📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 27.12.2023
ძალის დაკარგვა 27.12.2024
გამომცემი ორგანო ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №21
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.113.016505
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/12/2023
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 6,289 სიტყვა · ~31 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.12.2023 მიღება
27.12.2024 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №21 2023 წლის 27 დეკემბერი ქ. ოზურგეთი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის და 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესი“ თანახმად დანართისა. მუხლი 2🔗 ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 24 იანვრის N2 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 26/01/2023, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 190040000.35.113.016486). მუხლი 3🔗 დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გარცელდეს 2024 წლის 1-ლი იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით დარჩია დანართი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესი ეს წესი აწესრიგებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტიდან (შემდგომში –„ბიუჯეტი“) ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური დახმარების დანიშვნასთან და გაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, ადგენს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური დახმარების სახეებს, მათი დანიშვნისა და გაცემის ადმინისტრირების სახელმძღვანელო პრინციპებს, განსაზღვრავს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური დახმარების დანიშვნასა და გაცემაზე უფლებამოსილ უწყებას. თავი I ჯანმრთელობის დაცვის პროგრამები მუხლი 1🔗. ჯანმრთელობის დაცვის დახმარების სახეები  ბიუჯეტი  ითვალისწინებს ჯანმრთელობის დაცვის შემდეგი სახის ფულად დახმარებებს: მოქალაქეთა სამედიცინო დახმარება (პროგრამული კოდი 06 01 02). თირკმლის უკმარისობით დაავადებულ პირთა დახმარება (პროგრამული კოდი 06 01 03). ონკოლოგიური დაავადების მქონე პირების დახმარება (პროგრამული კოდი 06 01 04). გადაუდებელი და არაპროგრამული რეფერალური სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება (პროგრამული კოდი 06 01 05). ძვირადღირებული კვლევის  ერთჯერადი დაფინანსება (პროგრამული კოდი 06 01 06). მუხლი 2🔗. მოქალაქეთა სამედიცინო დახმარება (პროგრამული კოდი 06 01 02) პროგრამა ითვალისწინებს: 1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული მოქალაქეების მედიკამენტების ხარჯების ანაზღაურებაში დახმარება, კერძოდ: ა) მოქალაქეებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზაში“ სარეიტინგო ქულით 0-დან 150001-მდე, მედიკამენტების შესაძენად, გაეწევათ ერთჯერადი ფინანსური დახმარება ფარმაცევტულ დაწესებულებაში თანხის ჩარიცხვით, არაუმეტეს 100 ლარის ოდენობით; ბ) ვეტერან ქალბატონებს (ომის მონაწილე), მედიკამენტების შესაძენად, გაეწევათ ერთჯერადი ფინანსური დახმარება ფარმაცევტულ დაწესებულებაში თანხის ჩარიცხვით, არაუმეტეს 100 ლარის ოდენობით. 2. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული მოქალაქეების სამედიცინო მომსახურების ხარჯების თანადაფინანსებაში დახმარება, კერძოდ: ა) მოქალაქეებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზაში“ სარეიტინგო ქულით 0-დან 150001-მდე, გაეწევათ ერთჯერადი ფინანსური დახმარება მკურნალობის ხარჯების თანაგადახდით, სამედიცინო დაწესებულებაში უნაღდო ანგარიშსწორებით, ამ წესის მეორე მუხლის, მეორე პუნქტის „ე-ზ“ ქვეპუნტებით განსაზღვრული პირობებით; ბ) ვეტერან ქალბატონებს გაეწევათ ერთჯერადი ფინანსური დახმარება, მკურნალობის ხარჯების თანაგადახდით, სამედიცინო დაწესებულებაში უნაღდო ანგარიშსწორებით, ამ წესის მეორე მუხლის მეორე  პუნქტის „ე-ზ“ ქვეპუნტებით განსაზღვრული პირობებით; გ) მკვეთრად ან/და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, გაეწევათ ერთჯერადი ფინანსური დახმარება, მკურნალობის ხარჯების თანაგადახდით, სამედიცინო დაწესებულებაში უნაღდო ანგარიშსწორებით, ამ წესის მეორე მუხლის, მეორე პუნქტის „ე-ზ“ ქვეპუნტებით განსაზღვრული პირობებით; დ) 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, გაეწევათ ერთჯერადი ფინანსური დახმარება, მკურნალობის ხარჯების თანაგადახდით, სამედიცინო დაწესებულებაში უნაღდოანგარიშსწორებით, ამ წესის მეორე მუხლის, მეორე პუნქტის „ე-ზ“ ქვეპუნტებით განსაზღვრული პირობებით; ე) თუ ბენეფიციარის მიერ ასანაზღაურებელი თანხა არ აღემატება 150 ლარს, დაფინანსება მოხდება სრულად; ვ) თუ ბენეფიციარის მიერ ასანაზღაურებელი თანხა აღემატება 150 ლარს, თანაგადახდა განხორციელდება ერთჯერადად, საყოველთაო ჯანდაცვის (სადაზღვევო კომპანია) მიერ ასანაზღაურებელი თანხის 50%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა. დაფინანსების ქვედა ზღვარი შეადგენს 150 ლარს; ზ) თუ მკურნალობის ხარჯები სრულად ბეფეციარის ასანაზღაურებელია (არ არსებობს თანაგადახდა) დაფინანსება განხორციელდება ერთჯერადად, წარმოდგენილი თანხის 50%-ით, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა. დაფინანსების ქვედა ზღვარი შეადგენს 150 ლარს. 3. მოქალაქემ შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს უნდა წარუდგინოს, ან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება; ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი); გ) სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV – 100/ა (ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ); დ) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული მკურნალობის კალკულაცია (ანგარიშ-ფაქტურა); ე) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან სარეიტინგო ქულის შესახებ; ვ) სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ მიერ გაცემული მიმართვა (ასლი); ზ) სხვა საჭირო დოკუმენტაცია სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად. მუხლი 3🔗. თირკმლის უკმარისობით დაავადებულ პირთა დახმარება (პროგრამული კოდი 06 01 03)  პროგრამა ითვალისწინებს: 1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ თირკმლის უკმარისობით დაავადებულ პირებს, რომლებიც ჩართული არიან დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში და ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში საჭიროებენ დიალიზის კურსის ჩატარებას, უფლება აქვთ ისარგებლონ კვარტალში ერთხელ, ფულადი დახმარებით 300 ლარის ოდენობით, ხოლო სოფლად მცხოვრები ბენეფიციარებისათვის 350 ლარის ოდენობით, პერიტონიალურ შემთხვევაში ტრანსპორტირებისათვის ყოველთვიურად 150 ლარის ოდენობით. 2. პროგრამით სარგებლობის მსურველმა პირმა, შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს უნდა წარუდგინოს, ან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება; ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი); გ) დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი; დ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი; ე) სხვა საჭირო დოკუმენტაცია სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად. მუხლი 4🔗. ონკოლოგიური დაავადების მქონე პირების დახმარება (პროგრამული კოდი 06 01 04) პროგრამა ითვალისწინებს: 1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, ავთვისებიანი სიმსივნით დაავადების მქონე პირებისათვის, საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებულ, სამედიცინო დაწესებულებებში, სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებაში დახმარებას, პროგრამა გულისხმობს ბენეფიციარებისათვის მკურნალობის ხარჯების თანაგადახდას, შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით,  კერძოდ: ა) იმ შემთხვევაში, როცა სახელმწიფო ან/და სხვა სადაზღვევო კომპანიის მიერ ასანაზღაურებელი თანხის 40% არ აღემატება 200 ლარს, ანაზღაურება მოხდება მოთხოვნილი თანხის სრული ოდენობით; ბ) იმ შემთხვევაში, როცა სახელმწიფო ან/და სხვა სადაზღვევო კომპანიის მიერ ასანაზღაურებელი თანხის 40% მეტია 200 ლარზე, შემთხვევის დაფინანსება მოხდება საყოველთაო ჯანდაცვის (სადაზღვევო კომპანია) ფარგლებში არსებული ტარიფით განსაზღვრული სახელმწიფოს (სადაზღვევო კომპანია) მიერ ასანაზღაურებელი თანხის 40%-ის, მაგრამ არაუმეტეს 700 ლარისა. დაფინანსების ქვედა ზღვარია 200 ლარი. ხოლო, ყოველ შემდეგ შემთხვევაზე, იმავე მოქალაქის (სამედიცინო მომსახურება, გამოკვლევები) დაფინანსება მოხდება ანალოგიურად, მხოლოდ დაფინანსების ზედა ზღვარი იქნება 500 ლარი, ხოლო ქვედა ზღვარი 200 ლარი; გ) იმ შემთხვევაში, როცა არ არსებობს თანაგადახდა, ანუ თუ მკურნალობის ხარჯები მთლიანად პაციენტის დასაფარია, პირველ ჯერზე დაფინანსება მოხდება წარმოდგენილი თანხის ნახევრის, მაგრამ არაუმეტეს 700 ლარისა, დაფინანსების ქვედა ზღვარია 200 ლარი, ხოლო ყოველ შემდეგ შემთხვევაზე იგივე მოქალაქის დაფინანსება მოხდება ანალოგიურად, ოღონდ ასანაზღაურებელი თანხის ზედა ზღვარი იქნება 500 ლარი, ხოლო ქვედა ზღვარი 200 ლარი; დ) ონკოლოგიური დაავადების სამკურნალოდ (მედიკამენტები და სხვა დანიშნულების საგნები), ბენეფიციარები ექიმის დანიშნულებით, წელიწადში ერთხელ, მოთხოვნის შესაბამისად, მიიღებენ დახმარებას უნაღდო ანგარიშსწორებით, ფარმაცევტულ დაწესებულებებში, ინვოისით წარმოდგენილი თანხის შესაბამისად, მაგრამ არაუმეტეს 250 ლარისა; ე) ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 2024 წლამდე რეგისტრირებული (გარდა გამონაკლისი შემთხვევისა), ძუძუს კიბოს დიაგნოზის მქონე პირთა მედიკამენტების (ჰერცეპტინი, პერჯეტა, ლაპატინი, ტაივერბი, ფესგო ან სხვა ძვირადღირებული ონკოლოგიური პრეპარატი) თანადაფინანსება, თანხის ოდენობა განისაზღვროს  წლის განმავლობაში, არაუმეტეს 4000 ლარისა; ვ)  ავთვიასებიანი სიმსივნის მქონე პირებისათვის  მედიკამენტის (ზომეტა) თანადაფინანსება, თანხის ოდენობა განისაზღვროს წლის განმავლობაში, არაუმეტეს 1000 ლარისა;   შენიშვნა:  იმ შემთხვევაში, თუ პირველადი მომართვისას პაციენტის დაფინანსება მოხდება არაუმეტეს ხუთასი ლარისა, შემდგომი მომართვა განხილული იქნება, როგორც პირველადი მომართვა. 2. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, კეთილთვისებიანი სიმსივნით, ან/და დაუდგენელი დიაგნოზის მქონე პირებისათვის (სამედიცინო მომსახურება, გამოკვლევები) საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებულ, სამედიცინო დაწესებულებებში,  სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებაში დახმარებას,  პროგრამა გულისხმობს ბენეფიციარებისათვის მკურნალობის ხარჯების თანაგადახდას, შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინები.  კერძოდ: ა)  იმ შემთხვევაში, როცა საყოველთაო ჯანდაცვის მიერ ასანაზღაურებელი თანხის შემდეგ, პაციენტის დასაფარი თანხა 1000 ლარამდეა, დაფინანსება მოხდება წარმოდგენილი თანხის 40%-ით; ბ)   იმ შემთხვევაში, როცა საყოველთაო ჯანდაცვის  მიერ ასანაზღაურებელი თანხის შემდეგ, პაციენტის დასაფარი თანხა 1001 ლარზე  მეტია, დაფინანსება მოხდება წარმოდგენილი თანხის 50%-ით, არაუმეტეს 600ლარისა. 3. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 2024 წლამდე რეგისტრირებული (გარდა გამონაკლისი შემთვევისა), ონკოლოგიური დაავადების მქონე პირებისათვის, ექიმის დანიშნულებით, წელიწადში ერთხელ, მოთხოვნის შესაბამისად,  PET/CT- პოზიტრონ-ემისიური ტომოგრაფიის თანადაფინანსება,   რომელიც განისაზღვრება ბენეფიციარის  ასანაზღაურებელი თანხის 70%- ის, მაგრამ არაუმეტეს 2500 ლარისა. 4. მოქალაქემ შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს უნდა წარუდგინოს ან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება; ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი); გ) სამედიცინო დოკუმენტაცია, ფორმა №IV – 100/ა (ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ); დ) სააფთიაქო დაწესებულების მიერ გაცემული კალკულაცია (ანგარიშ-ფაქტურა); ე) სხვა საჭირო დოკუმენტაცია სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად. მუხლი 5🔗. გადაუდებელი და არაპროგრამული რეფერალური სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება ( პროგრამული კოდი 06 01 05) პროგრამა ითვალისწინებს: 1. გადაუდებელი და არაპროგრამული რეფერალური (სასწრაფო დაუყოვნებელი ან/და სასწრაფო დაყოვნებული ინტერვენცია) სამედიცინო მომსახურების დროს, სამედიცინო დაფინანსება, რომელიც არ ჯდება მერიის თანადაფინანსების პროგრამაში, განისაზღვროს შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით, კერძოდ: ა) იმ შემთხვევაში, როცა საყოველთაო ჯანდაცვის მიერ ასანაზღაურებელი თანხის შემდეგ, პაციენტის დასაფარი თანხა 1000 ლარამდეა, დაფინანსება მოხდება წარმოდგენილი თანხის 40%-ით. დაფინანსების ქვედა ზღვარი შეადგენს 100 ლარს; ბ) იმ შემთხვევაში, როცა საყოველთაო ჯანდაცვის მიერ ასანაზღაურებელი თანხის შემდეგ, პაციენტის დასაფარი თანხა 1001 ლარზე მეტია, დაფინანსება მოხდება წარმოდგენილი თანხის 50%-ით, არაუმეტეს 600 ლარისა. 2. დახმარებისთვის მოქალაქემ შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს უნდა წარუდგინოს, ან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) განცხადება; ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი); გ) სამედიცინო დოკუმენტაცია, ფორმა №IV – 100/ა (ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ); დ) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული კალკულაცია (ანგარიშ-ფაქტურა); ე) სხვა საჭირო დოკუმენტაცია სამსახურის მოთხოვნის შესაბისად. 3. გამონაკლის შემთხვევაში – პაციენტების საზღვარგარეთ მკურნალობის დაფინანსება, რომელიც განხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ პაციენტისათვის აუცილებელი სამედიცინო მომსახურება ვერ ხერხდება საქართველოს სამკურნალო პროფილაქტიკურ დაწესებულებებში. ა) მომსახურების სარგებლობის უფლება ენიჭებათ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბოლო ორი წლის განმავლობაში უწყვეტად რეგისტრირებულ  0-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებს სადაც მისი ერთ-ერთი მშობელიც რეგისტრირებული უნდა იყოს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში. ბ) ბენეფიციარებს პროგრამის ფარგლებში დაუფინანსდებათ სამედიცინო მომსახურების ღირებულების (წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურის მიხედვით) 80%,  მაგრამ არაუმეტეს 5000 ლარისა; გ) კონკრეტული შემთხვევის საფუძველზე, არსებული გარემოებების გათვალისწინებით, შესაძლებელია ბენეფიციარისთვის შესაბამისი თანხა, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით გადაეცეს  ბენეფიციარს ან მის კანონიერ წარმომადგენელს. 4. დახმარებისთვის მოქალაქემ შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს ან  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) განცხადება; ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი); გ) სამედიცინო დოკუმენტაცია, ფორმა №IV – 100/ა (ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ) ან შესაბამისი ინფორმაცია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ( ქართულად ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული); დ) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული კალკულაცია (ანგარიშ-ფაქტურა),( ქართულად ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული); ე) ბენეფიციარის კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტირებელი მოწმობა (ასლი); ვ) თანადაფინანსების შემთხვევაში  გადაწყვეტილება  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს  პროგრამით „მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების მიწოდება პრიორიტეტულ სფეროებში“ მიღებული დაფინანსების შესახებ; ზ) ცნობა საჯარო რეესტრიდან, მომართვის პერიოდისთვის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, არანაკლებ ორი წლის განმავლობაში, უწყვეტად რეგისტრაციის შესახებ; თ) სხვა საჭირო დოკუმენტაცია სამსახურის მოთხოვნის შესაბისად. მუხლი 6🔗. ძვირადღირებული კვლევის (კომპიუტერული ტომოგრაფია, ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია, კორონაროგრაფია, ანგიოგრაფია და სხვა) დაფინანსება (პროგრამული კოდი 06 01 06)  პროგრამა ითვალისწინებს: 1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ პირებს, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა 0-დან 150 001-მდეა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ვეტერანებს, მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ სტატუსის მქონე პირებს და შშმ ბავშვებს, საჭიროების შემთხვევაში ეძლევათ საშუალება მიიღონ თანადაფინანსება ინვოისით წარმოდგენილი თანხის 90 % არაუმეტეს 200 ლარის ფარგლებში ძვირადღირებულ კვლევაზე (კომპიუტერული ტომოგრაფია და ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია). 2. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ პირებს, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა 0-დან 150 001-მდეა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ვეტერანებს, მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ სტატუსის მქონე პირებს და შშმ ბავშვებს, საჭიროების შემთხვევაში ეძლევათ საშუალება მიიღონ თანადაფინანსება ინვოისით წარმოდგენილი თანხის 90 % არაუმეტეს 300 ლარის ფარგლებში ძვირადღირებულ კვლევაზე (მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია). 3. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ პირებს, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა 0-დან 150 001-მდეა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ვეტერანებს, მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ სტატუსის მქონე პირებს და შშმ ბავშვებს, საჭიროების შემთხვევაში ეძლევათ საშუალება მიიღონ თანადაფინანსება ინვოისით წარმოდგენილი თანხის 50% არაუმეტეს 500 ლარის ფარგლებში ძვირადღირებულ კვლევაზე (კორონაროგრაფია, ანგიოგრაფია). ასევე გამონაკლის შემთხვევებში სხვა ძვირადღირებული კვლევების თანადაფინანსება, ოზურგეთში რეგისტრირებული იმ პირებისა, რომელთა ოჯახების სოციალური სარეიტინგო ქულა 0- დან 150001- მდეა (200 ლარამდე კვლევები დაფინანსდება 90%-იანი თანაგადახდით, 200 ლარის ზემოთ ღირებულების კვლევები დაფინანსდება 50%-ით არაუმეტეს 500 ლარისა). 4. ბენეფიციარებს, რომელთაც აღნიშნული კვლევები მთლიანად ან ნაწილობრივ უფინანსდებათ საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში ან რომელიმე სადაზღვევო კომპანიის მიერ, კარგავენ ამ მუხლით სარგებლობის უფლებას. 5. მოქალაქემ შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს უნდა წარუდგინოს, ან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება; ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი); გ) სამედიცინო დოკუმენტაცია, ფორმა №IV – 100/ა (ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ); დ) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული მკურნალობის კალკულაცია (ანგარიშ-ფაქტურა); ე) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან სარეიტინგო ქულის შესახებ; ვ) ვეტერანის მოწმობა; ზ) სხვა საჭირო დოკუმენტაცია სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად. თავი II სოციალური მხარდაჭერის პროგრამის სახეები მუხლი 7🔗. სოციალური დახმარების სახეები მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გათვალისწინებულია შემდეგი სახის ფულადი დახმარებები: 1.  სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 01); 2. დღის ცენტრის დაფინანსება (პროგრამული კოდი 06 02 02); 3. დედ-მამით ობოლი 18 წლამდე ასაკის ბავშთა დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 03); 4. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დახმარები (პროგრამული კოდი 06 02 04); 5. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 05); 6. სარიტუალო დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 06); 7. ოფიციალურად დადგენილი დღეების აღსანიშნავად სოციალური მხარდაჭერა  (პროგრამული კოდი 06 02 07); 8. მძიმე  საცხოვრებელ  პირობებში  მყოფი ოჯახების დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 08); 9. მზრუნველობამოკლებულთა ყოველდღიური ერთჯერადი კვებით უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02 09); 10. სოციალური სერვისების მიმწოდებელი ორგანიზაციების თანადაფინანსება (პროგრამული კოდი 06 02 10); 11. სოციალურად შეჭირვებული ოჯახებში ახალშობილის (0-დან 1 წლამდე) მოვლისთვის საჭირო საგნებისა და საკვების შეძენისათვის ყოველთვიური დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 11); 12. გენდერულ საკითხთა, ძალადობის მსხვერპლის ან დაზარალებულის სტატუსის მქონე პირთა ერთჯერადი ფინანსური მხარდაჭერა, 18-წლამდე ასაკის ბავშვთა უფლებების დაცვისა დამხარდაჭერის პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 12); 13. სოციალური მიზნის მქონე პროექტების თანადაფინანსება (პროგრამული კოდი 06 02 13). მუხლი 8🔗. სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 01) პროგრამა ითვალისწინებს: 1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2024 წლის 1 იანვრისთვის რეგისტირებულ, მრავალშვილიან ოჯახებს, რომლებსაც ჰყავთ 4 და მეტი 18 წლამდე ასაკის ბავშვი და რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში სარეიტინგო ქულით 120 001-დან და 150 001-მდე, ყოველთვიურად დახმარება გაეწევა თითოეულ ბავშვზე 25 ლარის ოდენობით. ოთხშვილიან ოჯახს ერთ-ერთი შვილის 18 წლის ასაკის შესრულებისას ეხსნება დახმარება. 2. პროგრამით სარგებლობის მსურველმა ოჯახმა,  ოზურგეთის  მუნიციპალიტეტის  მერიაში ან შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს უნდა წარუდგინოს: ა) განცხადება; ბ) ბავშვების დაბადების მოწმობები (ასლები); გ) მშობლების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები (ასლი); დ) ქორწინების მოწმობა ან/და ჯვრისწერის მოწმობა (ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში); ე) ერთ-ერთი მშობლის საბანკო რეკვიზიტი; ვ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან სარეიტინგო ქულის შესახებ; ზ) ერთ-ერთი მშობლის საბანკო რეკვიზიტი; თ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან სარეიტინგო ქულის შესახებ; ი) სხვა საჭირო დოკუმენტი სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად. მუხლი 9🔗. დღის ცენტრის დაფინანსება (პროგრამული კოდი 06 02 02)     პროგრამა ითვალისწინებს: 1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 6-დან 18 წლამდე ბავშვების თანადაფინანსება, რომლებიც სარგებლობენ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „მომავლის სხივის“ დღის ცენტრის მომსახურებით. რომლის მიზანია დღის ცენტრის ბენეფიციარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნისა და სოციალური რეაბილიტაციიის მხარდაჭერა. 2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „მომავლის სხივის“ დაფინანსება ყოველთვიურად ერთ ბენეფიციარზე არაუმეტეს 225 ლარისა, პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაციის მიერ, ერთ ბენეფიციარზე გათვლილი გაწეული მომსახურების შესახებ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად. 3. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „მომავლის სხივის“ ადმინისტრირებაში მყოფი „ბავშვთა მცირე საოჯახო ტიპის სახლის“ ბენეფიციართათვის, საკურორტო სეზონზე მინიმუმ 12 დღით დასვენების თანადაფინანსება. მუხლი 10🔗. დედ­მამით ობოლი 18  წლამდე  ასაკის  ბავშთა  დახმარება  (პროგრამული კოდი  06 02 03)  პროგრამა ითვალისწინებს: ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, დედ-მამით ობოლი 18 წლამდე ასაკის ბავშვების დახმარებას. დახმარება გულისხმობს ბენეფიციარებისათვის წელიწადში 4-ჯერ (კვარტალში ერთხელ) მატერიალურ დახმარებას, თითოეულ ჯერზე 500 ლარის ოდენობით. პროგრამით სარგებლობისათვის მეურვემ, შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს უნდა წარუდგინოს, ან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება; ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი); გ) ბავშვის დაბადების მოწმობა (ასლი); დ) მშობლების გარდაცვალების მოწმობა (ასლი); ე) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან მეურვეობის შესახებ; ვ) მეურვის საბანკო რეკვიზიტი; ზ) სხვა საჭირო დოკუმენტაცია სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად. მუხლი 11🔗. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დახმარება  (პროგრამული კოდი  06  02  04) 1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვთა (0 დან 7 წლამდე ასაკის) ადრეული განვითარების სერვისის მიწოდება. ა) პროგრამა ითვალისწინებს ბავშვთა ადრეული განვითარების სპეციალისტების მომსახურებას ბავშვისთვის ბუნებრივ გარემოში (სახლი, საბავშვო ბაღი, სკოლა) ბიუჯეტი განისაზღვრება სპეციალისტების ტრანსპორტირების ხარჯების ანაზღაურების უზრუნველსაყოფად, ტერიტორიული პრინციპით, თითოეულ განხორციელებულ ვიზიტზე (3 - 7 ლარი) 12 თვის განმავლობაში,  თვეში არაუმეტეს 8 ვიზიტს ერთ ბენეფიციართან,    ჯამში 30240 ლარის ოდენობით; ბ) დღის ცენტრის მომსახურების სერვისში ჩართული ბავშვების თანადაფინანსება (6 დან-18 წლამდე). მნიშვნელოვანია სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაციიდან დაშორებით (10 კილომეტრი და მეტი) მცხოვრები ბენეფიციარისთვის იყოს შესაძლებელი პროგრამაში ჩართვა. ბიუჯეტი განისაზღვრება ტრანსპორტირების ხარჯების ანაზღაურების უზრუნველსაყოფად არაუმეტეს 15 ბენეფიციართან, 12 თვის განმავლობაში, თითოეულ განხორციელებულ ვიზიტზე არაუმეტეს 7 ლარისა პროგრამა ითვალისწინებს  თვეში არანაკლებ 12 ვიზიტს ერთ ბენეფიციართან,  ჯამში 15120  ლარის ოდენობით; გ) იმ ბავშვებისთვის, რომლებიც სარეაბილიტაციო კურსს გადიან სხვა რეგიონში,  ბიუჯეტი განისაზღვრება ტრანსპორტირების ხარჯების ანაზღაურების უზრუნველსაყოფად არაუმეტეს 12 ბენეფიციართან, 12 თვის განმავლობაში, თვის განმავლობაში დაფინანსების ოდენობა განისაზღვროს ერთ ბენეფიციართან არაუმეტეს 100  ლარისა, (ტერიტორიული პრინციპით) ჯამში 12000  ლარის ოდენობით; დ) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, რეაბილიტაცია-აბილიტაციის პროგრამაში ჩართული ბენეფიციარების ტრანსპორტირების ხარჯების (სრული ან ნაწილობრივი) ანაზღაურების უზრუნველსაყოფად არაუმეტეს 15 ბენეფიციართან, 12 თვის განმავლობაში, თითოეულ განხორციელებულ ვიზიტზე არაუმეტეს 7 ლარისა, პროგრამა ითვალისწინებს  თვეში არანაკლებ 10 ვიზიტს ერთ ბენეფიციართან,  ჯამში 10640  ლარის ოდენობით. შენიშვნა: ბიუჯეტი განისაზღვრება ტრანსპორტირების ხარჯების ანაზღაურების უზრუნველსაყოფად არაუმეტეს 100 ბენეფიციარისთვის, წლის განმავლობაში 68 000 ლარის ოდენობით. 2. ბენეფიციართა საკურორტო სეზონზე სარეაბილიტაციო კურსის დაფინანსება ვაუჩერული სისტემით; ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ 0-18 წლამდე ასაკის 20 შშმ პირს, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა 0-დან 100 001 მდეა, მიეცემა ერთ ბენეფიციარზე 600 ლარის ღირებულების ვაუჩერი   საკურორტო სეზონზე სარეაბილიტაციო კურსის დასაფინანსებად, მომსახურება განისაზღვროს არაუმცირეს 8 დღისა,  წლის განმავლობაში 12 000 ლარის ოდენობით. სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაცია ვალდებულია, ბენეფიციარისთვის მომსახურების დაწყების დღიდან, ინფორმაცია მოაწოდოს მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურს, კერძოდ: ა) სერვისის მომწოდებელი ორგანიზაცია პროგრამით მოსარგებლეთათვის გაწეული მომსაურების მონაცემებს (მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული ვაუჩერის ასლი, მოსარგებლის სახელი, გვარი, დაბადების/პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, სერვისის მიმწოდებლის მიერ გაწეული მომსახურების ინვოისი, საიდენტიფიკაციო კოდით და საბანკო რეკვიზიტებით) აწვდის მუნიციპალიტეტის მერიას, რის შემდეგაც განხორციელდება მომსახურების, მუნიციპალიტეტის ლიმიტით განსაზღვრული  ანგარიშსწორება. 3. სარეაბილიტაციო კურსის დასაფინანსებლად, ბენეფიციარმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; გ) ცნობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის შესახებ; დ) ჯანმრთელობის დამადასტურებელი სამედიცინო ფორმა №100; ე) ამონაწერი სოციალური სააგენტოდან სარეიტინგო ქულების შესახებ. 4. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული განსაკუთრებული საჭიროების პირებისათვის დაზიანებული ეტლების შეკეთება-აღდგენა, წლის განმავლობაში 500 ლარის ოდენობით. 5. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის სპეციალური ინვენტარის ან დამხმარე საშუალებების შეძენა, წლის განმავლობაში 10 000 ლარის ოდენობით. 6. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, რომელთაც მინიჭებული აქვთ მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი (I ჯგუფი, მხოლოდ მხედველობით შშმ პირები და მხედველობით შშმ ბავშვები), უფლება აქვთ ისარგებლონ წლის განმავლობაში ერთჯერადად ფულადი დახმარებით 250 ლარის ოდენობით. 7. მნიშვნელოვნად გამოხატულ შშმ პირებს წლის განმავლობაში ერთჯერადად 100 ლარის ოდენობით (II ჯგუფი, მხოლოდ მხედველობით შშმ პირები, მხედველობით შშმ ბავშვები). 8. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, რომელთაც მინიჭებული აქვთ მკვეთრად გამოხატული (I ჯგუფი) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი (გარდა მხედველობით შშმ პირებისა და მხედველობით შშმ ბავშვებისა), ასევე შშმ ბავშვებს, უფლება აქვთ ისარგებლონ წლის განმავლობაში ერთჯერადად ფინანსური დახმარებით, 100 ლარის ოდენობით. 9. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ვეტერანებს, რომელთაც აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის) სტატუსი, უფლება აქვთ ისარგებლონ წლის განმავლობაში ერთჯერადად ფინანსური დახმარებით, 120 ლარის ოდენობით (კომუნალური სუბსიდირება), უნაღდო ანგარიშსწორებით თანხის პირად ანგარიშზე ჩარიცხვის გზით. 10. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული შშმ პირების ცხოვრების გაუმჯობესებისა და ხელშეწყობის მიზნით დახმარების ქვეპროგრამა, კერძოდ: ა)  შშმ პირებს, რომელთა ასაკი 6-დან 18 წლამდეა და რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა 0-დან 150 001 მდეა, შესაძლებლობა მიეცემათ (საჭიროების შემთხვევაში) ჰიგიენური საშუალების (პამპერსი, ყოველთვიურად არაუმეტეს 100 ლარისა) შეძენა უნაღდო ანგარიშსწორებით ფარმაცევტულ დაწესებულებებში ჩარიცხვით. ასევე 18 წელს ზემოთ შშმ პირებს რომელთა ოჯახების სოციალური სარეიტინგო ქულა 0-დან 150 001-მდეა, შესაძლებლობა ეძლევათ მიიღონ დახმარება ჰიგიენური საშუალების (პამპერსის ) შესაძენად, წლის განმავლობაში ერთჯერადად არაუმეტეს 200 ლარისა, უნაღდო ანგარიშსწორებით ფარმაცევტულ დაწესებულებაში ჩარიცხვით. პროგრამაში ჩართვის მსულველმა უნდა წარმოადგინოს სამედიცინო ფორმა N100- შესაბამისი დანიშნულების მითითებით. 11. აუტისტური სპექტრის ქვეპროგრამის მოსარგებლეები არიან დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკატორის (ICD-10) მიხედვით განვითარების ზოგადი აშლილობების ჯგუფის (F84.0; F84.9) დიაგნოზის მქონე 2-დან 18 წლამდე ასაკის   საქართველოს მოქალაქეები. 12. ქვეპროგრამაში ჩაერთვებიან ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 2024 წლამდე რეგისტრირებულნი (გარდა გამონაკლისი შემთხვევისა) 2-დან 18 წლამდე ასაკის აუტისტური სპექტრის ბავშვები. 13. ქვეპროგრამა მოიცავს შემდეგ მომსახურეობებს და ღონისძიებებს: ა) აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვთა განვითარებისა და ადაპტური ფუნქციონირების დონის შეფასება და ინდივიდუალური განვითარების წლიური გეგმის შედგენა; ბ) ამ მუხლის მე-13 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეფასებისა და გეგმის წარდგენა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური სერვისების სამსახურში, ხოლო ინდივიდუალური გეგმის ცვლილების შემთხვევაში, კორექტირებული გეგმის წარდგენა არაუგვიანეს შეცვლილი ინდივიდუალური გეგმის თვის წინა თვისა; გ) ბავშვის მოტორული, შემეცნებითი, სოციალური განვითარების, თვითმოვლის და დამოუკიდებლად ფუნქციონირების უნარების ჩამოყალიბების ხელშეწყობა. აღნიშნული ღონისძიება მოიცავს მულტიდისციპლინური გუნდის, ერთიანი საჭიროების შემთხვევაში, რამდენიმე სპეციალისტის (ფსიქოლოგი, ფსიქიატრი, ნევროლოგი, ქცევითი თერაპევტი, ოკუპაციური თერაპევტი, მეტყველების თერაპევტი, სპეციალური პედაგოგი და სხვა) მიერ, ინდივიდუალური განვითარების წლიური გეგმის შესაბამისად, მოსარგებლისათვის სეანსის მიწოდებას (მ.შ.  ქცევის გამოყენებითი ანალიზის თერაპია, საჭიროებისამებრ, მეტყველების თერაპია, ოკუპაციური/სენსორული თერაპია და სხვა); დ) ბავშვის განვითარების ინდივიდუალური გეგმის განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის  კონსულტირება; ე) 6 თვეში ერთხელ ქვეპროგრამის მოსარგებლისათვის გაწეული თერაპიის შედეგების შეფასება/გადაფასება საერთაშორისოდ აღიარებული მეთოდოლოგიების გამოყენებით (მ.შ. ABLLS-R, VB-MAPP და სხვა) და ა(ა)იპ-ის „საქართველოს ქცევის ანალიტიკოსთა ასოციაციის“ მიერ დამტკიცებული ანგარიშების სტანდარტიზებული ფორმის მიხედვით ანგარიშის ელექტრონული სახით წარდგენა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური სერვისების სამსახურში. 14. ქვეპროგრამით გათვალისწინებულია შემდეგი მომსახურების დაფინანსება: ა) ქვეპროგრამის მოსარგებლის განვითარებისა და ადაპტური ფუნქციონირების დონის შეფასება და ინდივიდუალური განვითარების წლიური გეგმის შედგენა, ინდივიდუალური განვითარების წლიური გეგმის კორექტირება; ბ) ქვეპროგრამის მოსარგებლისათვის წლის განმავლობაში არაუმეტეს 170 სეანსის მიწოდება, (ერთი სეანსის ანაზღაურება არაუმეტეს 25 ლარისა) ინდივიდუალური განვითარების წლიური გეგმის შესაბამისად. თითოეული სეანსის ხანგრძლივობა შეადგენს არანაკლებ 1 საათს. 15. ქვეპროგრამის განხორციელების მექანიზმი: ა) ქვეპროგრამის განმახორციელებელია ოზურგეთის  მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური სერვისების სამსახური (შემდგომში – ქვეპროგრამის განმახორციელებელი); ბ) ქვეპროგრამის დაფინანსება ხორციელდება ქვეპროგრამის ასიგნებების ფარგლებში; გ) ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების დაფინანსება ხორციელდება არამატერიალიზებული ვაუჩერის მეშვეობით; დ) ქვეპროგრამის მოსარგებლეებისათვის მომსახურების მიმწოდებელია პირი (შემდგომში – მიმწოდებელი), რომელიც აკმაყოფილებს ამ წესით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ დამტკიცებულ სარეგისტრაციო განაცხადით ეთანხმება ვაუჩერის პირობებს, გამოთქვამს ქვეპროგრამის ფარგლებში მონაწილეობის სურვილს და წერილობით, დადგენილი წესით, დაუდასტურებს ქვეპროგრამის განმახორციელებელს ქვეპროგრამაში მონაწილეობის სურვილს. ქვეპროგრამით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებლად რეგიტრაციის საკუთარი სურვილით გაუქმების შემთხვევაში დაწესებულება ვალდებულია აცნობოს განმახორციელებელს აღნიშნულის თაობაზე 2 თვით ადრე. 16. დაფინანსების მეთოდოლოგია და დაფინანსების წესი: ა) ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურება ფინანსდება არამატერიალიზებული ვაუჩერის საშუალებით, ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით; ბ) ქვეპროგრამის ფარგლებში თვეში ფინანსდება არაუმეტეს 53 ბენეფიციარი; გ) ქვეპროგრამის ფარგლებში მომსახურების ერთეულს წარმოადგენს კომპლექსური თერაპიის არანაკლებ ერთსაათიანი ინდივიდუალური ან ჯგუფური სეანსი ან ტელეინტერვენციის (ინდივიდუალური) მოდელით განხორციელებული სეანსი რომლის ღირებულება შეადგენს 25 ლარს და ანაზღაურდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით; დ) ვაუჩერით ანაზღაურდება მომსახურება, მოსარგებლის ქვეპროგრამაში ჩართვის თვიდან მოსარგებლის 18 წლის ასაკის შესრულებამდე. ანაზღაურებას ექვემდებარება ასევე 18 წლის ასაკის შესრულების  თვის მანძილზე მოსარგებლისათვის მიწოდებული მომსახურება. 17. მოსარგებლეთა ქვეპროგრამაში ჩართვის მიზნით დაინტერესებულმა პირმა (მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი) უნდა მიმართოს მიმწოდებელს განცხადებით. დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე მიმწოდებელი, დადგენილი ლიმიტის ფარგლებში გაჩენილ ვაკანტურ ადგილებზე, წერილით მიმართავს განმახორციელებელს პირის ქვეპროგრამაში ჩართვის მოთხოვნით. ქვეპროგრამაში ჩართვისას პრიორიტეტი მიენიჭება იმ პირს, რომელმაც უფრო ადრე მიმართა მიმწოდებელს განცხადებით. ქვეპროგრამაში ვაკანტური ადგილის გაჩენისას, ქვეპროგრამაში მოსარგებლეთა ჩართვა ხორციელდება მიმწოდებლის მიერ წერილის საფუძველზე, რომელსაც თან უნდა ერთოდეს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) მოსარგებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (დაბადების მოწმობა, პასპორტი, იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობა) ასლი; ბ) მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) ასლი, კანონიერი წარმომადგენლის შემთხვევაში – აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც შეესაბამება ამავე წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირობებს; დ) მოსარგებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა №IV-100/ა, ), რომელიც გაცემული უნდა იყოს ფსიქიატრის მიერ, ცნობის ქვეპროგრამის მიმწოდებელთან წარდგენამდე არაუმეტეს 2 თვით ადრე და მასში მითითებული უნდა იყოს პირის ძირითადი დიაგნოზი. ბავშვის მიერ დასასწავლი უნარების სწრაფი პროგრესირების ან პროგრესის არ არსებობის შემთხვევაში, დამფინანსებელი  იტოვებს უფლებას, დამატებით მოითხოვოს ფსიქიატრის კონსულტაცია და კონსულტაციის საფუძველზე ყველა იმ კვლევის ჩატარება, რაც ექიმს მისცემს ზუსტი დიაგნოზის დასმის შესაძლებლობას; ე) მოსარგებლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს გააჩნია არჩევანის უფლება მიმწოდებელი დაწესებულების არჩევისა. მოსარგებლეს აქვს უფლება, ერთჯერადად შეიცვალოს დაწესებულება. ამისათვის, ის განცხადებით მიმართავს იმ მიმწოდებელ დაწესებულებას, რომელშიც სურს გადასვლა. ამასთან, მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებაში ვაკანტური ადგილის გაჩენის შემთხვევაში პრიორიტეტი ენიჭება დაწესებულების შეცვლის მსურველ იმ მოსარგებლეს, რომელმაც უფრო ადრე მიმართა მიმწოდებელ დაწესებულებას განცხადებით. 18. მოსარგებლისათვის გაცემული არამატერიალიზებული ვაუჩერის გაუქმების საფუძველია მოსარგებლის მიმწოდებელთან გამოუცხადებლობა, ერთი თვის მანძილზე უმიზეზოდ გაცდენის შემთხვევაში. 19. ანგარიშგება: ა) მიმწოდებელი ვალდებულია ქვეპროგრამის განმახორციელებელს ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშგებო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, წარუდგინოს საანგარიშგებო დოკუმენტაცია; ბ) ანგარიშგებისას მიმწოდებლის მიერ წარდგენილი უნდა იყოს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი (ანგარიშ-ფაქტურა), ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ დადგენილი ფორმის შემთხვევათა რეესტრი. შესრულებულ მომსახურებად ჩაითვლება საანგარიშგებო თვეში მოსარგებლისათვის გაწეული მომსახურების მოცულობა. 20. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მიმწოდებელი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს: ა) ჰქონდეს ქვეპროგრამით გათვალისწინებული ყველა მომსახურების განხორციელების სულ მცირე 6 თვიანი  გამოცდილება; ბ) ჰქონდეს 6 თვის განმავლობაში აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე   სულ მცირე 8 ბავშვისათვის მომსახურება მიწოდებული უწყვეტად, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით, კერძოდ, ბავშვის/მოზარდის უნარების შეფასება/გადაფასება საერთაშორისო მეთოდოლოგიის გამოყენებით (ინსტრუმენტები: ABLLS,VB-MAPP, ყოველთვიურად წარმოებული შესაბამისი ჩანაწერებით, გრაფიკებითა და მიზნებით); გ) ჰქონდეს შესაბამისი მომსახურების მულტიდისციპლინური გუნდის – ნევროლოგი, ფსიქიატრი, ფსიქოლოგი, ოკუპაციური თერაპევტი, სპეციალური პედაგოგი, ქცევითი თერაპევტი, მეტყველების თერაპევტი, მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი და სხვა ჩართულობით უზრუნველყოფის შესაძლებლობა; დ) ჰყავდეს ქცევითი თერაპევტი (10 მოსარგებლეზე არანაკლებ 1 თერაპევტი, რომელიც ფლობს ბავშვის რთული ქცევის მართვისთვის შესაბამის უნარ-ჩვევებს, არის  დიპლომირებული სპეციალისტი ფსიქოლოგიაში ან მომიჯნავე სპეციალობაში (სპეციალური პედაგოგი, პედაგოგი, ოკუპაციური თერაპევტი, ენისა და მეტყველების თერაპევტი, სოციალური მუშაკი), გავლილი აქვს  საერთაშორისო და/ან ადგილობრივი ბაზისური კურსი ქცევის გამოყენებით ანალიზში, რაც დასტურდება   სერტიფიკატით ან/და შესაბამისი დოკუმენტით; ე) აუცილებელია ჰყავდეს ფსიქოლოგიის მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხის მქონე ერთი ქცევითი თერაპევტი (სუპერვაიზერი). სუპერვაიზერი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს: ე.ა) ბავშვის/მოზარდის უნარების შეფასება/გადაფასება შესაბამისი საერთაშორისო მეთოდოლოგიის გამოყენებით (ინსტრუმენტები:  ABLLS-R, VB-MAPP და სხვა); ე.ბ) ინდივიდუალური თერაპიული პროგრამის შედგენა; ე.გ) აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვებთან დამოუკიდებლად მუშაობის სულ მცირე 2 წლის გამოცდილება (რაც დასტურდება შრომითი ხელშეკრულებებით); ე.დ) სრულად გავლილი აქვს ქცევის გამოყენებითი ანალიზის საერთაშორისო კურსი ან მომზადებულია საერთაშორისო ექსპერტების მიერ, რაც დასტურდება შესაბამისი სერტიფიკატით. ვ) ჰყავდეს სულ მცირე ერთი ქცევითი თერაპევტი (სუპერვაიზერი), რომელსაც აქვს ქცევის გამოყენებითი  ანალიზის საერთაშორისო სერტიფიკატი (BCaBA,BCBA, CABA, IBAO); ზ) უზრუნველყოფილი უნდა იყოს შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით (თითოეული მოსარგებლისათვის ერთი-ერთზე სერვისის განსახორციელებლად, მათ შორის, ოკუპაციური/სენსორული თერაპიის განსახორციელებლად); თ) ჯგუფური სეანსის შემთხვევაში, ჯგუფში მოსარგებლეების მინიმალური რაოდენობა უნდა იყოს 2 და მაქსიმალური 4, ხოლო ყოველი 2 მოსარგებლისათვის უნდა იყოს გათვალისწინებული 1 შესაბამისი სპეციალისტი; ი) უზრუნველყოფილი უნდა იყოს შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით (თითოეული მოსარგებლისათვის ერთი-ერთზე სერვისის განსახორციელებლად, მათ შორის, ოკუპაციური/სენსორული თერაპიის განსახორციელებლად); აღჭურვილი იყოს დისტანციურად მართვადი ვიდეოკამერებით, რაც სუპერვიზორს შესაძლებლობას მისცემს მუდმივად, უწყეტ რეჟიმში ადევნოს თვალი თერაპიულ პროცესს დისტანციურად და დროულად მოახდინოს შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა საჭირებოების შემთხვევაში; კ) დისტანციურად ჩატარებული სუპერვიზის შემთხვევაში სუპერვიზორი ვალდებულია, ყოველთვიურად ჩატარებული დისტანციური სუპერვიზიის მიღმა წლის განმავლობაში სუპერვიზია ჩაატაროს ადგილზე არანაკლებ ოთხჯერ  და წარადგინოს შეფასებული/გადაფასებული შედეგების შესაბამისი დოკუმენტაცია წერილობითი ან ცხრილების სახით, მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური სერვისების სამსახურში; ლ ) მიმწოდებელი ვალდებულია ქვეპროგრამის განმახორციელებელს წარუდგინოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია და დაუშვებელია დოკუმენტალურად წარმოდგენილი სპეციალისტებისაგან გასხვავებული სპეციალისტების ჩართვა მომსახურების გაწევისას. 21. მიმწოდებელი ვალდებულია ქვეპროგრამის განმახორციელებელს აცნობოს მულტიდისციპლინური გუნდიდან გათვალისწინებული შემადგენლობის ცვლილების თაობაზე. 22. ამ მუხლის მე-11 პუნქტით სარგებლობისათვის უფლებამოსილმა პირმა შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს უნდა წარუდგინოს ან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება; ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი); გ) განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი); დ) სხვა საჭირო დოკუმენტაცია სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად. მუხლი 12🔗. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 05) პროგრამა ითვალისწინებს: 1. „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული, ზამთრის სეზონთან დაკავშირებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დროებით რეგისტრირებულ და ფაქტობრივად მცხოვრები, იძულებით გადაადგილებული ოჯახების სათბობით უზრუნველყოფის მიზნით დახმარების გაწევას 200 ლარის ოდენობით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით მოსარგებლე უფლებამოსილმა პირმა შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობა (ასლი); გ) დევნილის დამადასტურებელი მოწმობა  (ასლი); დ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი; ე) სხვა საჭირო დოკუმენტაცია სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად. 3. „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დროებით რეგისტრირებულ და ფაქტობრივად მცხოვრებ, იძულებით გადაადგილებული პირის გარდაცვალების შემთხვევაში, სარიტუალო ხარჯებისათვის, გარდაცვლილის ოჯახის ფინანსურ დახმარებას 250 ლარის ოდენობით. 4. ამ მუხლით მეორე პუნქტით მოსარგებლე უფლებამოსილმა პირმა შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) განცხადება; ბ) გარდაცვლილი დევნილის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი); გ) დევნილის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი); დ) დევნილის გარდაცვალების მოწმობა (ასლი); ე) განმცხადებლის პირადობის მოწმობა (ასლი); ვ)განმცხადებლის გარდაცვლილთან ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი; ზ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი; თ) სხვა საჭირო დოკუმენტაცია სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად. მუხლი 13🔗. სარიტუალო დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 06)  პროგრამა ითვალისწინებს: 1. „სამშობლოს  დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, სამამულო ომისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების მონაწილე პირის გარდაცვალების შემთხვევაში დაკრძალვის ხარჯებისათვის, გარდაცვლილის ოჯახის ფინანსურ დახმარებას 500 ლარის ოდენობით. 2. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული პირის გარდაცვალების შემთხვევაში, თუ გარდაცვლილის ოჯახის სოციალური სარეიტინგო ქულა 0-დან 120 001-მდეა, გარდაცვლილის ოჯახს უფლება აქვს პირის გარდაცვალებიდან 30 დღის განმავლობაში, სარიტუალო ხარჯების გასაწევად მიიღოს ერთჯერადი დახმარება 250 ლარის ოდენობით, (იშვიათ გამონაკლისს წარმოადგენს შემთხვევა როცა გარდაცვლილის ოჯახს სარეიტინგო ქულა ახალი შეჩერებული აქვს). 3. განმცხადებელმა დახმარებისათვის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს უნდა წარუდგინოს ან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია : ა) განცხადება; ბ)  გარდაცვალების მოწმობის დამადასტურებელი დოკუმნტი (ასლი); გ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან სარეიტინგო ქულის შესახებ; დ) გარდაცვლილი ვეტერანის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი); ე) ომის მონაწილის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი); ვ) ვეტერანის გარდაცვალების მოწმობა (ასლი);       ზ) განმცხადებლის პირადობის მოწმობა (ასლი); თ)განმცხადებლის გარდაცვლილთან ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი; ი) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი; კ) სხვა საჭირო დოკუმენტაცია სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად. 4. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული უჭირისუფლო (უპატრონო) მიცვალებულის, რომელიც იდენტიფიცირებულია, მაგრამ შეუძლებელია გარდაცვლილის ნათესავის, კანონიერი წარმომადგენლის ან მემკვიდრეობის მიღებაზე უფლებამოსილი სხვა პირის დადგენა, სარიტუალო ხარჯების ანაზღაურება ხდება არაუმეტეს 500 ლარისა შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში. 5. დახმარებისათვის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა, ან გარდაცვლილის მეზობლებმა, პირის გარდაცვალებიდან 30 დღის განმავლობაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) შუამდგომლობა ბ) გარდაცვალების მოწმობა (ასლი); გ) მეზობლების პირადობის მოწმობები (ასლი); დ) ერთ-ერთი მეზობლის საბანკო რეკვიზიტი; ე) სხვა საჭირო დოკუმენტაცია სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად. მუხლი 14🔗. ოფიციალურად დადგენილი დღეების აღსანიშნავად სოციალური მხარდაჭერა (პროგრამული კოდი 06 02 07)  პროგრამა ითვალისწინებს: საქართველოში ოფიციალურად  დადგენილი დღეების (1 იანვარს და 3 მარტს, ოზურგეთში ახალშობილ ბავშვთა ოჯახების დახმარება;  3-8 მარტი; 9 აპრილი; 9 მაისი; 8 აგვისტო; 27 სექტემბერი;  3 დეკემბერი ) ასევე,   2004 წლის 16 აგვისტო, საქართველოს ეროვნული გმირის ზაზა დამენიას გარდაცვალების დღე - სხვადასხვა სოციალური ჯგუფების წარმომადგენელთა მატერიალური  მხარდაჭერა.  100 წელს გადაცილებულ ხანდაზმულთა ერთჯერადი ფულადი დახმარება 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით 100 წელს გადაცილებულ ხანდაზმულთა ერთჯერადი ფულადი დახმარება 500 ლარის ოდენობით. არსებული ქვეპროგრამით დახმარების გაცემაზე და ღონისძიების მოწყობაზე პასუხისმგებელია შესაბამისი სამსახური. მუხლი 15🔗. მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი ოჯახების დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 08)  პროგრამა ითვალისწინებს: ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფ ოჯახებს, ეძლევათ საშუალება მიიღონ დახმარება, კერძოდ: 1. მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფ ოჯახებს (რომელთა მოქმედი სოციალური სარეიტინგო ქულა 0-დან 120001-მდეა), საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად ეძლევათ საშუალება მიიღონ ფინანსური დახმარება: ა) თავშესაფრის გარეშე დარჩენილ, ძალადობის მსხვერპლის ან დაზარალებულის სტატუსის მქონე,  ან/და უსახლკარო ოჯახებს, ეძლევათ შესაძლებლობა, მიიღონ დახმარება საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაში (სოციალური საცხოვრისი, საცხოვრებელი ფართის ქირით უზრუნველყოფა (ნაწილობრივ, არაუმეტეს 150 ლარისა), ასევე საცხოვრებელი სახლის ნაწილობრივი ან სრული შეძენა; ბ) გაწეული დახმარების ოდენობა ვარიაბელურია, მაგრამ ერთეულ შემთხვევაზე, არ უნდა აღემატებოდეს 30 000 ლარს. გასაცემი თანხის ოდენობას განსაზღვრავს სამუშაო ჯგუფი; პრიორიტეტულია: შშმ პირები, მრავალშვილიანი ოჯახები, მარტოხელა ან/და ძალადობის მსხვერპლი ან დაზარალებული სტატუსის მქონე პირები; ხოლო, ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახთა დასახმარებლად,  მოქმედი სოციალური სარეიტინგო ქულა  არ არის განმსაზღვრელი. გ) ფინანსურ დახმარებაზე მოქალაქეს შეიძლება უარი ეთქვას, თუ ის, ან მისი ოჯახის წევრი ფლობს ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართს. 2. მატერიალური ან ფინანსური დახმარებისთვის მოქალაქემ შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს უნდა წარუდგინოს, ან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) განცხადება; ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი); გ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან სარეიტინგო ქულის შესახებ (0-დან 120 001-მდე); დ) საინფორმაციო ბარათი სამოქალაქო რეესტრიდან ოჯახის წევრთა რეგისტრაციის შესახებ; ე) სხვა საჭირო დოკუმენტაცია სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად. 3. თავშესაფრის გარეშე დარჩენილმა ოჯახებმა საცხოვრებელი ფართის ქირის საფასურით უზრუნველყოფის მოთხოვნისას უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) მოქალაქის განცხადება; ბ) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ქონების ფლობის შესახებ; გ) დამქირავებელსა და გამქირავებელს შორის დადებული ხელშეკრულება ( I და II რიგის ნათესაური კავშირის მქონე პირებთან დადებული ხელშეკრულება შეიძლება გახდეს უარის თქმის მიზეზი); დ) დამქირავებლის და გამქირავებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები (ასლები); ე) გამქირავებლის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ბინის საკუთრების შესახებ; ვ) გამქირავებლის საბანკო რეკვიზიტები; ზ) საინფორმაციო ბარათი სამოქალაქო რეესტრიდან ოჯახის წევრთა რეგისტრაციის შესახებ; თ) სხვა საჭირო დოკუმენტაცია სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად. მუხლი 16🔗. მზრუნველობამოკლებულთა ყოველდღიური ერთჯერადი კვებით უზრუნველყოფა  (პროგრამული კოდი 06 02 09)  პროგრამა ითვალისწინებს: ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული შეჭირვებული მოსახლეობის, რომელთა ოჯახების სოციალური სარეიტინგო ქულა 0-დან 120 001-მდეა (გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა) დახმარების მიზნით ყოველდღიური ერთჯერადი კვებით უზრუნველყოფას. პროგრამით სარგებლობის მსურველმა პირმა შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს უნდა წარუდგინოს, ან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტცია: ა) განცხადება; ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი); გ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან სარეიტინგო ქულის შესახებ (არსებობის შემთხვევაში); დ) სხვა საჭირო დოკუმენტაცია სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად. მუხლი 17🔗. სოციალური სერვისების მიმწოდებელი ორგანიზაციების თანადაფინანსება (პროგრამული კოდი 06 02 10)  პროგრამა ითვალისწინებს: 1. ქ. ოზურგეთში, მეცნიერების ქ. №16-ში მდებარე ხანდაზმულთა სახლში მყოფი ბენეფიციარების მომსახურების სუბსიდირებას, ხანდაზმულთა სახლის კომუნალური (ბუნებრივი აირი, ელექტროენერგია) გადასახადების დაფინანსებით უზრუნველყოფის სახით. 2. ქვეპროგრამიდან დაფინანსდება შინმოვლის პროგრამით გათვალისწინებული ხარჯები, რომელსაც ემსახურება ორგანიზაცია „კარიტასი''. პროგრამაში ჩართულია ბენეფიციარები, რომელთაც ბინაზე მისვლით ემსახურებიან ორგანიზაცია „კარიტასის“ წარმომადგენლები. პროგრამის ფარგლებში ხდება მათი უზრუნველყოფა სანიტარიულ-ჰიგიენური საშუალებებით და ბინაზე მოვლის მომსახურებით. მუხლი 18🔗. სოციალურად შეჭირვებული ოჯახებში ახალშობილის (0­დან 1 წლამდე) მოვლისთვის საჭირო საგნების შეძენისათვის ყოველთვიური დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 11)  პროგრამა ითვალისწინებს: 1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ოჯახებში, რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა 0-დან 70001-მდეა, ბავშვის დაბადების შემთხვევაში მუნიციპალიტეტი გამოუყოფს 1200 ლარს (ყოველთვიურად 100 ლარი) 1 წლის განმავლობაში ბავშვის მოვლის საგნებისა და მედიკამენტის შესაძენად. მოსარგებლეს ეძლევა შესაძლებლობა აღნიშნული საქონელი გაიტანოს ფარმაცევტული დაწესებულებიდან შესაბამისი ანგარიშ-ფაქტურის გათვალისწინებით. შენიშვნა: დახმარების გაწევა დაიწყება საბუთების წარმოდგენის თვიდან და გაგრძელდება მანამ, სანამ ბავშვის ასაკი მიაღწევს 1 წელს. 2. პროგრამით სარგებლობის მსურველმა უფლებამოსილმა პირმა შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს უნდა წარუდგინოს, ან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) განცხადება; ბ) მშობლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი); გ) ბავშვის დაბადების მოწმობა (ასლი); დ) ანგარიშ-ფაქტურა აფთიაქიდან ყოველთვიურად (არაუმეტეს 100 ლარისა); ე) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან სარეიტინგო ქულის შესახებ; ვ) სხვა საჭირო დოკუმენტაცია სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად. მუხლი 19🔗. გენდერულ საკითხთა, ძალადობის მსხვერპლის ან დაზარალებულის სტატუსის მქონე პირთა ერთჯერადი ფინანსური მხარდაჭერა, 18­წლამდე ასაკის ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 12) პროგრამა ითვალისწინებს: 1. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, ძალადობის მსხვერპლის ან დაზარალებულის სტატუსის მქონე პირების ერთჯერადი დახმარებას ფულადი ფორმით 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. 2. დახმარებისათვის მოქალაქემ შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს უნდა წარუდგინოს, ან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება; ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი); გ) სხვა საჭირო დოკუმენტაცია სამსახურის მოთხოვნის შესაბისად. 3. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული, სოციალური საფრთხის წინაშე მყოფი 0-18 წლამდე ასაკის ბავშვიანი/ბავშვებიანი ოჯახების მხარდაჭერას, მათი გაძლიერების მიზნით.  პროგრამა განისაზღვრება შემდეგნაირად: ა) სოციალური საფრთხის წინაშე მყოფი ბავშვიანი ოჯახების ფულადი დახმარება, თითო ბავშვზე 30 ლარის ოდენობით, რომელიც მოხმარდება ჰიგიენისთვის  საჭირო ნივთების შეძენას; ბ) სოციალური საფრთხის წინაშე მყოფი ბავშვიანი ოჯახების ფულადი დახმარება, საკვების შესაძენად, (გარდა თამბაქოს ნაწარმისა და ალკოჰოლური სასმელებისა) თანხის ოდენობა განისაზღვროს საჭიროებიდან გამომდინარე, არაუმეტეს 500 ლარისა; გ) სოციალური საფრთხის წინაშე მყოფი ბავშვიანი ოჯახების  ფულადი დახმარება, სეზონური ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის შესაძენად, თანხის ოდენობა განისაზღვროს საჭიროებიდან გამომდინარე, არაუმეტეს 500 ლარისა; დ) სოციალური საფრთხის წინაშე მყოფი ბავშვიანი ოჯახების ფინანსური დახმარება, პირველადი აუცილებელი საყოფაცხოვრებო ნივთების შესაძენად, ასევე მცირე კაპიტალური ხარჯების ასანაზღაურებლად, ერთჯერადად, არაუმეტეს 2500 ლარისა; ე) ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ I-IV კლასის მოსწავლეებს,  რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა შეადგენს 0-დან 70001-მდე,  ასევე კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი/ბავშვებიანი ოჯახებისთვის, ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია  100 ლარის სასკოლო ნივთების შეძენა ( სასკოლო ჩანთა, პენალი, რვეულები, სახატავი რვეული, კალამი, ფერადი ფანქრები, წებო, ფერადი ფურცლები, მაკრატელი, სახაზავი, საღებავი, გუაში, ფუნჯი და სხვა). შენიშვნა: კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი/ბავშვებიანი ოჯახებისთვის სასკოლო ნივთების შეძენა მოხდება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის მომსახურების განყოფილების მომართვიანობის საფუძველზე. 4. დახმარებისათვის მოქალაქემ შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს უნდა წარუდგინოს, ან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) ბავშვის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის განცხადება 1 სექტემბრიდან 15-სექტემბრის ჩათვლით; ბ) ბავშვის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან; დ) სასკოლო ნივთების ანგარიშ-ფაქტურა. 5. დახმარება გაიცემა წლის განმავლობაში ერთჯერადად ან ყოველთვიურად (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა), ინდივიდუალურად, ბავშვის საჭიროებებისა და საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, რომელიც ბავშვთა უფლებების დაცვის და მხარდაჭერის მომსახურების განყოფილების მულტიდისციპლინური სამუშაო ჯგუფის/კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე განისაზღვრება. ბენეფიციარს თანხა დაერიცხება საკუთარ ანგარიშზე. 6. პოზიტიური მშობლობის მომსახურეობის მიწოდება, რომლის ამოცანაა ბავშვის უფლებების დაცვა და ოჯახის გაძლიერება, ბავშვების ალტერნატიულ ზრუნვაში გადაყვანის პრევენცია და ოჯახში ბავშვის რეინტეგრაციის ხელშეწყობა. 7. დახმარებისათვის მოქალაქემ შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს უნდა წარუდგინოს, ან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: ა)  ბავშვის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის განცხადება; ბ) ბავშვის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ)  ბავშვის დაბადების მოწმობის ან/და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; დ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (არსებობის შემთხვევაში); ე) შშმ ბავშვის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი (თუ ბავშვს აქვს აღნიშნული სტატუსი ); ვ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა № IV- 100/ა (საჭიროების შემთხვევაში); ზ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები; თ) მარტოხელა დედის საბუთი (ასეთი სტატუსის არსებობის შემთხვევაში); ი) სხვა დამატებითი დოკუმენტი სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად (საჭიროების შემთხვევაში). მუხლი 20🔗. სოციალური მიზნის მქონე პროექტების თანადაფინანსება (პროგრამული კოდი 06 02 13)  პროგრამა ითვალისწინებს: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ფარგლებში სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფების (სოციალურად დაუცველი პირები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ზრუნვის სისტემიდან გასული პირები, მრავალშვილიანი ოჯახები, მარჩენალდაკარგული პირები, მარტოხელა მშობლები, ახალგაზრდები, მარტოხელა ხანდაზმული პირები, ოჯახური პირობების გამო, დიდი ხნის მანძილზე დაუსაქმებელი დიასახლისები, ოჯახში ძალადობის მსხვერპლი, კანონთან კონფლიქტში მყოფი პირები და ა.შ.) ჩართულობას სოციალური მიზნების მქონე სხვადასხვა პროექტებში, ასევე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოციალური საწარმოების განვითარების ხელშეწყობას. თავი III ჯანდაცვისა და სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზება და ადმინისტრირება მუხლი 21🔗. ჯანდაცვის და სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზებაზე  პასუხისმგებელი სამსახური 1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზებას, გარდა წინამდებარე წესის მე-15 მუხლით გათვალისწინებული სოციალური დახმარების პროგრამისა, უზრუნველყოფს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური სერვისების სამსახური (შემდგომში – „სამსახური“). 2. სამსახური ვალდებულია შეიმუშაოს და აწარმოოს ელექტრონული ბაზები (საოფისე პროგრამა excelში), რის მიხედვითაც შესაძლებელი იქნება შესაბამისი მუხლებით გაწეული დახმარებებისა და აღებული ვალდებულებების რაოდენობის კონტროლი, ასევე შესაძლებელი იქნება სტატისტიკური ინფორმაციის მიღება შემოსული, დაკმაყოფილებული და დაუკმაყოფილებელი კორესპოდენციებთან დაკავშირებით მუხლობრივად. 3. სამსახური ვალდებულია დაიცვას აღნიშნული ინფორმაცია საქრთველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 4. წინამდებარე წესის მე-15 მუხლით გათვალისწინებული დახმარების ფარგლებში ბენეფიციარებზე გასაცემი ფულადი დახმარების ოდენობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განისაზღვრება სამუშაო ჯგუფის მიერ, რომლის პერსონალურ შემადგენლობას და საქმიანობის წესს ამტკიცებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი, იმ სავალდებულო პირობის დაცვით, რომ სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში უზრუნველყოფილი იყოს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დაინტერესებულ წევრთა მონაწილეობის  შესაძლებლობა. მუხლი 22🔗. ბენეფიციართა მიერ ჯანდაცვის და სოციალური დახმარების დასანიშნად და მისაღებად საჭირო დოკუმენტაციის  წარდგენა 1. სოციალური დახმარების დასანიშნად ან/და მისაღებად მოქალაქე წერილობით განცხადებას წარადგენს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელთან, ან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში. 2. შემოსული განცხადებების რეგისტრაციას დადგენილი წესით უზრუნველყოფს მერიის ადმინისტრაციული სამსახურის საქმისწარმოების განყოფილება. 3. მერიის ადმინისტრაციის საქმისწარმოებისა და არქივის განყოფილებაში რეგისტრაციისას წერილობით განცხადებაზე, ასლების სახით, თანდართული ყველა დოკუმენტი საქმისწარმოებისა და არქივის განყოფილების პასუხისმგებელი თანამშრომლის მიერ უნდა შედარდეს დედანთან და გაკეთდეს სათანადო ჩანაწერი განმცხადებლის პირად საქმეში. 4. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში შემოსული ყველა განცხადება თანდართული დოკუმენტაციითურთ, დადგენილი წესით, ეგზავნება სამსახურს შესწავლისა და დასკვნის/მოხსენებითი  ბარათის  მომზადებისთვის. 5. განმცხადებლის მიერ არასრულყოფილი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში სამსახური უზრუნველყოფს განმცხადებლის წერილობით ინფორმირებას აღნიშნულის თაობაზე და განუსაზღვრავს ვადას ხარვეზის აღმოსაფხვრელად. დადგენილ ვადაში განმცხადებლის მიერ ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში სამსახური არ განიხილავს მოთხოვნას დახმარების თაობაზე. მუხლი 23🔗. გადაწყვეტილების მომზადება 1. სამსახური ჯანდაცვის და სოციალური დახმარების დანიშვნის ან/და გაცემის საკითხის განხილვისას ხელმძღვანელობს  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-VI  თავით გათვალისწინებული მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით. 2. ჯანდაცვის და სოციალური დახმარების დანიშვნის ან/და გაცემის საკითხის გადაწყვეტა ხდება ინდივიდუალურად, ყოველი კონკრეტული შემთხვევის არსებითად და ყოველმხრივი შესწავლის საფუძველზე. 3. სამსახური უზრუნველყოფს ყოველთვიური დახმარების მიმღებთა ოჯახებში მომხდარი ცვლილებების სისტემატურ შემოწმებას, რის საფუძველზეც შეაქვს შესაბამისი შესწორებები (დახმარების დანიშვნის გაუქმება, შეწყვეტა, აღდგენა) ბენეფიციართა საქმეებში. ცვლილებებში იგულისხმება ბენეფიციართა ახალი ოჯახების გამოვლენა ან გაუქმება, ოჯახის წევრთა მატება-კლება, ბავშვების სრულწლოვანობის დადგომა და ა.შ. 4. ყოველთვიური ინფორმაცია სოციალური დახმარების ახალი დანიშვნის ან შეწყვეტის, ან სოციალური დახმარების გაცემის შესახებ, დასკვნის სახით, სამსახურის უფროსის მიერ ეგზავნება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად, კონტინგენტის მონაცვლეობის სიებთან ერთად. მუხლი 24🔗. ჯანდაცვის და სოციალური დახმარების დანიშვნის ან/და გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების  მიღება 1. სოციალური დახმარების დანიშვნის ან/და გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ან/და მერის კურატორი მოადგილე სამსახურის ან, წინამდებარე წესის მე-15 მუხლით გათვალისწინებული სოციალური დახმარების პროგრამის შემთხვევაში, სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებული დასკვნის/ოქმის/მოხსენებითი ბარათის საფუძველზე. 2. გადაუდებელ შემთხვევებში, როდესაც აუცილებელია წინამდებარე წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ ბენეფიციართათვის სასწრაფო სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება და დაყოვნებამ შესაძლოა სავალალო შედეგი გამოიწვიოს, დახმარება შეიძლება გაიცეს სამსახურის დასკვნის/მოხსენებითი ბარათის გარეშეც, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე. 3. სამედიცინო დაწესებულებიდან წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურისა და სამსახურის დასკვნის/მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, მერი უფლებამოსილია გასცეს ვალდებულების წერილი, სამედიცინო დაწესებულებაში თანხის ჩარიცხვა მოხდება შესრულებული სამუშაოს წარმოდგენის შემდეგ.