოლეანდრა
|
Nerium oleander
|
|
66
|
იუკა
|
Yucca gloriosa
|
|
67
|
ვარდი (სხვადასხვა ჯიში)
|
Rosa sp.
|
|
68
|
ნანდინა (სხვადასხვა სახეობა)
|
Nandina domerstica
|
|
69
|
ჭანჭყატი იაპონური (სხვადასხვა სახეობა)
|
Euonymus japonicus
|
|
70
|
დეკორატიული კოწახური (სხვადასხვა ფორმა)
|
Berberis sp.
|
|
71
|
იალღუნი (თამარიქსი)
|
Tamarix hohenackeri/Tamarix gallica/Tamarix tetranda
|
|
72
|
თრიმლი
|
Cotinus coggygria
|
|
73
|
გრაკლა (სხვადასხვა ფორმა)
|
Spiraea sp./ Spiraea hypericifolia
|
|
74
|
ჰორტენზია
|
Hydarngea macrophylla
|
|
|
მხვიარა ბუჩქები და მრავაწლიანი ბალახები
|
|
75
|
გლიცინია
|
Wisteria sinensis
|
|
|
|
76
|
ტეკომა
|
Tecoma capensis
|
|
|
77
|
უსურვაზი
|
Parthenocissus sp.
|
|
|
78
|
ცხრატყავა
|
Lonicera caprifolium
|
|
|
79
|
წვრილფოთოლა სურო
|
Hedera helix
|
|
|
80
|
კატაბარდა
|
Clematis sp.
|
|
|
81
|
ლავანდა
|
Lavanluda angustifolia
|
|
|
82
|
როზმარინი
|
Rosmarinus officinalis
|
|
|
83
|
წივანა
|
Festuca sp.
|
|
|
|
წიწვოვანი ბუჩქები
|
|
84
|
ტუია ნანა-ოქროსფერი
|
Thuja orientalis “Aurea NaNa”
|
|
|
85
|
ტუია სმარაგდი
|
Thuja occidentalis “Smaragd”
|
|
|
86
|
ტუია ბრაბანტი
|
Thuja occidentalis “Brabant”
|
|
|
87
|
ტუია
|
Thuja occidentalis “Yellow Ribbon”
|
|
|
88
|
ღვია გართხმული
|
Juniperus x pfitzeriana “Mordigan Gold”
|
|
|
89
|
ღვია გართხმული
|
Juniperus x media “Mint Julep”
|
|
|
90
|
ღვია გართხმული
|
Juniperus horizontalis
|
|
|
91
|
ღვია „კაზაკური“
|
Juniperus Sabina
|
|
|
92
|
ღვია „მყრალი“
|
Juniperus foetidissima
|
|
|
|
93
|
ჯუჯა ფიჭვი
|
Pinus mugo pumilio
|
|
|
94
|
ჯუჯა ფიჭვი
|
Pinus mugo mugus
|
|
|
|
95
|
ჯუჯა ნაძვი
|
Picea glauca conica /globosa
|
|
|
|
96
|
უთხოვარი ბუჩქი
|
Taxus baccata
|
|
|
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობები
მუხლი 1.
ზოგადი დებულებები
1.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების მიზანია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტორული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით“ განსაზღვრული განაშენიანების დეტალური გემის ფარგლებში და მშენებლობის ნებართვის გაცემის ფარგლებში შესათანხმებელი გამწვანების პროექტთან დაკავშირებული მოთხოვნების განსაზღვრა. აგრეთვე მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებით გათვალისწინებული დაგეგმილი გამწვანების (რომელშიც აღწერილია სავარაუდო გამწვანების პროექტი) დაკავშირებული მოთხოვნების განსაზღვრა.
2.
ამ დადგენილების მოქმედება ვრცელდება „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტორული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით“ გათვალისწინებულ გამწვანების პროექტზე, გარდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისა და იმ ფუნქციური ზონისა, რომელშიც გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი განსაზღვრული არ არის.
3.
გამოყენებულ ტერმინებს აქვთ „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტორული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ მე-3 მუხლით განსაზღვრული მნიშვნელობა.
მუხლი 2.
განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის ეტაპზე დასამუშავებელი გამწვანების ზოგადი პროექტი
1.
განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის დამტკიცების ეტაპზე წარსადგენი გამწვანების ზოგადი პროექტი უნდა მოიცავდეს დაგეგმილი გამწვანების შესახებ ზოგად მონაცემებს.
2.
გამწვანების ზოგადი პროექტის შეთანხმების პირობები:
ა)
გამწვანების ზოგადი პროექტის ეტაპზე წარმოდგენილ უნდა იქნას მწვანე ნარგავების აღწერისა და მათი ხარისხობრივი შეფასების შესახებ გაცემული საექსპერტო დასკვნა, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს
ამ დადგენილების მე-3 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ პირობებს.
ბ)
გამწვანების ზოგადი პროექტი უნდა მოიცავდეს საპროექტო ტოპოგრაფიულ გეგმას, რომელზეც დატანილი უნდა იქნას გასამწვანებელი არეალები.
გ)
გამწვანების ზოგადი პროექტის ეტაპზე წარმოდგენილ უნდა იქნას პროექტის განხორციელებისთვის ხელისშემშლელი მოსაჭრელი/გადასარგავი მწვანე ნარგავების შესახებ ინფორმაცია ცხრილის სახით, საპროექტო არეალში შემავალი თითოეული მიწის ნაკვეთისთვის ცალ-ცალკე.
დ)
მოსაჭრელი/გადასარგავი მწვანე ნარგავები შესაბამისი ნუმერაციითა და პირობითი აღნიშვნებით დატანილ უნდა იქნას საპროექტო ტოპოგრაფიულ გეგმაზე.
ე)
პროექტის განხორციელებისთვის ხელისშემშლელი მოსაჭრელი, ჯანსაღი, ღირებული მწვანე ნარგავების რაოდენობა არ უნდა აჭარბებდეს ტერიტორიაზე არსებული ჯანსაღი ღირებული მწვანე ნარგავების 25 %-ს.
ვ)
გამწვანების ზოგად პროექტში მითითებული უნდა იყოს დაგეგმილი ფუნქციური ზონის შესაბამისი გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი/ები შესაბამის საანგარიშო ფართობ(ებ)თან ერთად.
მუხლი 3.
განაშენიანების დეტალური გეგმით გათვალისწინებული გამწვანების პროექტი
1.
განაშენიანების დეტალური გეგმით გათვალისწინებული გამწვანების პროექტი შედგენილი უნდა იყოს მიწის ნაკვეთის ფუნქციური ზონირების შესაბამისად, გარდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისა და იმ ფუნქციური ზონისა, რომელშიც გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი განსაზღვრული არ არის.
2.
გამწვანების პროექტით გათვალისწინებული უნდა იყოს:
ა)
გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი შესაბამის საანგარიშო ფართობთან ერთად, რომლის ათვისებაც ტერიტორიაზე უნდა განხორციელდეს მწვანე ნარგავებით;
ბ)
გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობა და დახასიათება (მათ შორის, ხნოვანება, გარშემოწერილობა, სიმაღლე);
გ)
არსებული, გადასარგავი და საპროექტოდ დასარგავი მწვანე ნარგავების გაშენების არეალი;
დ)
გამწვანების პროექტის დასრულების თარიღი;
ე)
გაშენებული მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელი პირი;
ვ)
ფოტომონტაჟის სახით მოცემული გამწვანების პროექტის გამოსახულება;
ზ)
დამატებითი საინფორმაციო დაფის ამსახველი ფოტოსურათები, რომელზედაც მითითებულია ინფორმაცია სამშენებლო ობიექტზე გამწვანების მინიმალური კოეფიციენტით განსაზღვრული ფართობის ათვისების, გამწვანების პროექტის ძირითადი ასპექტებისა და პარამეტრების შესახებ.
3.
გამწვანების პროექტის ფარგლებში დასარგავი მწვანე ნარგავების სახეობები უნდა შეირჩეს ამ დადგენილების დანართი №1-ის გათვალისწინებით, ქ. სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი პრიორიტეტული ხე-მცენარეების სიიდან.
4.
გამწვანების პროექტი უნდა მოიცავდეს საპროექტო ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების აღწერისა და მათი ხარისხობრივი შეფასების შესახებ გაცემულ საექსპერტო დასკვნას.
5.
მწვანე ნარგავების აღწერისა და მათი ხარისხობრივი შეფასების შესახებ გაცემული საექსპერტო დასკვნა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს
ა)
გაცემული უნდა იყოს შესაბამისი ექსპერტის მიერ. ექსპერტთა სიის განსაზღვრის უფლებამოსილება აქვს მუნიციპალიტეტს;
ბ)
ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების საერთო რაოდენობა და შეფასებული მწვანე ნარგავების რაოდენობა;
გ)
კვლევის ჩატარების მეთოდი;
დ)
ინფორმაცია მწვანე ნარგავების სახეობის, მდგომარეობის, დიამეტრის (მიწის ზედაპირიდან 10 სმ სიმაღლეზე) და საჭიროების შემთხვევაში ხნოვანების თაობაზე;
ე)
მწვანე ნარგავების ნუმერაციის მიხედვით კვლევის ამსახველი ფერადი ფოტო-მასალა, რომელზეც თვალსაჩინოდ უნდა ჩანდეს საპროექტო ტერიტორიაზე აღწერილი თითოეული მწვანე ნარგავის ხარისხობრივი მდგომარეობა (როგორც ღერო, ასევე ვარჯი) და საექსპერტო დასკვნის შესაბამისად მინიჭებული ნუმერაცია;
ვ)
დაავადებული/წვერხმელი მწვანე ნარგავების შემთხვევაში დასკვნას უნდა ერთვოდეს ლაბორატორიული კვლევის ამსახველი დოკუმენტი, ასეთის საჭიროებისას და დასაბუთება იმის თაობაზე, ექვემდებარება თუ არა აღნიშნული ხე-მცენარე გამოჯანსაღებას;
ზ)
ჯანსაღი მწვანე ნარგავების შემთხვევაში ექსპერტის დასაბუთებული არგუმენტაცია ხე-მცენარის გადარგვისა და მისი გახარების შესაძლებლობის თაობაზე;
თ)
წვერხმელი მწვანე ნარგავების შემთხვევაში - მწვანე ნარგავის რა ნაწილია ხმელი;
ი)
საექსპერტო დასკვნა უნდა მოიცავდეს ტოპოგრაფიულ გეგმას, რომელზეც დატანილი უნდა იყოს საპროექტო ობიექტების სქემა (შენობა-ნაგებობები, გზა, პარკინგი, და სხვა) და საექსპერტო დასკვნაში აღწერილი მწვანე ნარგავები შესაბამისი ნუმერაციით, ასევე, ტოპოგრაფიულ გეგმაზე აღნიშნული უნდა იყოს საპროექტო შენობასა და მწვანე ნარგავებს შორის არსებული მანძილები.
მუხლი 4.
მშენებლობის ნებართვის მისაღებად წარდგენილი სანებართვო განაცხადისთვის თანდართული გამწვანების პროექტი
1.
მშენებლობის ნებართვის მისაღებად წარდგენილი გამწვანების პროექტი უნდა მოიცავდეს:
ა)
განაშენიანების დეტალური გეგმის არსებობის შემთხვევაში − ამ გეგმის ფარგლებში შეთანხმებულ გამწვანების პროექტს;
ბ)
გამწვანების მინიმალური კოეფიციენტით განსაზღვრულს ფართობს, გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობას და დახასიათებას (მათ შორის, ხნოვანება, გარშემოწერილობა, სიმაღლე), გამწვანების პროექტის დასრულების თარიღს, გაშენებული მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობისთვის პასუხისმგებელ პირს, ფოტომონტაჟის სახით მოცემულ გამწვანების პროექტის გამოსახულებას;
გ)
დამატებითი საინფორმაციო დაფის ამსახველ ფოტოსურათებს, რომელზედაც მითითებულია ინფორმაცია სამშენებლო ობიექტზე გამწვანების მინიმალური კოეფიციენტით განსაზღვრული ფართობის ათვისების, გამწვანების პროექტის ძირითადი ასპექტებისა და პარამეტრების შესახებ.
2.
ეს მუხლი არ ვრცელდება ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებსა და იმ შენობა-ნაგებობების არქიტექტურულ პროექტებზე, რომელთა შეთანხმებაც მოთხოვნილია მიწის ნაკვეთის იმ ფუნქციურ ზონაში, რომელშიც გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი განსაზღვრული არ არის.
3.
სამშენებლო ნებართვის მფლობელმა, ნებართვის დადგენილი წესით გაცემიდან 10 დღის ვადაში არსებული საინფორმაციო დაფის გვერდით უნდა განათავსოს სხვა, დამატებითი საინფორმაციო დაფა, რომელზედაც უნდა მიეთითოს ინფორმაცია სამშენებლო ობიექტზე გამწვანების მინიმალური კოეფიციენტით განსაზღვრული ფართობის ათვისების, გამწვანების პროექტის ძირითადი ასპექტებისა და პარამეტრების შესახებ (გარდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისა და იმ შენობა-ნაგებობების არქიტექტურული პროექტებისა, რომელთა შეთანხმებაც მოთხოვნილია მიწის ნაკვეთის იმ ფუნქციურ ზონაში, რომელშიც გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი განსაზღვრული არ არის), კერძოდ:
ა)
გამწვანების მინიმალური კოეფიციენტით განსაზღვრული ფართობი;
ბ)
გამწვანების პროექტის შეთანხმების თარიღი;
გ)
გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობა და დახასიათება (მათ შორის, ხნოვანება, გარშემოწერილობა, სიმაღლე);
დ)
გამწვანების პროექტის დასრულების თარიღი;
ე)
ინფორმაცია გაშენებული მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობისთვის პასუხისმგებელი პირის შესახებ;
ვ)
გაშენებული მწვანე ნარგავების მოვლის ხანგრძლივობა;
ზ)
შეთანხმებული გამწვანების პროექტის მაკეტი ან/და გამოსახულება ფოტომონტაჟის სახით.
მუხლი 5.
მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებით გათვალისწინებული დაგეგმილი გამწვანების პროექტი
1.
მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებით გათვალისწინებულია დაგეგმილი გამწვანების პროექტის წარდგენა, მასში უნდა აღიწეროს სავარაუდო გამწვანების პროექტი.
2.
დაგეგმილი გამწვანების პროექტი უნდა მოიცავდეს:
ა)
ინფორმაციას დაგეგმილი გამწვანების შესახებ, რომელშიც აღწერილია სავარაუდო გამწვანების პროექტი. გარდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისა;
ბ)
ექსპერტის დასკვნას მიწის ნაკვეთზე არსებული მწვანე ნარგავის/ნარგავების აღწერისა და ხარისხობრივი შეფასების შესახებ;
გ)
ტოპოგრაფიულ გეგმას, რომელზედაც აღნიშნულია მწვანე ნარგავები ექსპერტის დასკვნით მინიჭებული ნომრების მიხედვით.
3.
ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები არ მოითხოვება იმ ფუნქციურ ზონაზე, რომელშიც გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი განსაზღვრული არ არის.