ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №35 |
|
2023 წლის 28 დეკემბერი ქ. ახმეტა |
|
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის დებულება
1. ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახური (შემდგომ – სამსახური) არის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და მერიის სტრუქტურული ერთეულების, ასევე მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საქმიანობის სამართლებრივ მომსახურებას.
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
1. სამსახური შედგება პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის – სამსახურის უფროსის, მეორადი სტრუქტურული ერთეულის – განყოფილების უფროსის და სხვადასხვა რანგის საჯარო მოხელეებისაგან.
2. სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულია სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილება.
3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება მერიის დებულებით. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მისი უფლება-მოვალეობების განხორციელება დროებით შეიძლება დაევალოს მერიის ერთ-ერთ თანამდებობის პირს/საჯარო მოხელეს.
4. სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეული – განყოფილება შედგება უფროსისა და განყოფილების საჯარო მოხელეებისგან.
5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულებით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობების განხორციელება მისი არყოფნის შემთხვევაში დროებით შეიძლება დაევალოს სამსახურის ერთ-ერთ საჯარო მოხელეს.
6. სამსახურის საჯარო მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მერიის დებულებით, ამ დებულებით, ხოლო მათი ფუნქციები - შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით.
7. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხები, სოციალური და სამართლებრივი გარანტიები განისაზღვრება მერიის დებულებით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
სამსახური უზრუნველყოფს:
ა) მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და და თანამდებობის პირების იურიდიულ კონსულტირებას, სამართლებრივი დასკვნების მომზადებას;
ბ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეებისათვის კონსულტაციების გაწევას;
გ) მერიაში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების, ადმინისტრაციული ხელშეკრულებების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმებისა და სხვა დოკუმენტების სამართლებრივ სისწორეს, მათ შესაბამისობას საქართველოს კანონმდებლობასთან და მუნიციპალიტეტის ნორმატიულ აქტებთან;
დ) მუნიციპალიტეტის ინტერესების დაცვას სამართლებრივ ურთიერთობებში სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;
ე) მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვას სასამართლოში;
ვ) მოქალაქეთა განცხადებების/საჩივრების განხილვას, ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებას, შესაბამისი დასკვნების და გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადებას;
ზ) მერიის სხვა სტრუქტურული ერთეულების მიერ მომზადებული ცალკეული საკითხების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობას;
თ) მერიის სამსახურებისა და ადმინისტრაციული ერთულების საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების მომზადებას;
ი) მერიის საჯარო მოხელეების თანამდებობაზე დანიშვნის, გადაყვანის, მობილობის, მოხელეთა უფლებამოსილებების შეჩერებისა და შეწყვეტის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას;
კ) მერიაში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული საჯარო მოსამსახურეების სამსახურში მიღებასთან დაკავშირებული ხელშეკრულებების მომზადებას;
ლ) მერიის მიერ შექმნილი იურიდიული პირების რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის პროცესის ორგანიზაციულ-სამართლებრივ უზრუნველყოფას;
მ) მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე მოსახლეობის სამართლებრივ კონსულტირებას;
ნ) ადმინისტრაციული წარმოების დადგენილი წესებისა და პროცედურების დაცვას;
ო) საქართველოს კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელებას.
განყოფილება უზრუნველყოფს ამ დადგენილების დანართის მე-3 მუხლით გათვალისწინებული ფუნქციების, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას.