საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2024 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 27.12.2023
ძალაში შესვლა 01.01.2024
ძალის დაკარგვა 01.01.2025
გამომცემი ორგანო საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
ნომერი №17
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.165.016463
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/12/2023
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საგარეჯოს მუნიციპაალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გილაშვილი | საგარეჯოს მუნიციპაალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
თვითმმართველობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2024 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №17
2023 წლის 27 დეკემბერი
ქ. საგარეჯო
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2024 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2024 წლის პროგრამა თანდართული რედაქციით.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.
მუხლი 3🔗
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალდაკარგულად გამოცხადდეს „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2023 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23 დეკემბრის №21 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 27/12/2022 010250050.35.165.016442 )საგარეჯოს მუნიციპაალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსი გილაშვილი
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2024 წლის პროგრამა
მუხლი 1🔗. პროგრამის სახელწოდება
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების პროგრამა.
მუხლი 2🔗. პროგრამის განხორციელების ვადა
პროგრამის განხორციელების ვადა განისაზღვრება 2024 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
მუხლი 3🔗. პროგრამის ბიუჯეტი
პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 2 478 900 ლარს.
მუხლი 4🔗. პროგრამის დაფინანსების წყარო
პროგრამის დაფინანსება ხორციელდება საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან.
მუხლი 5🔗. სოციალური დახმარების სამიზნე ჯგუფები და დახმარების გაცემის წესი
1. პირველ და მეორე ახალდაბადებული ბავშვიანი, სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარების პროგრამა (კოდი 06 02 01 01)
მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები სტატუსის მქონე ოჯახებში ახალდაბადებული ბავშვების დახმარება ერთჯერადად 450 ლარის, ხოლო სხვა დასახლებაში მცხოვრები ბენეფიციარებისთვის 400 ლარის ოდენობით. (დახმარების მიმღებია პირველი და მეორე შვილი, ტყუპების შეძენის შემთხვევაში დახმარებით ისარგებლებს ორივე ტყუპისცალი.) დახმარების მიმღები ოჯახი რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები უნდა იყოს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და გააჩნდეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მინიჭებული სარეიტინგო ქულა 150 000-ის ჩათვლით.
პროგრამით სარგებლობისათვის წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა)მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის ცნობა.
ბ)ქულების ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან.
გ)დაბადების მოწმობის ასლი.
დ)განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი.
ე)ანგარიშის ამონაწერი ბანკიდან.
2. მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამა (კოდი 06 02 01 02)
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მრავალშვილიან ოჯახებს მიეცემათ ერთჯერადი 400 ლარიანი დახმარება, რომელებსაც ჰყავთ 4 და მეტი შვილი და ორი მაინც არის 18 წლამდე ასაკის. ხოლო ყოველ მომდევნო შვილზე დახმარება განისაზღვრება დამატებით 100 ლარით.
დახმარების მიმღები ოჯახი რეგისტრირებული უნდა იყოს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და გააჩნდეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მინიჭებული სარეიტინგო ქულა 150 000-ის ჩათვლით.
პროგრამით სარგებლობისათვის წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა)მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის ცნობა.
ბ)ქულების ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან.
გ)დაბადების მოწმობის ასლები.
დ)განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი.
ე)ანგარიშის ამონაწერი ბანკიდან.
3. ბავშვთა კვების პროგრამა (06 02 01 03)
სიღარიბის ზღვარს მიღმა კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი და სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული 100 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახის ერთ წლამდე ასაკის ბავშვებს, რომელთა სიცოცხლეს და ნორმალურ ზრდა განვითარებას მძიმე ეკონომიური მდგომარეობის გამო ემუქრება საფრთხე ყოველთვიურად კვების პროგრამა დაუფინანსდებათ 150 ლარამდე თანხით. ფენილკეტონურიით ან სხვა იშვიათი დაავადების მქონე პირთა და შშმ პირთა სპეციალიზირებული საკვები დანამატებით დახმარებისთვის ლიმიტის ამოწურვამდე გაიცემა 500 ლარამდე თანხა.
პროგრამით სარგებლობისათვის წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა)ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის (ფორმა-N IV-100/ა) და ანგარიშფაქტურა.
ბ)ქულების ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან ან შშმ პირის ცნობა.
გ)დაბადების მოწმობის ასლი.
დ)განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი.
4. უდედმამო ბავშვების დახმარების პროგრამა (06 02 01 04)
ა)უდედმამო 18 წლამდე ბავშვებზე დახმარების გაცემა 100 ლარის ოდენობით ყოველთვიურად მთელი წლის განმავლობაში.
ბ) დედით ან მამით ობოლ 18 წლამდე ბავშვებზე დახმარების გაცემა ერთჯერადად 300 ლარის ოდენობით, დახმარების მიმღები ოჯახი რეგისტრირებული უნდა იყოს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და გააჩნდეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მინიჭებული სარეიტინგო ქულა 150 000-ის ჩათვლით.
გ) პროგრამით სარგებლობისათვის წარმოსადგენი დოკუმენტაცია
გ.ა)მეურვეობის დამადასტურებელი ცნობა.
გ.ბ)ქულების ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან.
გ.გ)დაბადების მოწმობის ასლები.
გ.დ)განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი.
გ.ე)ანგარიშის ამონაწერი ბანკიდან.
გ.ვ) მშობლის გარდაცვალების მოწმობა.
5. შშმ. 18 წლამდე ბავშვთა დახმარების პროგრამა (06 02 01 05)
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 18 წლამდე ბავშვებზე დახმარების გაცემა მოხდება 100 ლარის ოდენობiთ ყოველთვიურად.
პროგრამით სარგებლობისათვის წარმოსადგენი დოკუმენტაცია
ა) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის ცნობა.
ბ)დაბადების მოწმობის ასლი.
გ)განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი.
დ)ანგარიშის ამონაწერი ბანკიდან.
6. შშმ. პირის სტატუსის მქონე ბენეფიციართა სარეაბილიტაციო კურსის დაფინანსების პროგრამა (06 02 01 06)
ა) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და 18 წლამდე შშმ ბავშვთა და სხვადასხვა სახის გონებრივი ჩამორჩენილობისა და ქცევითი აშლოლობის მქონე ბავშვებისთვის რეაბილიტაციის თანხის დაფინანსება 500-დან -1000 ლარამდე.
ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების და 18 წლამდე მოზარდების სანატორიულ-კურორტული და ბალნეოლოგიური მომსახურების დაფინანსება 500 ლარამდე თანხით. დახმარების მიმღები ოჯახი რეგისტრირებული უნდა იყოს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და გააჩნდეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მინიჭებული სარეიტინგო ქულა 120 000-ის ჩათვლით. პროგრამის მოსარგებლეებზე ერთი კალენდარული წლის განმავლობაში გაიცემა ერთი დახმარება. სერვისის მიწოდებისთვის ასანაზღაურებელი თანხა, არ უნდა აღემატებოდეს საკურორტო მომსახურების ღირებულებას.
გ) სოციალურად დაუცველი ოჯახის ბავშვთა სამკურნალო რეაბილიტაცია დაფინანსება 400 ლარით. დახმარების მიმღები ოჯახი რეგისტრირებული უნდა იყოს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და გააჩნდეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მინიჭებული სარეიტინგო ქულა 150 000-ის ჩათვლით.
დ) შშმ პირების დასაქმების და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით, სასწავლო კურსის დაფინანსება 1000 ლარამდე თანხით.
ე) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე უსინათლო პირების დახმარების გაცემა მოხდება 100 ლარის ოდენობთ ყოველთვიურად.
„ა“, “ბ“ „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პროგრამით სარგებლობისათვის წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ე.ა) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის (ფორმა-N IV-100/ა) და ანგარიშფაქტურა.
ე.ბ) ქულების ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან.
ე.გ) დაბადების მოწმობის ასლი.
ე.დ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი.
ე.ე) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის ცნობა.
ე.ვ)ანგარიშის ამონაწერი ბანკიდან.
ე.ზ) წინასწარი ინვოისი სასწავლო დაწესებულებიდან.
ვ) სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის ქვეპროგრამის მიმწოდებელი ააიპ რეაბილიტაციის ცენტრი ,,სინერგია 2019“ -ის კომუნალური ხარჯები დაფინანსდება 2000 ლარით.
ზ) სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ბავშვთა ქვეპროგრამის მიმწოდებლად რეგისტრირებული ააიპ გეორგიანელის ტრანსპორტირების ხარჯების დაფინანსდება 20000 ლარით.
თ) კლინიკა ,,ლაიფი“-ის ბაზაზე არსებული შშმ პირთა სათემო ორგანიზაციის კომუნალური ხარჯების დაფინანსება 15000 ლარით.
7. მარტოხელა სტატუსის მქონე მშობლების დახმარების პროგრამა (კოდი 06 02 01 07)
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირების ერთჯერადი 300 ლარიანი დახმარება. (ვისაც ყავს 18 წლამდე შვილი ან შვილები) დახმარების მიმღები ოჯახი რეგისტრირებული უნდა იყოს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და გააჩნდეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მინიჭებული სარეიტინგო ქულა 150 000-ის ჩათვლით.
პროგრამით სარგებლობისათვის წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა)მარტოხელა მშობლის სტატუსის ცნობა.
ბ)ქულების ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან.
გ)დაბადების მოწმობის ასლები.
დ)განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი.
ე) ანგარიშის ამონაწერი ბანკიდან.
8. რეინტეგრირებული ოჯახების ერთჯერადი სოციალური (ფულადი) დახმარების პროგრამა 06 02 01 08)
ა)საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მინდობით აღზრდაში განთავსებულ ბავშვებზე, რომლებზეც განხორციელდება რეინტეგრაცია-ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნება, მათ ოჯახებს გაეწევა ფულადი დახმარება მათი საჭიროებების გათვალისწინებით.
ბ)სახელმწოფო ზრუნვის პროგრამიდან გასული ახალგაზრდების ფინანსური დახმარება, შესაბამისი ორგანოდან მოთხოვნილი ინფორმაციის საფუძველზე, ახალგაზრდების საჭიროებების გათვალისწინებით.
გ) ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლთა ფინანსური დახმარება.
დ) ოჯახების დახმარება, რომელთაც ჰყავთ განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირი ან პირები და შეუწყდათ საარსებო შემწობა განმეორებით გადამოწმების შედეგად.
ე) თვითმართველობის სოციალური მუშაკის მიერ შესწავლილი ოჯახების გაძლიერება, ბავშვის საჭიროებიდან გამომდინარე და ფულადი დახმარების გაცემა სოციალური მუშაკის დასკვნის საფუძველზე.
ვ) პროგრამით სარგებლობისათვის წარმოსადგენი დოკუმენტაცია
ვ.ა) შესაბამისი ორგანოდან წარმოდგენილი ინფორმაცია ბავშვთა ოჯახში რეინტეგრაციის შესახებ, ან ქალთა და ბავშვთა ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრიდან წარმოდგელი ინფორმაცია.
ვ.ბ)ქულების ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან.
ვ.გ)დაბადების მოწმობის ასლი.
ვ.დ)განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი.
ვ.ე) ანგარიშის ამონაწერი ბანკიდან.
9. სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის საყოფაცხოვრებო აუცილებელი ტექნიკის შეძენის პროგრამა (კოდი 06 02 01 09)
სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახებისთვის საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეძენა. ერთ ოჯახზე არაუმეტეს 700 ლარისა. დახმარების გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი კომისია, რაც დამოკიდებულია ბენეფიციარის სოციალურ-ეკონომიკურ და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. დახმარების მიმღები ოჯახი რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები უნდა იყოს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და გააჩნდეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მინიჭებული სარეიტინგო ქულა 100 000-ის ჩათვლით..
პროგრამით სარგებლობისათვის წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა)მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის ცნობა.
ბ)ქულების ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან. (სამიზნე ჯგუფებისთვის შესაბამისი სტატუსის განმსაზღვრელი დოკუმენტაცია მოთხოვნის შესაბამისად)
გ)განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი.
10. სამკურნალო და საოპარაციო ხარჯებით დახმარების პროგრამა (06 02 02 01)
„ა) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული 100 000 დან 200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე ბენეფიციარების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების, 9 აპრილს დაზარალებული, დევნილი პირების, 18 წლამდე ასაკის პირებს, ასაკით პენსიონერი პირების და მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირების, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადების მქონე პირების, შაქრიანი დიაბეტის მქონე პირების (ნებისმიერი ტიპის) სტაციონარული, ამბულატორიული მკურნალობის და ოპერაციების დაფინანსება ან/და თანადაფინანსება განისაზღვრება მოთხოვნილი თანხის 80 %-ით არაუმეტეს 1500 ლარისა. აღნიშნული სამიზნე ჯგუფებისთვის 500 ლარამდე მოთხოვნილი თანხა დაფინანსდება სრულად, ხოლო 18 წლამდე ბავშვთა სამიზნე ჯგუფებისათვის 600 ლარამდე მოთხოვნილი თანხა დაფინანსდება სრულად.
ბ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული 100 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე ბენეფიციარების სტაციონარული, ამბულატორიული მკურნალობის და ოპერაციების დაფინანსება ან/და თანადაფინანსება განისაზღვრება მოთხოვნილი თანხის 90%-ით არაუმეტეს 1500 ლარისა, ხოლო 100 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე პირებს, რომლებიც ამავდროულად არიან ასაკით პენსიონერი ან შშმ პირის სტატუსის მქონე, ასევე 120 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე 16 წლამდე ბავშვს, სამკურნალო საოპერაციო 1500 ლარამდე მოთხოვნილი თანხა დაუფინანსდება 100% ით. აღნიშნულ პირებს სადიაგნოსტიკო კვლევების თანხა 1000 ლარამდე დაუფინანსდება ასევე 100 %-ით.
გ) მე -5 მუხლის მე-10 პუნქტის ,,ა’’ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, თანაგადახდის მოცულობა ბენეფიციარის მხრიდან თუ აჭარბებს 3000 ლარს, დახმარება გაეწევა ერთჯერადად 1500 ლარის ოდენობით, ხოლო თუ თანაგადახდის მოცულობა ბენეფიციარის მხრიდან აჭარბებს 4000 ლარს დახმარება გაეწევა ერთჯერადად 2000 ლარის ოდენობით. თუ თანაგადახდის მოცულობა ბენეფიციარის მხრიდან აჭარბებს 5000 ლარს დახმარება გაეწევა ერთჯერადად 3000 ლარის ოდენობით. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული 200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე ბენეფიციარების, შშმ პირთა, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანთა, 9 აპრილის დაზარალებულთა, დევნილ პირთა, 18 წლამდე პირთა, ასაკით პენსიონერ პირთა, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირთა, გულ-სისხლძარღვთა დაავადების მქონე პირთა, შაქრიანი დიაბეტის მქონე პირთა სამედიცინო დიაგნოსტიკური, ლაბორატორიული ან სხვა გამოკვლევების დაფინანსება მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრისათვის დაფინანსდება 700 ლარამდე სრულად, ხოლო შვიდასი ლარიდან ზევით თანხის 50 %-ით არაუმეტეს 1000 ლარისა.
დ) სამედიცინო დამხმარე საშუალებების თანადაფინანსება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის. პროგრამის ფარგლებში ასევე დაფინანსდება უსინათლოთა ხელჯოხები, ხმოვანი წნევის აპარატები, სოციალურად დაუცველი (100 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა) და ონკოლოგიური პაციენტების პროთეზის, ან სხვა დამხმარე სამედიცინო საშუალებების თანხები. ზემოთჩამოთვლილი სამიზნე ჯგუფებისთვის 300 ლარამდე მოთხოვნილი თანხა დაფინანსდება სრულად, სამას ლარზე მეტი თანხის შემთხევაში, ბენეფიციარი ერთჯერადად დაფინანსდება 500 ლარით. 18 წლამდე დიაბეტით დაავადებულ პირთა შაქრის საზომი აპარატის ჩხირების ყოველთვიური დაფინანსება. არაუმეტეს 120 ლარისა. (საჭიროების მიხედვით). 18 წლამდე შშმ ბავშვთა და მოზარდთა ჰიგიენური საშუალებების დაფინანსება თვეში არაუმეტეს 50 ლარისა (საჭიროების მიხედვით).
ე) პროგრამით სარგებლობისათვის წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ე.ა)ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის (ფორმა-N IV-100/ა), ანგარიშფაქტურა და კალკულაცია, საყოველთაო ჯანდაცვის საგარანტიო არსებობის შემთხვევაში, ცნობა ლიმიტის ამოწურვის შესახებ, სამედიცინო დამხმარე საშუალებების დაფინანსების ვაუჩერი, მისი არსებობის შემთხვევაში.
ე.ბ) ქულების ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან. სამიზნე ჯგუფთათვის შესაბამისი სტატუსის განმსაზღვრელი დოკუმენტაცია.
ე.გ)დაბადების მოწმობის ასლი. (არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში).
ე.დ)განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი.
11. მედიკამენტების შეძენაზე დახმარების პროგრამა (კოდი 06 02 02 02)
ა) ონკოლოგიური დაავადების მქონე ბენეფიციარებს მედიკამენტებით დახმარება გაეწევათ ლიმიტის ამოწურვამდე 2000 ლარამდე თანხით.
ბ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული 200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე ბენეფიციართა, შშმ. პირთა, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანთა, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ და დევნილ პირთა, 18 წლამდე პირთა, ასაკით პენსიონერთა, გულ-სისხლძარღვთა დაავდების მქონე, შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზის მქონე და ეპილეფსიით დაავადებულ პირთა, ფენილკეტონურიით, ან სხვა იშვაითი დაავადების მქონე პირთა, მედიკამენტებით დახმარება ხორციელდება აღნიშნული პროგრამის ფარგლებში 800 ლარამდე თანხით.
ბ.ა) ქრონიკულად მიმდინარე და ნაკლებად მძიმე დაავადების დიაგნოზის მქონე პირებში მედიკამენტების თანხის ოდენობა 400 ლარით განისაზღვრება. გამონაკლის შემთხვევაში თანხა გაიცემა წელიდადში ორჯერ 300-300 ლარის ოდენობით ჯამში არაუმეტესე 600 ლარისა.
ბ.ბ) სიცოცხლისათვის საშიში დაავადებების მქონე ბენეფიციარისთვის, ჯანმრთელობის და ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, მედიკამენტების თანხის ლიმიტი წელიწადში 800 ლარს შეადგენს. გაიცემა ორჯერადად 400-400 ლარის ოდენობით.
გ) პროგრამით სარგებლობისათვის წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
გ.ა) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის (ფორმა-N IV-100/ა), ანგარიშფაქტურა და კალკულაცია, საყოველთაო ჯანდაცვის საგარანტიო არსებობის შემთხვევაში, ცნობა ლიმიტის ამოწურვის შესახებ.
გ.ბ) ქულების ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან. სამიზნე ჯგუფთათვის შესაბამისი სტატუსის განმსაზღვრელი დოკუმენტაცია.
გ.გ) დაბადების მოწმობის ასლი. (არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში).
გ.დ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი
12. ონკოლოგიურ პაციენტთა დახმარების პროგრამა (06 02 02 03)
ა) ონკოლოგიური ავადმყოფების სტაციონარული, ამბულატორიული, პალიატიული მკურნალობის და ოპერაციების დაფინანსება, ამ მკურნალობის შედეგად განვითარებული დაავადებების მკურნალობის დაფინანსება განისაზღვრება მოთხოვილი თანხის 90%-ით, არაუმეტეს 1500 ლარისა (3000 ლარიანი ლიმიტის ამოწურვამდე). ონკოლოგიური დაავადების მქონე პაციენტების ქიმიოთერაპიის 500 ლარამდე მოთხოვნილი თანხის დაფინანსდება განისაზღვრება სრულად ან და ლიმიტის ამოწურვამდე. თუ ონკოლოგიური ბენეფიციარის მხრიდან თანაგადახდის მოცულობა 3000 ლარს აჭარბებს დახმარება გაეწევა ერთჯერადად 1500 ლარის ოდენობით. თუ თანაგადახდის მოცულობა ბენეფიციარის მხრიდან 3000 ლარს აჭარბებს, დახმარება გაეწევა ერთჯერადად 1500 ლარის ოდენობით, ხოლო თუ თანაგადახდის მოცულობა ბენეფიციარის მხრიდან 4000 ლარს აჭარბებს დახმარება გაეწევა ერთჯერადად 2000 ლარის ოდენობით. თუ თანაგადახდის მოცულობა ბენეფიციარის მხრიდან 5000 ლარს აჭარბებს დახმარება გაეწევა ერთჯერადად 3000 ლარის ოდენობით.
ბ) სხვა სიმსივნული დაავადების მქონე პირებს სამედიცინო დახმარების გაწევა განისაზღვრება დაუფინანსებელი თანხის 70 % ით, არაუმეტეს 1000 ლარისა; სამედიცინო დიაგნოსტიკური, ლაბორატორიული ან სხვა გამოკვლევები მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრისათვის დაფინანსდება თანხის 50% არაუმეტის 800 ლარისა.
გ) ონკოლოგიური ავადმყოფების სამედიცინო დიაგნოსტიკური, ლაბორატორიული ან სხვა გამოკვლევები მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრისათვის დაფინანსდება 2000 ლარამდე თანხით ლიმიტის ამოწურვამდე. (საჭიროებისამებრ ერთჯერადად ან მრავალჯერადად ლიმიტის ამოწურვამდე)
დ) პროგრამით სარგებლობისათვის წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
დ.ა) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის (ფორმა-N IV-100/ა), ანგარიშფაქტურა და კალკულაცია, საყოველთაო ჯანდაცვის საგარანტიო არსებობის შემთხვევაში, ცნობა ლიმიტის ამოწურვის შესახებ არსებობის შემთხვევაში.
დ.ბ) დაბადების მოწმობის ასლი. (არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში)
დ.გ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი.
13. ბიკარბონატული ჰემოდიალიზი-თირკმლის ქრონიკული უკმარისობით დაავადებულთა სამედიცინო დაწესებულებაში ტრანსპორტირების დაფინანსების პროგრამა (06 02 02 04)
ჰემოდიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარების ტრანსპორტის ხარჯის თანადაფინანსების ოდენობა განისაზღვრება 150 ლარით, თანხის ჩარიცხვა ხდება ყოველთვიურად მთელი წლის განმავლობაში.
პროგრამით სარგებლობისათვის წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა)ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის (ფორმა-N IV-100/ა).
ბ)დაბადების მოწმობის ასლი. (არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში)
გ)განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი.
დ) ანგარიშის ამონაწერი ბანკიდან.
14. ელექტროენერგიის და გაზის საფასურის გადასახადის დაფინანსების პროგრამა (06 02 03 01)
ა) სოციალურად დაუცველი (100 001 სარიტინგო ქულა) ოჯახებისთვის მოხმარებული ელექტროენერგიის ან გაზის ღირებულების დაფარვა განხორციელდება ყოველთვურად, დახმარების მისაღებად მოქალაქე განცხადებით მომართვის დროს ირჩევს დახმარების ტიპს.
ა.ა) მარჩენალდაკარგული ოჯახის დახმარება, სადაც არის 18 წლამდე ასაკის ბავშვი, ელექტროენერგიის ან გაზის გადასახადის დაუფინანსდება - 1 ბავშვზე 10 ლარის ოდენობით, ხოლო 2 და მეტ ბავშვზე 15 ლარის ოდენობით; სარეიტინგო ქულა 100 000-ის ჩათვლით.
ა. ბ) მარტოხელა მშობელი, რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის შვილი, ელექტროენერგიის ან გაზის გადასახადის დაუფინანსდება – 1 ბავშვზე 10 ლარის ოდენობით, ხოლო 2 და მეტ ბავშვზე 15 ლარის ოდენობით; სარეიტინგო ქულა 100 000-ის ჩათვლით.
ა.გ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვთა (18 წელამდე ასაკის) და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთა ოჯახებს ელექტროენერგიის ან გაზის გადასახადი დაუფინანსდება– თვეში 10 ლარის ოდენობით; სარეიტინგო ქულა 100 000-ის ჩათვლით.
ა.დ) რეინტეგრირებულ ბავშვთა ოჯახები დაფინანსდება - 10 ლარის ოდენობით სარეიტინგო ქულა 100 000-ის ჩათვლით.
ა.ე) მრავალშვილიანი ოჯახების, რომლებსაც ჰყავთ 4 და მეტი შვილი და აქედან 2 მაინც არის არასრულწლოვანი, ელექტროენერგიის ან გაზის გადასახადის დაუფინანსდება 15 ლარის ოდენობით; სარეიტინგო ქულა 100 000-ის ჩათვლით.
ა.ვ) სოციალურად დაუცველი ოჯახებს გაზის ან ელექტრო ენერგიის ღირებულება დაუფინანსდებათ (სარეიტინგო ქულა 65 000-დან 100 000-ის ჩათვლით) თვეში 10 ლარის ოდენობით.
ბ) სოციალურად დაუცველი (100 001 სარიტინგო ქულა) ოჯახებისთვის მოხმარებული ელექტროენერგიის ან გაზის ღირებულების დაფარვის განხორციელების მიზნით წარმოსადგენი დოკუმენტაციაა:
ბ.ა) ამონაწერი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერირორიაზე ბუნებრივი აირის და გაზის მიმწოდებელი კომპანიებიდან მიმიდინარე კომუნალური გადასახადის ოდენობის და აბონენტის ნომრის მითითებით.
ბ.ბ)ქულების ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან, სამიზნე ჯგუფებისთვის შესაბამისი სტატუსის განმსაზღვრელი დოკუმენტაცია.
ბ.გ)განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი.
15. მოწყვლადი ჯგუფების გათბობის ხარჯით უზრუნველყოფის პროგრამა. (06 02 03 02)
სოციალურად დაუცველ ოჯახებს, (100 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა) მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 18 წლამდე პირებს (120 000 -ის ჩათვლით სარეიტინგო ქულამდე) ერთჯერადად მიეცემათ საშეშე მერქნის შესაძენი თანხა 100 ლარის ოდენობით.
პროგრამით სარგებლობისათვის წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა)ქულების ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან. (სამიზნე ჯგუფებისთვის შესაბამისი სტატუსუს განმსაზღვრელი დოკუმენტაცია მოთხოვნის შესაბამისად.)
ბ)განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი.
გ) ანგარიშის ამონაწერი ბანკიდან.
16. სოციალურად დაუცველი მოწყვლად ჯგუფებისთვის სადღესასწაულოდ საკვების გაცემის პროგრამა (06 02 03 03)
სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის სადღესასწაულოდ საკვები ამანათების გადაცემა განხორციელდება შერჩეულ სამიზნე ჯგუფებზე. დახმარების მისაღებად მოქალაქე მიმართავს სამსახურს და მისი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით ხორციელდება დახმარების მიმღებთა სიაში ბენეფიციარის მონაცემების შეტანა. პროგრამით სარგებლობისათვის მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს პირადობის მოწმობის ასლი.
17. მოსახლეობის ტრანსპორტირების პროგრამა (06 02 03 04)
ა) სოფელი უდაბნოდან (კვირაში ორჯერ) ქალაქ საგარეჯოში სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ტრანსპორტირება მთელი წლის განმავლობაში (დაფინანსება მოხდება საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად).
ბ) დახმარების პროგრამით გამიზნული აქტივობების (სოციალურად დაუცველი ოჯახების უფასო ტრანსპორტირება სხვადასხვა კლინიკაში სკრინინგ პროგრამების ჩასატარებლად, ასევე პანდემიის დროს სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის აუცილებელი საკვების და საყოფაცხოვრებო საშუალებების სპეციალური ამანათების შესყიდვა–განაწილების ტრანსპორტირების განხორციელება.
18. ხანდაზმულ ბენეფიციართა დახმარების პროგრამა (06 02 03 05)
95 წელს მიღწეული ხანდაზმულთათვის გაიცემა ერთჯერადი თანხა 300 ლარის ოდენობით.
პროგრამით სარგებლობისათვის წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა)ხანდაზულის ან მისი უფლებამოსილი პირის პირადობის მოწმობის ასლი.
ბ) ანგარიშის ამონაწერი ბანკიდან.
გ) ხანდაზმულის დაბადების მოწმობის ასლი მისი არსებობის შემთხვევაში.
19. უპატრონო და სოციალურად დაუცველი მიცვალებულთა სარიტუალო ხარჯის გაცემის პროგრამა (06 02 03 06)
უპატრონო მიცვალებულების, რომელთაც არ ჰყავთ არც ერთი რიგის მემკვიდრე, ლტოლვილის, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში არსებული შშმ პირთა და ხანდაზმულთა სათემო სახლში მცხოვრები მიუსაფარი პირების, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარდაცვლილი არაიდენტიფიცირებული და სოციალურად დაუცველი ოჯახის გარდაცვლილი პირის დაკრძალვის სარიტუალო ხარჯებისთვისთვის დახმარება გაიცემა 500 ლარის ოდენობით. (დახმარების მიმღები სოციალურად დაუცველი ოჯახი რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები უნდა იყოს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და გააჩნდეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მინიჭებული სარეიტინგო ქულა 100 000-ის ჩათვლით, სოციალურად დაუცველი გარდაცვლილი პირის შემთხვევაში დაკრძალვის სარიტუალო ხარჯი ერიცხება სოციალურად დაუცველ ოჯახის წევრს)
პროგრამით სარგებლობისათვის წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა)გარდაცვალების მოწმობა
ბ)განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი.
გ)ანგარიშის ამონაწერი ბანკიდან.
20. სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახებისთვის დროებით სარგებლობაში გადაცემულ ფართებში მინიმალური საყოფაცხოვრებო პირობების შექმნა (06 02 03 07)
მერიის ბალანსზე არსებული შენობა-თავშესაფრების დროებით სარგებლობაში გადაცემულ ფართებში მცხოვრები პირებისთვის მინიმალური საყოფაცხოვრებო პირობების შექმნა.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა)განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი.
21. მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი ოჯახების დროებით თავშესაფრით უზრუნველყოფის პროგრამა. (06 02 04)
სტიქიით ან სხვა განსაკუთრებული შემთხვევით დაზარალებული ოჯახი, უსახლკარო ოჯახი, რომლის ავარიული საცხოვრებელი სახლი საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, ასევე, მარტოხელა სტატუსის მქონე პირთათვის და ძალადობის ან/და ტრეფიკინგის მხვერპლთა საცხოვრებლით უზრუნველყოფა. ბავშვთა ზრუნვის პროგრამის ფარგლებში ბინის ქირით უზრუნველყოფა სოციალური მუშაკის დასკვნის საფუძველზე, ბინის ქირის უზრუნველყოფა ოჯახებისთვის, რომელთაც ჰყავთ ორი ან ორზე მეტი შშმ პირი. დახმარება განისაზღვრება თითოეულ კატეგორიაზე 105.27 ლარით. ქირით უზრუნველყოფა მარტოხელა სტატუსის მქონე პირთათვის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და ძალადობის ან ტრეფიკინგის მხვერპლთათვის გაიცემა ექვსი თვის განმავლობაში.
პროგრამით სარგებლობისათვის წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა) ინფორმაცია ალტერნატიული საცხოვრებელი რეგისტრირებული ფართის არ ქონის შესახებ.
ბ) საცხოვრებელი ფართის დაზიანების დამადასტურებელი ინფორმაცია.
გ)სამიზნე ჯგუფთათვის შესაბამისი სტატუსის განმსაზღვრელი დოკუმენტაცია მოთხოვნის შესაბამისად.
დ)განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი.
22. უმწეოთათვის უფასო სასადილოს დაფინანსება (06 02 05)
ა(ა)იპ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის „სათნოების სახლის“ უფასო სასადილოების დაფინანსება. დახმარება გაიცემა ყოველდღიურად საკვების სახით, სიღარიბის ზღვარს მიღმა კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბენეფიციარებისთვის.
პროგრამით სარგებლობისათვის წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი.
ბ) ქულების ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან ან სამიზნე ჯგუფთათვის შესაბამისი სტატუსის განმსაზღვრელი დოკუმენტაცია მოთხოვნის შესაბამისად.
23. ომის ვეტერანების და მათი ოჯახების დახმარების პროგრამა (06 02 06)
ა) საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში მონაწილე ვეტერანთა დაკრძალვის სარიტუალო ხარჯებისთვის დახმარება გაიცმა 500 ლარის ოდენობით.
ბ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში დაღუპულთა ოჯახის დახმარებისთვის თითოეულ ოჯახზე გაიცემა 500 ლარი.
გ) დიდი სამამულო ომის ვეტერანების სადღესასწაულო და სარიტუალო ხარჯებით დახმარებისთვის გაიცემა 500 ლარი ფულადი საჩუქარი სადღესასწაულოდ, 500 ლარი დაკრძალვის სარუტუალო ხარჯისთვის (აქედან 250 დაემატება ადგილობრივი ბიუჯეტიდან)
დ) პროგრამით სარგებლობისათვის წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
დ.ა) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი.
დ.ბ) ანგარიშის ამონაწერი ბანკიდან.
დ.გ) გარდაცვალების მოწმობა და ვეტერანის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
24. წითელი ჯვრის დაფინანსების პროგრამა (06 02 07)
წითელი ჯვრის საგარეჯოს ფილიალი ,,ინტეგრირებულ საქმიანობათა ცენტრის“ ბაზაზე აქტიურად ახორციელებს მოწყვლადი ჯგუფების, მათ შორის ხანდაზმულების, განსაკუთრებული საჭიროებებისა და იძულებით გადაადგილებული პირების, სოციალურ მხარდაჭერასა და კატასტროფების რისკის შემცირების შესაძლებლობების გაზრდაზე, მათ შორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები აზერბაიჯანული თემის უნარიანობის ამაღლებაზე ორიენტირებულ საქმიანობებს. იგი ასევე მუშაობს ახალგაზრდების გაძლიერების და მოხალისეთა ინიციციატივების განვითარების მიმართულებით.
25. სტუდენტებისთვის სწავლის საფასურის დაფინანსების პროგრამა (06 02 08). სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან, სოციალურად დაუცველ ოჯახს რომლსაც ჰყავს ორი სტუდენტი, სოციალურად დაუცველ დედით ან მამით ობოლ, სოციალურად დაუცველ მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე შვილთა და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის, ასევე სტუდენტებისთვის, რომელთაც ჰყავთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე მშობელი ან მშობლები ან და ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში (სარეიტინგო ქულა 100 000) უმაღლეს საგამანათლებლო სასწავლებელში სწავლის საფასურის თანადაფინანსება განისაზღვრება 1000 ლარამდე თანხით.
პროგრამით სარგებლობისათვის წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა) ცნობა საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სტუდენტის სტატუსის შესახებ, ფაკულტეტის, კურსის და სწავლის საფასურის ოდენობის მითითებით.
ბ) სამიზნე ჯგუფთათვის შესაბამისი სტატუსის განმსაზღვრელი დოკუმენტაცია მოთხოვნის შესაბამისად.
გ) ქულების ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან.
დ) პირადობის მოწმობის ასლი.
მუხლი 6🔗. სამედიცინო მომსახურების დაფინანსების წესი:
1. სამედიცინო მომსახურება დაფინანსდება თუ:
ა. დახმარების მიმღები ოჯახი რეგისტრირებულია ან ფაქტობრივად ცხოვრობს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და გააჩნია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მინიჭებული სარეიტინგო ქულა, ან სამიზნე ჯგუფისთვის შესაბამისი სტატუსის განმსაზღვრელი დოკუმენტაცია ქვეპროგრამის მოთხოვნის შესაბამისად.
ბ. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქულა მინიჭებულია 2019-2020-2021-2022- 2023-2024 წელს. (გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, თუ 16 წლამდე ბავშვიანი ოჯახი რეგისტრირებულია სოციალური მომსახურების სააგენტოში გასულ წლებში და დახმარების მიმღებია). თუ სამსახურმა ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციიდან ვერ მიიღო ამომწურავი ინფორმაცია, სამსახური შეხედულებისამებრ უფლებამოსილია მოითხოვოს დამატებითი დოკუმეტაცია. ასევე, საჭიროების შემთხვევაში მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა.
2. თუ ბენეფიციარი დახმარების მოთხოვნის პერიოდში ერთდროულად ორ სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს, დახმარება გაეწევა მეტი თანხით დასაფინანსებელი კომპონენტით.
3. სამსახური უფლებამოსილია ინციატივით მომართოს შესაბამის კომისიას სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახებისთვის დროებით სარგებლობაში გადაცემულ ფართებში შესახლებული ბენეფიციარების ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტის დადგენის მიზნით და მოითხოვოს ხელშეკრულების განახლების წინ ინფორმაციის განახლება ალტერნატიული დარეგისტრირებული სახოვრებელი ფართის არ ქონის შესახებ.
4. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრიტრებული მოქალაქეები, რომლებიც განცხადებით მომართვის პერიოდში არ არიან რეგისტრირებული სოციალური მომსახურების სააგენტოს სიღატაკის დაძლევის სახელმწიფო პროგრამის მონაცემთა ერთიან ბაზაში ან/და რეგისტრირებულია და არ აქვს მინიჭებული სარეიტინგო ქულა, მათი მომართვის პერიოდში მძიმეა ჯანმრთელობის მდგომარეობა და არ მიეკუთვნება გაცემის წესის მიხედვით განსაზღვრულ არცერთ კატეგორიას და ესაჭიროება სამედიცინო მომსახურების დაფინანსება ან თანადაფინანსება, აგრეთვე იმ მოქალაქეების, რომელზეც განცხადების განხილვის ეტაპისთვის ვრცელდება წესით დაწესებული შეზღუდვები (მაგ: ათვისებული აქვს პროგრამით გათვალისწინებული გასაცემი დახმარებები), განცხადებას განიხილავს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის მიერ შექმნილი სოციალური მდგომარეობის შემსწავლელი სამუშაო კომისია. შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან მერის წარმომადგენლის შუამდგომლობისა და მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის დასკვნის საფუძველზე, შესაძლებელია გამონაკლისის სახით დახმარება გაეწიოს ამ პუნქტით განსაზღვრულ პირს, კალენდარული წლის გამავლობაში არაუმეტეს 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით (აქედან მედიკამენტური მკურნალობისთვის - არაუმეტეს 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით). კომისიის წლიური ბიუჯეტი განისაზღვრება 100 000 ლარით.
5. სამედიცინო მომსახურება არ დაფინასდება თუ:
ა) თუ მოქალაქე გამოთქვამს სურვილს სამედიცინო მომსახურება მიიღოს ისეთ სამედიცინო დაწესებულებაში, რომელიც ჩართული არ არის სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამაში.
ბ) საზღვარგარეთ მკურნალობა, (გარდა ონკოლოგიისა და 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვანისა) სქესობრივი გზით გადამდები დაავადება, უშვილობის მკურნალობა და სხვა. (საზღვარგარეთ მკურნალობის დაფინანსების ოდენობა განისაზღვრება ქვეპროგრამი გამოყოფილი თანხის შესაბამისად.)
გ) ესთეტიკური ქირურგია, კოსმეტიკური მიზნით ჩატარებული, სტომატოლოგიური მკურნალობა.
დ) უკვე ჩატარებული სამედიცინო მომსახურება, გარდა გადაუდებელი შემთვევისა, ან მოქალაქის მხრიდან უკვე ანაზღაურებულია თანხა. ანაზღაურდება გამონაკლისი შემთვევა, თუ პაციენტი საავადმყოფოში მოთავსებული იქნა სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის მიერ და საავადმყოფოს დატოვებს ანაზღაურების გარეშე საავადმყოფოსთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.
ე) არ დაფინანსდება ფიზიოლოგიური მშობიარობის ან საკეისრო კვეთის თანხა, თუ წარმოდგენილ კალკულაციაში მოთხოვნილი იქნება ექიმის აყვანის, პალატის არჩევის ან გაუტკივარების ღირებულება.
ვ) სამედიცინო ჩვენებისა და ექიმის დანიშნულების გარეშე მკურნალობა, თვითმკურნალობა;
მუხლი 7🔗. პროგრამის განხორციელების შედეგი
აქტიური სოციალური პოლიტიკის განხორციელება და სხვადასხვა სერვისებზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობის გაზრდა. უკიდურესად გაჭირვებულ პირთა სოციალური დაცვა მათი მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა.
მუხლი 8🔗. პროგრამის საინფორმაციო უზრუნველყოფა
პროგრამის ბენეფიციარები პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების შესახებ ინფორმირებული იქნებიან შემდეგი გზით:
ა)ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებები.
ბ)მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლები.
გ)საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდი.
დ) მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა.