“საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა პირადობის დადასტურებისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის (საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის სამგზავრო პასპორტის) გაცემის წესის შესახებ" ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 12 ნოემბრის №1398 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე"

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№857
სარეგისტრაციო კოდი
010.130.000.22.027.007.383
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 57, 17/05/2005

დოკუმენტის ტექსტი

სახელწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.130.000.22.027.007.383

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №857

2005 წლის 17 მაისი

ქ. თბილისი

„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა პირადობის დადასტურებისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის (საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის სამგზავრო პასპორტის) გაცემის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს იუსტიციის მინისტრის   2004 წლის 12 ნოემბრის №1398 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა პირადობის დადასტურებისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის (საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის სამგზავრო პასპორტის) გაცემის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 12 ნოემბრის №1398 ბრძანების (სსმ III, 2004 წ., №132, მუხ. 1163) №1 დანართის – იუსტიციის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საპასპორტო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურების კოდური აღნიშვნებისა და ამ ორგანოებზე მიმაგრებული ბეჭდების ნომრების ჩამონათვალის №19 ჩანაწერი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„19. ბოლნისის საპასპორტო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახური – 10-001; 025”.

    მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კ. კემულარია