მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენების და მათი მწვრთნელების წახალისების მიზნით, ფულადი ჯილდოს გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 27.12.2023
ძალაში შესვლა 01.01.2024
გამომცემი ორგანო თიანეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №37
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.154.016519
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/12/2023
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე სოსო მამულაშვილი | თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენების და მათი მწვრთნელების წახალისების მიზნით, ფულადი ჯილდოს გაცემის წესის დამტკიცების შესახებ მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენების და მათი მწვრთნელების წახალისების მიზნით, ფულადი ჯილდოს გაცემის წესის დამტკიცების შესახებ ყვარლის მუნიციპალიტეტის სახელით მოასპარეზე მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელების წახალისების მიზნით ფულადი ჯილდოს დაწესების შესახებ მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენების და მათი მწვრთნელების წახალისების მიზნით ფულადი ჯილდოს დაწესებისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენების და მათი მწვრთნელების წახალისების მიზნით ფულადი ჯილდოს დაწესებისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 16 მარტის №9 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენების და მათი მწვრთნელების წახალისების მიზნით, ფულადი ჯილდოს გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №37
2023 წლის 27 დეკემბერი
დაბა თიანეთი
მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენების და მათი მწვრთნელების წახალისების მიზნით, ფულადი ჯილდოს გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საფუძველზე თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
1.
დამტკიცდეს მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენების და მათი მწვრთნელების წახალისების მიზნით, ფულადი ჯილდოს გაცემის წესი დანართი N 1 შესაბამისად.
2.
განისაზღვროს ფულადი ჯილდოს ოდენობები საპრიზო ადგილების მიხედვით, დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗.
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდანთიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესოსო მამულაშვილი
დანართი №1
მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენების და მათი მწვრთნელების წახალისების მიზნით, ფულადი ჯილდოს გაცემის წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. ეს წესი განსაზღვრავს თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენების და მწვრთნელების წახალისების მიზნით, ფულადი ჯილდოს დაწესებას, გასაცემი თანხის ოდენობას, მუნიციპალიტეტის მერიაში წარსადგენი დოკუმენტების ნუსხას და გაცემის პირობებს.
2. ფულადი ჯილდოს გაცემა მოხდება თიანეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ,,სპორტული ღონისძიებების“ ქვეპროგრამის (პროგრამული კოდი 050102) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან.
მუხლი 2🔗. ფულადი ჯილდოს გაცემის მიზანი
ფულადი ჯილდოს გაცემის მიზანია სპორტის მხარდაჭერა და პოპულარიზაცია, სპორტის სხვადასხვა სახეობის განვითარების ხელშეწყობა, მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენების და მათი მწვრთნელების წახალისება, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების ხელშეწყობა.
მუხლი 3🔗. პირები, ვისზეც გაიცემა ფულადი ჯილდო სპორტში
1. საქართველოს ტერიტორიაზე თიანეთის მუნიციპალიტეტის სახელით და საერთაშორისო ტურნირებზე საქართველოს სახელით მოასპარეზე თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ სპორტსმენ(ებ)ზე, რომელიც სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრებებზე, ტურნირებზე, ჩემპიონატებზე და სხვა ასპარეზობებზე წარადგინა:
ა) სპორტის ფედერაციამ;
ბ) მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულმა სასპორტო დაწესებულებამ;
გ) შეჯიბრებაში მონაწილეობდა პირადი ინიციატივით ( სპორტსმენი რეგისტრირებული უნდა იყოს თიანეთის მუნიციპალიტეტში);
დ) ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების მწვრთნელებზე, რომლებიც სასწავლო საწვრთნელო საქმიანობას ახორციელებენ თიანეთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ სპორტულ დაწესებულებაში ან /და სამწვრთნელო საქმიანობას ახორციელებენ თიანეთის მუნიციპალიტეტში და მათ მიერ მომზადებულმა სპორტსმენ( ებ)მა დაიკავეს წინამდებარე დადგენილებით განსაზღვრული საპრიზო ადგილი.
ე) გუნდურ და ეკიპაჟურ სახეობებში პირველი საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში, გამარჯვებულ გუნდზე და მათ მწვრთნელებზე;
ვ) საქართველოს ჩემპიონატსა და საერთაშორისო ტურნირებზე ვეტერანი სპორტსმენის სტატუსით მოასპარეზე პირებზე;
ვ) პარასპორტსმენებზე
2. ფულადი ჯილდო არ გაიცემა კომერციულ ტურნირში მონაწილე სპორტსმენებზე და მათ მწვრთნელებზე.
მუხლი 4🔗. ფულადი ჯილდოს მისაღებად პირის მიერ მერიაში წარსადგენი დოკუმენტაცია
1. ფულადი ჯილდოს მიღების მიზნით, პირ(ებ)მა განცხადებით უნდა მიმართოს თიანეთის მუნიციპალიტეტის მერს და წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) შესაბამისი ტიტულის მოპოვების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ან ცნობა ტიტულის მოპოვების შესახებ შესაბამისი ფედერაციიდან;
ბ) სრულწლოვანი სპორტსმენის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ხოლო არასრულწლოვანი სპორტსმენის შემთხვევაში - დაბადების მოწმობის ასლი;
გ) სრულწლოვანი სპორტსმენის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები, ხოლო არასრულწლოვანი სპორტსმენის შემთხვევაში - მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
დ) მწვრთნელის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;
ე) სპორტსმენის / მწვრთნელის თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.
2. საქართველოს ჩემპიონატზე სპორტსმენის მიერ ერთ შეჯიბრებაში, სპორტის ერთი სახეობის რამდენიმე მიმართულების ერთი ან მეტი საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში, დადგენილების დანართი N2-ით განსაზღვრული ფულადი ჯილდოს ოდენობების შესაბამისად, სპორტსმენს ფულადი ჯილდო გადაეცემა ყველა საპრიზო ადგილის დაკავებისთვის - ერთი ფულადი ჯილდო სრულად, რომლის მოცულობაც მეტია და დანარჩენი ოდენობის 30 %.
3. საქართველოს ჩემპიონატზე ერთ შეჯიბრებაში, ერთი მწვრთნელის რამდენიმე სპორტსმენის მიერ სპორტის ერთი სახეობის რამდენიმე მიმართულების ან ერთი სპორტსმენის მიერ სპორტის ერთი სახეობის რამდენიმე მიმართულების ერთზე მეტი გამარჯვების მოპოვების შემთხვევაში, დადგენილების დანართი N2-ით განსაზღვრული ფულადი ჯილდოს ოდენობების შესაბამისად, მწვრთნელს გადაეცემა ერთი ფულადი ჯილდო სრულად, რომლის მოცულობა მეტია და დანარჩენი ოდენობების 30 %.
მუხლი 5🔗. ფულადი ჯილდოს ანაზღაურება
ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით
მუხლი 6🔗. ფოლადი ჯილდოს გაცემა მწვრთნელზე
მწვრთნელი დაჯილდოვდება დადგენილების დანართი #2-ით სპორტსმენისათვის გათვალისწინებული ჯილდოს 50 %-ის ოდენობის თანხით.
მუხლი 7🔗. ფულადი ჯილდოს გაცემა გუნდის წევრებსა და მის მწვრთნელზე
1. წინამდებარე წესის მიზნებისათვის გუნდი განიმარტება, როგორც თიანეთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ ორგანიზაციაში მოქმედი სპორტული წრის გუნდი.
2. ჯილდო გაიცემა გუნდზე, რომელიც შესაბამის ლიგაში დაიკავებს პირველ საპრიზო ადგილს.
3. გუნდის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებს, ამ წესის მე-2 მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, უნდა დაერთოს თიანეთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციის გაცემული ცნობა, მწვრთნელისა და სპორტული წრის არსებობის შესახებ.
4. გუნდის ჯილდოს ოდენობა განისაზღვრება შემდეგნაირად: მწვრთნელი 500 ლარი, განაცხადში მითითებული გუნდის თითოეული წევრი -200 ლარი
მუხლი 8🔗. ფულადი ჯილდოს გაცემის წესი
1. თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიაში შემოსული განცხადებისა დოკუმენტაციის სისწორეს ამოწმებს მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური.
2. ფულადი ჯილდო გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით, მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მხრიდან მერის სახელზე მომზადებული მოხსენებითი ბარათის საფუძველზე.
მუხლი 9🔗. ფულადი ჯილდოს გაცემის წესის დამტკიცება და მასში ცვლილების შეტანა
1. წინამდებარე ფულადი ჯილდოს გაცემის წესს თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის საკრებულოს.
2. აღნიშნულ წესში ცვლილებების შეტანა შესაძლებელია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
მუხლი10. ფულადი ჯილდოს ამოქმედების ვადა:
ფულადი ჯილდოს გაცემის წესი ამოქმედეს 2024 წლის 01 იანვარიდან
დანართი №2
ფულადი ჯილდოს ოდენობები საპრიზო ადგილების მიხედვით
1.მსოფლიო ჩემპიონატი ოლიმპიურ სახეობებში
(უფროსი ასაკი)
I ადგილი 3000 ლარი
II ადგილი 2000 ლარი
III ადგილი 1500 ლარი
2..მსოფლიო ჩემპიონატი ოლიმპიურ სახეობებში
(ახალგაზრდები, ჭაბუკები)
I ადგილი 2000 ლარი
II ადგილი 1500 ლარი
III ადგილი 1000 ლარი
3. მსოფლიო ჩემპიონატი არაოლიმპიურ სახეობაში
(უფროსი ასაკი)
I ადგილი 1200 ლარი
II ადგილი 1000 ლარი
III ადგილი 800 ლარი
4. მსოფლიო ჩემპიონატი არაოლიმპიურ სახეობებში
(ახალგაზრდები, ჭაბუკები)
I ადგილი 1000 ლარი
II ადგილი 800 ლარი
III ადგილი 600 ლარი
5.ევროპის ჩემპიონატი ოლიმპიურ სახეობაში
(უფროსი ასაკი)
I ადგილი 2500 ლარი
II ადგილი 2000 ლარი
III ადგილი 1500 ლარი
6.ევროპის ჩემპიონატი ოლიმპიურ სახეობაში
(ახალგაზრდები, ჭაბუკები)
I ადგილი 1500 ლარი
II ადგილი 1200 ლარი
III ადგილი 1000 ლარი
7.ევროპის ჩემპიონატი არაოლიმპიურ სახეობაში
( უფროსი ასაკი)
I ადგილი 1000 ლარი
II ადგილი 800 ლარი
III ადგილი 600 ლარი
8.ევროპის ჩემპიონატი არაოლიმპიურ სახეობაში
( ახალგაზრდები, ჭაბუკები)
I ადგილი 800 ლარი
II ადგილი 600 ლარი
III ადგილი 500 ლარი
9.საქართველოს ჩემპიონატი ოლიმპიურ სახეობაში
(უფროსი ასაკი)
I ადგილი 1500 ლარი
II ადგილი 1200 ლარი
III ადგილი 1000 ლარი
10.საქართველოს ჩემპიონატი ოლიმპიურ სახეობაში
(ახალგაზრდები, ჭაბუკები)
I ადგილი 1200 ლარი
II ადგილი 900 ლარი
III ადგილი 600 ლარი
11. საქართველოს ჩემპიონატი არაოლიმპიურ სახეობაში
(უფროსი ასაკი)
I ადგილი 700 ლარი
II ადგილი 500 ლარი
III ადგილი 400 ლარი
12. საქართველოს ჩემპიონატი არაოლიმპიურ სახეობაშ
(ახალგაზრდები, ჭაბუკები)
I ადგილი 500 ლარი
II ადგილი 400 ლარი
III ადგილი 300 ლარი
13. მსოფლიო ოლიმპიური თამაშები
(უფროსი ასაკი)
I ადგილი 5 000 ლარი
II ადგილი 4 000 ლარი
III ადგილი 3 000 ლარი
14. მსოფლიო ოლიმპიური თამაშები
(ახალგაზრდები, ჭაბუკები)
I ადგილი 2500 ლარი
II ადგილი 2000 ლარი
III ადგილი 1500 ლარი
15. ევროპის თამაშები (ოლიმპიური)
(უფროსი ასაკი)
I ადგილი 2000 ლარი
II ადგილი 1500 ლარი
III ადგილი 1000 ლარი
16. ევროპის თამაშები (ოლიმპიური)
(ახალგაზრდები, ჭაბუკები)
I ადგილი 1200 ლარი
II ადგილი 1000 ლარი
III ადგილი 800 ლარი
17. საქართველოს ფალავანი (ქართული ჭიდაობა)
I ადგილი 2000 ლარი
II ადგილი 1500 ლარი
III ადგილი 1000 ლარი
18. ვეტერანები ოლიმპიურ სახეობებში
ოლიმპიადა მსოფლიო ევროპა
I ადგილი 2 000 ლარი I ადგილი 1700 ლარი I ადგილი 1400ლარი
II ადგილი 1 700 ლარი II ადგილი 1 400 ლარი II ადგილი 1100 ლარი
III ადგილი 1 400 ლარი III ადგილი 1100 ლარი III ადგილი 800 ლარი
19. ვეტერანები არაოლიმპიურ სახეობებში
მსოფლიო ევროპა
I ადგილი 800 ლარი I ადგილი 700 ლარი
II ადგილი 700 ლარი II ადგილი 600 ლარი
III ადგილი 600 ლარი III ადგილი 500 ლარი
20. საქართველოს ჩემპიონატი ოლიმპიურ სახეობაში
კადეტებში 15 წლამდე
I ადგილი 600 ლარი
II ადგილი 500 ლარი
III ადგილი 300 ლარი
21. საქართველოს ჩემპიონატი არაოლიმპიურ სახეობაში
კადეტებში 15 წლამდე
I ადგილი 350 ლარი
II ადგილი 250 ლარი
III ადგილი 200 ლარი
22. ევროპის ჩემპიონატი ოლიმპიურ სახეობაში
კადეტებში 15 წლამდე
I ადგილი 800 ლარი
II ადგილი 600 ლარი
III ადგილი 500 ლარი
23. ევროპის ჩემპიონატი, არაოლიმპიურ სახეობაში
კადეტებში 15 წლამდე
I ადგილი 400 ლარი
II ადგილი 350 ლარი
III ადგილი 250 ლარი
24. მსოფლიო ჩემპიონატი ოლიმპიურ სახეობაში
კადეტებში 15 წლამდე
I ადგილი 1000 ლარი
II ადგილი 800 ლარი
III ადგილი 600 ლარი
25. მსოფლიო ჩემპიონატი არაოლიმპიურ სახეობაში
კადეტებში 15 წლამდე
I ადგილი 500 ლარი
II ადგილი 400 ლარი
III ადგილი 300 ლარი