ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 28.12.2023
ძალაში შესვლა 01.01.2024
გამომცემი ორგანო ახმეტის მუნიციპალიტეტი
ნომერი №37
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.162.016640
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/12/2023
matsne.gov.ge 910 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.12.2023 მიღება
01.01.2024 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იოსები ქარუმაშვილი ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ვანის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 25.01.2018 ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 29.12.2017 ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 09.09.2022 სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 08.04.2022 მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 11.05.2022

დოკუმენტის ტექსტი

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  დადგენილება №37 2023 წლის 28 დეკემბერი ქ. ახმეტა ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულება“ თანდანართული რედაქციით. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეიოსები ქარუმაშვილი დანართი ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის  სამსახური 1. ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური (შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს სამართალდარღვევის გამოვლენას და სამართალდამრღვევი პირისთვის სახდელის შეფარდებას/სამართალდარღვევის ოქმის შედგენას, სამშენებლო, სატრანსპორტო, გარე ვაჭრობის და სხვა  სფეროებში დადგენილი წესების დაცვაზე კონტროლის განხორციელებას. 2.სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. მუხლი 2🔗. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახური შედგება პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის – სამსახურის უფროსის, მეორადი სტრუქტურული ერთეულის – განყოფილების, სხვა პროფესიული საჯარო მოხელეებისგან. 2. სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულია ზედამხედველობის და ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირების განყოფილება. 3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება მერიის დებულებით. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მისი უფლება-მოვალეობების განხორციელება დროებით შეიძლება დაევალოს მერიის ერთ-ერთ თანამდებობის პირს/საჯარო მოხელეს. 4. სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეული – განყოფილება შედგება  განყოფილების უფროსისა და საჯარო მოხელეებისგან. 5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს  უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულებით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობების განხორციელება მისი არყოფნის შემთხვევაში  დროებით შეიძლება დაევალოს სამსახურის ერთ-ერთ საჯარო მოხელეს. 6. სამსახურის საჯარო მოხელეების უფლება-მოვალეობანი განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით და მერიის დებულებით, ხოლო მათი ფუნქციები – შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. 7. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხები, სოციალური და სამართლებრივი გარანტიები განისაზღვრება მერიის დებულებით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 3🔗. სამსახურის ფუნქციები სამსახური უზრუნველყოფს: ა) მშენებარე შენობა-ნაგებობების, წარმოებული სამშენებლო ნაგებობების კონსტრუქციების საპროექტო და სახელმძღვანელო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის უზრუნველყოფას მშენებლობის დაწყებიდან დასრულებამდე, დადგენილი ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის შესაბამისობას; ბ) მუნიციპალიტეტის იერსახეზე, გარე რეკლამის განთავსებაზე, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის წესებზე, გარე ვაჭრობაზე კონტროლის განხორციელებას; გ) მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფას; დ) მიწათსარგებლობის წესების დაცვას; ე) ტექნიკური და სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების კანონის დარღვევით მიმდინარე ფაქტების გამოვლენას, დარღვევით მშენებარე ობიექტის მშენებლობის შეჩერებას ან/და დემონტაჟს, მათ მიმართ კანონით განსაზღვრული საჯარიმო სანქციების გამოყენებას; ვ) სამშენებლო, სარემონტო და საავარიო სამუშაოების წარმოების წესების დაცვაზე კონტროლს (სამშენებლო და სარემონტო ტერიტორიების შემოღობვა); ზ) გარე რეკლამის განთავსებაზე კონტროლს; თ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული საწარმო-დაწესებულებების, ორგანიზაციების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ კეთილმოწყობის წესების დაცვაზე (შენობა-ნაგებობების ფასადების, გზის საფარის, გამწვანებული ტერიტორიების, ვიტრინების, კომუნიკაციათა კარადების და ჭების, საქალაქო  მეურნეობის სხვა ელემენტების ტექნიკურ-ესთეტიკურ მდგომარეობაზე) კონტროლს; ი) ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების დადგენილი წესების დაცვაზე კონტროლს; კ) უკანონო, უსახური და ამორტიზებული ჯიხურების, მანქანა-დანადგარების, დახლების, სტელაჟების, სარეკლამო და საინფორმაციო დაფების, ფირნიშების, აბრების, აფიშების, პლაკატებისა და სხვა სარეკლამო ატრიბუტების უკანონო განთავსების ფაქტების გამოვლენას, მათი აღკვეთის საჯარიმო სანქციების გამოყენებას; ლ) სანიტარულ-ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელებაზე კონტროლს; მ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიწის ნაკვეთების უნებართვოდ დაკავების ან/და მიწათსარგებლობის უფლების გარეშე სარგებლობის, მიწის მდგომარეობაზე უარყოფითი გავლენის მქონე ობიექტების მშენებლობის ფაქტების გამოვლენას და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ღონისძიებების გატარებას; ნ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ და საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსის’’ დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ზომების გამოყენებას, „ნარჩენების მართვის კოდექსით“ გათვალისწინებულ შემთხვევებში, ასევე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვას და ადმინისტრაციული სახდელის დადებას; ო) ახლადაშენებული, რეკონსტრუირებული ობიექტების, დამთავრებული სამუშაოების მიმღებ კომისიებში მონაწილეობის მიღებას; პ) საქართველოს კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელებას. მუხლი 4🔗. ზედამხედველობის და ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირების განყოფილების ამოცანები და ფუნქციები განყოფილება უზრუნველყოფს: ა) მშენებარე შენობა-ნაგებობების, წარმოებული სამშენებლო კონსტრუქციების საპროექტო და სახელმძღვანელო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის მონიტორინგს მშენებლობის დაწყებიდან დამთავრებამდე, დადგენილი ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის შესაბამისობაზე კონტროლს; ბ) მონიტორინგს მუნიციპალიტეტის იერსახეზე, გარე რეკლამის განთავსებაზე, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის წესების დაცვაზე, გარე ვაჭრობაზე, მიწათსარგებლობის წესების დაცვაზე. გ) ტექნიკური და სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების, კანონის დარღვევით მიმდინარე მშენებლობის ფაქტების გამოვლენას, დარღვევით მშენებარე ობიექტის მშენებლობის შეჩერებას ან/და დემონტაჟს, მათ მიმართ კანონით განსაზღვრული საჯარიმო სანქციების გამოყენებას; დ) სამშენებლო, სარემონტო და საავარიო სამუშაოების წარმოების წესების დაცვაზე კონტროლს; ე) გარე რეკლამის განთავსებაზე კონტროლს; ვ) კონტროლს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული საწარმო-დაწესებულებების, ორგანიზაციების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ კეთილმოწყობის წესების დაცვაზე (შენობა-ნაგებობების ფასადების, გზის საფარის, გამწვანებული ტერიტორიების, ვიტრინების, კომუნიკაციათა კარადების და ჭების, საქალაქო მეურნეობის სხვა ელემენტების ტექნიკურ-ესთეტიკურ მდგომარეობაზე); ზ) ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების დადგენილი წესების დაცვაზე კონტროლს; თ) უკანონო, უსახური და ამორტიზებული ჯიხურების, მანქანა-დანადგარების, დახლების, სტელაჟების, სარეკლამო და საინფორმაციო დაფების, ფირნიშების, აბრების, აფიშების, პლაკატებისა და სხვა სარეკლამო ატრიბუტების უკანონო განთავსების ფაქტების გამოვლენას, მათი აღმკვეთი საჯარიმო სანქციების გამოყენებას; ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიწის ნაკვეთების უნებართვოდ დაკავების ან/და მიწათსარგებლობის უფლების გარეშე სარგებლობის, მიწის მდგომარეობაზე უარყოფითი გავლენის მქონე ობიექტების მშენებლობის ფაქტების გამოვლენას და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ღონისძიებების გატარებას; კ) ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 55​2, 55​6, 77​1, 77​2 მუხლებით, 82​​​5 მუხლით  (პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეალიზაციის ნაწილში), 119​​​1 მუხლით, 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით, 134​1, 146​1, 148-ე (გარდა მე-3 ნაწილისა), 150-150​​​1 მუხლებით, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 151​2, 152-ე, 152​2, 152​5-152​9, 153​4 156​1 მუხლებით,158​5 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 159-ე, 159​​​1 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების გამოვლენას, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვას და დამრღვევისთვის ადმინისტრაციული სახდელის დადებას ამავე კოდექსის 290​​​6 მუხლის გათვალისწინებით, ასევე საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის ნორმების დამრღვევი ფიზიკური და იურიდიული პირების მიმართ შესაბამისი პასუხისმგებლობის ზომების გამოყენებას; ლ) „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ და  „ნარჩენების მართვის კოდექსის“ დამრღვევის ფიზიკური ან იურიდიული პირების მიმართ შესაბამისი პასუხისმგებლობის ზომების  გამოყენებას, „ნარჩენების მართვის კოდექსით“ გათვალისწინებულ შემთხვევებში – აგრეთვე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვას და ადმინისტრაციული სახდელის დადებას; მ) ახლად აშენებული, რეკონსტრუირებული ობიექტების, დამთავრებული სამუშაოების მიმღებ კომისიებში მონაწილეობის მიღებას; ნ) საქართველოს კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელებას.