📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 28.12.2023
ძალაში შესვლა 01.01.2024
გამომცემი ორგანო ახმეტის მუნიციპალიტეტი
ნომერი №35
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.162.016638
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/12/2023
matsne.gov.ge 526 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.12.2023 მიღება
01.01.2024 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იოსები ქარუმაშვილი ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 25.04.2019 სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 28.02.2018 თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 08.01.2018 წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 10.11.2017 ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 21.12.2017

დოკუმენტის ტექსტი

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  დადგენილება №35 2023 წლის 28 დეკემბერი ქ. ახმეტა ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის დებულება“ თანდართული რედაქციით. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი „ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 5 თებერვლის №6  დადგენილება (www.matsne.gov.ge, 09/02/2018, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.162.016425). მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეიოსები ქარუმაშვილი დანართი ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახური 1. ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახური (შემდგომ – სამსახური) არის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და მერიის სტრუქტურული ერთეულების, ასევე მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების  საქმიანობის სამართლებრივ მომსახურებას. 2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. მუხლი 2🔗. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახური შედგება პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის – სამსახურის უფროსის, მეორადი სტრუქტურული ერთეულის – განყოფილების უფროსის და სხვადასხვა რანგის საჯარო მოხელეებისაგან. 2. სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულია სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილება. 3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება მერიის დებულებით. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მისი უფლება-მოვალეობების განხორციელება დროებით შეიძლება დაევალოს მერიის ერთ-ერთ თანამდებობის პირს/საჯარო მოხელეს. 4. სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეული – განყოფილება შედგება  უფროსისა და განყოფილების საჯარო მოხელეებისგან. 5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულებით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობების განხორციელება მისი არყოფნის შემთხვევაში  დროებით შეიძლება დაევალოს სამსახურის ერთ-ერთ საჯარო მოხელეს. 6. სამსახურის საჯარო მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მერიის დებულებით, ამ დებულებით, ხოლო მათი ფუნქციები - შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. 7. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხები, სოციალური და სამართლებრივი გარანტიები განისაზღვრება მერიის დებულებით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 3🔗. სამსახურის ფუნქციები სამსახური უზრუნველყოფს: ა) მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და და თანამდებობის პირების იურიდიულ კონსულტირებას, სამართლებრივი დასკვნების მომზადებას; ბ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეებისათვის კონსულტაციების გაწევას; გ) მერიაში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების, ადმინისტრაციული ხელშეკრულებების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმებისა და სხვა დოკუმენტების სამართლებრივ სისწორეს, მათ შესაბამისობას საქართველოს  კანონმდებლობასთან და მუნიციპალიტეტის ნორმატიულ აქტებთან; დ) მუნიციპალიტეტის ინტერესების დაცვას სამართლებრივ ურთიერთობებში სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან; ე) მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვას სასამართლოში; ვ) მოქალაქეთა განცხადებების/საჩივრების განხილვას, ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებას, შესაბამისი დასკვნების და გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადებას; ზ) მერიის სხვა სტრუქტურული ერთეულების მიერ მომზადებული ცალკეული საკითხების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობას; თ) მერიის სამსახურებისა და ადმინისტრაციული ერთულების საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების მომზადებას; ი) მერიის საჯარო მოხელეების თანამდებობაზე დანიშვნის, გადაყვანის, მობილობის, მოხელეთა უფლებამოსილებების შეჩერებისა და შეწყვეტის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას; კ) მერიაში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული საჯარო მოსამსახურეების სამსახურში მიღებასთან დაკავშირებული ხელშეკრულებების მომზადებას; ლ) მერიის მიერ შექმნილი იურიდიული პირების რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის პროცესის ორგანიზაციულ-სამართლებრივ უზრუნველყოფას; მ) მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე მოსახლეობის სამართლებრივ კონსულტირებას; ნ) ადმინისტრაციული წარმოების დადგენილი წესებისა და პროცედურების დაცვას; ო) საქართველოს კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელებას. მუხლი 4🔗. სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების ფუნქციები განყოფილება უზრუნველყოფს ამ დადგენილების დანართის მე-3 მუხლით გათვალისწინებული ფუნქციების, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას.